ენცეფაბოლი 200მლ სუსპენზია ფლ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნოოტროპები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები)
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პირიტინოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 4664
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ენცეფაბოლი სუსპენზია
ENCRPHABOL
ENCRPHABOL
საერთაშორისო დასახელება - pyritinol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები; ნოოტროპული პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფლაკ. 200 მლ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პირიტინოლი აძლიერებს თავის ტვინში პათოლოგიურად დაქვეითებულ მეტაბოლიზმს გლუკოზის მიტაცებისა და უტილიზაციის გაზრდის ხარჯზე. აძლიერებს ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმსა და აცეტილქოლინის გამონთავისუფლებას ნერვულ უჯრედების სინაფსებში, აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის უჯრედებს შორის ქოლინერგულ გადაცემას. პირიტინოლი ხელს უწყობს ნერვული უჯრედების უჯრედული მემბრანის სტრუქტურის სტაბილიზებას და მათ ფუნქციებს ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირების მეშვეობით, რითაც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. პირიტინოლი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამაღლებს ერითროციტების პლასტიურობას მათ მემბრანებში ატფის შემცველობის გაზრდით, რაც ამცირებს სისხლის სიბლანტეს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. პირიტინოლი აუმჯობესებს რა სისხლის მიმოქცევას ტვინის იშემიურ უბნებში, აუმჯობესებს მათ ჟანგბადით მომარაგებასა და გლუკოზის ცვლას ტვინის პირველად იშემიურ უბნებში. ამის შედეგად, უმჯობესდება მეხსიერების მაჩვენებლები და ნერვულ ქსოვილში აღდგება დარღვეული ცვლის პროცესები, რაც ხელს უწყობს მისი უჯრედების სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ჩვენებები
სიმპტომატური თერაპია ტვინის ორგანული დაზიანებით გამოწვეული გონებრივი შრომისუნარიანობის ქრონიკული დარღვევისას, რომელიც მიმდინარეობს დემენციის სინდრომის წამყვანი სიმპტომებით: მეხსიერების დაქვეითება, აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარის დარღვევა, გადაღლილობა, მიზნობრივობისა და მოტივაციის უკმარისობა, აფექტური დარღვევები. პირველადი დეგენერაციული დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია და მისი შერეული ფორმები.
გონებრივი შრომისუნარიანობის ქრონიკული დარღვევების სიმპტო მური თერაპია. პოსტტრავმული ენცეფალოპათია. ცერებრალური ათეროსკლეროზი. ენცეფალიტის შედეგები. ფსიქიური განვითარების შეკავება, ცერებროასთენიური სინდრომი, ენცეფალოპათია ბავშვებში.
მიღების წესები და დოზები
დაავადების სერიოზულობისა და პრეპარატის ეფექტიანობის გათვალისწინებით რეკომენდირებულია შემდეგი დოზირებები:
მოზრდილები: სუსპენზიის 2 ჩაის კოვზი 3ჯერ დღეში (600 მგ დღეში).
ახალშობილები: დაბადების მე3 დღიდან სუსპენზიის 1 მლ დღეში ერთი თვის განმავლობაში, დოზის მიღება დილით ხდება. 2 თვის ასაკიდან დაწყებული ხდება ყოველკვირეული დოზის გაზრდა 1 მლით, მანამ სადღეღამისო დოზა არ მიაღწევს 5 მლს (1 ჩაის კოვზი).
ბავშვები 1 წლის ასაკიდან: სუსპენზიის 0.5 1 ჩაის კოვზი 13ჯერ დღეში (50დან 300 მლმდე დღეში, ჩვენებიდან გამომდინარე).
ბავშვები 7 წლის ასაკიდან: სუსპენზიის 0.5 2 ჩაის კოვზი (50დან 600 მლმდე დღეში, ჩვენებიდან გამომდინარე). პრეპარატის მიღება უნდა ხდებოდეს ჭამის დროს ან მის შემდეგ. ძილის დარღვევის შემთხვევაში არ არის რეკომენდებული დღის ბოლო დოზის მიღება საღამოს ან ძილის წინ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სურათზე: მწვავე მდგომარეობისას და მაღალი დოზების დანიშვნისას თერაპიული ეფექტი უკვე რამოდენიმე საათსა ან დღეში მიიღწევა. ქრონიკუ ლი დაავადებებისას, როგორიცაა ქალატვინის ტრავმების შემდგომი მოვლენები ან დემენციის სინდრომი, შედეგები მიიღწევა 24 კვირიანი მკურნალობის შემდეგ. ოპტიმალური და სანდო ეფექტი ჩვეულებრივ მიიღწევა მკურნალობიდან 612 კვირაში. ქრონიკული დაავადებებისას მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 8 კვირისა. პერინატალური პათო ლოგიის მაღალი რისკის მქონე ახალშობილებში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 6 თვეა. 3 თვის შემდეგ საჭიროა ჩვენებების გადასინჯვა შემდგომი მკურნალობის დასანიშნად.
გვერდითი მოვლენები
დანიშნულების მიხედვით რეკომენდებული დოზებით ენცეფაბოლის მიღებისას გვერდითი მოვლენების განვითარება არ არის მოსალოდნელი.
ზოგჯერ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, უმეტესად კანსა და ლორწოვანზე გამონაყარის, ქავილის, გულისრევის შეგრძნების, ღებინების, დიარეის, ტემპერატურის მომატების, ძილის დარღვევის სახით. იშვიათად აღინიშნება მომატებული აგზნებადობა, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, პირში გემოს შეცვლა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა (ტრანსამინაზების დონის მომატება, ქოლესტაზი).
უკუჩვენება
აბსოლუტური: პირიტინოლისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
შეფარდებითი: ანამნეზში თირკმლების დაავადება, ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები, პერიფერიული სისხლის სურათის გამოხატული ცვლილებები, მწვავე აუტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურა, მიასთენია, პემფიგუსი.
ორსულობა და ლაქტაცია
პირიტინოლი გადის პლაცენტურ ბარიერს. ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ დაადგინა ტერატოგენული ან ემბრიოტოქსიური აქტივობა. დედის რძეში აღინიშნება პირიტინოლის უმნიშვნელო რაოდენობა. მიუხედავად ამისა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას სარგებელირისკის შეფარდების დადგენის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები
სორბიტის შემცველობის გამო არ არის რეკომენდირებული ენცეფაბო ლის სუსპენზიის დანიშვნა პაციენტებისათვის, ვინც ცუდად იტანს ფრუქტოზას.
შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა D - პენიცილამინისადმი, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავისი ქიმიური შემადგენლობით წააგავს პირიტინოლს (თიოლის ჯგუფი).
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება გვერდითი მოვლენების სიმპტო მატიკის გაძლიერება. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პირველადი დახმარება გამოიხატება კუჭის გამორეცხვასა და გააქტივებული ნახშირის მიღებაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პირიტინოლმა შესაძლოა მოახდინოს პენიცილამინის, ოქროს პრეპარატებისა და სულფასალაზინის გვერდითი რეაქციების პოტენცირება.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 20-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
merk KGaA ნიკომედისთვის, გერმანია

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით