ენტეროჯერმინა #12კაფს

ენტეროჯერმინა #12კაფს

25.58 ლარი 18.42 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: სანოფი-ავენტისი სპა/სან.ავ.დოი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბაცილუს კლაუსი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 45725
გააზიარე:

 

ენტეროჯერმინა #12კაფ

1. პრეპარატიენტეროჯერმინა® დამისიგამოყენება

პრეპარატი ენტეროჯერმინა ® არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს Bacillus clausii -ის სპორებს. Bacillus clausii-ის სპორები გვხვდება ნაწლავში და მათ არ გააჩნია პათოგენური თვისებები.

 

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.

 

პრეპარატიენტეროჯერმინა ® გამოიყენება:

· ნაწლავური დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ; ნაწლავური დისბაქტერიოზი წარმოადგენს ნაწლავური მიკროფლორის შეცვლას, რომელიც ვლინდება ნაწლავური აშლილობების სახით: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და მუცლის შებერილობა, ასევე ვიტამინების დეფიციტი ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის დარღვევების (ენდოგენური ავიტამინოზის) შედეგად;

· ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობა. მკურნალობის განმავლობაში  ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის აღდგენის მიზნით;

· მოზრდილებსა და ბავშვებში (მათ შორის ჩვილებში) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული აშლილობების, მათ შორის დიარეის სამკურნალოდ, რაც დაკავშირებულია ინტოქსიკაციის, ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის დარღვევებისა (ნაწლავური დისბაქტერიოზთან) და ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტთან (ავიტამინოზთან).

ნაწლავის ბაქტერიული ფლორა წარმოადგენს ბუნებრივ დამცავ ბარიერს პათოგენური ბაქტერიებისგან. მისი ბალანსი შეიძლება დაიღვეს ნაწლავური ინფექციებით, მოწამვლით, კვების დარღვევით, დიეტის შეცვლით ან ანტიბიოტიკების გამოყენებით.

ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ თუ არ შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, ან შეინიშნა სიმპტომების გაუარესება მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

2. პრეპარატენტეროჯერმინას® გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ პრეპარატი ენტეროჯერმინა®, თუ გაქვთ ალერგია Bacillus clausii -ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორების მიმართ.

განსაკუთრებულიმითითებადაუსაფრთხოებისზომები

პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს:

· თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ შესაძლოა გქონდეთ დასუსტებული იმუნური სისტემა (დაქვეითებულია ორგანიზმის ბუნებრივი დაცვა) (იხ. პარაგრაფი 4).

ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკის ორი დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ).

 

სხვაპრეპარატებიდაპრეპარატიენტეროჯერმინა®

აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

 

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

კაფსულა მიიღეთ მცირე რაოდენობის წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.

 

ორსულობა,ძუძუთიკვებადაფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

ორსულებში პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გამოყენების მონაცემების არ არსებობის გამო რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატ ენტეროჯერმინას ® გავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

 

ზემოქმედებასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზე

პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

3. პრეპარატენტეროჯერმინას® გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მოცემულ ჩანართის ან მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 

რეკომენდებულიდოზა

მოზრდილები: 2-3 კაფსულა დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ.

ბავშვები: 1-2 კაფსულა დღეში.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 კაფსულის) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.

პაციენტის მდგომარეობის მიხედვით მკურნალ ექიმს, პრეპარატის სხვა დოზირების გამოყენებით, შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზირებას.

გამოყენებისწესი

კაფსულა მიიღეთ მცირე რაოდენობის წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს უჭირთ კაფსულის გადაყლაპვა, პრეპარატი გამოიყენეთ სუსპენზიის ფორმით.

 

თუ მიიღეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას® საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას®საჭიროზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენტეროჯერმინას® მიღება

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ენტეროჯერმინას®მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

 

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ენტეროჯერმინას® მიღება

რაიმე განსაკუთრებული ეფექტის შესახებ, გარდა თერაპიული ეფექტის არარსებობისა, ცნობილი არ არის.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4.შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმსთუ შენიშნეთ ქვემოთ მითითებული რომელიმე 

სერიოზული არასასურველი რეაქცია:

კანის ან ლორწოვანი გარსების შემოფარგლული და უპირატესად დროებითი (საათები ან დღეები) შეშუპება ქავილით ან მის გარეშე (ანგიონევროზული შეშუპება). თუ შეშუპება ლოკალიზებულია სახეზე, ტუჩებსა და ყელზე, შეიძლება იწვევდეს ყლაპვისა ან სუნთქვის გაძნელებას.

სხვა არასასურველი რეაქციები:

დარღვევებიკანისადაკანქვეშაუჯრედისმხრივ

სიხშირეუცნობია(10 000ადამიანიდან1-ზენაკლები): ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება).

ინფექციებიდაინვაზიები

სიხშირეუცნობია(10 000ადამიანიდან1-ზენაკლები): Bacillus clausii- ის არსებობა სისხლში (ბაქტერიემია, სეპტიცემია ან სეფსისი), თუ დაქვეითებულია ორგანიზმის დამცავი მექანიზმები (იხ. პარაგრაფი 2).

შეტყობინებაარასასურველირეაქციებისშესახებ

რომელიმე არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნით ხელ შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

 

5.პრეპარატ ენტეროჯერმინას® შენახვა

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შეფუთვის მთლიანობა და შენახვის პირობები.

პრეპარატი შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ და არ გადაღვაროთ სამკურნალო საშუალებები გამდინარე წყლებში (წყალსადენში). არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6.შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატენტეროჯერმინას®ერთიკაფსულაშეიცავს

მოქმედი ნივთიერება: Bacillus clausii-ის ბაქტერიის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტული სპორები.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470); კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), გასუფთავებული წყალი.

ერთი კაფსულა შეიცავს Bacillus clausii-ის 2 მლრდ სპორს.

პრეპარატენტეროჯერმინას®აღწერილობადაშეფუთვისშიგთავსი

პრეპარატი გამოდის 2 მილიარდი სპორის კაფსულების სახით ბლისტერებში.

თეთრი ფერის მკვრივი ჟელატინის კაფსულები, რომლებიც შეიცავს მოთეთროდან სპილოს ძვლის ფერის წვრილ ფხვნილს.

12 კაფსულა პვქ/პვდქ/ალ ბლისტერში. 1 ბლისტერი ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

 

სამკურნალო პრეპარატის საცალო რეალიზაციის წესი

გაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.