ბონ ნუი 50მლ წვეთები

ბონ ნუი 50მლ წვეთები

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პასიფლორა+ბარამბო+გვირილა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 42610
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ბონ ნუი 50მლ. წვეთები

პროდუქტი: BON NUIT DROPS 50 მლ

ბონ ნუი

ბონ ნუი გამოიყენება ღამით ხშირი გაღვიძებისა და ჩაძინების პრობლემების მქონე ბავშვებში.

შემადგენლობა: კალიფორნიული ყაყაჩო (Eschoschltzia Californica Chamission), პასიფლორა (Passiflora incarnate L.), ბარამბო (Melissa officinalis L), გვირილა (Matricaria chamomilla L), შაქარი, დემინერალიზებული წყალი, კალიუმის სორბიტი, ნატრიუმის ბენზოატი, ასკორბინის მჟავა (ვიტ C); მსხლის არომატი 0.05%.

ჩვენებები:

ძილის დარღვევა, სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა, ღამის გამოღვიძებები, მოუსვენრობა, შფოთვა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დაავადებები

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია პრეპარატი ჩავაწვეთოთ წყალში, რძეში, სითხეში ან დავაწვეთოთ შაქრის ნატეხზე.

ბავშვები 2 წლამდე: 10-15 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ
ბავშვები 2 წლის ზევით: 20-30 წვეთი ძილის წინ 30 წუთით ადრე, დღეში ერთხელ.

ინგრედიენტების ზუსტი დოზირება

ინგრედიენტები 100 მლ-ში 30 წვეთში/2მლ

კალიფორნიული ყაყაჩო 2 გ. 40 მგ

პასიფლორა 1,4 გ. 28 მგ

ბარამბო 1,4 გ. 28 მგ

გვირილა 1,4 გ 28 მგ

ინგრედიენტების დახასიათება

პასიფლორა: გამოიყენება მომატებული აგზნებადობის დროს. ავლენს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას. აქვეითებს არტერიულ წნევას.

კალიფორნიული ყაყაჩო: არის როგორც ველური ასევე ბაღის მცენარე. შეიცავს ალკალოიდებს ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით. გამოიყენება ჰიპერაქტიურობის, უძილობის და ხველის დროს.

ბარამბო: Commision of the German Federal Institute for Drugs and Medical Devices-ის მიერ დამტკიცებულია ბარამბოს მოქმედება “ძილის დარღვევების” და “გასტროინტესტინალური ფუნქციონალური” ჩივილების დროს. ბარამბო შეიცავს ლიმონის სუნის მქონე ეთეროვან ზეთს, ციტრონელს, ციტრალ A და ციტრალ B-ს, რომლებიც ცნობილია თავიანთი სედატიური მოქმედებით.

გვირილა: გვირილა ალტერნატიულ მედიცინაში ცნობილია, როგორც სიცხის დამწევი, სპაზმოლიზური, მატონიზირებელი და ვაზოდილატატორული საშუალება. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების დროს, ამცირებს ტკივილს და ხსნის სპაზმს. გვირილის ყვავილები როგორც სედატიური საშუალება გამოიყენება ინსომნიის და მომატებული აგზნებადობის დროს.

მწარმოებელი:

GRICAR S.r.l. Via San Giuseppe, 18/20 • 20047 • Brugherio(MI), ITALY.