ტანელები 5მგ #28ტ

ტანელები 5მგ #28ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბეტა-ადრენობლოკატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნებივოლოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 46884
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტანელები 5 მგ ტაბლეტები

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ტანელები 5 მგ ტაბლეტები

ნებივოლოლი

მოცემული ჩანართის შინაარსი:
 რას წარმოადგენს ტანელები და რისთვის გამოიყენება იგი
 რა უნდა იცოდეთ ტანელების მიღებამდე
 როგორ უნდა მიიღოთ ტანელები
 შესაძლო გვერდითი მოქმედება
ტანელების შენახვის პირობები
 შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ტანელები და რისთვის გამოიყენება იგი
ტანელები შეიცავს ნებივოლოლს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციური ბეტა-ბლოკერების ჯგუფს (ე.ი. საშუალებებს, რომლებიც არჩევითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). ახდენს ჰიპოტენზიურ, ანტიანგინალურ და ანტიარითმულ მოქმედებას. Nნებივოლოლი წარმოადგენს ნებივოლოლის D და L მბრუნავი ენანთიომერების რაცემატს. D ნებივოლოლის ხარჯზე პრეპარატი ავლენს β1 ადრენორეცეპტორების სელექციური კონკურენტული ბლოკატორის თვისებებს. L ნებივოლოლის ხარჯზე ახდენს ვაზოდილატაციურ მოქმედებას აზოტის ოქსიდთან/ L არგინინთან მეტაბოლური ურთიერთქმედების შედეგად. Nნებივოლოლის ერთჯერადი და განმეორებითი გამოყენებისას ქვეითდება გულის შეკუმშვათა სიხშირე(გსშ), მცირდება არტერიული წნევის მაჩვენებლები(აწ) მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვისას, როგორც ნორმალური არტერიული წნევის მქონე პირებში, ასევე არტერიული ჰიპერტენზიისას(აჰ). ჰიპოტენზიური ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობისას.
პაციენტებში გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობით ნებივოლოლის მიღებისას აღინიშნება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება. გსშ-ის დაქვეითების მიუხედავად, გულის განდევნა მოსვენებულ მდგომარეობაში და დატვირთვისას მნიშვნელოვნად არ იცვლება სისხლის დარტყმითი მოცულობის გაზრდის მიზნით.
Hჰიპოტენზიული მოქმედება განპირობებულია ასევე რენინ-ანგიოტენზინის სისტემის აქტივობის შემცირებით(პირდაპირ არ კორელირებს სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის ცვლილებასთან).
ამცირებს რა მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე(გსშ-ის გაიშვიათება, პრედატვირთვის და პოსტდათვირთვის შემცირება), ნებივოლოლი აქვეითებს სტენოკარდიის შეტევების რაოდენობას და სიმძიმეს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას. Aანტიარითმული მოქმედება განპირობებულია გულის პატოლოგიური ავტომატიზმის დათრგუნვით და ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შენელებით.


რა უნდა იცოდეთ ტანელების მიღებამდე
არ მიიღოთ ტანელები
• თუ ხართ ალერგიული ნებივოლოლის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
• თუ გაქვთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე
 დაბალი არტერიული წნევა
 კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები
 ძალიან ნელი პულსი (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები);
 გულის რიტმის გარკვეული სხვა მძიმე დარღვევები (მაგალითად, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევები).
 გულის უკმარისობა, რომელიც ახლახანს გამოვლინდა ან დამძიმდა ბოლო დროს, ან გულის მწვავე უკმარისობის შედეგად განვითარებული კარდიოგენული შოკის მკურნალობა გულის მუშაობის გამაუმჯობესებელი ინტრავენური პრეპარატების შეყვანით
 ასთმა ან ქოშინი (ამჟამად ან წარსულში)
 არანამკურნალები ფეოქრომოციტომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე
 ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
 ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგალითად, დიაბეტური კეტოაციდოზი.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება, თუმცა, ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ტანელების® გამოყენებისას შესაძლოა შემდეგი გვერდითი მოქმედება:

ხშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს):
• თავის ტკივილი
• თავბრუხვევა
• დაღლილობა
• ქავილის და ჩხვლეტის უჩვეულო შეგრძნება
• დიარეა
• ყაბზობა
• გულისრევა
• ქოშინი
• ხელების ან ფეხების შეშუპება.

არახშირი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):
• გულისცემის შენელება ან სხვა ჩივილები გულის მხრივ
• დაბალი არტერიული წნევა
• კრუნჩხვის მაგვარი ტკივილი ფეხებში სიარულის დროს
• მხედველობის დარღვევა
• იმპოტენცია
• დათრგუნვის შეგრძნება
• საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), კუჭში ან ნაწლავებში აირების წარმოქმნა, გულისრევა
• გამონაყარი კანზე, ქავილი
• გაძნელებული სუნთქვა, რაც მოგვაგონებს სასუნთქი კუნთების მკვეთრი სპაზმით გამოწვეულ ასთმის შეტევას (ბრონქოსპაზმს)
• კოშმარული სიზმრები.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება (შეიძლება აღენიშნოს 10,000-დან 1 ადამიანს):
• გონების დაკარგვა
• ფსორიაზის გამწვავება (კანის დაავადება, ქიცვისებრი ვარდისფერი ლაქების სახით).

ტანელებით მკურნალობისას მხოლოდ რამდენიმე, ცალკეულ შემთხვევაში გამოვლინდა ქვემოთ აღნიშნული გვერდითი მოქმედება:
- ალერგიული რეაქცია მთელ სხეულზე, კანის გენერალიზებული დაზიანებით (მომატებული მგრძნობელობის რეაქციები);
- სწრაფად განვითარებადი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების ან ენის გარშემო, სუნთქვის შესაძლო მწვავე გაძნელებით (ანგიონევროზული შეშუპება).
- კანზე გამონაყარი, რომელიც წარმოადგენს კანის ზედაპირზე ალერგიული ან არაალერგიული ხასიათის მკრთალ-წითელ გამონაყარს ქავილით (ჭინჭრის ციება).

სხვა სამკურნალო საშუალებები და ტანელები®
ყოველთვის გააფრთხილეთ ექიმი, თუ ტანელებთან® ერთად დამატებით იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:
• არტერიული წნევის საკონტროლო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპანი, ფლეკაინიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეთინი, მოქსონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი).
• სედაციური საშუალებები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ბარბიტურატები (რომლებიც ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ფენოთიაზინი (რომელიც ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად) და თიორიდაზინი.
• დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი.
• საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციების დროს.
• ასთმის, ცხვირის გაჭედვის მოსახსნელი საშუალებები ან თვალის გარკვეული დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა) სამკურნალო ან გუგის გამაფართოვებელი (გამადიდებელი) პრეპარატები.
• ბაკლოფენი (ანტისპაზმოლიზური საშუალება); ამიფოსტინი (დამცველობითი მოქმედების მქონე საშუალება, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს)
ყველა ამ პრეპარატს, ისევე როგორც ნებივოლოლს, შეუძლია გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე ან/და გულის მუშაობაზე.
• კუჭის მომატებული მჟავიანობის ან წყლულის სამკურნალო პრეპარატები (ანტაციდური პრეპარატები), მაგალითად, ციმეტიდინი: ტანელების® მიღება უნდა მოხდეს საკვების მიღების დროს, ხოლო ანტაციდური პრეპარატის – საკვების მიღებათა შორის.


ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისას პრეპარატი ტანელები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის.
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მოცემულმა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუხვევა ან დაღლილობა. ამ სიმტომების განვითარებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილეა საჭირო.

ტანელები შეიცავს ლაქტოზას
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

როგორ უნდა მიიღოთ ტანელები
ტანელების® მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოიკიდებლად, სასურველია დღე-ღამის ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის იშემიური დაავადების მკურნალობა
• ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში.
• ხანდაზმული პაციენტებისათვის და თირკმელების დარღვევების მქონე პაციენტებისათვის საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს ½ (ნახევარ) ტაბლეტს დღე-ღამეში.
• არტერიული წნევის დაქვეითების თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ, ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა მხოლოდ 4 კვირაში.

გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
• მკურნალობა უნდა დაიწყოს და ჩატარდეს გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობით
• ექიმი დაიწყებს მკურნალობას დღე-ღამეში ¼ (მეოთხედი) ტაბლეტის დანიშვნით. 1-2 კვირის შემდეგ დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღე-ღამეში ½ (ნახევარ) ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ დღე-ღამეში ერთ ტაბლეტამდე და შემდეგ ორ ტაბლეტამდე სანამ არ იქნება მიღწეული სათანადო დოზა.
• მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღე-ღამეში
• საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზის შემცირება

• მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა დაამძიმოს გულის უკმარისობა.
• თირკმელების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებმა ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

თუ მიიღეთ ტანელების საჭიროზე მეტი დოზა
ტანელების® დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირ სიმპტომებს და ნიშნებს წარმოადგენს ძალიან შენელებული პულსი (ბრადიკარდია), დაბალი არტერიული წნევა შესაძლო გონების დაკარგვით (ჰიპოტენზია), ქოშინი, როგორც ასთმის შეტევის დროს (ბრონქოსპაზმი), და გულის მწვავე უკმარისობა.
ექიმის მოსვლამდე შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა.

თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ ტანელების დოზის მიღება, მაგრამ გაგახსენდათ დანიშნულ დროზე ცოტათი მოგვიანებით, შეგიძლიათ მიიღოთ მისი ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა. თუმცა, ხანგრძლივი დაგვიანებისას (მაგალითად, რამდენიმე საათი), როდესაც მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა. შემდეგში მოერიდეთ მიღების დროის ხელახალ გამოტოვებას.

თუ შეწყვიტეთ ტანელების მიღება
ყოველთვის მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის ტანელებით® მკურნალობის შეწყვეტამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით იღებთ მას: მაღალი არტერიული წნევის თუ გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.

მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება დროებით გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება. თუ აუცილებელია ტანელებით მკურნალობის შეწყვეტა, რომელსაც გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ იღებდით, მაშინ სადღეღამისო დოზა თანდათანობით უნდა შეამციროთ, ერთკვირიანი ინტერვალით დოზის განახევრებით.


5. ტანელების შენახვის წესი
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30ºჩ-ზე. არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვის ეტიკეტზე და ბლისტერულ ფოლგაზე.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
ტანელების შემადგენლობა
 აქტიური ნივთიერება არის ნებივოლოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ნებივოლოლს (ნებივოლოლის ჰიდროქლორიდის სახით).
 სხვა კომპონენტები არის: ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი ტიპი A, პოლოქსამერი 188, პოვიდონი K-30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი

ტანელების აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ტანელები გამოდის თეთრი ფერის მრგვალი ორმხრივამობურცული ტაბლეტების სახით დიამეტრით დაახლოებით 9.0 მმ, ჯვარედინი ნაჭდევით ერთ მხარეს, შეფუთვაში 28 ტაბლეტით. ტაბლეტები მოთავსებულია 2 გამჭვირვალე პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ბლისტერში (2ხ14).

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Welfar Healthcare Limited,, გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
Specifar S.A., saberZneTi

ბეჭედდასმულია