ჰეელი-Hamamelis-salbe 50გ მალ

ჰეელი-Hamamelis-salbe 50გ მალ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 47556
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ჰამამელის-კრემ-ჰეელი / Hamamelis-creme-heel 50 გრ ტუბი.

კატეგორია: გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 100 გ შეიცავს: Hamamelis virginiana Ø 10.0 გ. ჰიდროფილური მალამო (DAB 10): ემულგირებადი ცეტოსტეარილის სპირტი, თხევადი პარაფინი, რბილი თეთრი პარაფინი, გაწმენდილი წყალი, ეთანოლი. კონსერვირებულია 14,5 vol.-% სპირტით.

ჩვენება: ვენების ვარიკოზი, ვენურისტაზი, ვარიკოზულიეგზემა, თრომბოფლებიტი, სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებში.

მიღების წესი და დოზირებადღის განმავლობაში დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას შესაბამისი რაოდენობის მალამო, ნაზად შეიზილეთ სრულ გაწოვამდე, დღეში 2-3-4 ჯერ.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის, ჰამამელისის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაციასასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტიერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები

ცეტილსტეარილის სპირტმა შესაძლებელია გამოიწვიოს კანის ლოკალური ალერგიური რეაქცია (მაგ.კონტაქტური დერმატიტი) .

სიმპტომების გაუარესების ან/და გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

არ წაისვათ მალამო კანის ფართო უბანზე.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა3 წელი.

შენახვის პირობებიგანსაკუთრებულ მოთხოვნებს არ საჭიროებს

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: 50 გრამის შემცველი ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი

შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15