ნეტრომიცინი 200მგ/2მლ ფლ

ნეტრომიცინი 200მგ/2მლ ფლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Netilmycinum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 4352
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნეტრომიცინი
NETROMYCINE
 
 
საერთაშორისო დასახელება - netilmicin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ამინოგლიკოზიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი 200 მგ/2 მლ: ამპ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეტრომიცინი სწრაფად მოქმედი ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია. იგი აინჰიბირებს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზს რიბოსომების დონეზე, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის მიმართ. დაბალ კონცენტრაციებში აქტიურია პათოგენური ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ: Esherichia coli, Klebsiella, Enterobacter, Serratia, Citrobacter sp., Proteus sp. (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი), Proteus mirabilis, proteus morganii, P.rettgeri, P. vulgaris, Pseudomonas aeruginosa, Neisseria gonorrhoeae, Salmonella sp., Shigella sp., სტაფილოკოკები, რომლებიც გამოიმუშავებენ, ან არ გამოიმუშავებენ პენიცილინაზას, მათ შორის მეტიცილინ რეზისტენტული შტამები. აგრეთვე ზოგიერთი შტამი - Providencia sp., Acinetobacter sp. da Aeromonas sp.
ნეტრომიცინის და პენიცილინ G-ს კომბინაცია ავლენს სინერგიზმს Streptococcus faecalis უმრავლესი შტამის მიმართ. ნეტრომიცინის, კარბენიცილინის და ტიკარცილინის კომბინაცია ავლენს სინერგიზმს Pseudomonas aeruginosa- ს შტამების მიმართ.

ჩვენებები
ნეტრომიცინის გამოყენება ნაჩვენებია ინფექციური დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან შემდეგი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella, Enterobacter, Serratia sp., Citrobacter sp., Preoteus sp (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი), Pseudomonas aeruginoza, Staphylococcus sp. (კოაგულაზა დადებითი და კოაგულაზა უარყოფითი, მათ შორის პენიცილინ და მეტიცილინ რეზისტენტული შტამები და Neisseria gonorrhoeae.
ნეტრომიცინის გამოყენება ეფექტურია შემდეგ შემთხვევებში:
- ბაქტერიემია, სეპტიცემია (მათ შორის ახალშობილთა სეფსისი);
- სასუნთქი გზების მძიმე ინფექციური დაავადებები;
- თირკმელების და შარდსასქესო გზების ინფექციები;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ძვლის ქსოვილის და სახსრების ინფექციები;
- დამწვრობა, ჭრილობა, პერიოპერაციული ინფექციები;
- აბდომინალური ინფექციები (მათ შორის პერიტონიტი);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები.

მიღების წესები და დოზები

კუნთებში შესაყვანი და ინტრავენური რეკომენდებული დოზები იდენტურია.
მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს.
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე მოზრდილ პაციენტებში კუნთებში შეჰყავთ შემდეგი დოზები:
პარენტერული ნეტრომიცინის რეკომენდებული დოზა შარდგამომყოფი გზების ინფექციების და სისტემური ინფექციების დროს, რომლებიც არ არის სიცოცხლისათვის საშიში შეადგენს 4.0-6.0 მგ/კგ/დღეში, რომელიც ინიშნება სამი ერთნაირი დოზით 3-ჯერ დღეში 8 სთ-იანი ან 2-ჯერ დღეში 12 საათიანი ინტერვალით.
იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის ინფექციები, რომლებიც საშიშია სიცოცხლისათვის, პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ/კგ/დღეში ყოველ 8 საათში ერთხელ. ეს დოზა უნდა შემცირდეს 6 მგ/კგ/ დღეში, ან უფრო მცირე დოზამდე შესაბამისი კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემდეგ (ჩვეულებრივ 48 საათში).
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:
რეკომენდებული დოზა ახალშობილებში დაბადებიდან 1 კვირის განმავლობაში:
6 მგ/კგ/დღეში (3 მგ/კგ ყოველ 12 საათში).
რეკომენდებული დოზა 1 კვირის ასაკის ზევით ახალშობილებში და ჩვილებში:
7.5-9.0 მგ/კგ/დღეში (2.5-3.0 მგ/კგ ყოველ 8 საათში)
რეკომენდებული დოზა ბავშვებში:
6.0-7.5 მგ/კგ/დღეში (2.0-2.5 მგ/კგ ყოველ 8 საათში).
იმ პირთათვის, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
თირკმელების ფუნქციის დარღვევისას დოზა ინდივიდუალურია.
ერთ-ერთი მეთოდია პრეპარატის ჩვეულებრივ დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა. გამოყენების მეორე შესაძლებელი მეთოდია ანტიბიოტიკის ხშირი შეყვანა, მაგრამ მცირე დოზებში.
რეკომენდაციები პრეპარატის დოზის დასარეგულირებლად პირებში თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:

 კრეატინინის დონე შრატში მგ/100 მლ კრეატინინის კლირენსის დაახლოებითი მნიშვნელობა მლ/წუთში/ 1.73 მ2 სტანდარტული დოზის პროცენტი
 1.0 100 100
 1.1-1.3 70-100 80
 1.4-1.6 55-70 65
 1.7-1.9 45-55 55
 2.0-2.2 40-45 50
 2.3-2.5 35-40 40
 2.6-3.0 30-35 35
 3.1-3.5 25-30 30
 3.6-4.0 20-25 25
 4.1-5.1 15-20 20
 5.2-6.6 10-15 15
 6.7-8.0 10 10
   
(პრეპარატი გამოიყენება ყოველ 8 საათში საწყისი სტანდარტული დოზის გამოყენების შემდეგ).
დოზირების ეს სქემა რეკომენდებულია იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის შრატში ნეტრომიცინის რაოდენობის განსაზღვრის შესაძლებლობა.
ნეტრომიცინის გამოყენება ინტრავენურად:
ნეტრომიცინის ინტრავენურად გამოყენება საჭიროა იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება სეპტიცემია, სეპტიკური შოკის ნიშნები, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰემატოლოგიური დარღვევები, ძლიერი დამწვრობის და კუნთოვანი მასის შემცირების დროს.
მოზრდილებში ნეტრომიცინის ინტრავენური გამოყენებისას მისი ერთი დოზა შეიძლება გაიხსნას 50-200 მლ სტერილურ ფიზიო¬ლოგიურ ხსნარში, ან 5% სტერილური დექსტროზის წყლიან ხსნარში. ხსნარის შეყვანა შესაძლებელია 30 წუთიდან 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების სპეციალური სქემები.
გონორეა ქალებში და მამაკაცებში.
რეკომენდებულია ერთჯერადი გამოყენება კუნთებში ინექციის სახით დოზით - 300 მგ. საშარდე გზების ინფექციები:
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების დროს, განსაკუთრებით მათი ქრონიკული მიმდინარეობისას რეციდივებით, თირკმელების უკმარისობის ნიშნების გარეშე, რეკომენდებულია ნეტრომიცინის ერთჯერადი დღიური დოზა 3 მგ/კგ, მაგალითად 150-200 მგ 7-10 დღის განმავლობაში.
ჰემოდიალიზი:
პრეპარატის რეკომენდებული დოზა ყოველი პროცედურის შემდეგ შეადგენს 2 მგ/კგ. ბავშვებში შეიძლება გამოყენებულ იქნას დოზა 2.0-2.5 მგ/კგ-მდე ინფექციის სიმძიმის შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები

ნეფროტოქსიკურობა, უარყოფითი მოქმედება თირკმელებზე, ნეიროტოქსიკურობა. ვესტიბულური ფუნქციის დარღვევას აქვს დროებითი ხასიათი. იშვიათად აღინიშნება კოხლეარული ფუნქციის დარღვევა, რომელიც ატარებს შეუქცევად ხასიათს.
იშვიათად აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, დეზორიენტაცია, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, თრომბოციტოზი, პარესთეზია, გამონაყარი, ციებ-ცხელება, სითხის დაგროვება, ღებინება, დიარეა.
ინექციის ადგილას ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ტკივილი.

უკუჩვენება

უკუნაჩვენებია იმ პირთათვის, რომელთაც აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა ან ძლიერი ტოქსიკური რეაქცია ნეტრომიცინის ან სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს არ არის გამოკვლეული პრეპარატის უსაფრთხოება. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

მიუხედავად იმისა, რომ ნეფროტოქსიკურობა პრეპარატის გამოყენების დროს არ არის მაღალი, მაინც საჭიროა თირკმელების ფუნქციის მუდმივი კონტროლი. ნეფროტოქსიკურობის განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმელების ფუნქცია, იღებენ პრეპარატს მაღალი დოზით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული მისი სხვა ისეთ პოტენციურად ნეფროტოქსიკურ ან ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინირება, როგორიცაა ცისპლატინი, ბაციტრაცინი, პოლიმიქსინი, კოლისტინი, ცეფალორიდინი, ამფოტერიცინი, კანამიცინი, აციკლოვირი, გენტამიცინი, ამიკაცინი, სიზომიცინი, ტობრამიცინი, ნეომიცინი, სტრეპტომიცინი, პარომომიცინი, ვანკომიცინი.
არ არის რეკომენდებული ნიტრომიცინის და ძლიერი დიურეზული საშუალებების კომბინირება.
ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევები, ავთვისებიანი მიასთენია, პარკინსონიზმი, ბავშვებში-ბოტულიზმი.
პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების ან ტოქსიკური რეაქციის შემთხვევაში ნეტრომიცინი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით ან პერიტონეალური დიალიზით. ამ პროცედურებს გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა თირკმელების ფუნქცის დარღვევის დროს.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 20-30ºC ტემპერატურაზე გრილ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა - ბელგია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)