ადრენალინ დარნ.0.18% 1მლ #10ა
გააზიარე:
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების
ადრენალინ-დარნიცა
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ephinephrine;
ხსნარის 1 მლ შეიცავს ეპინეფრინის ჰიდტროტარტრატს (ადრენალინის ტარტრატს) 1,82 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
წამლის ფორმა ხსნარი ინექციისთვის
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ შეფერადებული სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არაგლიკოზიდური კარდიოტონური საშუალება. ადრენერგიული და დოპამინერგიული პრეპარატები. კოდი-ATX C01C A24,
ფარმაკოლოგიური თვისება
ფარმაკოდინამიკა
განეკუთვნება ბუნებრივ ჰორმონებს. წარმოიქმნება ნორადრენალინის მეტილირების გზით და შექმნილი ადრენალინის დეპონირებით თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ქრომაფინურ ქსოვილში. ადრენომიმეტიკი, მოქმედებს α- და β- ადრენორეცეპტორებზე. უპირატესი ზეგავლენა α2-, β2- და β3-ადრენორეცეპტორებზე, ნაკლები - α1- და β1-ადრენორეცეპტორების მიმართ.
მოქმედება განპირობებულია ადენილატციკლაზის აქტივაციით უჯრედის მემბრანის შიდა ზედაპირზე, შიდაუჯრედოვანი კონცენტრაციის გაზრდით ცამფ და Ca2+. ძალიან დაბალ დოზებში 0,01 მკგ/კგ/წთ ნაკლები შეყვანის სიჩქარით შეუძლია დაწიოს არტერიული წნევა ჩონჩხის მუსკულატურის ძარღვების გაფართოების შედეგად. 0,04-0,1 მკგ/კგ/წთ შეყვანის სიჩქარით იზრდება გულის შეკუმშვის სიხშირე და სიძლიერე, დატვირთვის სისხლის მოცულობა და წუთობრივი სისხლის მოცულობა, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობას; 0,02 მკგ/კგ/წთ ზემოთ - ავიწროვებს ძარღვებს, ამაღლებს არტერიულ წნევას (ძირითადად სისტოლურს) და საერთო პერიფერიულ ძარღვოვან წინააღმდეგობას. პრესორული ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს გულის შეკუმშვის სიხშირის მოკლევადიანი რეფლექტური შენელება. ადუნებს ბრონქების გლუვ კუნთებს. 0,3 მკგ/კგ/წთ ზემოთ დოზა ამცირებს თირკმელოვან მიმოქცევას, შინაგანი ორგანოების სისხლის მიწოდებას, ტონუსს და კუჭ-ნაწლავური ტრაქტის მოტორიკას. აფართოვებს თვალის გუგას, ხელს უწყობს თვალშიდა სითხის და თვალშიდა წნევის პროდუცირების შემცირებას. იწვევს ჰიპერგლიკემიას (აძლიერებს გლიკოგენოლიზს და გლუკონეოგენეზს) და ზრდის თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობას პლაზმაში. ზრდის მიოკარდის გამტარიანობას, აღგზნებადობას და ავტომატიზმს. ზრდის მიოკარდის მოთხოვნას ჟანგბადისადმი. ინჰიბირებას ანტიგენებით ინდუცირებულ განთავისუფლებას გისტამინისა და ლეიკოტრიენების, აშორებს ბრონქიოლების სპაზმს, ხელს უშლის მათი ლორწოვანის შეშუპების განვითარებას. მოქმედებს რა α- ადრენორეცეპტორებზე, განთავსებული კანში, ლორწოვან ორგანოებსა და შინაგან ორგანოებში, იწვევს ძარღვების შევიწროებას, ამცირებს ადგილობრივი ანესთეზიური საშუალებების შეწოვების სიჩქარეს, ზრდის ხანგრძლივობას და ამცირებს ტოქსიკურ გავლენას ადგილობრივი ანესთეზიის. β2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს უჯრედიდან K+ გამოყოფის გაძლიერებით და შეიძლება მიიყვანოს ჰიპოგლიკემიამდე. ინტრაკავეროზულ შეყვანისას ამცირებს კავერნული სხეულის სისხლის მომარაგებას. თერაპიული ეფექტი ვითარდება პრაქტიკულად წამიერად ინტრავენურად შეყვანისას (მოქმედების ხანგრძლივობა - 1-2 წთ), 5-10 წთ კანქვეშ შეყვანის შემდეგ (მაქსიმალური ეფექტი - 20 წთ შემდეგ), ინტრაკუნთოვანი შეყვანისას ეფექტის დაწყების დრო ვარიაბელურია.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვება. კუნთში ან კანქვეშ შეყვანისას კარგად შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროსისხლში (TCmax) კანქვეშ და ინტრაკუნთოვანი შეყვანისას - 3-10 წთ.
განაწილება. აღწევს პლაცენტაში, დედის რძეში, ვერ აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერში.
მეტაბოლიზმი. მეტაბოლიზდება ძირითადად ორი ფერმენტებით - კატექოლ-O-მეთილტრასფერაზით, რომელიც ადრენალინს გარდაქმნის ღვიძლში და სხვა ქსოვილებში მეტანეფრინში, და მონოამინოქსიდაზით, რომლის მონაწილეობით ის გარდაიქმნება ვანილილმინდალურ მჟავაში.
გამოყოფა. მეტაბოლიტები გამოიყოფიან ძირითადად გოგირდმჟავის კონიუგატების სახით და, ნაკლებად შარდით გლუკურონიდების სახით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (T ½ ) შეადგენს 1-2 წთ.
კლინიკური დახასიათება
ჩვენება
ალერგიული რეაქციები გადაუდებელი ტიპის: ანაფილაქსიური შოკი, რომელიც ვიტარდება სამკურნალო საშუალებების, შრატების მიღებით ან ალერგენებთან კონტაქტისას; ბრონქული ასთმა - შეტევის კუპირება; ასისტოლია, გულის გაჩერება; ადგილობრივი ანესთეტიკურების მოქმედების გაზრდა; მწვავედ ვითარებადი AV-ბლოკადა III ხარისხის.
უკუჩვენება
პრეპარატის ინგრენდიენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობა; ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოფატია; მძიმე აორტალური სთენოზი; ტახიარითმია; პარკუჭოვანი ფიბრილაცია; ფეოქრომოციტომა; დახურულკუთხოვანი გლაუკომა; შოკი (ანაფილაქსიურის გარდა); საერთო ანესთეზია საინგალაზიო საშუალებების გამოყენებით: ფტოროტანის, ციკლოპროპანის, ქლოროფორმის; მშობიარობის II პერიოდი; ხელების, ფეხების თითებზე, ცხვირზე, გენიტალიებზე გამოყენება.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთმოქმედება
ეპინეფრინის ანტაგონისტები არის α- და β-ადრენორეცეპტორები.
სამკურნალო საშუალების სხვა საშუალებებთან მიღებისას შესაძლებელია:
ნარკოტიკულ ნივთიერებებთან და საძილე საშუალებებთან - მათი ეფექტურობის შესუსტებას;
გულის გლიკოზიდებთან, ქინიდინთან, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებთან, დოპამინთან, საინგალაციო ნარკოზის საშუალებებთან (ქლოროფორმთან, ენფლურანთან, გალოტანთან, იზოფლურანთან, მეტოქსიფლურანთან), კოკაითან - არითმიის განვითარების გაზრდის რისკი;
სხვა სიმპათომიმეტურ საშუალებებთან - გულ-სისხლძარღვთა სისტემის გვერდითი ეფექების სიმძიმის მომატება;
ანტიგიპერტენზიული საშუალებებთან (მათ შორის დიურეზულებთან) - მათი ეფექტურობის შემცირება.
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მათ შორის ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი) - უეცარი და გამოკვეთილი გაზრდა ართერიული წნევის;ჰიპერპირეზული კრიზი; თავის ტკივილი; გულის არითმია; ღებინება;
ნიტრატებთან - მათი თერაპევტული მოქმედების შესუსტება
ფენოქსიბენზამინთან - ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება და ტახიკარდია;
ფენიტოინთან - არტერიული წნევის უეცარი დაწევა და ბრადიკარდია, რომელიც დამოკიდებულია დოზებისგან და ადრენალინის შეყვანის სიჩქარისგან.
ფარისებრი ჯირყვალის ჰორმონის სამკურნალო საშუალებებთან - მოქმედების ურთიერთგაძლიერება;
ასტემიზოლით, ციზაპრიდომით, ტერფენადინით - QT-ინტერვალის გაზრდა ეკგ-ზე;
დიატრიზოატებით, იოტალამის და იოქსაგლის მჟავებით - ნევროლოგიური ეფექტების გაძლიერებით;
ალკოლოიდების რქებით - ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გაძლიერება გაძლიერებული იშემიამდე და განგრენის განვითარებამდე;
ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებით (მათ შორის ინსულინით)- ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება.
მიღების თავისებურებანი
ინტროკარდიულად შეიყვანება ასისტოლიის დროს, თუ მისი თავიდან არიდაბე სხვაგვარად შეუძლებელია, ამასთან არსებობს მაღალი რისკი გულის ტამპონადის და პნევმოტორაქსის განვითარება.
ინფუზიის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გამოიყენოთ ხელსაწყო საზომი მოწყობილობით ინფუზიის სიჩქარის რეგულირების მიზნით. ინფუზია საჭიროა ჩატარდეს მსხვილ, უკეთესია ცენტრალურ ვენაში.
ინფუზიის ჩატარების დროს რეკომენდებულია სისხლის შრატში K+ კონცენტრაციის, არტერიული წნევის, დიურეზის, ეკგ, ცენტრალური ვენოზური წნევის, ფილტვის ატრერიის წნევის მონიტორინგის ჩატარება.
სამკურნალო საშუალების მიღება შაქრის დიაბეტით დაავედულ პაციენტებში იწვევს გლიკემიის გაზრდას, ამასთან დაკავშირებით საჭიროა ინსულინის ან სულფანილშარდოვანას წარმოებულის უფრო მაღალი დოზები.
არასასურველია ხანგრძლივი მიღება ადრენალინის, ვინაიდან შესაძლებელია პერიფერიული ძარღვების შევიწროება, რომელიც იწვევს ნეკროზს ან განგრენას.
მკურნალობის შეწყვეტისას ადრენალინის დოზები უნდა შემცირდეს თანდათან, ვინაიდან თერაპიის უეცარი გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპოტენზია.
სიფრთხილით მიიღება პაციენტებში პარკუჭოვანი არითმიით, გულის იშემიური დაავადებით, წინაგულის ფიბრილაციით, არტერიული ჰიპერტენზიით, ფილტვოვან ჰიპერტენზიით, მიოკარდიუმის ინფარქტით (სანკურნალო საშუალებების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტის დროს საჭიროა გახსოვდეთ, რომ ადრენალინს შეუძლია იშემიის გაძლიერება მიოკარდის ჟანგბადისადმი მოთხოვნილების გაზრდის გამო), მეტაბოლურ აციდოზით, ჰიპერკაპნიით, ჰიპოქსიით, ჰიპოვოლემიით, თირეოტოქსიკოზით, პაციენტებში ძარღვების ოკლუზიური დაავადებით (არტერიალური ემბოლია, ათეროსკლეროზი, ბიურგერის დაავადება, ცივი დაზიანება, დიაბეტური ენდაარტერიტი, რეინოს დაავადება; ვინაიდან არსებობს რისკი ნეკროზის და განგრენის განვითარების, საჭიროა კონტროლდებოდეს პერიფერიული სისხლისმიმოქცევის მდგომარეობა), ცერებრალური ათეროსკლეროზით, პარკინსონის დაავადებით, კრუნჩხვების სინდრომით, პროსტატის ჰიპერტროფიით.
ჰიპოვოლემიის დროს სიმპატომიმეტიკების გამოყენების წინ საჭიროა ჩატარდეს პაციენტების შესაბამისი ჰიდრატაცია.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში
კონტროლირებადი გამოკვლევები ორსულებში ადრენალინის გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა.
არ გამოიყენება მშობიარობის დროს არტერიული ჰიპოტენზიის კორექტირებისათვის, ვინაიდან სამკურნალო საშუალებას შეუძლია გაზარდოს მშობიარობის II პერიოდი საშვილოსნოს კუნთების მოდუნების გამო. საშვილოსნოს შეკუმშვის შესამცირებლად მაღალ დოზებში შეყვანისას შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი საშვილოსნოს ატონია სისხდენით.
სამკურნალო საშუალების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს ძუძუთი კვება.
ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე
სამკურნალო საშუალებით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის მართვა და სხვა პოტენციალურად საშიში სახის საქმიანობით მოღვაწეობა, რომელიც ითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.
დოზირება და მიღების წესი
სამკურნალო საშუალება ინიშნება კანქვეშ, კუნთებში, ზოგჯერ ინტრავენურად ან ინტრავენურად წვეთოვნად.
მოზრდილები
ანაფილაქსიური შოკი: სამკურნალო საშუალება შეყავთ ინტრავენურად ნელ-ნელა 0,5 მლ დოზით გაზავებული სახით (ერთჯერად დოზას აზავებენ 20 მლ 40% გლუკოზის ხსნარში). შემდგომში, საჭიროებისას, გაგრძელდეს ინტრავენური წვეთოვნად შეყვანა 1 მკგ/წთ სიჩქარით, რისთვისაც 1 მლ ადრენალინს აზავებენ 400 მლ 0,9% ნატრიუმი ქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზაში. თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, უფრო მიზანშეწონილი იქნება კუნთში ან კანქვეშ შეყვანა 0,3-0,5 მლ სამკურნალო საშუალების გაზავებული ან გაუზავებელი სახით.
ბრონქული ასთმა: სამკურნალო საშუალება შეყავთ კანქვეშ 0,3-0,5 მლ დოზით გაზავებული ან გაუზავებელი სახით. განმეორებითი შეყვანის საჭიროებისას ეს დოზა შეიძლება შეყვანილ იქნას ყოველი 20 წთ შემდეგ (3 ჯერამდე). აგრეთვე შესაძლებელია ინტრავენური შეყვანა სამკურნალო საშუალების 0,3-0,5 მლ გაზავებული სახით (ერთჯერადი დოზა გახსენით 20 მლ 40% გლუკოზის ხსნარში).
როგორც სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება: სამკურნალო საშუალება შეიყვანეთ ინტრავენურად წვეთოვნად 1 მგკ/წთ სიჩქარით (შესაძლო გაზრდით 2-10 მკგ/წთ-მდე).
ასისტოლია: სამკურნალო საშუალება შეიყვანეთ შიგნით გულში 0,5 მლ დოზით, გაზავებული სახით (ერთჯერადი დოზა გახსენით 10 მლ 0,9% ნატრიუმი ქლორიდის ხსნარში).
რეანიმაციული ღონისძიებები (გულის გაჩერება, მწვავედ განვითარებადი AV-ბლოკადა III ხარისხის); სამკურნალო საშუალება შეყავთ ინტრავენურად ნელ-ნელა 1 მლ ყოველ 3-5 წთ გაზავებული სახით.
ადგილობრივი ანესთეტიკების გახანგრძლივებული მოქმედება: სამკურნალო საშუალება ინიშნება კონცენტრაციით 1:50000-1:100000. დოზირება დამოკიდებულია ანესთეზიურის სახეობაზე.
ბავშვები
ასისტოლია ახალშობილებში: სამკურნალო საშუალება შეიყვანება ვენაში ნელა დოზით 10-30 მკგ/სხეულის წონის კგ ყოველ 3-5 წუთში.
ანაფილაქსიური შოკი: სამკურნალო საშუალება შეიყვანება კანქვეშ ან კუნთში დოზით 10 მკგ/სხეულის წონის კგ (მაქსიმალურად - 0,3 მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება ყოველ 15 წუთში (3 ჯერამდე).
ბრონქოსპაზმი: სამკურნალო საშუალება შეიყვანება კანქვეშ დოზით 10 მკგ/სხეულის წონის კგ (მაქსიმალურად - 0,3 მგ-მდე). საჭიროების შემთხვევაში შეყვანა მეორდება ყოველ 15 წუთში (3-4 ჯერამდე) ან ყოველ 4 საათში.
ბავშვები
სამკურნალო საშუალების გამოყენება ბავშვებში შეიძლება.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული წნევის გადაჭარბებული გაზრდა, ტახიარითმია, რომელიც იცვლება ბრადიკარდიით, გულის რიტმის დარღვევა (მათ შორის წინაგულის და პარკუჭების ფიბრილაციის), კანის საფარის გაგრილება და გაფითრება, ღებინება, შიში, აღელვება, ტრემორი, თავის ტკივილი, მეტაბოლური აციდოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ქალა-ტვინში სისხლჩაქცევა (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), ფილტვების შეშუპება, თირკმელების უკმარისობა, სიკვდილი. მაღალ დოზებში შეყვანა (მინიმალური ლეტალური დოზა კანქვეშ შეყვანის - 10 მლ 0,18% ხსნარის) ვითარდება მიდრიაზი, ართერიული წნევის მნიშვნელოვანი ზრდა, ტახიკარდია შესაძლო გადასვლით პარკუჭების ფიბრილაციაში.
მკურნალობა: სამკურნალო საშუალების შეყვანის შეწყვეტა. ადრენალინის ჭარბი დოზა შეიძლება აღმოიფხვრას α- და β-ადრენობლოკატორების გამოყენებით, სწრაფმოქმედი ნიტრატებით. მძიმე გართულებების დროს საჭიროა კომპლექსური თერაპია. არითმიის დროს დაინიშნოს β-ადრენობლოკატორების პარენტერალური შეყვანა.
გვერდითი მოვლენები
სამკურნალო პრეპარატის მიღებისას შესაძლოა გაჩენა ქვემოთმოყვანილი გვერდითი რეაქციები.
კუჭ-ნაწლავური ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, ანორექსია.
თირკმელების და შარდგამომყოფი ორგანოების მხრიდან: იშვიათად - გაძნელებული და მტკივნეული შარდვა (პროსტატის ჰიპერპლაზიის დროს).
ნივთიერებათა ცვლის და მეტაბოლიზმის მხრიდან: ჰიპოკალემია, ჰიპერგლიკემია.
ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა, ნერვულობა, კუნთების ცახცახი, პაციენტებს პარკინსონის დაავადებით შესაძლებელია რიგიდობის და თრემორის გაზრდა.
ფსიქიკის მხრიდან: საგანგაშო მდგომარეობა, ფსიქონევროტული მოშლილობა, ფსიქომოტორული აღგზნება, დეზორიენტაცია, მეხსიერების დარღვევა, აგრესიული ან პანიკური ქცევა, მოშლილობა, მსგავსი შიზოფრენიის, პარანოია, ძილის დარღვევა.
გულის მხრიდან: სტენოკარდია, ბრადიკარდია ან ტახიკარდია, გულისცემის გრძნობა, ქოშინი; მაღალი დოზებისას - პარკუჭოვანი არითმიები; იშვიათად - არითმია, გულმკერდის არეში ტკივილი; ეკგ ცვლილებები (მათ შორის T-კბილანის ამპლიტუდის დაწევა).
სისხლძარღვების მხრიდან: აწევა ან დაწევა ართერიული წნევის (კანქვეშ შეყვანის დროსაც ჩვეულებრივი დოზით ართერიული წნევის აწევის შედეგად შესაძლებელია სუბარაქნოიდალური სისხლისჩაქცევები და გემიპლეგია).
იმუნური სისტემის მხრიდან: ანგიონევროტული შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
კანის და კანქვეშა უჯრედის მხრიდან: გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.
საერთო დარღვევა და რეაქციები შეყვანის ადგილას: ტკივილი ან წვა კუნთოვანი ინექციის ადგილას; დაღლილობა, მაღალი ოფლიანობა, თერმორეგულაციის დარღვევა (სიცივის ან სიცხის შეგრძნება), კიდურების გაცივება, განმეორებითი ადრენალინის ინექციებისას შეიძლება აღინიშნოს ნეკროზი ადრენალინის სისხლძარღვების შევიწროების მოქმედების გამო (მათ შორის თირკმელების და ღვიძლის ნეკროზი).
ვარგისობის ვადა 2 წელი.
შენახვის პირობები
ინახება ორიგინალ შეფუთვაში 2-80C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეუთავსებლობა
არ აურიოთ ერთ შპრიცში მჟავას, ტუტეს, მჟანგავი ხსნარებთან ერთად მოქმედი ნივთიერების შესაძლო ქიმიური ურთიერთმოქმედების გამო.
შეფუთვა
1 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში: 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
მწარმოებელი
კსს “ფარმაცევტული ფირმა „დარნიცა“
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი:
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13










