პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბიოფორმა
ნატურალური ბალზამი
თმის დამარბილებელი მცენარეული სავლები
ბიოფორმა ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური საშუალებაა. იგი დამზადებულია ორიგინალური საფირმო რეცეპტითა და ტექნოლოგიით; შეიცავს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეთა ნაყენებს და ნამდვილ ნატურალურ ღვინის ძმარს, რომელიც რქაწითელის ყურძნისგან მზადდება. ბიოფორმა თავის კანისა და თმების კარგი სტიმულატორია. იგი არბილებს თმებს დაბანის შემდგომ თმის საფარზე გადავლებისას და აჯანსაღებას თავის კანს და თმის ღეროებს.
გამოყენების წესი
თავის დაბანის შემდეგ შეიზილეთ სველ თმებზე ბიოფორმა-ს მცირეოდენი ულუფა ირგვლივ მთელ თავზე თმის ძირებში, თავის კანის ინტენსიური მასაჟით. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ; შემდგომ სურვილისამებრ თმები ჩამოირიცხეთ გამდინარე თბილი წყლით და გაიმშრალეთ.
პროცედურის შემდეგ მოსალოდნელია თავის კანის სიმხურვალის შეგრძნება, რაც ნატურალური ძმრის მოქმედების და მასაჟის შედეგია. ამ დროს თავის კანზე და თმის ძირებზე ხდება დადებითი თერაპიული ზემოქმედება.
ბიოფორმა ამსუბუქებს თავის კანის დაჭიმულობას, ქავილს, წვას, აცილებს კანს ნადებს და გამონაყარს. იგი ამაგრებს თმის ძირებს, კარგად ასუფთავებს თმებს და თავის კანს; მისაღებია ნებისმიერი ტიპის კანისათვის, როგორც ძალზედ ცხიმიანი, ასევე გამომშრალი კანის შემთხვევაშიც; ახასიათებს მასტიმულირებელი მოქმედება.
ნატურალური თმის სავლები ბიოფორმა გამოიყენება თმის ცვენის მკურნალობის პერიოდში თერაპიული ეფექტის ფიქსირებისა და გაძლიერებისათვის. იგი ასევე საუცხოო პროფილაქტიკური საშუალებაა თმის ცვენისა და ქერტლიანობის წინააღმდეგ ჯანმრთელი თმებისათვისაც.
ბიოფორმა-ს ნორმალურ მდგომარეობაში მოჰყავს თავის კანისა და თმის საფარის მდგომარეობა. იგი საუცხოო გამანეიტრალებელი საშუალებაა: აცილებს თმის საფარს ცხიმისა და საპნების მიკროფენას, ქიმიური საღებავების ტოქსიკურ ნარჩენებს, არბილებს თმას, რომელიც ფაფუკი და დამყოლი ხდება, კარგად ივარცხნება და ლაგდება.
ბიოფორმა როგორც თმის ნატურალური სავლები და სტიმულატორი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები, დაიცვათ თავის კანი დაავადებებისაგან და მუდმივ ფორმაში გქონდეთ თმის საფარი.