ფლებილი კრემ-გელი ღამის 50გ

ფლებილი კრემ-გელი ღამის 50გ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიოსმინი+ჰესპერიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 46478
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფლებილი კრემ-გელი
 

 ფლებილის კრემ-გელი განკუთვნილია ფეხის კანის მოვლისთვის. დელიკატური მასაჟის გზით კრემ-გელი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხსნის წვივის კუნთების დაძაბულობას და უბრუნებს ფეხებს სიმსუბუქის კომფორტულ შეგრძნებას. ფლებილის კრემ-გელი შეიცავს მიკრონიზებული ნატურალური ფლავონოიდების კომპლექსს: დიოსმინს და ჰესპერიდინს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ ქვედა კიდურების სისხლძარღვებზე. ისინი აძლიერებენ სისხლძარღვების კედლის ტონუსს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.
ფლებილის კრემ-გელის მსუბუქი ფორმულა უზრუნველყოფს მის სწრაფ შეწოვას. მასში შემავალი კომპონენტები ხდიან ფეხის კანს გლუვსა და ხავერდოვანს, უზრუნველყოფენ დამატენიანებელ ეფექტს. ფლებილის კრემ-გელის რამოდენიმეჯერ გამოყენების შემდეგ კანი ხდება შესამჩნევად გლუვი და ელასტიური. ფლებილის კრემ-გელის გამოყენება რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში ერთჯერ.
გამოყენების წესი: კრემ-გელის მცირე რაოდენობა დაიტანეთ ფეხის კანზე და შეიზილეთ მასაჟისებური მოძრაობით.
რეკომენდებულია ფლებილის კრემ-გელის გამოყენება პერორალურ ვენომატონიზებელ საშუალებებთან ერთად.
შემადგენლობა: დიოსმინი 1.8%, ჰესპერიდინი 0.2%, წყალი, დიეთილჰექსილ კარბონატი, პოლიპროპილენგლიკოლ-3-მირისტილის ეთერი, გლიცერინი, გლიცერილსტეარატის ციტრატი, გლიცერილსტეარატი, ცეტილის სპირტი, პოლიგლუტამინის მჟავა, ჰიდროლიზირებული სკლეროტიუმის გლუკანი, ბეტაინი, შარდოვანა, კალიუმის ლაქტატი, ცეტილ რიცინოლეატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აკრილატები / C10-C30 ალკილაკრილატის კროსპოლიმერი, 1,3-დიმეთილოლ-5,5-დიმეთილჰიდანტოინი, ფენოქსიეთანოლი, მეთილპარაბენი, ეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ბუთილპარაბენი, იზობუთილპარაბენი.
გამოშვების ფორმა: 50გ კრემ-გელი ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე
დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
მწარმოებელი: მედიკპლასტი, პოლონეთი
დამზადებულია ავერსი-ფარმას შეკვეთით.
საინფორმაციო სამსახური: 2 967 227
www.aversi.ge

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)