ბაია-ქატო ხილის ჩირით 350გ

ბაია-ქატო ხილის ჩირით 350გ

6.86 ლარი
კატეგორია: ურძეო ფაფა
კოდი: 47500
გააზიარე:

ბაია“ ხორბლის ქატო ხილის ჩირით - შტრიხკოდი: 4860100950157 ჩვენ გთავაზობთ ხორბლის ქატოს, ასევე ხილის ჩირით, რომელიც მდიდარია მცენარეული უჯრედებით, რაც ქატოს სასიამოვნო გემოს აძლევს. თუ სწორად კვებას გადაწყვეტთ და განსაკუთრებით თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაა, თქვენს რაციონში აუცილებლად დაგჭირდებათ მცენარეული ბოჭკოვანი, უჯრედისით მდიდარი პროდუქტი - ხორბლის ქატო. ქატო მიიღება ხორბლის გარეკანის გადამუშავებით და როგორც ბუნებრივი ცელულოზა ნაწლავებს წმენდს შიგნიდან, ტოქსინებისგან, ე.წ. ლორწოსგან, რის გამოც მას ორგანიზმის „ბუნებრივ ცოცხს“ უწოდებენ. კუჭს არ შეუძლია მისი ბოლომდე გადამუშავება, ის რამდენჯერმე იზრდება მოცულობაში და ნაწლავებში გადაადგილებისას ახორციელებს მექანიკურ გაწმენდას, აუმჯობესებს მის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორას. სასურველია ქატოს მიღება სხვა კერძებთან ერთად. ამის წყალობით, შეგიძლიათ დაარეგულიროთ საკვების რაოდენობა, თანდათანობით შეამციროთ პორცია და გარკვეული დროის შემდეგ შეეჩვევით გაცილებით ნაკლები ჭამას, შიმშილით გამოწვეული დისკომფორტის განცდის გარეშე და დაარეგულირებთ წონას. ჩირით ხორბლის ქატო შეიცავს ბუნებრივ დაქუცმაცებულ ჩირს, რომელიც ამდიდრებს მათ გემოს და ანეიტრალებს სპეციფიკურ გემოს. მომზადების წესი: ჭიქაში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ქატო, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს. გააჩერეთ 5-7 წუთი, შემდეგ შეგიძლიათ დაასხათ ცივი წყალი ან არაჟანი და მიირთვათ სუსპენზიის სახით. მიიღეთ დღეში სამჯერ. აუცილებელია დღე-ღამის განმავლოაში ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი ქატოს მიღების პარალელურად