აგნუს კასტუსი-1A ფარმა40მგ#30ტ

აგნუს კასტუსი-1A ფარმა40მგ#30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ხეპილპილა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 41431
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი აგნუს კასტუს -1A Pharma აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს

ფარმაკოლოგიური თვისებები
აგნუს კასტუს -1A Pharma-ს აქტიური ნივთიერება - აბრაამის ხის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი ელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი _ ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.
პრეპარატის დოფამინერგული ეფექტები განაპირობებს პროლაქტინის სინთეზის შემცირებას, შესაბამისად ამცირებს ჰიპერპროლაქტინემიას.
პროლაქტინის კომცენტრაციის მომატება არღვევს გონადოტროპინების სეკრეციას, რის შედეგადაც ირღვევა ფოლიკულის მომწიფების, ოვულაციისა და ყვითელი სხეულის ფაზები.
რასაც შემდგომი მივყავართ ჰორმონალური დისბალანსის, კერძოდ ესტრადიოლისა და პროჟესტერონის დიბალანსის ჩამოყალიბებამდე. სასქესო ჰორმონების დისბალანსი იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევებსა და მასტოდინიას. 
პროლაქტინი განაპირობებს სარძევე ჯირკვლების პროლიფერაციული პროცესების პირდაპირ სტიმულაციას, ჰიპერპროლაქტინემიის შემთხვევში აღნიშნული პროცესი ძლიერდება. პროლაქტინის შემცირება იწვევს სარძევე ჯირკვალში მიმდინარე პათ. პროცესების ალაგებას და ტკივილის სინრომის კუპირებას

ჩვენებები
არეგულირებს სასქესო ჰორმონების დისბალანსს
არადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს
ხსნის პრემენსტრუალურ სინდრომს, როგორს სომატურ ასევე ფსიქიურ სიმპტომებს 

მენსტრუალური ციკლის დარღვევები,
ყვითელი სხეულის უკმარისობა
სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია), 
პრემენსტრუალური სინდრომი

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს). 
მკურნალობის კურსიშეადგენს 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: 
დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება

განსაკუთრებული მითითებები
მითითება დიაბეტით დაავადებულთათვის:
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და გლუკოზას, 1 ტაბლეტი -0,02 პურის ერთეულს.