პიმაფუცინი 100მგ #20ტ

პიმაფუცინი 100მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატამიცინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 4150
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პიმაფუცინი
PIMAFUCIN
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - natamycin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - A07AA03

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის; სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

100მგ შემოგარსული ტაბლეტი №20

1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: ნატამიცინი 100მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა,
გარსის შემადგენლობა:
ცელულოზის აცეტატფტალატი, ტრიაცეტინი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, კალციუმის კარბონატი, ტალკი, კოალინი, ტიტანის დიოქსიდი, აკაცია (გუმიარაბიკი), ჟელატინი, ოპაგლოსი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
მაკროლიდების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პოლიენური ანტიბიოტიკი, რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი. ავლენს ფუნგიციდურ მოქმედებას. ნატამიცინი ბოჭავს უჯრედის მემბრანების სტეროლებს, მათი მთლიანობის და ფუნქციების დარღვევით იწვევს მიკროორგანიზმების სიკვდილს. ნატამიცინის მიმართ მგრძნობიარეა პათოგენური საფუარი სოკოების უმეტესობა. განსაკუთრებით Candida albicans. ნაკლებად მგძნობიარეა დერმატოფიტები. ნატამიცინის მიმართ რეზისტენტობა კლინიკურ პრაქტიკაში არ გვხვდება. ნატამიცინის ტაბლეტები მოქმედებს მხოლოდ ნაწლავში

ფარმაკოკინეტიკა
ნატამიცინი არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ჩვენებები
ნაწლავური კანდიდოზი;
მწვავე ფსევდომემბრანული და მწვავე ატროფიული კანდიდოზი, პაციენტებში კახექსიით, იმუნური უკმარისობით, ასევე ანტიბიოტიკებით, კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატური საშუალებებით თერაპიის შემდეგ; ნაწლავის რეზერვუარის სანაცია Candida სოკოებისგან კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზებისას, მათ შორის კანდიდოზური ვაგინიტებისას, ვულვიტებისას, ვულვოვაგინიტებისას.

მიღების წესები და დოზები
ნაწლავური კანდიდოზისას მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში.
ბავშვებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. Candida- ს ჯგუფის სოკოებით გამოწვეული ვაგინიტების მდგრადი მიმდინარეობისას, ნაწლავში კანდიდოზური კერის სანაციის მიზნით ნაწლავურ ტაბლეტებს ნიშნავენ შიგნით მისაღებად (1 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ 10-20 დღის განმავლობაში) სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, პიმაფუცინის სანთლებთან). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენენ ინდივიდუალურად. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღე.

გვერდითი მოვლენები
სმტ მხრივ: შესაძლებელი გულისრევა და დიარეა (ჩნდება ტაბლეტების მიღების პირველ დღეებში და თავისთავად ქრება მკურნალობის მიმდინარეობისას).

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პიმაფუცინის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
პიმაფუცინი პრაქტიკულად არ შეიწოვება ნაწლავებში, რაც მკურნალობას უსაფრთხოს ხდის და იძლევა ახალშობილებში მისი გამოყენების შესაძლებლობას.

ჭარბი დოზირება
დღეისათვის პრეპარატ პიმაფუცინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ აღინიშნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პიმაფუცინის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-დან 25ºC -მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა 4 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)

მწარმოებელი ფირმაб ქვეყანა
ასტელას ფარმა იუროპ ბ.ვ
ნიდერლანდები