
დიკლოფენაკი 1% 30გ მალამო
გააზიარე:
დიკლოფენაკი 1% 30გ მალამო
სავაჭრო დასახელება: დიკოლოფენაკის ნატრიუმი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიკლოფენაკი (Diclofenac).
ქიმიური დასახელება: ნატრიუმ 2-[(2,6- დიქლორფენილ ) ამინო ] ფენილ ] აცეტატი.
სამკურნალწამლო ფორმა: მალამო 1%.
შემადგენლობა
100 გ მალამო შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – დიკლოფენაკის ნატრიუმს – 1 გ,
დამხმარე ნივთიერებები: დიმექსიდი, პოლიეთილენოქსიდი -1500, პოლიეთილენოქსიდი -400, პროპილენგლიკოლი.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი, სუსტი სპეციფიკური სუნის მქონე მალამო.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.
მიღების ჩვენება
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული, ფსორიაზული, იუვენილურიართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი); მყესების, იოგების, კუნთების, სახსრების ტრავმები (ტკივილის მოსახსნელად ამოვარდნილობის, დაჭიმულობის და დაჟეჟილობის დროს); ტკივილის სინდრომი (ლუმბაგო, იშიაზი, ნევრალგია, მიალგია); სახსრის მიმდებარე ქსოვილის დაავადებები; საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული დაავადებები: მადეფორმირებელი ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ ) „ასპირინული ასთმა“, სისხლისწარმოქმნის დარღვევა, ორსულობა III ტრიმესტრი, ბავშვთა ასაკი, ლაქტაციის პერიოდი, კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები
დაიტანება მხოლოდ კანის დაუზიანებელ ადგილებზე. დადების შემდეგ ოკლუზიური ნახვევის დადებ არეკომენდებული არ არის.
კანის დიდ უბნებზე ხანგრძლივად გამოყენებისას იზრდება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.
საჭიროა პრეპარატის თვალებში, ლორწოვან გარსებზე და ღია ჭრილობებზე მოხვედრისგან თავის დაცვა.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
უსაფრთხოების მეთოდები
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის პორფირიის (გართულება) საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებისას (გართულების სტადიაში), ღვიძლის და თირკმელის ფუნქციის მწვავე დარღვევისას, გულის ქრონიკული უკმარისობისას, ხანდაზმულ პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენება სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანი გამოყენებისთვის, მალამოს 2-4 გ დაიტანება თხელი ფენად ანთებით კერაზე, მსუბუქი შეზელვით 2-3 ჯერდღეში. მაქსიმალური დღიური დოზა - 8 გ. მკურნალობის კურსი 7-14 დღე.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი გამოყენებისას - ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ეროზიები, ერითემა, ეგზემა, დაწყლულება), მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ერითროდერმია, ფოტოსენსიბილიზაცია, პურპურა, ქავილი, გამონაყარი, წვა, ასევე შესაძლებელია სისტემური ეფექტების განვითარება.
გამოშვების ფორმა
მალამო 30 გ ალუმინის ტუბებში, შეფუთვაში #1.
შენახვის პირობები
არა უმეტეს 15°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ვარგისობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).