სპაზმალგონი (სპაზმატონი)#50ტ
გააზიარე:
ფურცელი-ჩანართი ინფორმაცია პაციენტისთვის
სპაზმატონი, ტაბლეტები
(მეტამიზოლის ნატრიუმის მონოჰიდრატი, პიტოფენონის ჰიდროქლორიდი, ფენპივერინიუმის ბრომიდი)
გთხოვთ გამოყენებამდე, სრულად წაიკითხოთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
o შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
o ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს მოცემულია ამ ფურცელ-ჩანართში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით.
o თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რეკომენდაცია, მიმართეთ ფარმაცევტს.
o თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს, ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 პუნქტში.
o თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ან გაუარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.
ურცელ-ჩანართის შინაარსი:
1. რა არის პრეპარატი სპაზმატონი და რისთვის გამოიყენება ის .
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სპაზმატონის გამოყენებამდე .
3. როგორ გამოვიყენოთ პრეპარატი სპაზმატონი
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები .
5. როგორ შეინახოთ პრეპარატი სპაზმატონი
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია .
1. რა არის პრეპარატი სპაზმატონი და რისთვის გამოიყენება ის
სპაზმატონი მიეკუთვნება ანტისპაზმური საშუალებების ჯგუფს ანალგეტიკებთან ერთად კომბინაციაში.
სპაზმატონი გამოიყენება ტკივილის სინდრომის მოკლევადიანი მკურნალობისთვის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმისას:
- უროლიტიზის გამწვავება;
- ბილიარული დისკინეზია.
პრეპარატის სპაზმატონის გამოყენება მითითებულია 9 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ სპაზმატონის გამოყენებამდე არ გამოიყენოთ სპაზმატონი , თუ გაქვთ :
- ალერგია სპაზმატონზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში);
- ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის პირაზოლონის წარმოებულების მიმართ);
- ძვლის ტვინის ჰემატოპოეზის დათრგუნვა;
- ღვიძლის და/ან თირკმლის დეკომპენსირებული უკმარისობა;
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- ტაქიარითმიები;
- სტენოკარდია III-IV FC;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა;
- დახურულ კუთხიანი გლაუკომა;
- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (კლინიკური გამოვლინებით);
- ნაწლავის გაუვალობა;
- ტოქსიკური მეგაკოლონი;
- კოლაფსი;
- ნაღვლის ბუშტის ატონია;
- პორფირია;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვთა ასაკი (9 წლამდე).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ სპაზმატონის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
სიფრთხილით , სპაზმატონი გამოიყენება თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე კუჭის დაავადებების (ახალაზია, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, პილორული სტენოზი), პროსტატის ჰიპერტროფიის, არტერიული ჰიპოტენზიის, მძიმე გულის არითმიების, გულის კორონარული დაავადების, ბოლოდროინდელი მიოკარდიუმის ინფარქტის, ქრონიკული გულის უკმარისობის, ქრონიკული ბრონქიტისა და ბრონქოსპაზმის (ბრონქული სეკრეციის გაზრდილი სიბლანტის გამო) დროს, "ასპირინის" ტრიადის დროს, ჰიპერმგრძნობელობისას სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
სპაზმატონის ხანგრძლივი (7 დღეზე მეტი) გამოყენებისას რეკომენდებულია პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის ფუნქციის შემოწმება.
ღვიძლის დისფუნქცია
ღვიძლის ანთება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს, რომლის სიმპტომები განვითარდა პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, უნდა შეწყვიტოთ სპაზმატონის მიღება და მიმართოთ ექიმს. ექიმი შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციას.
სპაზმატონი არ უნდა იქნას მიღებული, თუ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა განვითარდა მეტამიზოლის შემცველი პრეპარატის გამოყენებისას.
კანის მძიმე რეაქციები
დაფიქსირდა შეტყობინება კანის სერიოზულ რეაქციებზე, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და DRESS სინდრომი (რეაქცია პრეპარატებზე გამონაყარით, ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები), მეტამიზოლით მკურნალობისას. შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც დაკავშირებულია კანის სერიოზულ რეაქციასთან, რომელიც აღწერილია მე-4 პუნქტში.
თუ ოდესმე განვითარდა რაიმე სახის კანის მძიმე რეაქცია, არ უნდა განაახლოთ სპაზმატონით მკურნალობა (იხილეთ პუნქტი 4).
ტკივილგამაყუჩებლების ხშირი (თითქმის ყოველდღიურად) და გახანგრძლივებული (3 თვეზე მეტი) მიღება იწვევს თავის ტკივილს, რომლის მოხსნა შეუძლებელია ანალგეტიკების მაღალი დოზებით. ამ შემთხვევაში აუცილებელია მათი შემდგომი მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
წამლის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის შემცველი სასმელების მიღება.
დაუშვებელია მისი გამოყენება მუცლის არეში მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად (მიზეზის გარკვევამდე).
შესაძლებელია შარდის წითლად შეღებვა მეტაბოლიტის გამოყოფის გამო (მას არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა).
ბავშვები
უკუნაჩვენებია 9 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სპაზმატონი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს 1,6 მმოლ (35,8მგ) ნატრიუმს 750მგ ტაბლეტზე. ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს ნატრიუმის შეზღუდულ დიეტაზე.
ორსულობა , ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს. ამ სამკურნალო პროდუქტის აქტიურმა ინგრედიენტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაყოფს ორსულობის დროს მიღებისას; ის ასევე გადადის დედის რძეში. სპაზმატონი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა და მექანიზმებთან მუშაობისას, რადგან პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და აკომოდაციის დარღვევა (თვალის უნარი მკვეთრად დაინახოს სხვადასხვა მანძილზე).
სპაზმატონი შეიცავს ლაქტოზას, დამხმარე ნივთიერების სახით, თუ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
სხვა პრეპარატები და სპაზმატონი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის:
o ბუპროპიონი, პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ, ან როგორც მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალება
o ეფავირენცი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ
o მეტადონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აკრძალულ პრეპარატებზე (ოპიოიდები) დამოკიდებულების სამკურნალოდ.
o ვალპროატი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის, ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ.
o ტაკროლიმუსი, პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის ორგანოების შეუთავსებლობას პაციენტებში ტრანსპლანტაციის შემდეგ.
o სერტრალინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
სპაზმატონი აძლიერებს ეთანოლის, ფსიქოტროპული საშუალებების, ანტიდიაბეტური საშუალებების, ჰორმონალური პრეპარატების, ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
3. როგორ გამოვიყენოთ სპაზმატონი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს მითითებულია ამ ფურცელ-ჩანართში ან თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციით. რაიმე ეჭვის შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დღიური დოზები:
- მოზრდილები და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 6 ტაბლეტი;
- 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 3 ტაბლეტი;
- 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ½ ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2 ტაბლეტი.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს.
გამოყენების წესი
სპაზმატონი, ტაბლეტები, მიიღება პერორალურად.
ტაბლეტის ჭრილი განკუთვნილია მისი თანაბარი დოზებით ორ ნაწილად გასაყოფად.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატი სპაზმატონი საჭიროზე მეტი
დოზისგადაჭარბებისსიმპტომები: ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება, ძილიანობა, დაბნეულობა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიულ არეში, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, კრუნჩხვები.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია. კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზი და შარდის გამოყოფა ნატრიუმის ბიკარბონატის მიღებით აჩქარებს სპაზმატონის ელიმინაციას.
თუთქვენგაქვთრაიმეშეკითხვაპრეპარატისგამოყენებასთანდაკავშირებით, მიმართეთთქვენსმკურნალ ექიმსანფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი რეაქციები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სპაზმატონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
უნდა შეწყვიტოთ სპაზმატონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში:
- გულისრევა, ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების გაყვითლება, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები (იხ. პუნქტი სპეციალური მითითებები და სიფრთხილის ზომები);
- მოწითალო ლაქები სხეულზე, სამიზნის ან მრგვალი ფორმის, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოებისა და თვალების ლორწოვან გარსებზე. ამ სერიოზულ კანის გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი). ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
სხვა არასასურველი რეაქციები
თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი.
გულისმხრივ: ტაქიკარდია, პალპიტაცია, რიტმის დარღვევა.
სისხლძარღვებისმხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება.
ნერვულისისტემისმხრივ: თავბრუსხვევა, აკომოდაციის პარეზი.
კუჭ-ნაწლავისტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, წვის შეგრძნება ეპიგასტრიულ არეში, დისკომფორტი.
სისხლისმიმოქცევისდალიმფურისისტემისმხრივ: აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.
ალერგიულირეაქციები: ჭინჭრის ციება, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი.
სიხშირეუცნობია (შეუძლებელიაშეფასდესარსებულიმონაცემებით): ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების გაყვითლება, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება
თუ რაიმე არასასურველი რეაქცია გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის იმათზე. რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
5. როგორ შეინახოთ სპაზმატონი
ინახება სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
შეინახეთ სპაზმატონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ისე, რომ ბავშვმა ვერ დაინახოს იგი.
ვარგისიანობის ვადა ( შენახვის ვადა )
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი არის მითითებული თვის ბოლო დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისას
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატი, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია .
აქტიურიინგრედიენტები: მეტამიზოლ ნატრიუმის მონოჰიდრატი; პიტოფენონის ჰიდროქლორიდი; ფენპივერინიუმის ბრომიდი.
ერთიტაბლეტიშეიცავს: მეტამიზოლ ნატრიუმის მონოჰიდრატს - 500 მგ, პიტოფენონის ჰიდროქლორიდს - 5 მგ, ფენპივერინიუმის ბრომიდს - 0,1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პრეპარატის შემადგენლობაში: ლაქტოზას მონოჰიდრატი.
როგორ გსმოიყურება პრეპარატი სპაზმატონი და შეფუთვის შემადგენლობა
თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერით ტაბლეტები ბრტყელ-ცილინდრული, ჭრილით და ფასკით.
10 ტაბლეტი კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში დამზადებული PVC ფირისგან და ალუმინის ფოლგისგან.
5 კონტურულ-უჯრედულ შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ღია სააქციო საზოგადოება „ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა“, ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქალაქი ბორისოვი, ჩაპაევის ქუჩა, 64, ტელ +375(177)735612, 731156, ელ.ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელ წარმომადგენელთა სია კავშირის ტერიტორიაზე , თუ ეს გამოყენებადია :
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ისევე როგორც პრეტენზიების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელს: ღია სააქციო საზოგადოება „ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა“, ბელარუსის რესპუბლიკა, მინსკის ოლქი, ქალაქი ბორისოვი, ჩაპაევის ქუჩა, 64, ტელ +375(177)735612, 731156, ელ.ფოსტა: [email protected]
ეს ფურცრლ-ჩანართი შესწორებულია
03.2022წ










