რუმალონი 2.25მგ/მლ 1მლ #10ა

რუმალონი 2.25მგ/მლ 1მლ #10ა

95.95 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმ კომპანი რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლიკოზამინოგლიკანის პეპტიდების კომპლექსი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 4483
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: რუმალონი®

სამკურნალწამლო ფორმა: ინტრამუსკულური შეყვანის ხსნარი

აღწერილობა:
გამჭვირვალე, ღია მოყვითალო-ყავისფერი ელფერის მქონე ხსნარი, მეტაკრეზოლის სუნით, მინარევების გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარარტი რუმალონი® შეიცავს გლიკოზამინოგლიკან-პეპტიდურ კომპლექსს რომელიც მიიღება ახალგაზრდა ხბოების ხრტილებისგან და ძვლის ტვინისგან. ის ზეგავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე ხრტილოვან ჰიალინურ ქსოვილში. პრეპარატი აძლიერებს სულფატირებული მუკოპოლისაქარიდების ბიოსინთეზს. ასტიმულირებს სახსრების ხრტილების რეგენერაციას და ამუხრუჭებს კატაბოლურ პროცესებს ხრტილოვან ქსოვილში.

გამოყენების ჩვენება
სახსრების დეგედნერაციული ცვლილებები: გონართროზი, თითებშუა სახსრების ართროზები, კოკსართროზები, სპონდილოზები, სპონდილოართროზები, მენისკოპათია, კვირისტავის ქონდრომალაცია.

უკუჩვენებები
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა, რევმატოიდული ართრიტი.

მიღების წესები და დოზირება
პრეპარატი შეჰყავთ ღრმად ინტრამუსკულარულად, 0,3 მლ პირველ დღეს, 0,5 მლ მეორე დღეს და შემდეგ 1-2 მლ 3-ჯერ კვირაში.
1მლ 25 ინექციისგან ან 2მლ 15 ინექციისგან შემდგარი კურსი (5-8 კვირის განმავლობაში) მეორდება წელიწადში 2-4 ჯერ მრავალი წლის განმავლობაში..

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები (იშვიათი)

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის გამოვლენილი

გამოშვების ფორმა
ინტრამუსკულური შეყვანის ხსნარი.
1მლ ან 2მლ სინათლისგან დამცავი შუშისგან დამზადებულ ამპულებში, გადატეხვის თეთრი რგოლით. თითოეულ ამპულაზე დაწებებულია ეტიკეტი.
5 ამპულა პვქ კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში პეთ/პე ფოლგის საფარით.
2 ან 5 პვქ ბლისტერული შეფუთვა 1მლ ამპულიებთ გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
3 პვქ კონტურულ-უჯრედული შეფუთვა 2მლ ამპულებით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა
5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
არა უმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი
კ.ო. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.
ეროილორის ქუჩა, 1ა, ოტოპენი, რუმინეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო