როზულიპი 10მგ #28ტ

როზულიპი 10მგ #28ტ

15.28 ლარი
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: ეგისი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 43463
გააზიარე:

ინსტრუქცია

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

(ინფორმაცია სპეციალისტებისთვის)

როზულიპი®

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

როზულიპი®

Rosulip®

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): როზუვასტატინი ( Rosuvastatin)

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

როზულიპი® 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5მგ როზუვასტატინს (5,34მგ როზუვასტატინის თუთიის სახით).

როზულიპი® 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ როზუვასტატინს (10,68მგ როზუვასტატინის თუთიის სახით).

როზულიპი® 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20მგ როზუვასტატინს (21,36მგ როზუვასტატინის თუთიის სახით).

დამხმარე ნივთიერება:

თითოეული 5მგ-იანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60,6მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

თითოეული 10მგ-იანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 121,2მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

თითოეული 20მგ-იანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 242,4მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3. წამლის ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები

როზულიპი® 5მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო გარსით დაფარული ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო E, ხოლო მეორე მხარეს - ნომერი 591.

როზულიპი® 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო გარსით დაფარული ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო E, ხოლო მეორე მხარეს - ნომერი 592.

როზულიპი® 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო გარსით დაფარული ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო E, ხოლო მეორე მხარეს - ნომერი 593.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 გამოყენების ჩვენება

  • · ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

- პრეპარატი დიეტასთან დამატებით, ნაჩვენებია პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის (ტიპი IIa, მათ შორის ჰეტეროზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია) ან შერეული დისლიპიდემიის (ტიპი IIb) სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, მაშინ როცა კვების კორექცია და სხვა არაფარმაკოლოგიური მკურნალობის მეთოდები (მაგ. ფიზიკური აქტივობა, სხეულის მასის შემცირება) არასაკმარისად არის ეფექტური.

- მემკვიდრეობითი ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში 6 წლიდან, დიეტასთან და მკურნალობის სხვა მეთოდებთან დამატებით, რომლებიც მიმართულია სისხლში ლიპიდების დონის შესამცირებლად (მაგ. დსლპ აფერეზი), ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მეთოდები არასაკმარისად არის ეფექტური.

  • · გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკა

- გულ-სისხლძარღვთა ძირითადი პათოლოგიების პროფილაქტიკა რისკის სხვა ფაქტორების კორექციასთან ერთად მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პირველი არასასურველი მოვლენის განვითარების მაღალი რისკი (იხ. პარაგრაფი 5.1).

- ათეროსკლეროზის მკურნალობა პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ ლიპიდების დონის შემცირება, დაავადების პროგრესირების შეფერხების და განვითარების შეყოვნების მიზნით.

4.2 დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტს უნდა დაენიშნოს სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში. დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, მკურნალობის მიზნების და თერაპიაზე პაციენტის პასუხის მიხედვით, მოქმედი რეკომენდაციების საფუძველზე.

დოზირების რეჟიმი

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა

პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 ან 10მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ შიგნით მისაღებად, როგორც პაციენტებისთვის, რომლებიც გადადიან სხვა ჰმგ-კოა-რედუქტაზას თერაპიიდან, ასევე იმ პირთათვის, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ სტატინები. პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს სისხლში ქოლესტერინის ინდივიდუალური დონე, მომავალში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების არსებული რისკი, ასევე არასასურველი მოვლენების განვითარების პოტენციური რისკი (იხ. პუნქტები 4.4. და 4.8).

აუცილებლობის შემთხვევაში, თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ, შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა (იხ. პარაგრაფი 5.1). არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოვლენის მომატებული სისხშირის გათვალისწინებით, იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს 40მგ დოზით (იხ. პარაგრაფი 4.8), მაქსიმალურ დოზაზე გადასვლა (40მგ) შესაძლებელია მხოლოდ ჰიპერქოლესტერინემიის მწვავე ფორმით არსებობის შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების მაღალი რისკით (განსაკუთრებით მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიისას), როდესაც მკურნალობის მიზანი ვერ მიიღწევა პრეპარატის 20მგ დოზით მკუნრალობის ფონზე. 40მგ დოზაზე გადასვლა ხდება პაციენტზე შემდგომი სტანდარტული დაკვირვების პირობით (იხ. პარაგრაფი 4.4). გარდა ამისა როზულიპის® 40 მგ გარსით დაფარული ტაბლეტებით მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების პროფილაქტიკა

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების რისკის შემცირების კვლევებში პრეპარატის მიღება ხდებოდა 20მგ/დღეში დოზით (იხ. პარაგრაფი 5.1).

ბავშვები და მოზარდები

პადიატრიულ პაციენტებში პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები (განვითარების სტადია ტანერის მიხედვით <II–V).

ჰეტეროზიგოტური თანდაყოლილი ჰიპერქოლესტეროლემია

ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც აქვთ მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში.

  • · 6-9 წლის ასაკის ბავშვებში, რომელთაც აქვთ მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, რეკომენდებული დოზის ინტერვალი შეადგენს 5-10 მგ/დღე-ღამეში შიგნით მისაღებად. დღე-ღამეში 10მგ-ზე მაღალი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ პოპულაციაში არ შესწავლილა.
  • · 10-17 წლის ასაკის ბავშვებში, რომელთაც აქვთ მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, რეკომენდებული დოზის ინტერვალი შეადგენს 5-20 მგ/დღე-ღამეში შიგნით მისაღებად. დღე-ღამეში 20მგ-ზე მაღალი დოზის უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ პოპულაციაში არ შესწავლილა.

პედიატრიულ პაციენტებში, საჭიროა დოზის ინდივიდუალური შერჩევა მკურნალობაზე რეაქციისა და ტოლერანტობის გათვალისწინებით, არსებული პედიატრიული რეკომენდაციების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 4.4).

მკურნალობის დაწყებამდე, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის აუცილებელია სტანდარტული დიეტის დანიშვნა, რომელიც შეამცირებს ქოლესტერინის დონეს. პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

ჰომოზიგოტური თანდაყოლილი ჰიპერქოლესტეროლემია

6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში ჰომოზიგოტური თანდაყოლილი ჰიპერქოლესტეროლემიით, რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 20მგ/დღეში. რეკომენდებული საწყისი დოზა 5-10მგ დამოკიდებულია ასაკზე, სხეულის მასის წონასა და სტატინების წინა გამოყენებაზე

პედიატრიულ ასაკში გამოყენების რეკომენდაციების თანახმად, დოზის გაზრდა (ტიტრაცია) მაქსიმალურ დოზამდე - 20მგ, დღეში ერთჯერ ტარდება პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით (იხ.პუნქტი 4.4.).

ბავშვებსა და მოზარდებში როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სტანდარტული დიეტის დანიშვნა, რომელიც ამცირებს ქოლესტერინს, რომლის დაცვაც აუცილებელია მთელი კურნალობის განმავლობაში. როზუვასტატინის 20მგ-ისგან განსხვავებული დოზით გამოყენების გამოცდილება ამ პოპულაციის პაციენტებში შეზღუდულია.

როზუვასტატინის 40მგ დოზით დანიშვნა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის არ შეიძლება.

6 წლამდე ასაკის ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ამიტომ, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

70 წელზე მეტის ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს (იხ. პარაგრაფი 4.4).

არ არის აუცილებელი პრეპარატის დოზების სხვაგვარი ცვლილება, რაც განპირობებული იქნება პაციენტის ასაკით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევისას, არ არის საჭირო პრეპარატის დოზის კორექცია. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევისას (კრეატინინის კლირენსი <60მლ/წთ), პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებული არის 5მგ-იანი დოზით. 40მგ-იანი დოზის გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში. თირკმლის მწვავე უკმარისობისას როზულიპის® გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება უკუნაჩვენებია ნებისმიერი დოზით (იხ. პარაგრაფები 4.3 და 5.2).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

იმ პირთა პოპულაციაში, რომელთაც ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) შკალის მიხედვით ჰქონდათ 7 ან 7-ზე ნაკლები ქულა, როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია არ მატულობდა. ამავდროულად, პაციენტებში, რომელთა მაჩვენებელი იყო 8 და 9 ქულა ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) შკალის მიხედვით, აღინიშნებოდა სისტემური ექსპოზიციის ზრდა (იხ. პარაგრაფი 5.2). ასეთი პაციენტების მკურნალობის დაწყებამდე მიზანშეწონილია შეფასდეს თირკმლის ფუნქცია (იხ. პარაგრაფი 4.4). არ არსებობს როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) შკალის მიხედვით აქვთ 9 ქულაზე მეტი შეფასება.

პრეპარატი როზულიპი® უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში (იხ. პარაგრაფი 4.3).

ეთნიკური კუთვნილება

მომატებული სისტემური ექსპოზიცია დაფიქსირდა აზიური წარმოშობის პაციენტებში (იხ. პარაგრაფები 4.3, 4.4 და 5.2). აზიური წარმოშობის პირთათვის პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5მგ-ს. ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია როზულიპის® 40 მგ-იანი დოზით მკურნალობა (იხ. პარაგრაფები 4.3 და 5.2).

გენეტიკური პოლიმორფიზმი

ცნობილია, რომ გენეტიკური პოლიმორფიზმის ზოგიერთი ტიპი ზრდის როზუვასტატინის ექსპოზიციას (იხ. პარაგრაფი 5.2). ასეთი გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია პრეპარატ როზულიპის® უფრო დაბალი დღე-ღამური დოზები.

მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობილი ფაქტორების მქონე პაციენტები

მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობილი ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის, როზულიპის® გარსით დაფარული ტაბლეტების საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს (იხ. პარაგრაფი 4.4). ზოგიერთ ასეთ პაციენტში უკუნაჩვენებია პრეპარატის 40 მგ დოზით მიღება (იხ. პარაგრაფი 4.3).

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

როზუვასტატინი არის სხვადასხვა სატრანსპორტო ცილების სუბსტრატი (მაგ. OATP1B1 და BCRP). მიოპათიის განვითარების რისკი (მათ შორის რაბდომიოლიზის) იზრდება როზუვასტატინის და ზოგიერთი პრეპარატის ერთად მიღებისას, რომელთაც შეუძლიათ გაზარდონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია, ზემოხსენებულ სატრანსპორტო ცილებთან ურთიერთქმედების შედეგად (მაგალითად ასეთი პრეპარატია ციკლოსპორინი, ასევე, პროტეაზას ზოგიერთი ინჰიბიტორი, მათ შორის რიტონავირის კომბინაცია ატაზანავირთან, ლიპონავირთან და/ან ტიპრანავირთან; იხ. პარაგრაფები 4.3, 4.4 და 4.5).

ექიმები, რომლებიც ნიშნავენ ამ პრეპარატებს, რეკომენდებულია გაეცნონ იმ პრეპარატების ინსტრუქციებს, რომელთა დანიშვნაც განიხილება როზულიპთან ერთად.

შეძლებისდაგვარად, სასურველია ალტერნატიული პრეპარატების მიღება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, განხილული უნდა იყოს როზუვასტატინის დროებითი შეწყვეტის შესაძლებლობა. თუ შეუძლებელია ასეთი პრეპარტების ერთად გამოყენების თავიდან აცილება, საგულდაგულოდ უნდა შეფასდეს კომბინირებული თერაპიის და როზუვასტატინის დოზის კორექციის სარგებელი და რისკი (იხ. პარაგრაფი 4.5).

მიღების წესი

შიგნით მისაღებად.

პრეპარატი როზულიპის® მიღება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღების მიუხედავად.

4.3 უკუჩვენებები

გარსით დაფარული როზულიპის® ტაბლეტების მიღება უკუნაჩვენებია:

- როზუვასტატინის ან პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1., მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში;

- ღვიძლის აქტიური დაავადებისას, მათ შორის შრატისმიერი ტრანსინაზების მდგრადი მომატებით, ასევე, ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ მაღალი შრატისმიერი ტრანსამინაზების მომატებით;

- თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატიტინის კლირენსი <30მლ/წთ);

- მიოპათიის მქონე პაციენტებში;

- პაციენტებში, რომლებიც გადიან თანმხლებ მკურნალობას ციკლოსპორინით;

-პაციენტებში, რომლებიც გადიან თანმხლებ მკურნალობას სოფოსბუვირით/ველპატასვირით/ვოქსილაპრევირით;

- ორსულობის და ლაქტაციის დროს, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს.

როზულიპის® გარსით დაფარული ტაბლეტებით თერაპია 40მგ-იანი დოზით უკუნაჩვენებია მიოპათიის (რაბდომიოლიზის) განვითარებისადმი წინასწარგანწყობილი ფაქტორების მქონე პაციენტებში. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება:

- თირკმლის ზომიერი უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წმ);

- ჰიპოთირეოზი;

- კუნთების სისტემის მემკვიდრეობითი პათოლოგია პაციენტში ან ოჯახურ ანამნეში;

- მიოპათია ანამნეზში, რაც უკავშირდება სხვა ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორის ან ფიბრატის გამოყენებას;

- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

- სიტუაციები, როდესაც შესაძლებელია აღინიშნოს როზუვასტატინის დონის მომატება პლაზმაში;

- აზიური წარმოშობა;

- ფიბრატების თანმხლები გამოყენება.

( იხ. პარაგრაფები 4.4., 4.5 და 5.2).

4.4. სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

მძიმე არასასურველი რეაქციები კანის მხრივ

როზუვასტატინის მიღების დროს არსებობს ცნობები მძიმე რეაქციების განვითარების შესახებ კანის მხრივ, შესაძლო ლეტალური გამოსავალით, ისეთით როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS). როზუვასტატნის დანიშვნისას საჭიროა პაციენტების ინფორმირება ძლიერი სისტემური რეაქციების ნიშნების შესახებ და სათანადო კონტროლი. ასეთი რეაქციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების და ნიშნების განვითარებისთანავე, საჭიროა დაუყოვნებლივ როზუვასტატინის მოხსნა და ალტერნატიული მკურნალობის დანიშვნა. როზუვასტატინის გამოყენების დროს, მძიმე კანისმიერი რეაქციის განვითარებისას, ისეთის როგორიც არის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და DRESS, არასოდეს არ შეიძლება ასეთი პაციენტისთვის როზუვასტატინით მკუნალობის განახლება.

ზემოქმედება თირკმლის ფუნქციაზე

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინის მაღალ დოზებს (განსაკუთრებით 40მგ დოზას), აღინიშნებოდა პროტეინურია. პროტეინურიის დიაგნოსტირება ხდებოდა შარდის ანალიზისას ინდიკატორული ჩხირების გამოყენებით. უმეტეს შემთხვევაში, იგი იყო მილაკოვანი წარმოშობის, გარდამავალი ან არამუდმივი ხასიათით. პროტეინურია არ მოასწავლებდა თირკმლის მწვავე ან პროგრესირებად ქრონიკულ პათოლოგიებს (იხ. პარაგრაფი 4.8). რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევები ხშირად აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზულიპს 40მგ დოზით. პაციენტების სტანდარტული გამოკვლევის ფარგლებში, აუცილებელია პერიოდულად (უკიდურეს შემთხვევაში, ყოველ 3 თვეში) შეფასდეს თირკმლის ფუნქცია იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამ დოზას.

ზემოქმედება ჩონჩხის კუნთებზე

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ როზუვასტატინის ყველა დოზით და ყველაზე ხშირად >20 მგ-ით, შიენიშნებოდა პრეპარატის არასასურველი ზემოქმედება ჩონჩხის კუნთებზე (მაგ. მიალგია, მიოპათოია და იშვიათად რაბდომიოლიზი). ძალიან იშვიათად, რაბდომიოლიზი ვითარდებოდა ეზეტიმიბთან და ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან თანმხლები თერაპიისას. ვინაიდან, არ არის გამორიცხული ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება (იხ. პარაგაფი 4.5), აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ამ პრეპარატების ერთად მიღებისას.

ისევე როგორც, სხვა ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორის გამოყენებისას, რაბდომიოლიზის განვითარების სიხშირე როზუვასტატინის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას მაღალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზვასტატინს 40მგ დოზით.

კრეატინკინაზას აქტივობის განსაზღვრა

არ შეიძლება კრეატინკინაზას აქტივობის განაზღვრა შრატში ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ასევე, ამ ფერმენტის აქტივობის მომატების სხვა სავარაუდო მიზეზების არსებობისას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს შედეგების ინტერპრეტაცია. თუ დასაწყისში შიენიშნებოდა კრეატინკინაზას მნიშვნელოვანი მომატებული აქტივობა (>5-ჯერ ნორმის ზედა ზღვარზე), 5-7 დღის შემდეგ უნდა მოხდეს კრეატინკინაზას განმეორებითი გაზომვა. თუ განმეორებითი გაზომვისას დამტკიცდება საწყისი კრეატინკინაზას მომატებული აქტივობა (>5-ჯერ ნორმის ზედა ზღვარზე), დაუშვებელია როზუვასტატინით მკურნალობის დაწყება.

მკურნალობის დაწყებამდე

როზულიპ® პლუსი, ისევე როგორც სხვა ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც მიოპათიის ან რაბდომიოლიზის განვითარების მიმართ აქვთ წინასწარგანწყობის ფაქტორები:

- თირკმლის უკმარისობა;

- ჰიპოთირეოზი;

- კუნთების მემკვიდრეობითი დაავადება პაციენტის პირად ან ოჯახურ ანამნეზში;

- ტოქსიური მოქმედება კუნთებზე ანამნეზში, რაც უკავშირდება სხვა ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორის ან ფიბრატის გამოყენებას;

- ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება;

- ასაკი >70 წელი;

- სიტუაციები, როდესაც შესაძლებელია აღინიშნოს როზუვასტატინის დონის მომატება პლაზმაში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.5 და 5.2);

- ფიბრატების ერთდროული გამოყენება.

ასეთ პაციენტებში აუცილებელია მკურნალობის რისკის და შესაძლო სარგებელის შეფასება და რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგის ჩატარება. დაუშვებელია მკურნალობის დაწყება კფკ-ის დონის (>5 ნორმის ზედა ზღვარზე) მნიშვნელოვანი მომატებისას, საწყისთან შედარებით.

მკურნალობის დროს

პაციენტებმა უნდა შეატყობინონ აუხსნელი კუნთების ტკივილის, სისუსტის ან სპაზმის განვითარების შესახებ მათი გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით მაშინ თუ, ამ გამოვლინებებს თან ახლავს საერთო სისუსტე ან ცხელება. ასეთ პაციენტებში აუცილებელია კფკ-ის აქტივობის განსაზღვრა. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კფკ-ის აქტივობა მნიშვნელოვნად არის მომატებული (>5 ნორმის ზედა ზღვარზე), ან თუ სიმპტომებს აქვთ მწვავე ხასიათი და იწვევენ ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კფკ-ის აქტივობა არის 5 ≤ ნორმის ზედა ზღვარზე). სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, კფკ-ის სტანდარტული მონიტორინგის ჩატარება არ არის აუცილებელი.

არსებობს ძალიან იშვიათი შეტყობინებები იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის განვითარების შესახებ, სტატინებით, მათ შორის როზუვასტატინით მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ. კლინიკურად ამ დაავადებას ახასიათებს პროქსიმალური კუნთების სისუსტე და შრატისმიერი კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება, რომელიც ნარჩუნდება სტატინების მიღების შეწყვეტის მიუხედავად.

პაციენტთა მცირე რაოდენობის კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს სხვა ჰიპოლიპიდემიურ საშუალებებთან ერთად, არ გამოვლენილა მომატებული ზემოქმედება ჩონჩხის კუნთებზე. მიოზიტისა და მიოპათიის განვითარების სიხშირის მომატება აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომელებიც იღებდნენ ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს ფიბროის მჟავის წარმოებულებთან (ჰემფიბროზილის ჩათვლით), ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის რიგის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან, პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად. ჰემფიბროზილი ზრდის მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ზოგიერთ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, როზულიპ® პლუსის და ჰემფიბროზილის კომბინირებული მიღება არ არის რეკომენდებული. ლიპიდების დონის შემდგომი შემცირებით გამოწვეული სარგებელი, როზულიპ® პლუსის და ფიბრატების ან ნიაცინის კომბინირებული თერაპიის ფონზე, აუცილებელია შედარდეს შესაძლო რისკს, რომელიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატების ასეთი კომბინაციის მიღებისას.

როზუვასტატინის 40მგ დოზით მიღება უკუნაჩვენებია ფიბრატებთან ერთად (იხ. პარაგრაფები 4.3, 4.5 და 4.8).

როზულიპ® პლუსის მიღება არ არის რეკომენდებული იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც აღენიშნებათ მწვავე მდგომარეობები, რომლის დროსაც შეიძლება განვითარდეს მიოპათია ან აქვთ რაბდომიოლიზით განპირობებული თირკმლის უკმარისობის განვითარების მიმართ წინასწარგანწყობილი ფაქტორები (მაგალითად, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, მწვავე მეტაბოლური, ენდოკრინული ან ელექტროლიტური დარღვევები, არა-კონტროლირებადი კრუნჩხვები).

ფუზიდის მჟავა

როზულიპის® გამოყენება არ შეიძლება ფუზიდის მჟავასთან ერთად, რომელიც განკუთვნილია სისტემური გამოყენებისთვის ან ფუზიდის მჟავით მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში. პაციენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ფუზიდის მჟავით მკურნალობა, უნდა შეწყვიტონ როზუვასტატინის მიღება ფუზიდის მჟავით მკურნალობის მთლიანი კურსის განმავლობაში. მიღებულია შეტყობინებები რაბდომიოლიზის შემთხვევების შესახებ (ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური შედეგით) იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინსა და ფუზიდის მჟავას ერთდროულად (იხ. პარაგრაფი 4.5). პაციენტებმა უნდა იცოდნენ რომ, კუნთოვანი სისუსტის, ტკივილის ან მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა დაუყოვნებლივ.

ფუზიდის მჟავის ბოლო დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, შეიძლება თავიდან დაიწყოს სტატინით მკურნალობა.

გამონაკლისი შემთხვევების დროს, როდესაც საჭიროა ფუზიდის მჟავით ხანგრძლივი თერაპია, მაგალითად, მძიმე ინფექციების შემთხვევაში, პრეპარატ როზულიპ® პლუსის და ფუზიდის მჟავას ერთობლივი გამოყენების აუცილებლობა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალკ-ცალკე უნდა იქნას განხილული, თერაპიის პოტენციური რისკის და შესაძლო სარგებლის შეფარდებით, პაციენტზე საგულდაგულო კონტროლის პირობებში.

ზეგავლენა ღვიძლის ფუნქციაზე

ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, გარსით დაფარული როზულიპის® ტაბლეტების მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პირთა მკურნალობისას, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლურ სასმელებს და იმ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის დასაწყისში აღენიშნებათ ღვიძლის პათოლოგიები.

თერაპიის დაწყებამდე და თერაპიის დაწყებიდან 3 თვის შედეგ, რეკომენდებულია ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯები. თუ ტრანსამინაზების შრატისმიერი დონე აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს სამჯერ, აუცილებელია შეწყდეს გარსით დაფარული როზულიპის® ტაბლეტების მიღება ან შემცირდეს მისი დოზა.

პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში (პაციენტთა ფართო წრეში გამოყენებისას) სერიოზული გვერდითი მოვლენები ღვიძლის მხრივ (ძირითადად, ტრანსამინაზების შრატისმიერი დონის მომატება) ყველაზე ხშირად ვლინდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას გადიოდნენ პრეპარატის 40 მგ-იანი დოზით.

იმ შემთხვევაში, როცა მეორადი ჰიპერქოლესტერინემია განპირობებულია ჰიპოთირეოზით ან ნეფროზული სინდრომით, გარსით დაფარული როზულიპის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე, აუცილებელია ჩატარდეს ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ეთნიკური კუთვნილება

ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ აზიური წაროშობის პაციენტებში როზუვასტატინის ექსპოზიცია უფრო მაღალია, ვიდრე ევროპეიდული რასის პირებში.

პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორები

როზუვასტატინის კომბინაციისას პროტეოლიზური ფერმენტების სხვადასხვა ინჰიბიტორებთან და რიტონავირთან აღინიშნებოდა როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიციის მომატება. შიდსის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ პროტეაზას ინჰიბიტორებს, უნდა შეფასდეს ლიპიდების შემცირებით გამოწვეული სარგებელი გარსით დაფარული როზულიპის® ტაბლეტების დანიშნვისას და როზუვასტატინის პლაზმური დონის მომატება მკუნრალობის დასაწყისში და პრეპარატის დოზის შემდგომი შერჩევისას ასეთ პაციენტებში. კომბინაცია პროტეაზას ზოგიერთ ინჰიბიტორთან არ არის რეკომენდებული, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა ხდება გარსით დაფარული როზულიპის® ტაბლეტების დოზის კორექცია (იხ. პარაგრაფი 4.2 და 4.5).

ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები

სტატინის ზოგიერთი ჯგუფის პრეპარატების გამოყენებისას, პაციენტებში გამოვლინდა ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების იშვიათი შემთხვევები (იხ. პარაგრაფი 4.8). ჩვეულებრივ, ეს შემთხვევები აღინიშნებოდა სტატინებით ხანგრძლივი თერაპიის ფონზე. ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების ვლინდებოდა ქოშინით, არაპროდუქტიული ხველით და საერთო მდგომარეობის გაუარესებით (მომატებული დაქანცულობა, სხეულის მასის შემცირება და ცხელება). თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტს აქვს ფილტვების ინტერსტიციული დაავადება, სტატინებით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

ლაქტოზას აუტანლობა

ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობა, ლაქტაზას სრული უკმარისობა და გლუკოზა- გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

შაქრიანი დიაბეტი

არსებული მონაცემების საფუძველზე, სტატინები, როგორც კლასი, სისხლში ზრდის შაქრის შემცველობას, ხოლო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემიის ისეთი დონე, რომლის დროსაც საჭიროა ანტიდიაბეტური მკურნალობა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში სტატინების მიღების შეწყვეტა არ არის საფუძვლიანი, ვინაიდან სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკის შემცირების სარგებელი, ფარავს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკს. რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტები (უზმოზე გლუკოზის შემცველობა 5.6-6.9 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, ტრიგლიცერიდების დონის მომატება, ჰიპერტენზია) მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ როგორც კლინიკური, ასევე ბიოქიმიური მეთვალყურეობის ქვეშ არსებული ეროვნული ინსტრუქციების შესაბამისად.

კვლევაში „იუპიტერი“ შაქრიანი დიაბეტის საერთო შეტყობინებული შემთხვევების რაოდენობა შესაბამისად იყო 2.8% და 2,3% ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს და პლაცებოს. აღნიშნული განსაკუთრებით ვლინდებოდა პირებში, რომელთაც უზმოზე გლუკოზის შემცველობა ჰქონდათ 5.6-6.9 მმოლ/ლ.

ბავშვები და მოზარდები

6-დან 17 წლადე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, სიმაღლეში ზრდის, სხეულის მასის, სხეულის მასის ინდექსის, ასევე, სქესობრივი მომწიფების განსაზღვრა სექსობრივი გავითარების მეორადი ნიშნების საფუძველზე ტანერის მიხედვით, იზღუდებოდა დროის ერთწლიანი პერიოდით. 52 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, აღინიშნებოდა პრეპარატის ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე, სხეულის მასაზე, სხეულის მასის ინდექსზე და სექსობრივ მომწიფებაზე (იხ. პარაგრაფი 5.1).

ერთ კლინიკურ კვლევაში, რომლის მიმდინარეობისას ბავშვები ღებულობდნენ როზუვასტატინს 52 კვირის განმავლობაში, შედარებით ხშირად აღინიშნებოდა კრეატინკინაზას აქტივობის მომატება (>10 x ნორმის ზედა ზღვარი) და სიმპტომების განვითარება კუნთების მხრივ, კლინიკური კვლევის შედეგებთან შედარებით, სადაც მონაწილეობდნენ ზრდასრული პაციენტები (იხ. პარაგრაფი 4.8).

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ზეგავლენა როზუვასტატინზე, სამკურნალოს საშუალებების ერთდროულად მიღებისას

სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები:

როზუვასტატინი არის ზოგიერთი სატრანსპორტო ცილის, მათ შორის ღვიძლისმიერ მიტაცებაში მონაწილე სატრანსპორტო ცილის OATP1B1-ის და ეფლუქსის ცილის BGRP-ის სუბსტრატი. რუზუვასტატინის მიღებამ ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არიან სატრანსპორტო ცილების ინჰიბიტორები, შეიძლება გაზარდოს როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია და მიოპათიის განვითარების რისკი (იხ. ცხრილი 1 და პარაგრაფები 4.2 და 4.4).

ციკლოსპორინი:

როზუვასტატინის და ციკლოსპორინის ერთად გამოყენებისას როზუვასტატინის AUC-ის (ფართობი მრუდის ქვეშ კონცენტრაცია-დრო) მაჩვენებლები საშუალოდ 7-ჯერ მაღალი იყო პრეპარატის მონოთერაპიასთან შედარებით ჯანმრთელ მოხალისეებში გამოყენებისას (იხ. ცხრილი). როზუვასტატინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ციკლოსპორინს (იხ. პარაგრაფი 4.3).

როზუვასტატინის და ციკლოსპორინის თანმხლებ მიღებას არ ახასიათებდა ციკლოსპორინის პლაზმური კონცენტრაციის ცვლილება.

ჰემფიბროზილი და სხვა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ლიპიდების შემცველობას სისხლში:

ჰემფიბროზილისა და როზუვასტატინის ერთად მიღებას თან ახლდა როზუვასტატინის Cmax-ისა და AUC -ის ორმაგი ზრდა (იხ. პარაგრაფი 4.4).

წამლისმიერი ურთიერთქმედების სპეციალური კლევების შედეგების თანახმად, ფარმაკოკინეტიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატთან ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება შესაძლებელია.

ჰემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ასევე, ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა) იმ დოზებით, რომლითაც ამცირებენ ლიპიდების შემცირებას სიხსხლში (1გ/დღე-ღამეში და მეტი), ზრდიან მიოპათიის განვითარების რისკს ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას. ეს ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ზემოხსენებულ პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ მიოპათია იზოლირებული გამოყენებისას (ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობის გარეშე). როზუვასტატინის 40მგ-იანი დოზით მკურნალობა უკუნაჩვენებია ფიბრატების თანმხლები მიღებისას (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4). ფიბრატებით თანმხლები თერაპიისას, როზუვასტატინის საწყისი დოზა უნდა იყოს 5მგ.

ეზეტიმიბი:

როზუვასტატინითა და ეზეტიმიბით ერთდროულ თერაპიას თან არ სდევდა ამ პრეპარატების AUC-ის და Cmax-ის ცვლილებები. როზუვასტატინის 10მგ დოზით და ეზეტიმიბის 10მგ დოზით კომბინირებული მიღებისას პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ჰიპერქოლესტერინემია, აღინიშნებოდა AUC-ის მნიშვნელობის მომატება 1.2-ჯერ (იხ. ცხრილი 1). თუმცა, გვერდითი მოვლენების განვითარების თვალსაზრისით, არ შეიძლება გამოირიცხოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს შორის (იხ. პარაგრაფი 4.4).

პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორები:

მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს როზუვასტატინის ექსპოზიცია (იხ. ცხრილი 1).

ერთი ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგების თანახმად, როზუვასტატინის 10მგ დოზით და პროტეოლიზური ფერმენტების ინჰიბიტორების კომბინირებული პრეპარატის (300მგ ატაზანავირი/100მგ რიტონავირი) ერთად მიღებისას, ჯანმრთელი მოხალისეების პოპულაციაში ვლინდებოდა როზუვასტატინის AUC-ის და Cmax-ის მომატება წონასწორულ მდგომარეობაში, შესაბამისად სამჯერ და შვიდჯერ.

ანტაციდები:

როზუვასტატინისა და ანტაციდის სუსპენზიის (რომელიც შეიცავს ალუმინს და მაგნიუმის ჰიდროქსიდს) ერთდროულად მიღებას თან ახლდა როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება დაახლოებით 50%-ით. ეს ეფექტი მცირდებოდა, მაშინ როცა პაციენტები იღებდნენ ანტაციდს როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშნელობა არ არის დადგენილი.

ერითრომიცინი:

როზუვასტატინისა და ერითრომიცინის თანმხლები მიღება ხასიათდებოდა როზუვასტატინის AUC0-t-ის და Cmax-ის შემცირებით - შესაბამისად, 20 და 30%-ით. ეს ურთიერთქმედება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ერითრომიცინით გამოწვეული მომატებული ნაწლავური მოძრაობის შედეგს.

ციტოქრომ P450-ის ფერმენტები:

In vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ არის ციტოქრომ P450-ის სისტემის იზოფერმენტების ინჰიბიტორი ან ინდუქტორი. გარდა ამისა, როზუვასტატინი არის ამ იზოფერმენტების არაპროფილური სუბსტრატი. ამგვარად, წამლისმიერი ურთიერთქმედება, რომელიც დაკავშირებულია მატაბოლიზმთან და განპირობებულია ციტოქრომ P450-ის სისტემის იზოფერმენტებით, ნაკლებ მოსალოდნელია. როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორი) ან კეტოკონაზოლს (CYP2A6-ის და CYP3A4-ის ინჰიიტორი) შორის არ შეინიშნებოდა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

ურთიერთქმედება, რომლის დროსაც საჭიროა როზუვასტატინის დროზის შეცვლა (იხ. ცხრილი 1):

თუ აუცილებელია როზუვასტატინისა და იმ პრეპარატების ერთად მიღება, რომლებიც ცნობილია, რომ ზრდიან როზუვასტატინის ექსპოზიციას, მაშინ აუცილებელია როზუვასტატინის დოზის ცვლილება. ექიმებისთვის რეკომენდებულია გაეცნონ სხვა პრეპარატების ინსტრუქციებს, თუ ისინი განიხილავენ პრეპარატ როზულიპის® და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენების შესაძლებლობას. თუ მოსალოდნელია AUC-ის ექსპოზიციის გაზრდა ორჯერ ან უფრო მეტად, მაშინ როზუვასტატინი უნდა დაინიშნოს საწყისი 5მგ დოზით. როზუვასტატინის მაქსიმალური დღე-ღამური დოზა უნდა შეიცვალოს ისე, რომ როზუვასტატინის მოსალოდნელი ექსპოზიცია შეძლებისდაგვარად არ აღემატებოდეს იმ მნიშვნელობებს, რომელიც ვლინდება როზუვასტატინის 40მგ-ით მიღებისას სხვა უთიერთმოქმედების გამომწვევი პრეპარატების მიღების გარეშე (მაგალითად, როზუვასტატინი 20მგ დოზით ჰემფიბროზილთან ერთად - ზრდა 1.9-ჯერ; როზუვასტატინი 10მგ დოზით რიტონავირი/ატაზანავირის კომბინაციასთან ერთად - ზრდა 3.1-ჯერ).

ცხრილი 1. ერთდროულად მიღებული პრეპარატების ეფექტი როზუვასტატინის ექსპოზიციაზე (AUC-ზე ეფექტის შემცირების გზით), გამოქვეყნებულ კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით

პრეპარატის დოზირების რეჟიმი, რომელიც იწვევს ურთიერთქმედებას

როზუვასტატინის დოზირების რეჟიმი

როზუვასტატინის AUC-ის მნიშვნელობის ცვლილება*

სოფოსბუვირი/ველპატასვირი/ვოქსილაპრევირი (400მგ/100მგ/100მგ) + ვოქსილაპრევირი (100მგ) ერთჯერ დღეში 200მგ-მდე 2-ჯერ დღეში 15 დღის განმავლობაში

10მგ დღეში ერთჯერ

7.4-მაგი ↑

ციკლოსპორინი

75მგ-დან დღეში 2-ჯერ 20მგ-მდე დღეში 2-ჯერ, 6 თვე

10მგ დღეში ერთხელ,

10 დღე

7.1-მაგი ↑

დაროლუტამიდი 600მგ 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში

5მგ ერთჯერადად

5.2-მაგი ↑

რეგორაფენიბი 160მგ 2-ჯერ დღეში, 5 დღის განმავლობაში

5მგ ერთჯერადად

3.8-მაგი ↑

ატაზანავირი 300მგ/რიტონავირი 100მგ დღეში ერთხელ, 8 დღე

10მგ, ერთჯერადი დოზა

3.1-მაგი ↑

ველპატასვირი 100მგ 1-ჯერ დღეში

10მგ ერთჯერადად

2.7-მაგი ↑

ომბიტასვირი 25მგ/პარიტაპრევირი 150მგ/ რიტონავირი 100მგ 1-ჯერ დღეში/ დასაბუვირი 400მგ 2-ჯერ დღეში, 14 დღე

5მგ ერთჯერადად

2.6-მაგი ↑

გლეკაპევირი 400მგ/პიბრენტასვირი 120მგ 1-ჯერ დღეში, 7 დღე

5მგ ერთჯერ დღეში 7 დღე

2.2-მაგი ↑

გლაზოპრევირი 200მგ/ელბასვირი 50მგ 1-ჯერ დღეში

10მგ ერთჯერადად

2.3-მაგი ↑**

ლოპინავირი 400მგ/რიტონავირი 100მგ დღეში 2-ჯერ, 17დღე

20მგ, ერთჯერადი დოზა

2.1-მაგი ↑

კლოპიდოგრელი 300მგ გაჯერებული დოზა, შემდეგ 75მგ/დღე-ღამეში

20მგ, ერთჯერადი დოზა

2-მაგი ↑

როზუვასტატინის AUC-ის მომატება 2-ზე ნაკლებად

ჰემფიბროზილი 600მგ დღეში 2-ჯერ, 7 დღე

80 მგ, ერთჯერადი დოზა

1.9-მაგი ↑

ელტრომბოპაგი 75მგ, დღეში ერთხელ, 5 დღე

10მგ, ერთჯერადი დოზა

1.6-მაგი ↑

დარუნავირი 600მგ/რიტონავირი 100მგ დღეში 2-ჯერ, 7 დღე

10მგ დღეში ერთხელ,
7დღე

1.5-მაგი ↑

ტიპრანავირი 500მგ/რიტონავირი 200მგ დღეში 2-ჯერ, 11 დღე

10მგ. ერთჯერადი დოზა

1.4-მაგი ↑

დრონედარონი 400მგ დღეში 2-ჯერ

მონაცემები არ არის

1.4-მაგი ↑

იტრაკონაზოლი 200მგ დღეში ერთხელ, 5 დღე

10მგ, ერთჯერადი დოზა

1.4-მაგი ↑**

ეზეტიმიბი 10მგ დღეში ერთხელ, 14 დღე

10მგ დღეში ერთხელ, 14 დღე

1.2-მაგი ↑**

როზუვასტატინის AUC-ის დაკლება

ერითრომიცინი 500მგ დღეში 4-ჯერ, 7 დღე

80მგ, ერთჯერადი დოზა

20%↓

ბაიკალინი 50მგ დღეში 3-ჯერ

20მგ, ერთჯერადი დოზა

47%↓

*მონაცემები, წარმოდგენილი როგორც X-ჯერადი ცვლილება, არის შედეგებს შორის მარტივი თანაფარდობა, რომელიც მიღებულია პრეპარატების კომბინირებული და როზუვასტატინის მონოთერაპიის სახით მიღებიდან. მონაცემები წარმოდგენილი როგორც %-ული ცვლილება, აჩვენებს %-ულ განსხვავებას, რუზუვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით.

**ურთიერთქმედების ზოგიერთი კვლევა ტარდებოდა როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებით. ცხრილში მოცემულია ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება.

*** ზოგიერთი გამოკვლევები ურთიერთქმედების შესახებ ტარდებოდა როზუვასტატინის სხვადასხვა დოზებით. ცხრილში წარმოდგენილია შედარებით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

↑-მომატება, ↓-შემცირება

როზუვასტატინის ეფექტი სხვა ერთად მისაღებ პრეპარატებზე

K ვიტამინის ანტაგონისტები:

სხვა ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების თერაპიის მსგავსად, როზუვასტატინის მიღების დაწყებას ან დოზის მომატებას პაციენტებში, რომლებიც გადიან თანხმლებ მკურნალობას K ვიტამინის ანტაგონისტებით (მაგალითად, ვარფარინი ან კუმარინის წარმოებულების ანტიკუაგულანტები), შეიძლება თან სდევდეს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) მომატება. როზუვასტატინის მიღების შეწყვეტის ან მისი დოზის ცვლილების შემდეგ, სნთ შეიძლება შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია სნთ-ის მონიტორინგი.

პერორალური კონტრაცეპტივები/ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია (ჩჰთ): როზუვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთად მიღებას თან სდევდა ეთინილესტრადიოლის და ნორგესტრელის AUC-ის მომატება - შესაბამისად, 26 და 34%-ით. ამ ჰორმონების პლაზმური კონცენტრაციის მომატების გათვალისწინება აუცილებელია პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომელიც ახასიათებს როზუვასტატინის მიღებას ჩჰთ-ის ფონზე, არ არსებობს, ამიტომ არ შეიძლება გამოირიცხოს ეფექტების განვითარება, რომელიც მსგავსი იქნება ზემოთ აღწერილისა. ამის მიუხედავად, ასეთი თერაპია ფართოდ გამოიყენებოდა ქალებზე ჩატარებული მსხვილი კლინიკური კვლევის ფარგლებში და ხასიათდებოდა კარგი ტოლერანტობით.

სხვა სამკურნალო პრეპარატები:

დიგოქსინი:

წამლისმიერი ურთიერთქმედების სპეციალური კვლევების შედეგების თანახმად, როზუვასტატინისა და დიგოქსინის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაკლებ სავარაუდოა.

ფუზიდის მჟავა:

ფუზიდის მჟავას და როზუვასტატინის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ფუზიდის მჟავას სისტემური გამოყენებისას სტატინებთან ერთად, შეიძლება გაიზარდოს მიოპათიის რისკი, მათ შორის რაბდომიოლიზის. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი (არის ის ფარმაკოდინამიური და/ან ფარმაკოკინეტიკური) ჯერჯერობით არ არის ცნობილი. არსებობს ცნობები რაბდომიოლიზის შესახებ (ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით) იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ასეთ კომბინაციებს. თუ აუცილებელია ფუზიდის მჟავათი მკურნალობა, მაშინ მთელი მკურნალობის განმავლობაში საჭიროა როზუვასტატინის მოხსნა (იხილეთ პუნქტი 4.4.).

ბავშვები და მოზარდები

წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევები ტარდებოდა მხოლოდ მოზრდილებში. ურთიერთქმედების ხარისხი ბავშვებში უცნობია.

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

როზუვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ორსულობა

ვინაიდან, ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, ამიტომ, ჰმგ-კოა-რედუქტაზას აქტივობის დათრგუნვის პოტენციური რისკი აჭარბებს პრეპარატით თერაპიის უპირატესობას ორსულობის პერიოდში. პრეპარატის რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები, რომელიც მიღებულია ლაბორატორიულ ცხოველებში პრეკლინიკური კვლევის ფარგლებში, ხასიათდება შეზღუდულობით (იხ. პარაგრაფი 5.3). თუ ორსულობის დიაგნოსტირება ხდება როზუვასტატინით თერაპიის ფონზე, მაშინ, ამ პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ლაქტაცია

ვირთაგვებში როზუვასტატინი გამოიყოფა დედის რძეში. ადამიანის რძეში როზუვასტატინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს (იხ. პარაგრაფი 4.3).

ფერტილობა

რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური საშუალებები.

4.7 გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც შეაფასებდა როზუვასტატინის ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ფარმაკოდინამიკური თავისებურებების გათვალისწინებით, როზუვასტატინის არასასურველი ზემოქმედება აღნიშნულ უნარებზე ნაკლებ სავარაუდოა. სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობის დროს, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, რომ როზუვასტატინით მკურნალობას შეიძლება თან სდევდეს თავბრუსხვევა.

4.8 გვერდითი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

როზუვასტატინით მკურნალობის ფონზე, ძირითადად გამოვლინდა მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების გამოვლენის გამო როზუვასტატინის კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა შეწყვიტა 4 %-ზე ნაკლებმა პაციენტმა.

შეჯამება ცხრილის სახით

გვერდითი მოვლენების კლასიფიკაცია სიხშირისა და გამოვლენის მიხედვით გამოიყურება შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100-დან - < 1/10-მდე); არც ისე ხშირი (≥ 1/1000-დან - < 1/100-მდე); იშვიათი (≥ 1/10000-დან - < 1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია განსაზღვრა).

ცხრილ 2-ში წარმოდგენილია გვერდითი მოვლენების პროფილი კლინიკური კვლევებისა და პრეპარატის ფართო გამოყენების საფუძველზე პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში. გვერდითი მოვლენები წარმოდგენლია ორგანოთა სისტემისა და გამოვლენის სიხშირის მოხედვით.

ცხრილი 2. არასასურველი გვერდითი რეაქციები კლინიკური კვლევების საფუძველზე და პოსტ-რეგისტრაციულ პერიოდში

კლასიფიკაცია ორგანოთა სისტემის მხრივ

ხშირი

არც ისე ხშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

   

თრომბოციტოპენია

   

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

   

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანგონევროზული შეშუპების ჩათვლით.

   

დარღვევები ენდოკრინული სისტემების მხრივ

შაქრიანი დიაბეტი1

       

დარღვევები ფსიქიკის მხრივ

       

დეპრესია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრვ

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

   

პოლინეიროპათია, მეხსიერების დარღვევა

პერიფერიული ნეიროპათია, ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარული სიზმრები

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

       

ხველა, ქოშინი

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ყაბზობა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში

 

პანკრეატიტი

 

დიარეა

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

   

ღვიძლისმიერი ფერმენტების (ტრანსამინაზა) მომატებული დონე

სიყვითლე, ჰეპატიტი

 

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

 

ქავილი, გამონაყარი ჭინჭრის ციება

   

სტივენს-ჯონსონის სინდრომი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

მიალგია

 

მიოპათია (მათ შორის მიოზიტი), რაბდომიოლიზი

ართრალგია

დარღვევები მყესების მხრივ, ზოგჯერ გართულებული მათი გაწყვეტით, იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია (იხ. პარაგრაფი 4.4)

დარდარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

     

ჰემატურია

 

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

     

გინეკომასტია

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

       

შეშუპებები

1 სიხშირე დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების არსებობაზე ან არარსებობაზე (გლუკოზის დონე სისხლში უზმოზე ≥ 5.6 მმოლ/ლ, სხეულის მასის ინდექსი > 30კგ/მ2, ტრიგლიცერიდების მომატებული დონე და ჰიპერტონია ანამნეზში).

ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე, რომელიც უკავშირდება როზუვასტატინით მკურნალობას, ხასიათდება დოზა-დამოკიდებულებით.

გვერდითი მოვლენები თირკმელების მხრივ: ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, გამოვლინდა პროტეინურია. პროტეინურიის დიაგნოსტირება ხდებოდა შარდის ანალიზისას ინდიკატორული ჩხირების გამოყენებით. უმეტეს შემთხვევებში, იგი იყო მილაკოვანი წარმოშობის. ცილების შემცველობის ცვლილება „სრული არარსებობიდან“ და „კვალიდან“ „++“-მდე ან უფრო მეტი, გამოვლინდა 1%-ზე ნაკლებ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს 10 ან 20მგ დოზით, ასევე, დაახლოებით პაციენტების 3%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატს 40მგ დოზით. ცილის შემცველობის ცვლილება შარდში „სრული არარსებობიდან“ და „კვალიდან“ „+“-მდე გამოვლინდა უფრო ხშირად იმ პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც გადიოდნენ თერაპიას როზუვასტატინის 20მგ დოზით. როგორც წესი, მკურნალობის გაგრძელების ფონზე პროტეინურია მცირდებოდა ან ქრებოდა თავისთავად. კლინიკური კვლევების შედეგების და პოსტ-მარკეტინგული მონაცემების ანალიზმა ვერ გამოავლინა პროტეინურიასა და თირკმლის პათოლოგიას (მწვავე ან პროგრესირებადი) შორის ურთიერთქმედების მიზეზი.

ზოგიერთ პაციენტში, რომელიც იღებდა როზუვასტატინს, გამოვლინდა ჰემატურია. კლინიკური კვლევების შედეგები ადასტურებს ამ გვერდითი მოვლენის ნაკლებ გავრცელებას.

გვერდითი მოვლენები ჩონჩხის კუნთების მხრივ: გვერდითი მოვლენები ჩონჩხის კუნთების მხრივ მაგალითად, მიალგია, მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით) და იშვიათ შემთხვევებში, რაბდომიოლიზი ვლინდებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს ნებისმიერი დოზით, განსაკუთრებით კი დოზებში, რომელიც აჭარბებდა 20მგ-ს.

ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს, გამოვლინდა კრეატინკინაზას აქტივობის დოზა-დამოკიდებული მომატება. უმეტეს შემთხვევებში, ეს მოვლენა ატარებდა მსუბუქ, უსიმპტომო და გარდამავალ ხასიათს. შრატისმიერი კრეატინკინაზას მომატებული აქტივობისას (5-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) როზუვასტატინით თერაპია უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი 4.4).

გვერდითი მოვლენები ღვიძლის მხრივ: ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, პაციენტთა მცირე რაოდენობაში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, გამოვლინდა შრატისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის დოზა-დამოკიდებული მომატება. უმეტეს შემთხვევებში, ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა ატარებდა მსუბუქ, უსიმპტომო და გარდამავალ ხასიათს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა ზოგიერთი სტატინით მკურნალობის ფონზე:

  • · სქესობრივი ფუნქციის დარღვევა;
  • · ფილტვის ინტერსტიციული დაავადების ძალიან იშვიათი შემთხვევები ძირითადად ვლინდებოდა სტატინებით ხანგრძლივი თერაპიის ფონზე (იხ. პარაგრაფი 4.4).

რაბდომიოლიზის, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის და ღვიძლის მხრივ სერიოზული დარღვევის გამოვლენის სიხშირე (რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია ტრანსამინაზების მომატებული კონცენტრაციით) მაღალია პრეპარატის 40მგ დოზით გამოყენებისას.

ბავშვები და მოზარდები

52 კვირიან კლინიკურ კვლევაში ბავშვებისა და მოზარდების ამ ჯგუფში უფრო ხშირად ვლინდებოდა კრეატინკინაზას (>10 x ნორმის ზედა ზღვარი) აქტივობის მომატება და კუნთების მხრივ სიმპტომების განვითარება, ფიზიკური აქტივობის შემდეგ მოზრდილებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი 4.4). როზუვასტატინის უსაფრთხოების პროფილის სხვა ასპექტები ბავშვებსა და მოზარდებში იყო ისეთივე, როგორიც მოზრდილებში.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების შესაძლო სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის შემდეგ, რაც იძლევა სამკურნალო პრეპარატის სარგებლის/რისკის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიცინის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენების შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის მეშვეობით.

4.9 დოზის გადაჭარბება

როზუვასტატინისთვის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობა. გარდა ამისა, უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია და კრეატინკინაზას დონე შრატში. ჰემოდიალიზის ეფექტურობა ნაკლებ სავარაუდოა.

5. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური პრეპარატები. ჰიპოქოლესტერინემიული და ჰიპოტრიგლიცერიდემიული პრეპარატები. ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები.

ათქ კოდი: C10A A07.

მოქმედების მექანიზმი

როზუვასტატინი - არის სელექტიური, კონკურენტული ინჰიბიტორი ჰმგ-კოა-რედუქტაზასი - სიჩქარის-ლიმიტირებადი ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოფერმენტ ა-ს მევალონატად გარდაქმნაზე, რომელიც წარმოადგენს ქოლესტერინის წინამორბედს. როზუვასტატინის მოქმედების ძირითად ობიექტს წარმოადგენს ღვიძლი - სამიზნე ორგანო თერაპიისთვის, რომელიც მიმართულია ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რეცეპტორების რაოდენობას ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე, რის ხარჯზეც ძლიერდება დსლპ-ის შთანთქვა და კატაბოლიზმი, ასევე, ითრგუნება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სინთეზი ღვიძლში. შედეგად, მცირდება ძდსლპ-ის და დსლპ-ის საერთო რაოდენობა.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

როზუვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის დსლპ-ის (ქს-დსლპ), საერთო ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს, ასევე, ზრდის ქოლესტერინის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ქს-მსლპ) დონეს. გარდა ამისა, როზულიპი® ამცირებს აპოლიპროტეინ B-ის (აპოB), ქოლესტერინის არა მსლპ-ის, ქოლესტერინის ძდსლპ-ის (ქს-ძდსლპ), ტრიგლიცერიდების ძდსლპ-ის (ტგ-ძდსლპ) კონცენტრაციას და ზრდის აპოლიპოპროტეინი A-1-ის (აპოA-1) შემცველობას (იხ. ცხრილი 1). ასევე, როზუვასტატინი ამცირებს შემდეგ თანაფარდობებს: ქს-დსლპ/ქს-მსლპ, საერთო ქოლესტერინი/ქს-დსლპ, ქს-არა მსლპ/ქს-მსლპ და აპოB/აპოA-1.

ცხრილი 1. პრეპარატის სხვადასხვა დოზების ეფექტი პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აქვთ პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIa და IIb)

(ცვლილების კორექტირებული საშუალო პროცენტები თავდაპირველ დონესთან შედარებით)

დოზა

N

ქს-დსლპ

საერთო ქოლესტერინი

ქს-მსლპ

ტრიგლიცერიდები

ქს-არა მსლპ

აპოB

აპოA-1

პლაცებო

13

-7

-5

3

-3

-7

-3

0

5მგ

17

-45

-33

13

-35

-44

-38

4

10მგ

17

-52

-36

14

-10

-48

-42

4

20მგ

17

-55

-40

8

-23

-51

-46

5

40მგ

18

-63

-46

10

-28

-60

-54

0

პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ორკვირიანი თერაპიის შედეგად ეფექტურობა აღწევს დონეს, რომელიც შეადგენს მაქსიმალურის 90%-ს. მაქსიმალური ეფექტურობა, ჩვეულებრივ, მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ და ნარჩუნდება შემდგომშიც.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

როზუვასტატინი არის ეფექტური საშუალება ჰიპერქოლესტერინემიის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ან არ არვთ ტრიგლიცერინემია, ასევე პაციენტთა სპეცციალურ ჯგუფებში, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის ან მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პირებში. ეს ეფექტი არ არის დამოკიდებული პაციენტების ეთნიკურ კუთვნილებაზე, სქესსა და ასაკზე.

III ფაზის კვლევების გაერთიანებული შედეგების თანახმად, როზუვასტატინი ეფექტურია IIa და IIb ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტთა უმრავლესობის მკურნალობისას (საშუალო თავდაპირველი ქს-დსლპ-ის დონე შეადგენს დაახლოებით 4,8 მმოლ/ლ-ს) და შეესაბამება სამიზნე მაჩვენებლებს, რომელიც წარმოდგენილია ათეროსკლეროზის შემსწავლელი ევროპული საზოგადოების რეკომენდაციებში (European Atherosclerosis Society EAS; 1998). პაციენტთა დაახლოებით 80%, რომელიც იღებდა პრეპარატს 10მგ დოზით, აღწევდა ქს-დსლპ-ის EAS სამიზნე დონეს (<3 მმოლ/ლ).

ერთი დიდი კვლევის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა დოზის ეფექტურობის ძიებას, 435 პაციენტი, რომელთაც აწუხებდათ მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, იღებდნენ როზუვასტატინს 20მგ-დან 80მგ-მდე დოზებით დოზის ტიტრირების სავალდებულო რეჟიმში. ყველა დოზა შეესაბამებოდა სამიზნე მაჩვენებლებს და ხასიათდებოდა დადებითი ზეგავლენით ლიპიდური პროფილის მაჩვენებლებზე. პრეპარატის დღე-ღამური დოზის 40მგ-მდე თანდათანობითი გაზრდის შემდეგ (12 კვირიანი თერაპია) ქს-დსლპ-ის დონე საშუალოდ შემცირდა 53%-ით. პაციენტთა დაახლოებით 33%-მა მიაღწია ქს- დსლპ-ის EAS სამიზნე დონეს (<3 მმოლ/ლ).

ღია კვლევის ფარგლებში, დოზის იძულებითი ტიტრირებით, შეისწავლებოდა როზუასტატინის თერაპიის ეფექტურობა (20-40 მგ) 42 პაციენტში (მათ შორის 8 პედიატრიული პაციენტი, , რომელთაგანაც 7-ის მონაცემები იქნა გამოყენებული), რომელთაც აწუხებდათ მემკვიდრეობითი ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია. ქს-დსლპ-ის დონე საერთო პოპულაციაში საშუალოდ შემცირდა 22%-ით.

მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით, კლინიკურ კვლევაში როზუვასტატინი ხასიათდებოდა ადიტიური ზემოქმედებით ტრიგლიცერიდების დონეზე (შემცირება) ფენოფიბრატებთან კომბინირებული გამოყენებისას და ქს-დსლპ-ის კონცენტრაციაზე (ზრდა) ნიაცინთან კომბინირებული გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.4).

მულტიცენტრული, ორმაგი, ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის ფარგლებში (METEOR) 45-დან 70 წლამდე 984 პაციენტი, რომელთაც ჰქონდათ გულის იშემიური დაავადებების განვითარების დაბალი რისკი (<10% ფრამინგემის რისკის შკალის მიხედვით 10 წლის განმავლობაში), ქს-დსლპ-ის საშუალო შემცველობა 4,0 მმოლ/ლ (154,5 მგ/დლ) და უსიმპტომო ათეროსკლეროზი - დიაგნოტირებული საძილე არტერიის ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქის მიხედვით, შემთხვევითობის პრინციპით განაწილდენენ დღეში ერთხელ 40მგ-იანი დოზის როზუვასტატინის ან პლაცებოს სამკურნალო ჯგუფებში. თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელს. პლაცებოს მიღებასთან შედარებით, როზუვასტატინის თერაპია მნიშვნელოვნად აფერხებდა ინტიმა-მედიის კომპლექსის მაქსიმალური სისქის ზრდას საძილე არტერიის 12 სეგმენტში (სხვაობა როზუვასტატინისა და პლაცებოს თერაპიებს შორის: -0,0145 მმ/წელიწადში [95% ნდობის ინტერვალი -0,0196, -0,0093; p<0,0001]).

ცვლილებას თავდაპირველ დონესთან შედარებით აღწევდნენ -0,0014მმ/წ (-0,12%/წ [უმნიშვნელო]) როზუვასტატინის სამკურნალო ჯგუფში და +0,0131მმ/წ (1,12%/წ [p<0,0001]) პლაცებოს ჯგუფში. პირდაპირი ურთიერთკავშირი საძილე არტერიის ინტიმა-მედიის კომპლექსის სისქესა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკის შემცირებას შორის არ დადასტურებულა. METEOR-ის კვლევაში მონაწილე პაციენტები მიეკუთვნებოდნენ გულის იშემიური დაავადებების განვითარების დაბალი რისკის ჯგუფს. ისინი არ წარმოადგენენ სამიზნე პოპულაციას როზუვასტატინის 40მგ-იანი დოზით თერაპიისთვის. ამ დოზით პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ მწვავე ჰიპერქოლესტერინემია და არიან გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების მომატებული რისკის ჯგუფში (იხ. პარაგრაფი 4.2).

კვლევაში JUPITER (Justification for the Use of Statins in Primary Prevention. An International Trial Evaluating Rosuvastatin) შეისწავლებოდა როზუვასტატინის ეფექტი გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების განვითარებაზე, რომელიც განპირობებული იყო ათეროსკლეროზით, 17802 მამაკაცსა (≥50 წელი) და ქალში (≥60 წელი). პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ როზუვასტატინის 20მგ-იანი დოზის (დღეში ერთხელ) სამკურნალო ჯგუფში (n=8901) ან პლაცებოს ჯგუფში (n=8901). თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენდა 2 წელს.

როზუვასტატინის მიმღებ ჯგუფში ქს-დსლპ-ის დონე შემცირდა 45%-ით (p<0.001) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

მაღალი რისკი ჯგუფში შემავალი (>20% ფრამინგემის რისკის შკალის მიხედვით) 1558 პაციენტის რეტროსპექტიულ ანალიზში შეინიშნებოდა სტატისტიკურად დადასტურებული კვლევის საბოლოო წერტილის კომპლექსური პარამეტრების შემცირება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი (p=0.028), იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, პლაცებოსთან შედარებით. რისკის აბსოლუტური შემცირება, რომელიც გამოხატული იყო, როგორც ცვლილება მოვლენათა სიხშირის/1000 პაციენტის-წელი შეადგენდა 8,8-ს. საერთო სიკვდილიანობა მომატებული რისკის ამ ჯგუფში არ იცვლებოდა (p=0.193).

მაღალი რისკის დაავადებულების ქვეჯგუფის რეტროსპექტიულ ანალიზში (სულ 9302 ადამიანი) (≥5% ფრამინგემის რისკის შკალის მიხედვით, ექსტრაპოლაციით 65 წელზე მეტი ასაკის პირებში), შეინიშნებოდა სტატისტიკურად დადასტურებული კვლევის საბოლოო წერტილის კომპლექსური პარამეტრების შემცირება, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი (p=0.003), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს, პლაცებოსთან შედარებით.

რისკის აბსოლუტური შემცირება, რომელიც გამოხატული იყო, როგორც ცვლილება მოვლენათა სიხშირის/1000 პაციენტის-წელი შეადგენდა 5,1-ს. საერთო სიკვდილიანობა მომატებული რისკის ამ ჯგუფში არ იცვლებოდა (p=0.076).

JUPITER-ის კვლევას გამოეთიშა 6,6% პაციენტებისა, რომლებიც იღებდნენ როზუვასტატინს და 6,2% პაციენტებისა, რომლებიც იყვნენ პლაცებოს ჯგუფში, გვერდითი მოვლენების განვითარების გამო. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები, რამაც გამოიწვია კვლევის დატოვება, იყო: მიალგია (როზუვასტატინი 0.3%, პლაცებო 0.2%), ტკივილი მუცლის არეში (როზუვასტატინი 0.03%, პლაცებო 0.02%) და კანისმიერი გამონაყარი (როზუვასტატინი 0.02%, პლაცებო 0.03%). შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე იყო ისეთივე ან მეტი, როგორიც პლაცებოს ჯგუფში, იყო: შარდგამომყოფი გზების ინფექციები (როზუვასტატინი 8.7%, პლაცებო 8.6%), ნაზოფარინგიტი (როზუვასტატინი 7.6%, პლაცებო 7.2%), ტკივილი ზურგის არეში (როზუვასტატინი 7.6%, პლაცებო 6.9%) და მიალგია (როზუვასტატინი 7.6%, პლაცებო 6.6%).

ბავშვები და მოზარდები

ორმაგ-ბრმა, რანდომიზირებულ, მულტიცენტრულ, პლაცებო-კონტროლირებად, 12 კვირიანი ხანგრძლივობის კვლევაში (n=176, 97 ბიჭი, 79 გოგო), თანმდევი ღია, დოზა-დამოკიდებულების ეფექტის, 40 კვირიანი ხანგრძლივობის კვლევით (n=173, 96 ბიჭი, 77 გოგო), 10-17 წლის ასაკის პაციენტები, რომელთაც აწუხებდათ მემკვიდრეობითი ჰიპერქოლეტერინემია (ტანერის შკალის მიხედვით II-IV განვითარების სტადია გოგონებში - სულ მცირე ერთი წლის შემდეგ, რაც დაეწყოთ მენსტრუალური ციკლი) იღებდნენ 5, 10, ან 20მგ როზუვასტატინს ან პლაცებოს 12 კვირის მანძილზე, რის შემდეგაც ყველა პაციენტი იღებდა როზუვასტატინს ყოველდღე 40 დღის მანძილზე. კვლევაში ჩართვის დროს პაციენტთა დაახლოებით 30% იყო 10-13 წლის ასაკში. განვითარების სტადია ტანერის მიხედვით: დაახლოებით 17%-ში - II სტადია, 18%-ში - III სტადია, 40%-ში - IV სტადია და 25%-ში - V სტადია.

5, 10 და 20 მგ როზუვასტატინის დოზებით მკურნალობის ფონზე ქს-დსლპ-ის დონე შესაბამისად შემცირდა 38.3%-ით, 44.6%-ით და 50.5%-ით, პლაცებოს ჯგუფის 0.7%-თან შედარებით.

სამიზნე დოზის შერჩევის ღია კვლევაში მაქსიმალური დოზით 20მგ/დღე-ღამეში, 40 კვირის შემდეგ 173-დან 70 პაციენტში (40.5%) მიღწეული იყო ქს-დსლპ-ის სამიზნე დონე - 2.8 მმოლ/ლ-ზე ნაკლები.

52 კვირიანი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნებოდა ზეგავლენა სიმაღლეში ზრდაზე, სხეულის მასაზე, სხეულის მასის ინდექსზე ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხ. პარაგრაფი 4.4). მოცემული კვლევა (n=176) არ გამოდგება იშვიათი გვერდითი მოვლენების შესადარებლად.

როზუვასტატინის შესწავლა, ასევე ხდებოდა ორწლიან ღია კლინიკურ კვლევაში დოზების ტიტრაციით სამიზნე დოზების მიღწევის მიზნით, რომელშიც მონაწილეობდა 6-17 წლის ასაკის 198 ბავშვი მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით (88 ბიჭი და 110 გოგო, განვითარების სტადია ტანერის მიხედვით <II-V). როზუვასტატინის საწყისი დოზა შეადგენდა 5 მგ-ს დღე-ღამეში. 6-9 წლის ასაკის პაციენტებში (n=64) დოზის ტიტრაცია ხდებოდა მაქსიმუმ 10მგ-მდე დღე-ღამეში, ხოლო 10-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში (n=134) - მაქსიმუმ 20მგ-მდე დღე-ღამეში დოზით. როზუვასტატინით 24 თვიანი მკურნალობის შემდეგ დსლპ-ის კონცენტრაციის შემცირება საწყის დონესთან შედარებით, უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოყენებით შეადგენდა -43%-ს (საწყისი მდგომარეობით 236მგ/100მლ, 24 თვის შემდეგ 133მგ/მლ). ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის (6-<10 წელი, 10-<14წელი და 14-<18 წელი) დსლპ-ის დონის პროცენტული შემცირება შესაბამისად შეადგენდა: -43% (საწყისი მდგომარეობით 234მგ/100მლ, 24 თვის შემდეგ 124მგ/მლ); -45% (საწყისი მდგომარეობით 234მგ/100მლ, 24 თვის შემდეგ 124მგ/მლ); და -35% (საწყისი მდგომარეობით 241მგ/100მლ, 24 თვის შემდეგ 153მგ/მლ).

5მგ, 10მგ და 20მგ დოზებით დანიშნული როზუვასტატინი, ასევე, სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა მეორადი ლიპიდების ცვლილების დონეზე საწყის დონესთად შედარებით (მსლპ, საერთო ქოლესტერინი/OX/, არა მსლპ, თანაფარდობა დსლპ/მსლპ, OX/მსლპ, ტრიგლიცერიდები/მსლპ, არა მსლპ/მსლპ და აპოB, აპოB/აპოA-1). ყველა ცვლილება მიუთითებდა ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებაზე და ნარჩუნდებოდა 2 წლის მანძილზე.

24 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ გამოვლენილა როზუვასტატინის ეფექტი სიმაღლეში ზრდაზე, სხეულის მასაზე, სხეულის მასის ინდექსზე და სქესობრივ მომწიფებაზე (იხ. პარაგრაფი 4.4).

შესწავლილ იქნა 20მგ დღეში ერთჯერ როზუვასტატინის პლაცებოსთან შედარება რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტიცენტრული კვლევით ჰომოზიგოტური თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 14 ბავშვსა და მოზარდში (6-დან 17 წლამდე). გამოკვლევა იწყებოდა 4 კვირიანი დიეტის აქტიური შესავალი ფაზით, რომლის განმავლობაშიც პაციენტებს ეძლეოდათ როზუვასტატინი დოზით 10მგ. შემდეგ გრძელდებოდა 6 კვირიანი გადამკვეთი ფაზა, რომლის დროსაც როზუვასტატინი ინიშნებოდა დოზით 20მგ, პლაცებოს წინა ან შემდგომი დანიშვნით.

შემდეგ მოდიოდა 12 კვირიანი შემანარჩუნებელი ფაზა, რომლის დროსაც ყველა პაციენტს ეძლეოდა როზუვასტატინი 20მგ დოზით. ის მონაწილეები, რომლებიც მანამდე ღებულობდნენ ეზეტიმიბს ან აფერეზს, აგრძელებდნენ ამ მკურნალობას კვლევის სრული მიმდინარეობისას.

როზუვასტატნით (20მგ) მკურნალობის 6 კვირიანი პერიოდის შემდეგ, პლაცებოსთან შედარებით აღინიშნებოდა დსლპ (22.3%, 85.4მგ% ან 2.2მმოლ/ლ) სტატიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (p=0.005). ასევე აღინიშნებოდა საერთო ქოლესტერინის (20.1%, p=0.003), არა-მსლპ (22.9%, p=0.003) და აპოB (17.1%, p=0.024) სტატიკურად მნიშვნელოვანი შემცირება.

ამას გარდა, 20მგ დოზით როზუვასტატინის 6 კვირიანი მკურნალობის შედარებისას პლაცებოსთან, აღინიშნებოდა ტრიგლიცერიდების, დსლპ/მსლპ შეფარდების, სქ/მსლპ, არა-მსლპ/მსლპ და აპოB/აპოA-1-ს შემცირება. დსლპ-ს შემცირება აღინიშნებოდა 20მგ როზუვასტატინით მკურნალობის და შემდგომ 6 კვირიანი პლაცებოს გამოყენებისას ნარჩუნდებოდა მკურნალობის 12 კვირის განმავლობაში.

როზუვასტატინის მომატებული 40მგ დოზით 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტს აღენიშნა დსლპ (8.0%), სქ (6.7%) და არა-მსლპ (7.4%) შემდგომი დაქვეითება. გახანგრძლივებული, ღია ფაზის კვლევის დროს, ამ პაციენტებიდან 9-ს, რომლებიც ღებულობდნენ როზუვასტატინს 20მგ დოზით 90 კვირის განმავლობაში, შენარჩუნებული იყო შემცირებული დსლპ (-12.1% -21.3%).

ჰომოზიგოტური თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 7 ბავშვსა და მოზარდში (8-დან 17 წლამდე ასაკის) ჩატარებული ღია, დოზის იძულებითი ტიტრაციით მიმდინარე კვლევის შედეგად, რომლის დროსაც გამოიყენებოდა როზუვასტატინი 20მგ დოზით 6 კვირის განმავლობაში, ვისი შედეგებიც შეიძლება ყოფილიყო გაანალიზებული (იხ. ზემოთ მოყვანილი მონაცემები) გამოვლინდა დსლპ-ს (21%), სქ (19.2%) და არა-მსლპ (21%) %-ული დაქვეითება საწყის მონაცემებთან შედარებით, და შეესაბამებოდა მონაცემებს, რომლებიც მიღებულ იქნა ზემოთ მოცემული კლინიკური კვლევისას, ჰომოზიგოტური თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით.

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) გაათავისუფლა მწარმოებელი ვალდებულებისგან წარადგინოს როზუვასტატინის კლინიკური კვლევების შედეგები ყველა პერიატრიულ ქვეჯგუფში მემკვიდრეობითი ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის, პირველადი კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის სამკურნალოდ და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკისთვის.

5.2. ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა:

როზუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა შიგნით მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.

განაწილება:

როზუვასტატინს ინტენსიურად შთანთქავს ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის ძირითადი სინთეზი და ქოლესტერინის დსლპ-ის გამოდევნა. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა აღწევს 134 ლ-ს.

როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმურ ცილებს, უპირატესად ალბუმინს.

ბიოგარდაქმნა:

როზუვასტატინი უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 10%) განიცდის მეტაბოლიზმს. In vitro კვლევების შედეგების თანახმად, რომელიც ჩატარდა ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით, როზუვასტატინი არის არაპროფილური სუბსტრატი ციტოქრომ P450 სისტემის იზიფერმენტებისთვის. პრეპატატის მეტაბოლიზმში ძირითადად მონაწილეობს CYP2C9, მაშინ როცა 2C19, 3A4 და 2D6 ნაკლებად მონაწილებენ როზუვასტატინის ბიოგარდაქმნაში.

როზუვასტატინის ძირითადი მეტაბოლიტებია N-დისმეთილი- და ლაქტონური მეტალობიტები. N-დისმეთილ-მეტაბოლიტი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, მაშინ როცა ლაქტონური წარმოებულები ითვლებიან კლინიკურად არააქტიურებად. მოცირკულირე სისხლში ჰმგ-კოა-რედუქტაზას 90%-ზე მეტის ინჰიბირებას უზრუნველყოფს როზუვასტატინი.

გამოყოფა:

როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% უცვლელად გამოიყოფა ფეკალური მასებით (შეწოვილი და არაშეწოვილი მოქმედი ნივთიერება). დოზის დანარჩენი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოდა შარდთან ერთად.

პრეპარატის დოზის დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელად შარდთან ერთად. პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება პრეპარატის დოზის მომატებასთან ერთად. პლაზმური კლირენსის საშუალო გეომეტრიული მნიშვნელობა აღწევს 50 ლ/სთ-ს (ვარიაციის კოეფიციენტი: 21,7%).

ჰმგ-კოა-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების მსგავსად, ღვიძლის მიერ როზუვასტატინის შთანთქვაში მონაწილეობს С ტიპის ორგანული ანიონების მემბრანული ცილა-გადამტანი (OATP-C). ამ ცილას აქვს დიდი მნიშვნელობა როზუვასტატინის ღვიძლისმიერი ელიმინაციისთვის.

ხაზოვნება/არახაზოვნება:

როზუვასტატინის სისტემური ბიოშეღწევადობა იზრდება დოზის პროპორციულად. დღე-ღამეში პრეპარატის რამოდენიმეჯერ მიღებისას არ იცვლება ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ასაკი და სქესი:

მოზრდილი პაციენტების ასაკი და სქესი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და მოზარდებში, რომელთაც აწუხებდათ მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, იყო ისეთივე როგორიც მოზრდილ მოხალისეებში (იხ. ქვემოთ პარაგრაფი „ბავშვები და მოზარდები“).

ეთნიკური კუთვნილება:

ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგები უჩვენებს, რომ თეთრი ევროპეიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით, აზიური წარმოშობის პაციენტებს (იაპონელები, ჩინელები, ფილიპინელები, ვიეტნამელები და კორეელები) AUC და Cmax-ის მნიშვნელობები დაახლოებით 2-ჯერ მაღალი აქვთ. აზიური წარმოშობის ინდოელებში ეს მაჩვენებლები დაახლოებით 1,3-ჯერ მაღალია ვიდრე ევროპეიდული რასის წარმომადგენლებში. გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზემოქმედება არ არის შესწავლილი. პოპულაციური ფარმაკოკინეტიკის ანალიზმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები როზუვასტინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში თეთრკანიანი და შავკანიანი რასის წარმომადგენლებს შორის.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პოპულაციის სუბიექტებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევა არ ახდენდა ზეგავლენას როზუვასტატინის ან N-დისმეთილ-მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციაზე. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის მქონე სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) როზუვასტატინის და N-დისმეთილ-მეტაბოლიტის კონცენტრაცია, შესაბამისად იყო 3-ჯერ და 9-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ჰემოადიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში იყო 50%-ით უფრო მაღალი, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევის მქონე პოპულაციის სუბიექტებში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) შკალის მიხედვით 7 ან 7-ზე ნაკლები ქულის მქონე პაციენტებში, როზუვასტატინის ექსპოზიციის მომატების ნიშნები არ აღნიშნებოდა. თუმცა, ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 8 და 9 ქულის მქონე ორ პაციენტში აღინიშნებოდა სისტემური ექსპოზიციის ზრდა 2-ჯერ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც ჰქონდათ უფრო დაბალი ქულა აღნიშნული შკალის მიხედვით.

არ არსებობს როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომელთაც ჩაილდ-პიუს (Child-Pugh) შკალის მიხედვით აქვთ 9 ქულაზე მეტი შეფასება.

გენეტიკური პოლიმორფიზმი

სატრანსპოტო ცილები OATP1B1 და BCRP მონაწილეობენ ჰმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების, მათ შორის როზუვასტატინის გამოდევნაში. SLCO1B1 (OATP1B) და/ან ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებში არის როზუვასტატინის მომატებული ექსპოზიციის რისკი. SLCO1B1c.521CC და ABCG2c.421AA ინდივიდუალური პოლიმორფიზმისთვის დამახასიათებელია როზუვასტატინის ექსპოზიციის (AUC) გაზრდა 1.7-ჯერ და 2.7-ჯერ შესაბამისად, SLCO1B1c521TT და ABCG2c.421CC გენოტიპებთან შედარებით. გენოტიპის ასეთი სპეციფიკური გამოყოფა კლინიკურ პრაქტიკაში გამართლებული არ არის, თუმცა თუ ცნობილია, რომ პაციენტს აქვს ასეთი პოლიმორფიზმი, რეკომენდებულია როზუვასტატინის უფრო დაბალი დღე-ღამური დოზა.

ბავშვები და მოზარდები:

როზუვასტატინის ორ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში (ტაბლეტები შიგნით მისაღებად) 10-17 და 6-17 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტების მონაწილეობით, რომელთაც აწუხებდათ მემკვიდრეობითი ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, გამოვლინდა რომ ექსპოზიცია ბავშვებში არის ისეთივე ან ნაკლები, როგორიც ექსპოზიცია მოზრდილებში. გარდა ამისა, შედეგებმა აჩვენა, რომ არ არის მოსალოდნელი დოზა/დროის პროპორციულობის მნიშვნელოვანი გადახრები კვლევის 2 წლიანი პერიოდის განმავლობაში.

5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენულობის ტრადიციულმა პრეკლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა სპეციფიკური რისკი ადამიანებში.

ცილა hERG-ზე ზემოქმედების სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა. არასასურველი რეაქციები რომლებიც არ გამოვლენილა კლინიკური კვლევების შედეგად, მაგრამ გამოვლინდა ცხოველებში, რომლებშიც პრეპარატის დონე იყო ერთნაირი კლინიკური გამოყენებისას, იყო შემდეგი: მრავალჯერადი გამოყენებისას ტოქსიურობის შესწავლისას - ღვიძლის ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები, სავარაუდოდ გამოწვეული როზუვასტატინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით (თაგვებში და ვირთხებში), აგრეთვე (ნაკლებად) ცვლილებები ნაღვლის ბუშტში (ძაღლებში, მაგრამ არა მაიმუნებში). გარდა ამისა, სათესლე ჯირკვლებზე ტოქსიკური ზემოქმედება აღინიშნა მაიმუნებსა და ძაღლებში უფრო მაღალი დოზებით. ვირთაგვებში აღინიშნა მკაფიო რეპროდუქციული ტოქსიკურობა: დედისთვის ტოქსიკური დოზების შეყვანისას დაფიქსირდა ნარჩენების ზომის, ნარჩენების წონის და ვირთხების შთამომავლების გადარჩენის ალბათობის შემცირება. ამასთან ერთად, სისტემური ზემოქმედება რამდენჯერმე აღემატებოდა თერაპიულ დონეებს.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 3350, ტალკი.

6.2. შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

6.3. ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

6.4. შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

6.5 შეფუთვის სახე და შიგთავსი

გარსით დაფარული ტაბლეტები დაფასოებულია ბლისტერულ შეფუთვაში - თითოეულში 7 ტაბლეტი. ბლისტერები შეფუთულია მუყაოს კოლოფში, თითოეულში 2 (14 ტაბლეტი), 4 (28 ტაბლეტი) და 8 (58 ტაბლეტი) ცალი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

6.6.სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები მოხმარების და უტილიზაციის დროს

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

ნებისმიერი რაოდენობის გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

5. მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

990 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქ. 65

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120

უნგრეთი