რეგულაქსი #6 ბრიკეტი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:
მომქმედი ნივთიერება: 1 კუბი შეიცავს სინამაქის ფოთლებს 0,71გ და სიმნამაქის ნაყოფებს 0,30გ (შეესაბამება ბ სენოზიდებზე გადათვლილ 30მგ ჰიდროქსიანთრაცინდერივატს):
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, წებოვანი პარაფინი, გლიცეროლმონოსტეარატი, მყარი ცხიმი, სორბინის მჟავა, ინვერტირებული შაქარი, სორბიტოლი, ქლიავის მუსი, ლეღვის პასტა, არომატიზატორი, ლიმონმჟავა (უწყლო).
სამკურნალწამლო ფორმა
ხილის კუბები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სამკურნალო ფორმა საფაღარაფო მოქმედებით.
რეგულაქსის კუბები შეიცავს სინამაქის ფოთლების და ნაყოფების ნარევს. სინამაქი მიეკუთვნება ანთრანოიდების ტიპის მსუბუქ საფაღარათო, მასტიმულირებელ საშუალებათა ჯგუფს.
გამოყენების ჩვენება
ყაბზობა
უკუჩვენება
რეგულაქსი უკუნაჩვენებია ნაწლავთა გაუვალობის, ნაწლავთა მწვავე ანთებითი დაავადებების (კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, აპენდიციტი), გაურკვეველი წარმოშობის მუცლის ტკივილის, წყლის და მარილების კარგვის თანხლებით მომდინარე სითხის უკმარისობის მძიმე ფორმების დროს, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავსვებში, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია!
რეგულაქსის კუბები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კვების რეჟიმის შეცვლით და ნაწლავების შიგთავსის მოცულობის გასაზრდელი საშუალებების დახმარებით არ მიიღება თერაპიული ეფექტი.
მოზრდილებმა, რომლებსაც რეგულაქსის კუბების მიღების დროს აქვთ განავლის შეკავების პრობლემა, საფეენების გამოცვლის გზით თავი უნდა მოარიდონ კანის ხანგრძლივ შეხებას განავალთან.
გაფრთხილება დიაბეტიანებისათვის: 1 კუბს გააჩნია დაახლოებით 63კჯ=15,4კკალ ან 31 პურის ერთეული ფიზიოლოგიური კალორულობა.
საფაღარათო საშუალებებიოს ხანგრძლივმა მიღებამ, რომლებიც აძლიერებენ ნაწლავთა მოქმედებას, შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავთა ატონიის გაძლიერება.
თუ დაავადების სიმპტომები არ ქრება და ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
თუ პაციენტი ღებულობს ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას მან აუციებლად უნდა აცნობოს ექიმს!
საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივად/ბოროტად გამოყენებისას კალიუმის ნაკლებობის გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერებას, ასევე ანტიარითმიული საშუალებების მოქმედებაზე გავლენას. კალიუმის დანაკარგი შეიძლება გაძლიერდეს თიაზიდურ შარდმდენ საშუალებებთან, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებთან და ძირტკბილას ფესვთან კომბინაციაში.
გამოყენების წესები და დოზირება
რეგულაქსის მიღება უმჯობესია ღამით, ძილის წინ. საფაღარათო კუბები უნდა დაიღეჭოს კარგად. ეფექტი მიიღება დაახლოებით 8 საათის შემდეგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს ჰიდროქსიანთრაცენდერივატის 30მგ-ს, რაც შეესაბამება 1 კუბს. დოზის შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. მოზრდილებისათის მაქსიმალური სადღერამისო დოზაა 1 კუბი. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის – 1/4-1/2 კუბი. ინდივიდუალურად ეფექტური დოზა არის ის, რომელიც საჭიროა რბილი განავლის მისაღებად. რეგულაქსი განკუთვნილია ხანმოკლე გამოყენებისათვის. საფაღარათო საშუალებების გამოყენება 1-2 კვირაზე უფრო ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე სასურველი არ არის.
ჭარბი დოზირება
ერთეულ შემთხვევებში კუჭ-ნაწლავის ტაქტის სპასტიური სიმპტომები; ასეთ შემთხვევაში საჭიროა რეგულაქსის დოზის შემცირება. რეგულაქსის ხანგრძლივად/ბოროტად გამოყენებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მინერალების კარგვას, განსაკუთრებით, კალიუმის; შარში ცილის და სისხლის გაჩენას (ალბუმინურია, ჰემატურია); პიგმენტის ჩალაგებას ნაწლავის ლორწოვანში (ფსევდომელანოზი), რაც არ არის საშიში და როგორც წესი ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. კალიუმის კარგვამ შეიძლება გამოიწვიოს გულის მოქმედების დარღვევა და კუნთური სისუსტე, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებთან, შარდმდენ საშუალებებთან, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონებთან კომბინაციაში.
ნებისმიერი უცნაური რეაქციის განვითარებისას, პრეპარატის შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ექიმის კონსილტაცია.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°C_25°C, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
შეფუთვაში 6 კუბი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
კრეველ მოიზელბახ გმბხ.