ფუროსემიდი 40მგ #20ტ (სოფარმა)
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ფუროსემიდი სოფარმა 40 mg tabletebi
FUROSEMIDE SOPHARMA 40 mg tablets
ფუროსემიდი (furosemide)
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე , გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი , ვინდაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ ისეთივე სიმპტომები, როგორიც თქვენ.
- თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით რეაქციას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში,. იხილეთ პუნქტი 4.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია :
1. რას წარმოადგენს ფუროსემიდი სოფარმა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღების დაწყებამდე
3. როგორ უნდა მიიღოთ ფუროსემიდი სოფარმა
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ შეინახოთ ფუროსემიდი სოფარმა
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ფუროსემიდი სოფარმა და რისთვის გამოიყენება ის
ფუროსემიდი სოფარმა შარმდენი სამკურნალო საშუალებაა (პრეპარატი, რომელიც აძლიერებს შარდის გამოყოფას, ასუფთავებს და იცავს ორგანიზმს წყლის შეკავებისგან)
ფუროსემიდი სოფარმა გამოიყენება:
- გულის, ფილტვების, ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს შეშუპების სამკურნალოდ;
- მსუბუქი და ზომიერი ჰიპერტენზიის დროს (მაღალი წნევა). მოზრდილებში დამოუკიდებლად ან სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად.
2 . რა უნდა იცოდეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ფუროსემიდი სოფარმა
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტისადმი (იხილეთ პუნქტი 6);
- თუ თქვენ ხართ ალერგიული (ზემგრძნობიარე) სულფონამიდების მიმართ;
- ჰიპოვილემიის მდგომარეობისას (სისხლის მოცულობის შემცირება) ან დეჰიდრატაციისას (გაუწყლოება);
- თირკმლის უკმარისობის ან ანურიის დროს (წარმოქმნება შარდის დიდი ან მცირე რაოდენობა);
- თირკმლის უკმარისობის დროს, თირკმელების ან ღვიძლზე ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლის გამო;
- თირკმლის უკმარისობისას, რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის კომასთან (ღვიძლის დაავადება მძიმე ფორმით);
- სისხლში არსებული კალიუმისა და ნატრიუმის შემცირებული რაოდენობის დროს;
- თუ პაციენტი იმყოფება პრეკომატოზურსა და კომატოზურ მდგომარეობაში ღვიძლის მძიმე დაზიანების შედეგად;
- ძუძუთი კვების დროს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
არ მიიღოთ ფუროსემიდი სოფარმა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე, თუ:
- იმყოფებით ხანდაზმულ ასაკში, იღებთ სხვა წამალს, რომლებიც მოქმედებენ წნევის დაწევაზე და გაქვთ სხვა დაავადება, რომელიც ასევე აქვეითებს წნევას;
- თუ გაწუხებთ პროსტატა ან გაძნელებული შარდვა;
- თუ გაქვთ დიაბეტი ან პოდაგრა;
- თუ გაქვთ ჰეპატორენალური სინდრომი (ღვიძლის მძიმე დაზიანება თირკმელების ფუნქციის შემდგომი ხანგრძლივი გაუარესებით);
- თუ თქვენთვის ცნობილია, რომ სისხლში არსებული ცილების რაოდენობა გაქვთ დაბალი ოდენობით;
- დღენაკლული ჩვილების დროს (მხოლოდ ფუროსემიდი სოფარმას საინექციო ფორმისთვის);
- თუ გაწუხებთ პორფირია (ღვიძლის მემკვიდრეობითი დაავადება, რის გამოც წარმოიქმნება ჰემოგლობინის ნორმის დარღვევა);
- რისპერიდონთან ერთად (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო საშუალება).
აუცილებელია ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, ქლორის, მაგნიუმის, კრეატინინის შრატის დონის რეგულარული მონიტორინგი.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ფუროსემიდი სოფარმა
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო წამლებს სხვა შარმდენი საშუალებების ჩათვლით (მეტოლაზონი); ანტინევრალგიური და ძილის პრეპარატები (კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი); ანტიეპილეფსიური საშუალებები (ფენითოინი); ანტიდეპრესანტები (რებოქსეტინი);ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატები (ინდომეტაცინი, ასპირინი); კორტიკოსტეროიდები; იმუნური სუპრესანტები (მეტოტრექსატი, ციკლოსპორინი); პოდაგრის, დიაბეტის, გულის უკმარისობის (დიგოქსინი), ასთმის (თეოფილინის) სამკურნალო საშუალებები; ანტიბიოტიკები (ცეფალოსპორინები ან ამინოგლიკოზიდები); ლითიუმის პროდუქტები; ცისპლატინი; კარბენოქსოლონი და სუკრალფატი (წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ); კორტიკოტროპინი; მედიკამენტები სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ (ამფოტერიცინი B); საფაღარათო საშუალებები; ლიქვორისი (ხველის სამკურნალოდ); სისხლში მომატებული ქოლესტერინის სამკურნალო პრეპარატი (ქოლესტირამინი).
კონტრასტული საშუალებების მიღების შემდეგ, რენტგენოლოგიური გამოკვლევის დროს, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ფუროსემიდი სოფარმამ შეიძლება შეამციროს ადრენალინის და ნორადრენალინის თერაპიული ეფექტი.
ფუროსემიდი სოფარმას მიღება საკვებთან , სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ფუროსემიდი მიიღება ჭამის დროს ან უზმოზე. თუ პაციენტის კუჭი სუსტია ან მგრძნობიარე აღნიშნული პრეპარატის მიმართ, უკეთესია წამლის მიღება ჭამის დროს ან რძის დაყოლებით.
ფუროსემიდით მკურნალობისას რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება (ფორთოხლის წვენი, ბანანი, ქიშმიში, ქლიავის ჩირები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე.
ორსულობა
ფუროსემიდი გადადის პლაცენტაში. პრეპარატი არ მიიღოთ ორსულობის დროს გარდა განსაკუთრებული ჩვენებებისა და, თუ დედისათვის სარგებელი გადაწონის ნაყოფზე რისკის გაწევას, ასევე, საჭიროებისამებრ, აუცილებელია ნაყოფის მუდმივი მონიტორინგი.
ძუძუთიკვება
ფუროსემიდი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში, და დათრგუნოს ლაქტაცია. ლაქტაციის პერიოდში ფუროსემიდის მიღების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს,
ს ატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
თავი აარიდეთ ფუროსემიდის მიღებას მართვისა და ინსტრუმენეტებთან მუშაობისას, ვინაიდან
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია ყურადღების დაქვეითება, რაც მნიშვნელოვანია მძღოლებისა და მექმანიზმებთან მომუშავე პირთათვის.
ფუროსემიდი სოფარმას ტაბლეტები შეიცავს ხორბლის სახამებელს, რაც მიზანშეწონილია ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის (გლუტენური ენტეროპათია). ხორბლის მიმართ ალერგიის დროს (ცელიაკიის გარდა) არ მიიღოთ პრეპარატი.
ფუროსემიდი სოფარმა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მას რჩევისათვის.
3. როგორ გამოიყენოთ ფუროსემიდი სოფარმა
ყოველთვის მიიღეთ ფუროსემიდი სოფარმა ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ ექიმმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროსემიდი სოფარმა მიიღება პერორალურად (ჭამის დროს ან უზმოზე), მიიღეთ პრეპარატი ჩვეულებრივ დილით ან შუადღეს ან დღის განმავლობაში. თუ პაციენტს აღენიშნება კუჭზე მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატზე, უმჯობესია მისი მიღება საჭმლის მიღების დროს ან რძის მიყოლებით.
მოზრდილები:
საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში.
მსუბუქ შემთხვევებში დოზა 1 ტაბლეტი დღეში შეიძლება იყოს საკმარისი.
შარდმდენი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, ჩვეულებრივი დღიური დოზაა 2 ტაბლეტი ან მეტი.
მიიღეთ ერთხელ ან ორჯერ საჭიროების მიხედვით.
მძიმე შეშუპების დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის თანდათანობითი გაზრდა 600 მგ-მდე დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1500 მგ.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
რეკომენდებული დოზა ბავშვებისთვის არის 1-3 მგ /კგ სხეულის წონაზე ყოველდღიურად.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ (1 ტაბლეტი).
ხანდაზმულიპაციენტები
დოზირების შესახებ სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს. A
ხანდაზმულ პაციენტებს თანდათან სჭირდებათ დოზის გაზრდა ეფექტის მიღწევამდე.
თუ თქვენ მიიღებთ ფუროსემიდი სოფარმას საჭიროზე მეტ დოზას
თუ მიიღებთ დანიშნულ დოზაზე მეტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ამ პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს
არარეგულარული გულისცემა, სითხის მძიმე დაკარგვა, იპოტენზია (დაბალი წნევა) და შოკი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, სისხლძარღვების ობსტრუქცია (თრომბოზი), დელირიუმი, აპათია
და დაბნეულობა.
ამ სიმპტომების მკურნალობას ახორციელებს ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში.
თუ გამოტოვეთ ფუროსემიდი სოფარმას მიღება
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის დაცვით.
ამ პრეპარატის მიღბასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ფუროსემიდი სოფარმამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.
აღწერილი გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიხშირით:
ძალიან ხშირად ( აღენიშნება 1- დან 10 პაციენტზე მეტს )
სხვადასხვა მარილების შემცირება ორგანიზმში, (შეიძლება გამოიწვიოს მომატებული წყურვილის გრძნობა, თავის ტკივილი, არტერიული წნევის ვარდნა, დაბნეულობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, კუნთების სისუსტე, გულის რითმის შეცვლა და საჭმლის მონელების დარღვევა), სისხლის საერთო რაოდენობის და სხეულში სითხეების შემცირება, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. სისხლში კრეატინინის და ტრიგლიცერიდების მატება, არტერიული წნევის ვარდნა.
ხ შირად ( აღენიშნება 1- დან 10 პაციენტზე ნაკლებს )
სისხლში ნატრიუმის, ქლორის და კალიუმის რაოდენობის შემცირება, ქოლესტერინის მომატება, პლაზმური კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება პოდაგრის შეტევებით, ღვიძლის ენცეფალოპათია (სერიოზული დაავადება ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში), სისხლის გასქელება.
არახშირად ( აღენიშნება 1- დან 100 პაციენტზე ნაკლებს )
მცირდება სისხლში შაქრის კონტროლის უნარი, გულისრევა, სმენის დაქვეითება, სიყრუე (ზოგჯერ შეუქცევადი), ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი ან ანთება კანზე ბუშტუკებით, მულტიფორმული ერითემა, პემფიგოიდი, ექსფოლიაციური დერმატიტი (კანის ანთება კანზე აქერცვლებით), პურპურა (სხეულზე სისხლდენა), მომატებული მგრძნობელობა შუქზე, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა (ეს იწვევს სისხლჩაქცევების გაზრდის რისკს ან სისხლდენას).
იშვიათად ( აღენიშნება 1- დან 1000 პაციენტზე ნაკლებს )
სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), თირკმელების ანთება, დიარეა, ღებინება, მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ალერგიული შოკი, კიდურებზე ჩხვლეტის შეგრძნება, ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის დაქვეითება), ეოზინოფილია (გაზრდილი სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპები),
ცხელება.
ძალიან იშვიათად ( აღენიშნება 1- დან 10000 პაციენტზე ნაკლებს )
მწვავე პანკრეატიტი (გამოიხატება ძლიერი ტკივილი მუცელში ან ზურგში), ქოლესტაზი (ნაღვლის სეკრეციის დარღვევა), ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, ტინიტუსი, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები.
გაურკვეველი სიხშირით ( არსებული მონაცემები ვერ იძლევა შეფასების საშუალებას )
კალციუმის მარილების დეპონირება და თირკმლის კენჭების წარმოქმნა ნაადრევ ახალშობილებში, თირკმლის უკმარისობა, კანზე რეაქციები (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (მწვავე წამლის გამონაყარი ცხელებით), თავბრუსხვევა, სისუსტე და გონების დაკარგვა (გამოწვეული სიმპტომური ჰიპოტენზიით), გულის თანდაყოლილი დაავადების ზრდის რისკი, როდესაც ფუროსემიდი ინიშნება დღენაკლულ ბავშვებში მათი ცხოვრების პირველ კვირებში, ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ტკივილი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების წარდგენა
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზე, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში. თქვენ, ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციის შესახებ პირდაპირ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +35 928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
5. . როგორ ინახება ფუროსემიდი სოფარმა
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25 °С ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ფუროსემიდე სოფარმას ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
წამლები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფუროსემიდი სოფარმა
- აქტიური ნივთიერება: ფუროსემიდი 40 მგ ერთ ტაბლეტში.
-სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი; ხორბლის სახამებელი; სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო , მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფუროსემიდი სოფარმას აღწერა და შეფუთვა
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 6მმ, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.
10 ტაბლეტი მყარ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 ტაბლეტი მყარ PPPVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე, 50 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)
გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სს სოფარმა
ილიენსკოეს გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი
დანართი ფურცლის ბოლო გადახედვის თარიღი: 2015 წლის დეკემბერი.










