ბრონქიკუმი S 15გ/100მლ სიროფი

ბრონქიკუმი S 15გ/100მლ სიროფი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Thyme
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 4672
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბრონქიკუმი
BRONCHICUM
 
 
საერთაშორისო დასახელება - comb. drug
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - R05CA10

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები; ფიტოპრეპარატები


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
 S სიროფი: ფლ. 100 მლ
 TP ელიქსირი: ფლ. 130 მლ
 S პასტილები 100 მგ: 20 ც.


ჩვენებები
ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, ნახველის ამოღების გაძნელებით და ხველებით (სიმპტომური თერაპია). ზედა სასუნთქი გზების კატარალური ანთება, ბრონქიტის სიმპტომები და სპაზმური ხველა, ხველა, ბრონქიტი, ბრონქების ლორწოვანის ობსტრუქცია.

მიღების წესები და დოზები

ელექსირი:
იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა არ დანიშნა დოზირების სხვა რეჟიმი, უმცროსი ასაკის ბავშვები (1-4 წელი): თითო მიღებაზე 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ, უფროსი ასაკის ბავშვები (4-12 წელი): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ, მოზრდილები და მოზარდები (12 წელს ზემოთ): თითო მიღებაზე 5 მლ (1 ჩაის კოვზი) დღეში დაახლოებით 6-ჯერ.
ელექსირის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული აუცილებლობის მიხედვით და არ არის დროში შეზღუდული.
სიროფი: მოზრდილებს ენიშნებათ 2 ჩაის კოვზი (10 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში; ბავშვებს (4-12 წელი) – 1,5 ჩაის კოვზი (8 მლ) 3-ჯერ დღეში; უმცროსი ასაკის ბავშვებს (1-4 წელი) – 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-ჯერ დღეში; ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს – 0,5 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.
ხველების საწინააღმდეგო სიროფის მიღებებს შორის შუალედი მკაცრად განსაზღვრულია.
პასტილები:
თუ არ არის ექიმის სხვა დანიშნულება, 1-2 პასტილა ნელი წუწვნით დღეში რამდენიმეჯერ. მკურნალობის კურსი დგინდება თერაპიული აუცილებლობის და დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ძალიან იშვიათად აღინიშნება კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება (მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, გულისრევა, კუჭის ავსების შეგრძნება).

უკუჩვენება

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებისათვის: 1 სუფრის კოვზი (15 მლ) შეესაბამება 1 პურის ერთეულს (პე), 1 ჩაის კოვზი (5 მლ) შეესაბამება 0.33 პე-ს. 5 მლ (1 ჩაის კოვზი) ბრონხიკუმის ელიქსირი შეესაბამება 0.34 პე-ს.

განსაკუთრებული მითითებები
ფლაკონის მთელი მოცულობის მიღებისას (100 მლ ან 250 მლ), ორგანიზმში აღწევს 1.4 გ და 3.5 გ ალკოჰოლი.

ჭარბი დოზირება

არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი, ფლაკონის გახსნის შემდეგ _ 3 თვე.

მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)

იხილეთ აგრეთვე