რევმავეკი 75მგ/3მლ #5ა

რევმავეკი 75მგ/3მლ #5ა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Natrii diclophenacum
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 4037
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რევმავეკი
Rheumavek
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - diclofenac

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფენილძმარჟავას წარმოებულები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
75მგ/3მლ საინიექციო ხსნარი, ამპულა #5
25მგ ტაბლეტი #30

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 25მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს, ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 25მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
აღწერა-შეფუთვა: საინექციო ხსნარი -კოლოფი პლასტმასის შეფუთვის, 5 ამპულა, თითოეულში 3მლ საინექციო ხსნარი, ტაბლეტები-კოლოფში მოთავსებულია 30 ცალი ენტერული შემოგარსული ტაბლეტი 25მგ

ჩვენებები
დიკლოფენაკი ამცირებს ანთების სიპტომებს, როგორიცაა შეშუპება და ტკივილი. არ მოქმედებს ანთების გამომწვევ მიზეზზე
თერაპიული ჩვენება:
• ქრონიკული, ანთებითი ართროპათიები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვ.)
• პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული ართროპათიები
• მარილების დეპონირებით გამოწვეული ართრიტი (მონოსოდიუმის ურატი, კალციუმის პიროფოსფატი, კალციუმის ფოსფატი, მჟაუნმჟავა კალციუმი).
• მტკივნეული ექსტრაარტიკულარული ძვალ-კუნთოვანი სინდრომები (პერიართრიტი, ტენდოსინოვიტი, ტრავმული დაზიანებები).
• პირველადი დისმენორეა
• ურეთრალური კოლიკა

მიღების წესები და დოზები
ნორმალური დოზირება: პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რეგულარულად და ექიმის რჩევის მიხედვით. ეს ხელს შეუწყობს მის მაღალეფექტურობას და შეამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. პაციენტის პრობლემა შეიძება მოითხოვდეს რამდენიმე დღის, კვირის ან უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.
მოზრდილები: დოზა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, პაციენტის მდგომარეობასა და მის რეაქციაზე.
შაინექციო ხსნარი-ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 75-150მგ დღეში. შემანარჩუნებელი სამკურნალო დოზაა 50-100მგ/დღეში და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ექიმის გადაწყვეტილებაზე და პაციენტის მდგომარეობაზე.
ტაბლეტები-50-100მგ დღეში
მწვავე შემთხვევებისას, რომლებიც ხანმოკლე მკურნალობას მოითხოვს უპირატესობა ენიჭება სწრაფად აბსორბირებად ფორმებს. ურეთრალური კოლიკის დროს უპირატესობა ენიჭება საინექციო ფორმებს დოზით 150მგ-მდე. გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს უმცირესი დოზით და უნდა გაგრძელდეს უმცირესი ეფექტური დოზებით.
ბავშვები: ბავშვებში რევმავეკის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, დიკლოფენაკმაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სასარგებლო, ისე არასასურველი ეფექტები. ესენია: კუჭის მხრივ დისკომფორტი, სისუსტე, გულძმარვა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და კანის ქავილი. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება შემდეგი არასასურველი ეფექტები: ჰემატემეზი, შავი განავალი, კუჭის ან ინტესტინური წყლული, სისხლიანი დიარეა, შეკრულობა, ძილიანობა, კიდურების დაბუჟება, დეზორიენტაცია, მხედველობის დარღვევები (მაგ, დაბინდული მხედველობა ან დიპლოპია), სმენის დარღვევები, ტინიტუსი, ინსომნია, გაღიზიანებადობა, კრუნჩხვები, დეპრესია, ტრემორი, ურტიკარია, კანის მწვავე რეაქციები, თმის ცვენა, მზის სინათლის მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, კანიდან სისხლდენა, თირკმლის დაავადებები, რასაც მოჰყვება სახის, კიდურების ან წვივების შეშუპება, შარდის რაოდენობის უეცარი შემცირება, ჰემატურია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, რაც კანის და თვალების სიყვითლით ვლინდება, ზოგჯერ აღინიშნება ცხელება, მუცლის ზედა ნაწილის შეშუპება და მგრძნობელობის მომატება, სისხლის სერიოზული დარღვეები, ყელის მუდმივი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქოშინი, სუნთქვის დარღვევები, გულისწასვლა, სისხლის მაღალი წნევა.
თუ პაციენტი პრეპარატს იღებს რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ექიმს უნდა მიმართოს რეგულარული შემოწმებისთვის, რათა გამოირიცხოს მოულოდნელი გვერდითი ეფექტები

უკუჩვენება
• კუჭის ან ინტესტინალური წყლული
• ანამნეზში ალერგიული რეაქციები (ქავილი, ქოშინი) დიკლოფენაკის ან მსგავსი ნივთიერებების შემცველი წამლების მიმართ, მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი.
• ალერგიული რეაქციები სამედიცინო პროდუქტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
• სისხლიანი ან შავი განავალი
• ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა ან ლაქტაციის პერიოდი
• პრეპარატი უკუნაჩვენებია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
თუ პაციენტს აღენიშნება ჩამოთვლილ მდგომარეობათაგან რომელიმე, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს.
სპეციალური უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები:
ზოგადი: რევმავეკის მსგავსი პრეპარატების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევების რისკის მცირედ ზრდასთან (მიოკარდიუმის ინფარქტი) ან ინსულტთან. რისკი უფრო მაღალია დიდი დოზებით და ხანგრძლივად მკურნალობის შემთხვევაში. პაციენტმა არ უნდა გადააჭარბოს რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას.
პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს პრეპარატის მიღებამდე, თუ:
• აღენიშნება კუჭის ან სანაღვლე გზების დაავადება ან კუჭის დისკომფორტი ან ანამნეზში გულძმარვა ასას-ის მიღების შემდეგ.
• აღენიშნებოდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადება:
_ასთმა
_გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება
_მაღალი წნევა
_სისხლდენები ან სისხლისმიერი სხვა დარღვევები
ექიმი აღნიშნულ მდგომარეობებს გაითვალისწინებს მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას.
ხანდაზმული პაციენტები: ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება პრეპარატის მიმართ უფრო მძაფრი რეაქცია ქონდეთ ვიდრე სხვა მოზრდილებს. მათ უნდა მიიღონ პრეპარატის უფრო დაბალი ეფექტური დოზა. აუცილებელია, რომ ხანდაზმულმა პაციენტებმა დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს არასასურველი ეფექტების შემთხვევაში.
ორსულობა: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შესახებ. რევმავეკის გამოყენება ორსულობს დროს უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია: პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ლაქტაციის შესახებ. რევმავეკის გამოყენება ლაქტაციის დროს უკუნაჩვენებია.
ბავშვები: რევმავეკის გამოყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უდნა მიმართოს ექიმს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში: დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოა, ე.ი. თუ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩა ინტერვალის ნახევარზე ნაკლები დრო, პაციენტმა გამოტოვებული დოზა აღარ უნდა მიიღოს და მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
რევმავეკის მიღებისას პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ, შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ან რომელიმე პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეს ეხება როგორც რეცეპტით, ისე ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებს.
დილოფენაკით შეიძლება შეფერხდეს შემდეგი პრეპარატების ეფექტი:
• ლითიუმი, დიგოქსინი, მეტოტრექსატი და ციკლოსპორინი
• დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები ინსულინის გარდა
• შარდის ექსკრეციის გამაძლიერებელი პრეპარატები (დიურეტიკები)
• სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტი-კოაგულანტები, მაგ. ვარფარინი).
• სხვა ასას მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი) ან იბუპროფენი
• ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკები
• კორტიკოსტეროიდები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები.

შენახვის პირობები და ვადები
დაბეჭდილია გარეთა და შიგნითა შეფუთვაზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25ºC, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ფარან ლაბორატორიეს სა
საბერძნეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)