აპიზარტრონი მალამო 20გ

აპიზარტრონი მალამო 20გ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფუტკრის შხამი+მეთილსალიცილატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 43
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

აპიზართრონი
(Apisarthron)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
აპიზართრონი

წამლის ფორმა:
მალამო გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა:
100 გ მალამო გარეგანი გამოყენებისათვის შეიცავს
3 მგ სტანდარტულ ფუტკრის შხამს;
10 გ მეთილსალიცილატს;
1 გ ალილის იზოთიოცინატს;
14 გ ემულგირებულ ცეტილსტეარინის სპირტს;
6 გ თეთრ ვაზელინს;
0,7 გ ნატრიუმის ლაურილსულფატს;
100 გ-მდე გასუფთავებულ წყალს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აპიზართრონი წარმოადგენს ფუტკრის შხამის ფუძეზე დამზადებულ მალამოს გარეგანი გამოყენებისათვის.
იგი პერიფერიული ნერვული დაბოლოვებების სტიმულაციის ხარჯზე ავლენს ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას. აპიზართრონის ზემოქმედების შედეგად აქტივირდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება შემაერთებელი ქსოვილებისა და კუნთების ელასტიურობა, ქვეითდება კუნთების ტონუსი. პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან რამოდენიმე წუთში.

ჩვენება:
სახსრებისა (ართრალგია) და კუნთების (მიალგია) რევმატული დაავადებები, ნევრიტები, იშიაზი, პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევა; სპორტულ დატვირთვამდე და/ან მის შემდეგ კუნთების მასაჟისათვის.  

წინააღმდეგჩვენება:
ფუტკრის შხამის, სალიცილატების  მიმართ მომატებული მგრძნობელობა, სახსრების მწვავე ანთება. პრეპარატის გამოყენება თირკმელების უკმარისობისას დაზიანებული უბნის ფართო ზედაპირზე დაუშვებელია, ისევე როგორც დაზიანებულ და გაღიზიანებულ კანზე.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში აღნიშნული მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სიფრთხილეა საჭირო:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია.
თავიდან უნდა იქნას აცილებული არასასურველი კონტაქტი ლორწოვანი გარსთან, თვალსა და ღია ჭრილობაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არსებობს მონაცემები.

მიღების წესი და დოზირება
1 მლ სისქის მალამო  3-5 სმ-ის სიგრძეზე დაიტანება 2-3 წთ-ის განმავლობაში, რის შემდეგაც აკვირდებიან ორგანიზმის რეაქციას პრეპარატის მიმართ (სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება). რის შემდეგაც ნელა და ინტენსიურად შეიზელენ მას. პრეპარატის სასურველი შედეგის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მალამოთი დამუშავებული ადგილის თბილად  შენარჩუნება. იგი ჩვეულბრივ გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების გაქრობამდე. აპიზართრონის გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია ხელების საგულდაგულოდ დაბანა.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია კანის მხრივ ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა:
მალამო 20, 30, 50 ან 100 გ ტუბში მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC  ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა;
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაიცემა ურეცეპტოთ.

მწარმოებელი:
“Esparma” (Germany)