ამიბაკი 500მგ/2მლ 2მლ #1ფლ
გააზიარე:
შემადგენლობა
ყოველი 2 მლ-იანი ფლაკონი შეიცავს 500 მგ ამიკაცინის ექვივალენტურ ამიკაცინის სულფატს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამიბაკი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკია. ხასიათდება გამოხატული ბაქტერიციდული ეფექტი მრავალი გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ. ამიკაცინი შეუქცევადი კოვალენტური ბმებით უკავშირდება ბაქტერიის რიბოსომის 30S- სუბერთეულს და არღვევს რნმ-ის სტრუქტურას, რის შედეგადაც წყდება ბაქტერიის ცილების სინთეზი.
ამიბაკი მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Pseudomonas spp., Proteus spp., (ინდოლ დადებითი და ინდოლ უარყოფითი ფორმების ჩათვლით), Providencia spp., Klebsiella, E.coli, Enterobacter, Serratia, Shigella, Salmonella, Mima-Herelea, Citrobacter freundii (მათ შორის კანამიცინის, გენტამიცინისა და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით), ამდენად ამიკაცინი მოწოდებულია როგორც პირველი რიგის პრეპარატი გრამუარყოფით ფლორაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში და ინიშნება ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრამდე.
ამიბაკის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი ბაქტერიებიდან აღსანიშნავია Staphilococcus spp. (მეტიცილინისადმი მდგრადი, პენიცილინაზა-მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამებისა და ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით). ამიბაკი გამოიყენება Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes - ის ზოგიერთი შტამით გამოწვეული ინფექციისა და მძიმე შერეული (სტაფილოკოკი/გრამუარყოფითი მიკროორგანიზმი) ინფექციების დროს.
ფარმაკოკინეტიკა
კუნთში შეყვანის შემდეგ ამიკაცინი სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. ამიკაცინი არ მეტაბოლიზდება. პრეპარატის ეფექტური ბაქტერიციდული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 10-12 საათის განმავლობაში. მისი ნახევარდაშლის პერიოდი ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში 2-3 საათია.
განაწილებითი მგრძობელობა შეადგენს 24ლ (სხეულის მასის 28%). პლაზმის ცილებს უკავშირდება 11-20%. პლაზმის კლირენსი 100მლ/წთ, შარდის კლირენსი 94მლ/წთ. იგი გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან დაქვეითებული გლომერულური ფილტრაცით პრეპარატის გამოყოფა შენელებულია. ამიტომ აუცილებელია თირკმლის გამომყოფი ფუნქციის კონტროლი და დოზის კორექცია..
ვენაში შეყვანის შემდეგ ანტიბიოტიკის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება 30-60 წუთის შემდეგ.
ჩვენებები
ამიბაკის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული, მძიმე მიმდინარეობის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
• ბაქტერიული სეპტიცემია (მათ შორის ახალშობილთა სეფსისი)
• სასუნთქი გზების ინფექციები
• შარდ-სასქესო სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა)
• აბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი)
• ძვლებისა და სახსრების ინფექციები
• კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (ინფიცირებული დამწვრობები, წყლულები და ნაწოლები, ჭრილობისა და პოსტოპერაციული ინფექციები.)
• სეპტიური ენდოკარდიტი
მიღების წესები და დოზები
ინტრავენური და ინტრამუსკილარული გამოყენება:
მკურნალობის ხანგრძლივობა ი/ვ გამოყენებისას შეადგენს 5-7 დღეს, ი/მ გამოყენებისას 7-10 დღე.
დოზას ადგენენ ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მგრძნობელობის გათვალისწინებით, აგრეთვე ავადმყოფის სხეულის წონის მიხედვით. ჭაბწონიანი პაციენტებისთვის დოზა ითვლება ნორმალურ წონასთან მიმართებაში (ცხიმოვანი ქსოვილის გათვალისწინების გარეშე).
• მოზრდილებსა და ბავშვებში :
7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში, კურსი 7-10 დღე, რაც საშუალოდ შეადგენს: მოზრდილებში - 500მგ ორჯერ დღეში, ბავშვებში - 250მგ მგ ორჯერ დღეში.
მოზრდილებში სიცოცხლისათვის საშიში და/ან Pseudomonae spp.-თი გამოწვეული ინფექციებისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს 500მგ 8 სთ-ში ერთჯერ (სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1,5გ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისას დღიური დოზა უნდა შემცირდეს ან გაიზარდოს ინტერვალი პრეპარატის მიღებებს შორის. ციფრი, რომელიც მიიღება პლაზმის კრეატინინის 9-ზე გამრავლებით, მიუთითებს ინექციებს შორის ინტერვალზე (საათებში) (დოზა 7.5მგ/კგ წონაზე) ჩვეულებრივ კეთდება ინტრამუსკულარულად, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებისას კეთდება ინტრავენურად.
• ახალშობილებში და დღენაკლ ახალშობილებში:
საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ წონაზე, შემდეგ 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში, 7-10 დღის განმავლობაში.
ამიბაკი, სხვა ამინოგლიკოზიდების მსგავსად, სიფრთხილით გამოიყენება ახალშობილებსა და დღენაკლ ბავშვებში მათი შარდგამომყოფი სისტემის ჩამოუყალიბებლობის გამო.
ინტრავენურად ამიბაკის შეყვანა შეიძლება ნაკადურად 2 წთ-ის ან წვეთოვნად 30-60 წთ-ის (ახალშობილებში 1-2 სთ) განმავლობაში. პრეპარატის საჭირო დოზას ხსნიან 100-200 მლ სტერილურ გამხსნელში. ამიკაცინის კონცენტრაცია ი/ვ გადასასხმელ ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ-ს. პრეპარატის ხსნარის მოსამზადებლად ი/ვ გამოყენებისთვის რეკომენდებულია შემდეგი გამხსნელები:
_ გლუკოზის 5%-იანი საინექციო ხსნარი;
_ გლუკოზის 5%-იანი ხსნარი და ნატრიუმის ქლორიდის 0,2%-იანი საინექციო ხსნარი;
_ გლუკოზის 5%-იანი და ნატრიუმის ქლორიდის 0,45%-იანი საინექციო ხსნარი;
_ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი საინექციო ხსნარი;
_ რინგერ-ლაქტატის საინექციო ხსნარი.
ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების კონცენტრაციის მომატება, ჰიპერბილირუბინემია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ცხელება, იშვიათად _ კვინკეს შეშუპება.
ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გამტარობის დარღვევა, სმენის დაქვეითება შეუქცევადი სიყრუის განვითარებამდეც კი, ვესტიბულარული დარღვევები.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების, აგრეთვე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა; სასმენი ნერვის ნევრიტი; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი
ამიბაკით მკურნალობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის დედის რძეში გადასვლის შესახებ ზუსტი მონაცემების არარსებობის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე უფრო მეტ ხანს, ვინაიდან მისი უსაფრთხოება ამ ვადის შემდეგ დადგენილი არ არის. ოტოტოქსიურობის და ნეფროტოქსიურობის ნიშნების გამოვლენისას, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან მისი დოზის კორეგირება. ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს, მიეკუთვნება ხანდაზმული ასაკი და დეჰიდრატაცია.
ამიბაკისა და მარყუჟოვანი შარდმდენების (ფუროსემიდი), კარბენიცილინის, ცეფალოსპორინების, B ამფოტერიცინის, ვანკომიცინის, მეთოქსიფლურანის, ენფლურანის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, რენტგენოკონტრასტული საშუალებების, პოლიმიქსინების ერთდროული დანიშვნისას იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების საშიშროება.
ანტიბიოტიკების ამ ჯგუფს შეუძლია გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან გამტარობაზე კურარეს მსგავსი პოტენციური ეფექტის გამო, ამიტომ სიფრთხილით გამოიყენება მიასთენიისა და პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში.