დოქტორ სონი #20კაფს

დოქტორ სონი #20კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კატაბალახა+ვითანია+კოპნოლვულნუს+ბეკოპა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 43921
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დ ო ქ ტ ო რ    ს ო ნ ი
   DOCTOR  SON

აიურვედული   სამკურნალო  საშუალება
ყოველი   მკვრივი  ჟელატინის  კაფსულა  შეიცავს
ექსტრაქტს-VALERIANA WALLIACH 200 მგ
ექსტრაქტს-WITHANIA SOMNIFERA 150 მგ
ექსტრაქტს-COPNVOLVULVUS  PLURICAULIS 50  მგ
ექსტრაქტს-BECOPA MONIERY 50  მგ
ექსტრაქტს-CENTELLA  ASIATICA 50  მგ
მასის დანარჩენი შემავებლები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სედაციური საშუალება
ფარმაკოლოგიური   მახასიათებლები
1. VALERIANA   WALLIACH-ს გააჩნია  სედაციური   მოქმედება.  იგი  ასევე   სპაზმოლიზური  საშუალებაა  და  გამოიყენება  უძილობის,  ისტერიის,  ნერვული   აგზნებადობის  და   გახშირებული  გულისცემის  სამკურნალოდ.
2. WITHANIA  SOMNIFERA-ს  გააჩნია   საძილე   მოქმედება   და   როგორც    სედაციური    საშუალება  უძილობისას,  ხელს   უწყობს   ძილის   დადგომას.
3. COPNVOLVULVUS PLURICAULIS - გამოიყენება  მაღალი  არტერიული  წნევის  დროს  როგორც  დამამშვიდებელი  საშუალება. არის  ტვინის  მატონიზირებელი  საშუალება   და   გამოიყენება   მეხსიერების  გაუმჯობესების  მიზზნით,  ასევე  ხელს  უწყობს  ძილს.
4. BECOPA MONIERY -ს გააჩნია  სედაციური   და  ტრანკვილიზური  მოქმედება .  ის  გამოიყენება  დეპრესიებისას  და  ისტერიებისას.
5. CENTELLA  ASIATICA - გააჩნია  სედაციური   და  სპაზმოლიზური   თვისებები, გამაძლიერებელი   და ანტისტრესული  მოქმედებით.
ჩვენებები:     
სამკურნალო  სასუალება  ნაჩვენებია  ძილის  დარღვევის,  უძილობის  დროს  , ემოციური  სტრესის, მოუსვენრობის, ფსიქიური  გაღიზიანების,  დეპრესიის,  ნერვული  აგზნებადობის  დროს  და სხვ.
უკუჩვენებები:
მომატებული  მგრძნობელობა  სამკურნალო  საშუალების  კომპონენტების  მიმართ.  პრეპარატის  გამოყენება  იკრძაკლება  12წლამდე  ასაკის  ბავშვებში.
დოზები  და  მიღების  წესი:
1-2  კაფსულა  2-3 - ჯერ  დღეში.
-უძილობის  ან  ძილის  დარღვევის  დროს  1-2 კაფსულა  1  სთ  ადრე   დაძინებამდე.
-თერაპიაში არ არის  დადგენილი  მკურნალობის  კურსი   აღნიშნული    სამკურნალო  საშუალებით. პრეპარატის  მიღბის  შეწყვეტის  შემდეგ  არ  აღინიშნება    მოხსნის  სინდტომი.
-საუკეთესო  შედეგის  მისაღწევად   არ   უყუროთ  ტელევიზორს  და  არ  მოუსმინოთ    რადიო  პროგრამებს   ან  კასეტებს    სამკურნალო   საშუალების  მიღების   შემდეგ.
გვერდითი  მოვლენები:
შესაძლოა  გამოვლინდეს  ალერგიული  რეაქციები ,   მომატებული  დაღლილობა,  კუჭის  აშლილობა.
ორსულობა  და  ლაქტაციის  პერიოდი:
სამკურნალო საშუალების  გამოყენება  ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდში შესწავლილი  არ  არის.  გადაწყვწტილებას  პრეპარატის   მიღების  ან  მოხსნის  შესახებ  იღებს  ექიმი.
ურთიერთ  ქმედება  სხვა  სამკურნალო   საშვალებებთან:
სამკურნალო  საშუალებას  გააჩნია  სედაციური  მოქმედება,ამიტომ  სხვა  მსგავსი  სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მიიღება  აღნიშნულ  პრეპარატთან  ერთად, უნდა  მიიღოთ დოზირების  კონტროლის  ქვეშ. ანტიჰიპერტონული  საშუალებების  ან  საანესთეზიო  საშუალებების  დოზირება  უნდა ჩატარდეს  დოზირების  კონტროლის  ქვეშ.
ჭარბი   დოზირება:
დოზის  გადაჭარბებამ  შესაძლოა  გამოიწვიოსს  კუჭის  აშლილობა,  სპაზმი,  დაღლილობა,  ხელების  კანკალი  და სხვ.    ეს  სფექტები  ქრება  24  სთ-ის   განმავლობაში.  თუ  ასეთი  სიმპტომები  გამოვლინდება  შეწყვიტეთ  პრეპარატის  მიღება.   სიმპტომების   შესუსტების   შემდეგ  შეგიძლიათ  ისევ   მიიღოთ  პრეპარატი   დაბალი  დოზებით და  ექიმის  რეკომენდაციის  მიხედვით.
სპეციალური  მითითებები:
სამკურნალო  საშუალების   მიღებამ  შესაძლოა  გამოიწვიოს  ფსიქომოტორული    შეფერხება,   რამაც  შესაძლოა  უარყოფითი  ზეგავლენა  იქონიოს   ავტოსატრანსპორტო  საშუალებების  და სხვა   მექანიზმების   მართვის  უნარზე.
შენახვის  პირობები:
შეინახეთ  მშრალ  ადგილას  არაუმეტეს  25 C  ტემპერატურაზე.
შეინახეთ  ბავშვებისგან  მიუწვდომელ  ადგილას.
ვარგისიანობის  ვადა:
3 წელი.
არ  გამოიყენოთ  აღნიშნული  ვარგისიანობის  ვადის  გასვლის  შემდეგ.
გამოყენების  ფორმა:
2X10  კაფსულა  კოლოფში.
აფთიაქიდან  გაცემის  წესი
ფარმაცევტული  პროდუქტის  ჯგუფი III-  გამოიყენება  ექიმის  დანიშნულების  გარეშე.
მწარმოებელი:
ნაბროს  ფარმა  პვტ.ლტდ
ნ.ხ.  N  8  კაჯიპურა,  კხედა  387411 , ინდოეთი