ფლაჟილი 250მგ #20ტ

ფლაჟილი 250მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტრონიდაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 4554
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ფლაჟილი
(FLAGYL)
 


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
მეტრონიდაზოლი . . . . . . . . 250 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლაჟილი მიეკუთვნება ნიტრო-5 იმიდაზოლების ჯგუფს, რომელსაც ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი ანაერობული მიკროორგანიზმების Peptostreptococcus, Clostridium sp., Bacteroides sp., Fusobacterium, Prevotella, Veilonella – მიმართ; თრგუნავს შემდეგი უმარტივესების განვითარებას:
- Trichomonas vaginalis, Giardia intestinalis (Lamblia intestinalis), Entamoeba histolytica. იგი აღწევს მიკრობის უჯრედის შიგნით, სადაც რედუქტაზების მოქმედებით ნიტროჯგუფების რედუქციის შედეგად ადგილი აქვს აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნას, რომლებიც აინჰიბირებენ მიკროორგანიზმების დნმ-ის სინთეზს ან არღვევენ მის სტრუქტურას.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას ფლაჟილი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტყრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი 8-10 საათია, სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი უმნიშვნელოა და არ აღემატება 10-20%-ს. პრეპარატი სწრაფად აღწევს ქსოვილებში (ფილტვები, თირკმლები, ღვიძლი, კანი, ნაღველი, თავ-ზურგ-ტვინის სითხე, ნერწყვი, სათესლე სითხე, ვაგინალური სეკრეტი), ქალის რძეში და გადის პლაცენტურ ბარიერში. მეტრონიდაზოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვის გზით. პრეპარატის 40-70% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით (მიღებული დოზის 20%-მდე გამოიყოფა შეუცვლელი სახით). ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი უვლელი რჩება.  

ჩვენებები
ფლაჟილი გამოიყენება ამებიაზის, უროგენიტალური ტრიქომონიაზის, არასპეციფიკური ვაგინიტების, ლამბლიოზის დროს. დოზირების რეჟიმი
- ამებიაზის დროს ფლაჟილი ინიშნება 7 დღის განმავლობაში, შიგნით მისაღებად 1.5 გ დღეში 3 მიღებაზე (მოზრდილებში) და 30-40 მგ/კგ დღეში, ასევე 3 მიღებაზე (ბავშვებში).
- ლამბლიოზის მკურნალობა წარმოებს 5 დღის განმავლობაში – მოზრდილებს ენიშნებათ 750-1000 მგ ფლაჟილი დღეში, 2-5 წლის ბავშვებს  - 250 მგ დღეში; 5-10 წლის ბავშვებს  - 375 მგ დღეში, ხოლო 10-15 წლის ბავშვებს  - 500 მგ დღეში.
- ტრიქომონიაზის დროს ქალებში (ურეთრიტის და ვაგინიტის დროს) ფლაჟილი ინიშნება ერთჯერადად, დოზით 2 გ, ან 10 დღიანი კურსის სახით: 1 ტაბლეტი (250 მგ) 2-ჯერ დღეში.
- არასპეციფიკური ვაგინიტების დროს ინიშნება 500 მგ ფლაჟილი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
- ანაერობული ინფექციების მკურნალობისას მოზრდილებს ენიშნებათ 1-1.5 გ დღეში, ხოლო ბავშვებს – 20-30 მგ/კგ დღეში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში ვითარდება გულისრევა, ლითონის გემო პირში, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასევე კანის ადგილობრივი რეაქციები ჭინჭრის ციებისა და ქავილის სახით. ძალზე  იშვიათად – კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და ჰალუცინაციები.
დიდი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია აღინიშნოს ლეიკოპენია, პერიფერიული ნევროპათიები, რომლებიც მცირდება მკურნალობის შეწყვეტასთან ერთად.
ძალზე იშვიათად აღწერილია პანკრეტიტის შექცევადი შემთხვევები.
შესაძლებელია აღინიშნოს შარდის მოყავისფრო-წითლად შეფერვა, ფლაჟილის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული პიგმენტების გამოყოფის გამო.

უკუჩვენებები
იმიდაზოლების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ორსულებში ფლაჟილის გამოყენებისას.
არ არის რეკომენდებული ფლაჟილის გამოყენება მეძუძურ დედებში, რადგანაც მეტრონიდაზოლი აღწევს ქალის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ინტრავენურად ხანგრძლივად შეყვანისას საჭიროა სისხლის სურათის კონტროლი. ლეიკოპენიის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის სიმძიმეზე.
მკურნალობა უნდა შეწყდეს ატაქსიის, თავბრუსხვევის, ჰალუცინაციების გამოვლენისას, პაციენტის ნევროლოგიური სტატუსის გაუარესების დროს. 
მეტრონიდაზოლმა შესაძლებელია გამოიწვიოს ტრეპონემების იმობილიზაცია, რაც ნელსონის ტესტის ცრუ დადებითი შედეგის მიზეზი ხდება.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ორსულებში ფლაჟილის გამოყენებისას.
არ არის რეკომენდებული ფლაჟილის გამოყენება მეძუძურ დედებში, ვინაიდან მეტრონიდაზოლი აღწევს ქალის რძეში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არასასურველია ფლაჟილის ერთდროული მიღება დისულფირამთან (ესპერალთან), არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინი), არაპოლარიზებად მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმი) და ლითიუმის პრეპარატებთან ერთად.ერთდროული მიღებისას ფლაჟილი აძლიერებს ვარფარინის, ვეკურონიუმის მოქმედებას, ზრდის 5-ფტორურაცილის ტოქსიკურ ეფექტებს და ლითიუმის დონეს სისხლის პლაზმაში.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

Sanofi-Aventis France

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)