ფასლოდექსი 250მგ/5მლ5მლ#2(ინგ)

ფასლოდექსი 250მგ/5მლ5მლ#2(ინგ)

310.00 ლარი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ასტრა ზენეკა უკ ლიმიტედ დიდ.ბრ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფულვესტრანტი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 43939
გააზიარე:

გამოყენების ინსტეუქცია

ფასლოდექსი 250მგ

ფულვესტრანტი

საინექციო ხსნარი

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი შეიცავს 250მგ ფულვესტრანტს 5მლ ხსნარში

შემავსებლების სრული სიისთვის იხ. “შემავსებლების ჩამონათვალი”.

წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი

აღწერა

გამჭვირვალე, უფერო-მოყვითალო, ბლანტი ხსნარი.

თერაპიული ჩვენება

ფასლოდექსი ნაჩვენებია ესტროგენ-რეცეპტორზე დადებითი, ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალებისთვის, რომლებსაც

  • · არ ჩაუტარებიათ ენდოკრინული მკურნალობა
  • · ან აღენიშნებათ დაავადების რეციდივი ადიუვანტური ანტიესტროგენური თერაპიის დროს ან მკურნალობის შემდეგ, ან დაავადების პროგრესირება ანტიესტროგენით მკურნალობისას.

დოზირება და მიღების მეთოდი

დოზირება

მოზრდილი ქალები (ხანდაზმულების ჩათვლით)

რეკომენდებული დოზაა 500 მგ ერთი თვის ინტერვალით. დამატებით საწყისი რაოდენობის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ გამოიყენება 500მგ დოზა.

განსაკუთრებული პოპულაცია

პედიატრული პაციენტი:

ფასლოდექსი განკუთვნილი არ არის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თირკმლის დაზიანება:

თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≥ 30 მლ/წთ) დოზის ცვლილება საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ) უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასებული არ არის და აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე (იხ. სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას).

ღვიძლის დაზიანება:

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის. თუმცა რადგან შეიძლება გაიზარდოს ფულვესტრანტის ექსპოზიცია, ამგვარ პაციენტებში ფასლოდექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის (იხ. „უკუჩვენება“, „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

მიღების მეთოდი

ფასლოდექსი უნდა მიიღონ ორი მომდევნო 5მლ ინექციის სახით, ნელი ინტრამუსკულური ინექციით (1-2 წუთი/ინექცია), ერთი ყოველ დუნდულა კუნთში.

ფასლოდექსის დორსოგლუტეალურ არეში ინექციის შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა საჯდომი ნერვის სიახლოვის გათვალისწინებით.

გამოყენების დეტალური ინსტრუქციისთვის იხ. “ინსტრუქციები გამოყენებისთვის და სპეციალური უსაფრთხოების ზომები განადგურებისთვის”.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა შემავსებლის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია (იხ. ორსულობა და ლაქტაცია).

ღვიძლის მძიმე უკმარისობა (იხ. „სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

ფასლოდექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (იხ. „დოზირება და მიღების მეთოდი“, „უკუჩვენება“ და „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

ფასლოდექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).

მიღების ინტრამუსკულური გზის გამო ფასლოდექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენით მიმდინარე თრომბოციტოპენია ან იტარებს ანტიკოაგულაციურ მკურნალობას.

თრომბოემბოლიური მოვლენები ხშირად აღინიშნება ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, აღინიშნა ფასლოდექსის კლინიკურ კვლევებში (იხ. „არასასურველი ეფექტები“). ეს უნდა გაითვალისწინონ რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის ფასლოდექსის დანიშვნისას.

აღწერილია ფასლოდექსის ინექციით გამოწვეული ინექციის ადგილთან დაკავშირებული მოვლენების შემთხვევები, მათ შორის იშიალგია, ნევრალგია, ნეიროპათიული ტკივილი და პერიფერიული ნეიროპათია. დორსოგლუტეალური ინექციის ადგილის შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა ქვევით განლაგებული საჯდომი ნერვის სიახლოვის გათვალისწინებით (იხილეთ „მიღების მეთოდი“ და „არასასურველი ეფექტები“). ძვლებზე ფულვესტრანტის გრძელვადიანი ეფექტების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ფულვესტრანტის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით არსებობს ოსტეოპოროზის პოტენციური რისკი.

ესტრადიოლის ანტისხეულების კვლევის ინტერფერირება

ფულვესტრანტის და ესტრადიოლის სტრუქტურული მსგავსების გამო, ფულვესტრანტმა შესაძლოა ესტრადიოლის ანტისხეულებზე–დამყარებული კვლევების შედეგების უზუსტობა გამოიწვიოს და შესაძლოა აჩვენოს ესტრადიოლის ცრუდ მომატებული დონე.

ურთიერთქმედება სხვა სამ კურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მიდაზოლამთან (CYP 3A4 სუბსტრატი) კლინიკური ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ ფულვესტრანტი არ აინჰიბირებს CYP 3A4-ს. რიფამპიცინთან (CYP 3A4 ინდუქტორი) და კეტოკონაზოლთან (CYP 3A4 ინჰიბიტორი) ურთიერთქმედების კვლევამ არ გამოავლინა ფულვესტრანტის კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. აქედან გამომდინარე, დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის პაციენტებში, რომლებიც იღებენ ფულვესტრანტს და CYP 3A4 ინჰიბიტორებს ან ინდუქტორებს.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

რეპროდუქციული შესაძლებლობის მქონე ქალები

რეპროდუქციული შესაძლებლობის მქონე პაციენტებმა ფასლოდექსით მკურნალობის დროს და ბოლო დოზის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.

ორსულობა

ორსულობის დროს ფასლოდექსი უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენება“). ვირთხებში და კურდღლებში ერთჯერადი ინტრამუსკულური დოზის შეყვანის შემდეგ ფულვესტრანტი გავიდა პლაცენტაში. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა ნაყოფის ანომალიების და სიკვდილის სიხშირის ზრდის ჩათვლით (იხ. „კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები“). თუ ფასლოდექსის მიღების პერიოდში დგება ორსულობა, პაციენტს უნდა აცნობონ ნაყოფის პოტენციური რისკის და ორსულობის შეწყვეტის პოტენციური რისკის შესახებ.

ძუძუთი კვება

ფასლოდექსით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ფულვესტრანტი გამოიყოფა ვირთხების რძეში ლაქტაციის დროს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ადამიანის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფი ახალშობილებისთვის ფულვესტრანტის სერიოზული გვერდითი რეაქციების პოტენციალის გამო, ლაქტაციის დროს გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენება“).

ფერტილობა

ადამიანში ფასლოდექსის ფერტილობაზე ეფექტი შესწავლილი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ფასლოდექსს არ გააჩნია ან ახასიათებს უმნიშვნელო გავლენა ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, რადგან ფასლოდექსის გამოყენებისას ძალიან ხშირად არის აღწერილი ასთენია, სიფრთხილეა საჭირო ამ გვერდითი რეაქციის მქონე პაციენტებში ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არასასურველი ეფექტები

ამ პარაგრაფში მოცემულია ინფორმაცია ყველა გვერდითი რეაქციის საფუძველზე, რომლებიც აღინიშნა კლინიკურ კვლევებში, პოსტმარკეტინგულ კვლევებში ან სპონტანურ ანგარიშებში. ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციებია ინექციის ადგილის რეაქციები, ასთენია, გულისრევა და ღვიძლის ენზიმების მომატება (ALT, AST, ALP).

ქვემოთ მოცემული პრეპარატის გვერდითი რექციების (ADRs) სიხშირის კატეგორიები დათვლილია ფასლოდექსი 500მგ-ით მკურნალობის ჯგუფში უსაფრთხოების შეჯამებული ანალიზის მიხედვით კვლევებიდან, რომლებშიც შეადარეს ფასლოდექსი 500მგ ფასლოდექსი 250მგ-სთან [CONFIRM (კვლევა D6997C00002), FINDER 1 (კვლევა D6997C00004), FINDER 2 (კვლევა D6997C00006), და NEWEST (კვლევა D6997C00003) კვლევები] ან მხოლოდ FALCON (კვლევა D699BC00001) კვლევიდან, რომელშიც შეადარეს ფასლოდექსი 500მგ ანასტროზოლთან 1მგ. როდესაც სიხშირე განსხვავდება უსაფრთხოების შეჯამებულ ანალიზში და FALCON-ში, წარმოდგენილია უმაღლესი სიხშირე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში სიხშირეები დაფუძნებულია ყველა შეტყობინებული შემთხვევის ანალიზზე, მიუხედავად მკვლევარის მიერ მიზეზ-შედეგობრიობის შეფასებისა.

ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია სიხშირისა და ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით.

სიხშირის ჯგუფები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100). სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი რეაქციები აღწერილია დაქვეითებადი სიმწვავის მიხედვით.

ცხრილი 1 პრეპარატის გვერდითი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით

ინფექციები და პარაზიტული ინვაზიები

ხშირი

საშარდე გზების ინფექციები

სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები

ხშირი

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები

ნაკლებად ხშირი

ანაფილაქსიური რეაქციები

მეტაბოლიზმის და კვების დარღევები

ხშირი

ანორექსია

ნერვული სისტემის დარღვევები

ხშირი

თავის ტკივილი

სისხლძარღვების პათოლოგიები

ძალიან ხშირი

ალები

ხშირი

ვენური თრომბოემბოლია,

კუჭ–ნაწლავთა სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

ხშირი

ღებინება, ფაღარათი

ღვიძლის და სანაღვლე სისტემის დარღვევები

ძალიან ხშირი

ღვიძლის ენზიმების დონის მომატება

(ALT, AST, ALP)

ხშირი

ბილირუბინის დონის მომატება

ნაკლებად ხშირი

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი,

 

gamma-GT–ის დონის მომატება

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

გამონაყარი

   

ძვალ–კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები

ძალიან ხშირი

ძვლების და ძვალკუნთოვანი ტკივილი

ხშირი

ზურგის ტკივილი

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის პათოლოგიები

ხშირი

ვაგინალური ჰემორაგია

ნაკლებად ხშირი

ვაგინალური მონილიაზი, ლეიკორეა

ზოგადი და მიღების ადგილის პათოლოგიები

ძალიან ხშირი

ასთენია, ინექციის ადგილის რეაქციები

ხშირი

პერიფერიული ნეიროპათია, იშიაზი

ნაკლებად ხშირი

ინექციის ადგილიდან სისხლდენა,

სისხლჩაქცევა ინექციის ადგილზე,

ნევრალგია,

მოიცავს პრეპარატის გვერდით რეაქციებს, რომლებშიც ფასლოდექსის ზუსტი როლის განსაზღვრა შეუძლებელია მიმდინარე დაავადების გამო

ტერმინი „ინექციის ადგილის რეაქციები“ არ მოიცავს ინექციის ადგილას ჰემორაგიას და ჰემატომას.

მოვლენა არ აღინიშნა დიდ კლინიკურ კვლევებში (CONFIRM, FINDER 1, FINDER 2, NEWEST). სიხშირე გამოთვლილია 95%-იანი სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარის გამოყენებით. იგი დათვლილია, როგორც 3/563 (სადაც 563 არის დიდ კლინიკურ კვლევებში ჩართული პაციენტების რაოდენობა), რომელიც შეესაბამება სიხშირის კატეგორიას “ნაკლებად ხშირი”.

დ მოიცავს: ართრალგიას და ნაკლებად ხშირად ძვალკუნთოვან ტკივილს, მიალგიას და კიდურების ტკივილს.

ე სიხშირის კატეგორია განსხვავდება უსაფრთხოების შეჯამებულ მონაცემთა ბაზაში და FALCON კვლევაში

ვ ეს გვერდითი რეაქცია არ აღინიშნა FALCON კვლევაში.

შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა

ქვემოთ მოცემული აღწერილობა დაფუძნებულია 228 პაციენტის უსაფრთხოების ანალიზზე, რომლებიც იღებდნენ ფულვესტრანტის მინიმუმ ერთ (1) დოზას და 232 პაციენტის ანალიზზე, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლის მინიმუმ ერთ (1) დოზას, მე-3 ფაზის FALCON კვლევაში.

სახსრების და ძვალკუნთოვანი ტკივილი

FALCON კვლევაში, პაციენტების რაოდენობა, რომლებშიც აღინიშნა სახსრების და ძვალკუნთოვანი ტკივილი, იყო 65 (31.2%) და 48 (24.1%) ფულვესტრანტის და ანასტროზოლის ხაზში. ფასლოდექსის ხაზის 65 პაციენტიდან, 40%-ს (26/65) აღენიშნებოდა სახსრების და ძვალკუნთოვანი ტკივილი მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში, 66.2%-ს (43/65) პირველი 3 თვის განმავლობაში. პაციენტებში არ აღინიშნა CTCAE ≥3 ხარისხის, ან რომელიც მოითხოვდა დოზის შემცირებას, დოზის შეწყვეტას ან მკურნალობის მოხსნას გვერდითი რეაქციების გამო.

დოზის გადაჭარბება

ადამიანებში აღწერილია ფასლოდექსის დოზის გადაჭარბების იზოლირებული შემთხვევები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. ცხოველებზე ექსპერიმენტები მიუთითებს, რომ ფულვესტრანტის მაღალი დოზების გამოყენებისას არ აღინიშნა ეფექტები გარდა იმ მოვლენებისა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ანტიესტროგენურ მოქმედებასთან.

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენდოკრინული თერაპია, ანტიესტროგენი.

ათქ კოდი : L02BA03

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიური ეფექტები

ფულვესტრანტი არის ესტროგენის რეცეპტორის (ER) კონკურენტული ანტაგონისტი, გააჩნია ესტრადიოლის მსგავსი აფინობა. ფულვესტრანტი ბლოკავს ესტროგენების ტროფიკულ მოქმედებას ნაწილობრივი აგონისტური (ესტროგენის მსგავსი) მოქმედების გარეშე. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ესტროგენის რეცეპტორებში (ER) ცილის დონის რეგულაციის დაქვეითებასთან.

ძუძუს პირველადი კიბოთი დაავადებული პოსტმენოპაუზაში მყოფი ქალების კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფულვესტრანი პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვად ამცირებს ER დადებით სიმსივნეებში ER ცილის რეგულაციას. აგრეთვე აღინიშნა პროგესტერონის რეცეპტორის ექსპრესიის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ფარული ესტროგენ-აგონისტური ეფექტების გარეშე. აგრეთვე ნაჩვენები იყო, რომ პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების დროს ნეოადიუვანტურ ხაზში ფულვესტრანტი 500მგ ER და პროლიფერაციულ მარკერს - Ki67- ს უფრო მეტად ამცირებს, ვიდრე 250მგ.

კლინიკური უსაფრთხოება და ეფექტურობა ძუძუს შორსწასული კიბოს დროს

ძუძუს კიბოს შორსწასული ფორმით დაავადებულ, პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ 736 ქალში, რომლებშიც ადიუვანტური ენდოკრინული თერაპიის დროს ან მის შემდეგ აღინიშნებოდა დაავადების რეციდივი ან დაავადება პროგრესირდა შორსწასული ფორმის ენდოკრინული თერაპიის შემდეგ, ჩატარდა III ფაზის კლინიკური კვლევა. იგი მოიცავდა 423 პაციენტს, რომლებშიც რეციდივი ან დაავადების პროგრესირება აღინიშნა ანტიესტროგენური თერაპიის დროს (AE ქვეჯგუფი) და 313 პაციენტს, რომლებშიც რეციდივი ან დაავადების პროგრესირება აღინიშნა არომატაზას ინჰიბიტორით თერაპიის დროს (AI ქვეჯგუფი).

ამ კვლევამ შეადარა 500მგ (n=362) და 250მგ (n=374) ფასლოდექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება. პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენა (PFS) იყო პირველადი საბოლოო წერტილი, ეფექტურობის მთავარი მეორადი საბოლოო წერტილი მოიცავდა ობიექტის პასუხის სიხშირეს (ORR), კლინიკური სარგებლის სიხშირეს (CBR) და საერთო გადარჩენას (OS).

CONFIRM კვლევის ეფექტურობის შედეგები შეფასებულია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილისა (PFS) და მეორადი ეფექტურობის ძირითადი საბოლოო წერტილის შეჯამება CONFIRM კვლევაში

ვარიაბელური

დადგენის დრო; მკურნალობის შედარება

ფასლოდექსი

500მგ

(N=362)

ფასლოდექსი

250მგ

(N=374)

შედარება ჯგუფებს შორის

(ფასლოდექსი 500მგ/ფასლოდექსი 250მგ)

საფრთხის წილი

95% CI

p- მნიშვნელობა

PFS

K-M საშუალო თვეებში; საფრთხის წილი

         

ყველა პაციენტი

 

6.5

5.5

0.80

0.68, 0.94

0.006

- AEქვეჯგუფი

(n=423)

8.6

5.8

0.76

0.62, 0.94

0.013

- AI ქვეჯგუფი

(n=313)

5.4

4.1

0.85

0.67, 1.08

0.195

OS

K-M საშუალო თვეებში; საფრთხის წილი

         

ყველა პაციენტი

 

26.4

22.3

0.81

0.69, 0.96

0.016

- AE ქვეჯგუფი

(n=423)

30.6

23.9

0.79

0.63, 0.99

0.038

- AI ქვეჯგუფი

(n=313)

24.1

20.8

0.86

0.67, 1.11

0.241

ვარიაბელური

დადგენის დრო; მკურნალობის შედარება

ფასლოდექსი

500მგ

(N=362)

ფასლოდექსი

250მგ

(N=374)

შედარება ჯგუფებს შორის

(ფასლოდექსი 500მგ/ ფასლოდექსი 250მგ)

აბსოლუტური განსხვავება%

95% CI

 

ORR

%

პაციენტებში OR-ს %

%-ის აბსოლუტური განსხვავება

         

ყველა პაციენტი

 

13.8

14.6

-0.8

-5.8, 6.3

 

- AE ქვეჯგუფი

(n=296)

18.1

19.1

-1.0

-8.2, 9.3

 

- AI ქვეჯგუფი

(n=205)

7.3

8.3

-1.0

-5.5, 9.8

 

CBR

% პაციენტების CB-თი;

აბსოლუტური განსხვავება %-ში

         

ყველა პაციენტი

 

45.6

39.6

6.0

-1.1, 13.3

 

- AE ქვეჯგუფი

(n=423)

52.4

45.1

7.3

-2.2, 16.6

 

- AI ქვეჯგუფი

(n=313)

36.2

32.3

3.9

-6.1, 15.2

 

ფასლოდექსი ნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც ანტიესტროგენული თერაპიის დროს აღენიშნათ დაავადების რეციდივი ან პროგრესირება.

AI ქვეჯგუფის შედეგები არ არის დასკვნითი.

OS წარმოდგენილია საბოლოო გადარჩენის ანალიზისთვის 75%-იანი სიმწიფით.

ნომინალური p-მნიშვნელობა შესწორებების გარეშე გამრავლებისთვის საწყისი საერთო გადარჩენის (50%-იანი სიმწიფით) და განახლებული გადარჩენის ანალიზისთვის 75%-იანი სიმწიფით.

ORR შეფასდა პაციენტებში, რომლებშიც პასუხის შეფასება შესაძლებელი იყო დასაწყისში (მაგ. დაავადების გაზომვის შესაძლებლობა დასაწყისში: 240 პაციენტი ფასლოდექსის 500მგ-ს ჯგუფში და 261 პაციენტი ფასლოდექსის 250მგ ჯგუფში).

პაციენტები საუკეთესო ობიექტური პასუხით სრული პასუხისთვის, ნაწილობრივი პასუხით ან სტაბილური დაავადებით ≥24 კვირა.

PFS: პროგრესისგან თავისუფალი გადარჩენა;

ORR: ობიექტური პასუხის სიხშირე;

OR: ობიექტური პასუხი;

CBR: კლინიკური სარგებლის სიხშირე;

CB: კლინიკური სარგებელი

OS: საერთო გადარჩენა; K-M: კაპლან-მეიერი;

CI: სანდოობის ინტერვალი; AI: არომატაზას ინჰიბიტორი

AE: ანტიესტროგენი

მე-3 ფაზის, რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, ორმაგ-მოდელიანი, მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა 500მგ ფასლოდექსის და 1მგ ანასტროზოლის გამოყენებით პოსტ-მენოპაუზაში მყოფ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ER დადებითი და/ან PgR-დადებითი ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული ძუძუს კიბო და რომლებსაც ჩატარებული არ ჰქონდათ ჰორმონალური თერაპია. სულ რანდომიზებული იყო 462 პაციენტი, თანაფარდობით 1:1 და იღებდნენ 500მგ ფასლოდექსს ან 1მგ ანასტროზოლს.

რანდომიზაცია მოხდა დაავადების მახასიათებლების (ლოკალურად გავრცელებული ან მეტასტაზირებული) მიხედვით შორსწასული დაავადების ქიმიოთერაპიამდე და განსაზღვრადი დაავადების მიხედვით.

კვლევის ეფექტურობის ძირითადი საბოლოო სამიზნე იყო მკვლევარის მიერ RECIST 1.1 მიხედვით (სოლიდური სიმსივნეების პასუხის შეფასების კრიტერიუმები) შეფასება, როგორც დაავადების პროგრესირების გარეშე გადარჩენა (PFS). ეფექტურობის ძირითადი მეორადი საბოლოო სამიზნე მოიცავდა საერთო გადარჩენას (OS) და ობიექტის პასუხის სიხშირეს (ORR).

კვლევაში ჩართული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63 წელი (36-90). უმრავლესობას (87.0%) დასაწყისში აღენიშნებოდა მეტასტაზირებული დაავადება. პაციენტების ორმოცდათხუთმეტ პროცენტს (55.0%) დასაწყისში აღენიშნებოდა ვისცერალური მეტასტაზები. საერთო ჯამში პაციენტების 17.1%-ს ადრე ჩატარებული ქონდა შორსწასული დაავადების ქიმიოთერაპია; 84.2%-ს აღენიშნებოდა განსაზღვრადი დაავადება.

შეთავსებადი შედეგები აღინიშნა წინასწარ განსაზღვრული პაციენტების ქვეჯგუფების უმრავლესობაში. პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებსაც აღენიშნებოდა შეზღუდული ან არა-ვისცერალური მეტასტაზები (n=208), HR იყო 0.592 (95% CI: 0.419, 0.837) ფასლოდექსის ხაზში ანასტროზოლის ხაზთან შედარებით. ვისცერალური მეტასტაზების მქონე პაციენტების ქვეჯგუფში (n=254), HR იყო 0.993 (95% CI: 0.740, 1.331) ფასლოდექსის ხაზში ანასტროზოლის ხაზთან შედარებით. FALCON კვლევაში მიღებული ეფექტურობის შედეგები წარმოდგენილია მე-3 ცხრილში და #1 სურათზე.

ცხრილი 3. პირველადი ეფექტურობის საბოლოო სამიზნეების (PFS) და ძირითადი მეორადი ეფექტურობის საბოლოო სამიზნეების შედეგების შეჯამება(მკვლევარის შეფასება, კვლევისთვის განკუთვნილი პოპულაცია) FALCON კვლევა

 

ფასლოდექსი

500მგ

(N=230)

ანასტროზოლი

1მგ

(N=232)

პროგრესირების გარეშე გადარჩენა

PFS მოვლენების რაოდენობა (%)

143 (62.2%)

166 (71.6%)

PFS საფრთხის წილი (95% CI) და p-მნიშვნელობა

HR 0.797 (0.637 - 0.999)

p = 0.0486

საშუალო PFS [ თვეები (95% CI)]

16.6 (13.8, 21.0)

13.8 (12.0, 16.6)

OS მოვლენების რაოდენობა *

67 (29.1%)

75 (32.3%)

OS საფრთხის წილი (95% CI) და p- მნიშვნელობა

HR 0.875 (0.629 – 1.217)

p = 0.4277

ORR**

89 (46.1%)

88 (44.9%)

ORR შეფარდება (95% CI) და p- მნიშვნელობა

OR 1.074 (0.716 – 1.614)

p = 0.7290

საშუალო DoR ( თვეები )

20.0

13.2

CBR

180 (78.3%)

172 (74.1%)

CBR შეფარდება (95% CI) და p- მნიშვნელობა

OR 1.253 (0.815 – 1.932)

p = 0.3045

*(31% სიმწიფე)-არასაბოლოო OS ანალიზი

**განსაზღვრადი დაავადების მქონე პაციენტებში

სურათი1 . კაპლან-მეიერის პლატო პროგრესირების გარეშე გადარჩენა (მკვლევარის შეფასება, მკურნალობისთვის განკუთვნილი პოპულაცია) FALCON კვლევა

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა:

ფასლოდექსის ხანგრძლივად მოქმედი ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ ფულვესტრანტი ნელა შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (C max) მიიღწევა დაახლოებით 5 დღის შემდეგ. ფასლოდექსის 500მგ რეჟიმის მიღებისას ექსპოზიციის დონე მყარ მდგომარეობაში ან მასთან მიახლოებულად მიიღწევა დოზირების პირველი თვის განმავლობაში (საშუალო [CV]: AUC 475 [33.4%] ნგ.დღეში/მლ, Cmax 25.1 [35.3%] ნგ/მლ, Cmin 16.3 [25.9%] ნგ/მლ). მყარ მდგომარეობაში პლაზმაში ფულვესტრანტის კონცენტრაცია ნარჩუნდება ვიწრო მერყეობით - დაახლოებით 3 პუნქტიანი განსხვავებაა მაქსიმალურ და მიმდინარე კონცენტრაციებს შორის. კუნთში შეყვანის შემდეგ ექსპოზიცია დაახლოებით დოზის პროპორციულია 50-500მგ-ს შორის მერყეობისას.

განაწილება:

ფულვესტრანტი ექსტენსიურად და სწრაფად ნაწილდება. მყარ მდგომარეობაში განაწილების დიდი მოცულობა(Vdss) დაახლოებით - 5ლ/კგ მიუთითებს, რომ განაწილება ექსტრავასკულურია. ფულვესტრანტი დიდი პროცენტით (99%) უკავშირდება პლაზმის ცილებს. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (VLDL), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) ფრაქციები წარმოადგენს მთავარ დამაკავშირებელ კომპონენტებს. ცილების კონკურენტული დაკავშირების შესახებ ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა. სასქესო ჰორმონების დამაკავშირებელი გლობულინი (SHBG) განსაზღვრული არ არის.

მეტაბოლიზმი:

ფულვესტრანტის მეტაბოლიზმი სრულად შეფასებული არ არის, მაგრამ მოიცავს ბიოტრანსფორმაციის რამდენიმე გზის კომბინაციას, რაც ენდოგენური სტეროიდების ანალოგიურია. განსაზღვრული მეტაბოლიტები (მოიცავს 17-კეტონ, სულფონ, 3-სულფატ 3 და 17 გლუკურონიდის მეტაბოლიტებს) ნაკლებად აქტიურია ან ანტიესტროგენურ მოდელებში ამჟღავნებს ფულვესტრანტის მსგავს აქტივობას. ადამიანის ღვიძლის პრეპარატების და ადამიანის რეკომბინანტული ენზიმების გამოყენებით ჩატარებული კვლევები აჩვენებს რომCYP 3A4 არის ფულვესტრანტის დაჟანგვაში ჩართული P450 ერთადერთი იზოენზიმი, თუმცა in vivo არა - P450 გზები უფრო დომინანტურია. In vitro მონაცემები მიუთითებს, რომ ფულვესტრანტი არ აინჰიბირებს CYP450 იზოენზიმებს.

გამოყოფა:

ფულვესტრანტი ძირითადად მეტაბოლიზებული ფორმით გამოიყოფა. ექსკრეციის ძირითადი გზაა განავლოვანი მასებით, შარდში გამოიყოფა 1%-ზე ნაკლები. ფულვესტრანტს გააჩნია მაღალი კლირენსი 11±1.7 მლ/წთ/ლ რაც ღვიძლის ექსტრაქციის მაღალ წილზე მიუთითებს. საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი(t 1/2) ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ რეგულირდება აბსორბციის სისწრაფით და შეადგენს დაახლოებით 50 დღეს.

განსაკუთრებული პოპულაციები:

III ფაზის კვლევების პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზების მონაცემებით ასაკის (33-89 წელი), წონის (40-172) ან რასის მიხედვით არ აღინიშნა ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკური პროფილის განსხვავება.

თირკმლის დაზიანება

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკაზე.

ღვიძლის დაზიანება

ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა ერთჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ ქალებში (ჩაილდ-პიუს კლასიA და B). გამოყენებული იყო ინტრამუსკულური ხანმოკლე მოქმედების მაღალი დოზა. ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ქალებში ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით AUC 2.5 პუნქტით გაიზარდა. ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფასლოდექსს, მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის ექსპოზიციის მატების კარგად ატანა. ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებული ქალები (ჩაილდ-პიუს კლასი C) არ შეუფასებიათ.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

ფულვესტრანტის მწვავე ტოქსიურობა დაბალია. ფასლოდექსი და ფულვესტრანტის სხვა ფორმები კარგად აიტანებოდა ცხოველებში მრავლობითი დოზის კვლევებში. ლოკალური რეაქციები ინექციის ადგილას მიოზიტის და გრანულომის ჩათვლით, დაკავშირებული იყო მოწყობილობასთან, მაგრამ კურდღლებში მიოზიტის სიმწვავე იზრდებოდა ფულვესტრანტის შემთხვევაში მარილიან ხსნართან შედარებით. ვირთხებში და ძაღლებში მრავლობითი ინტრამუსკულური დოზების ტოქსიურობის კვლევებში ეფექტების უმრავლესობა განპირობებული იყო ფულვესტრანტის ანტიესტროგენური აქტივობით, განსაკუთრებით მდედრების რეპროდუქციულ სისტემაში, მაგრამ აგრეთვე ორივე სქესის ჰორმონებისადმი მგრძნობიარე ორგანოებში. სხვადასხვა ქსოვილის არტერიიტი ნანახი იქნა ზოგიერთ ძაღლში ხანგრძლივი (12 თვე) დოზირების შემდეგ. ძაღლების კვლევებში ორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ, ერთ ძაღლში ნანახი იქნა ეფექტები გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (ეკგ-ზე S-T სეგმენტის მცირედ მომატება [ორალური] და სინუსური ბლოკი [ინტრავენურად]. ეს მოვლენები განვითარდა პაციენტებზე მაღალი ექპსოზიციის დონის (Cmax >15-ჯერ) დროს და სავარაუდოდ შეზღუდული მნიშვნელობის იქნება ადამიანის უსაფრთხოებისთვის კლინიკურ დოზებში.

ფულვესტრანტმა არ გამოავლინა გენოტოქსიური პოტენციალი. კლინიკური დოზების მსგავსი რაოდენობის გამოყენებისას ანტიესტროგენური აქტივობის გამო ფულვესტრანტმა გამოავლინა ეფექტები რეპროდუქციაზე და ემბრიო/ფეტალურ განვითარებაზე. ვირხთებში აღინიშნა მდედრების ფერტილობის და ემბრიონის გადარჩენის შექცევადი შემცირება, პათოლოგიური მშობიარობა და ნაყოფის ანომალიების მომატება ტარზალური ნაკეცის ჩათვლით. კურდღლებმა, რომლებსაც ფულვესტრანტი მისცეს, ორსულობა ვერ შეინარჩუნეს. აღინიშნა პლაცენტის წონის და ნაყოფის პოსტ-იმპლანტაციური დანაკარგის ზრდა. კურდღლებში აღინიშნა ნაყოფის ვარიაციების ზრდა (მენჯის სარტყლის უკან გადანაცვლება და 27 პრე-საკრალური მალა).

ვირთხების ორწლიან ონკოგენობის კვლევაში 15 დღის განმავლობაში მაღალი დოზების - 10მგ-ს გამოყენებისას (ფასლოდექსის ინტრამუსკულური მიღება) მდედრ ვირთხებში გამოვლინდა საკვერცხის კეთილთვისებიანი გრანულომური უჯრედოვანი სიმსივნეების, ხოლო მამრებში - სათესლის ლეიდიგის უჯრედების სიმსივნეების სიხშირის ზრდა. ვირთხების ონკოგენობის ორწლიან კვლევაში (ყოველდღე ორალურად მიღება) 150 და 500მგ/კგ/დღეში დოზის გამოყენებისას აღინიშნა საკვერცხის სასქესო მილის სტრომული სიმსივნეების სიხშირის ზრდა (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი). ამ აღმოჩენების არაეფექტურ დონეზე, სისტემური ექსპოზიციის დონე (AUC) ვირთხებში იყო მდედრობითი სქესის ადამიანების მოსალოდნელ დონეზე დაახლოებით 1.5 პუნქტით მეტი და მამრობითი სქესის ადამიანების დონეზე 0.8 პუნქტით მეტი, თაგვებში - ორივე სქესის ადამიანებში მოსალოდნელი ექსპოზიციის დონეზე 0.8 პუნქტით მეტი. ამგვარი სიმსივნეების ინდუქცია შეესაბამება ციკლის მქონე ცხოველებში ანტიესტროგენების ფარმაკოლოგიასთან დაკავშირებული გონადოტროპინების ენდოკრინული ფონის დაზიანებას. აქედან გამომდინარე, ეს აღმოჩენები მნიშვნელოვანი არ არის ძუძუს კიბოს შორსწასული ფორმით დაავადებულ პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში ფულვესტრანტის გამოყენებისთვის.

შემავსებლების ჩამონათვალი

ეთანოლი 96%

ბენზილის სპირტი

ბენზილ ბენზოატი

აბუსალათინის ზეთი

შეუთავსებლობა

შეუთავსებლობის კვლევების არ არსებობის გამო, ეს მედიკამენტი არ უნდა შეერიოს სხვა სამედიცინო პროდუქტებს.

შენახვის ვადა: გთხოვთ, იხილეთ შეფუთვაზე მითითებული თარიღი.

შენახვის პირობები

ინახება 2°C-8°C ტემპერატურაზე (მაცივარში).

სინათლისგან დასაცავად წინასწარ შევსებული შპრიცი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში

შეფუთვის ზომა:

შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა გთხოვთ იხილოთ მუყაოს კოლოფზე

გამოყენების ინსტრუქცია და სპეციალური უსაფრთხოების ზომები განადგურების და სხვა შემთხვევებისთვის

ინექცია უნდა მოხდეს დიდი მოცულობის ინტრამუსკულარული ინექციების ჩატარების ადგილობრივი გაიდლაინების დაცვით.

შენიშვნა: ქვეშ განლაგებული საჯდომი ნერვის სიახლოვის გამო, ფასლოდექსის დორსოგლუტეალური ინექციის შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა (იხილეთ მონაკვეთი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და გამოყენების დროს მისაღები ზომები“).

გაფრთხილება - გამოყენების წინ არ მოახდინოთ უსაფრთხო ნემსის (BD სეიფთიგლაიდ (SafetyGlide)™ დამცავი ჰიპოდერმული ნემსი) ავტოკლავირება. გამოყენების და გადაგდების დროს ხელები ყოველთვის ნემსის უკან უნდა იყოს განლაგებული

ორი შპრიციდან თითოეულის შემთხვევაში:

1. ამოიღეთ ცილინდრული შუშის შპრიცი ყუთიდან და შეამოწმეთ ის შესაძლო დაზიანების აღმოსაჩენად.

2. ააცალეთ უსაფრთხო ნემსის (SafetyGlide™) გარეთა შეფუთვა.

3. პარენტერალური ხსნარები გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად კორპუსკულური ნაწილაკების და ფერის ცვლილების აღმოსაჩენად.

4. დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად რეზინის ნაწილთან (C). მეორე ხელი მოკიდეთ თავსახურს (A) და ფრთხილად დააწექით წინა და უკანა მიმართულებით, სანამ თავსახური დაცილდება და შესაძლებელი გახდება მისი მოძრობა, არ დაატრიალოთ (იხილეთ ილუსტრაცია 1).

ილუსტრაცია 1

5. მოაცილეთ თავსახური (A) სწორად ზედა მიმართულებით. სტერილობის დასაცავად არ შეეხოთ შპრიცის წვერს (B) (იხილეთ ილუსტრაცია 2).

ილუსტრაცია 2

6. მიამაგრეთ უსაფრთხო შპრიცი Luer-Lok და მოატრიალეთ სანამ ის მტკიცედ არ დაფიქსირდება (იხილეთ ილუსტრაცია 3).

ილუსტრაცია 3

7. ვერტიკალური მიმართულებით გადაადგილებამდე შეამოწმეთ არის თუ არა შპრიცი მიმაგრებული Luer-Lok-თან.

8. ნემსის წვერის დასაცავად მოაშორეთ დამცავი პირდაპირი მიმართულებით.

9. მიიტანეთ ავსებული შპრიცი ინექციის შეყვანის ადგილზე.

10. მოაშორეთ შპრიცს ბუდე.

11. გამოაძევეთ აირი შპრიციდან.

12. შეიყვანეთ ინტრამუსკულარულად ნელა (1-2 წუთი/ინექცია) დუნდულების ადგილზე (გლუტეალური მიდამო). მოსახერხებლობისთვის ნემსის ბოლოს წაკვეთილი მხარე მიმართულია სახელურის ბერკეტის მხარისკენ (იხილეთ ილუსტრაცია 4).

ილუსტრაცია 4

13. ინექციის შემდეგ დაუყოვნებლივ დააჭირეთ ერთი თითით სახელურის სააქტივაციო ბერკეტს დამცავი მექანიზმის ჩასართავად (იხილეთ ილუსტრაცია 5).

ილუსტრაცია 5

შენიშვნა: გააქტიურება მოახდინეთ საკუთარი თავისგან და სხვებისგან დაშორებით. დაელოდეთ ტკაცუნის ხმას და ვიზუალური შემოწმებით დარწმუნდით, რომ შპრიცის წვერი მთლიანად დაფარულია.

განადგურება

შევსებული შპრიცები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნემისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოება და პირველადი შეფუთვა:

ვეტტერ ფარმა - ფერტიგუნგ გმბჰ & კო. კგ,

შუტზენშტრასსე 87, 88212 რავენსბურგი, გერმანია.

მეორეული შეფუთვა:

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი

სილკ როუდ ბიზნეს პარკი, მაკლსფილდი, ჩეშირი SK 10 2NA, გაერთიანებული სამეფო.

დამატებითი ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად:

ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა საქართველოში

ქ. თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19

ტელ.+ 995 322 386898

ფასლოდექსი–სავაჭრო ნიშანი, ასტრაზენეკას კომპანიების ჯგუფის საკუთრება ÓAstraZeneca 2020