მეტრალინი(მეტრონიდაზ)0.5%100მლ
გააზიარე:
მეტრალინი (მეტრონიდაზოლი)0.5% 100 მლ ფლაკონი
საერთაშორისო დასახელება: METRONIDAZOLE
მოქმედი ნივთიერება: მეტრონიდაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი 0.5%: ფლაკონში 100 მლ
1 მლ 1 ფლ.
მეტრონიდაზოლი ..................... 5 მგ 500 მგ
დამხმარე საშუალება:
ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატი 12H2O, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.
ელექტროლიტების შემცველობა:
ნატრიუმი.... 14 მმოლ
ქლორიდი.... 13 მმოლ
ჩვენებები:
- ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი);
- სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული აბსცესი);
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., პერიტონიტი, ღვიძლის აბსცესი, ოპერაციები მსხვილ და სწორ ნაწლავზე, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი დაავადებები);
- გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ჰისტერექტომია, საკეისრო კვეთა, სეფსისური აბორტი, ცხელება მშობიარობის დროს);
- ცხვირის, ყელის, ყურის, კბილების, პირის ღრუს, ყბის ინფექციები (მაგ., პლაუტ-ვინსენტას ანგინა);
- ენდოკარდიტი;
- ძვლების, სახსრების ინფექციები (მაგ., ოსტეომიელიტი);
- განგრენა;
- სეპტიცემია თრომბოფლებიტით;
- პროფილაქტიკური გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანაერობული ინფექციის განვითარებასთან, პირველ რიგში გინეკოლოგიაში ან ოპერაციების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილებში და მოზარდებში:
I დღე - 6-8 საათში ერთხელ 0.5მგ მეტრონიდაზოლი (100 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი), მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 2გ-ს.
II და შემდგომ დღეებში - ყოველ 12 საათში ერთხელ 0.5გ, შესაბამისად 1გ დღეში. გამონაკლის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი დოზა მატულობს 1.5გ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.
ქირურგიული ოპერაციის წინ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია უშუალოდ ოპერაციის წინ მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა 0.5-1.0გ (არა უმეტეს 2.0გ-სა).
ბავშვებში ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ 7-10მგ/კგ-ზე, შესაბამისად დღეღამური დოზა შეადგენს 20-30მგ/კგ-ზე.
ინტრავენურად: მეტრონიდაზოლი შეჰყავთ ნელა, არა უმეტეს 100მლ 20 წუთში, მაგრამ როგორც წესი შეჰყავთ 100მლ 60 წუთში.
- დასაშვებია მისი შეყვანა იზოტონურ ხსნართან ან 5% გლუკოზასთან ერთად.
- ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე შეყვანა.
- გახსნილი ფლაკონი არ ექვემდებარება შენახვას.. ნარჩენი უნდა განადგურდეს.
- მეტრონიდაზოლით ან მეტრონიდაზოლის შემცველი სხვა პრეპარატებით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში. განმეორებითი მკურნალობა იშვიათად ტარდება.
- მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ გამორიცხული არ არის ნაყოფის უჯრედის დაზიანება, ხოლო ექსპერიმენტში ადგილი აქვს ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზრდას.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მასში შემავალი ინგრედიენტების ან სხვა ნიტრომიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
* პრეპარატის ინტრავენური გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების განვითარება და სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მნიშვნელოვანია მეტრონიდაზოლის და შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება:
- აკრძალულია პრეპარატის დანიშვნა ალკოჰოლთან ერთად, ამ დროს ვითარდება ღებინება და თავბრუსხვევა.
- მეტრონიდაზოლის კომბიანაციით დისულფირამთან აღინიშნება გონების დაბინდვა.
- მეტრონიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების შემცირება.
- მეტრონიდაზოლის მოქმედებას აქვეითებს ბარბიტურატებთან და ფენიტოინთან მისი კომბინაცია.
- ლითიუმთან კომბინაციის დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება.
- ციმეტიდინი ახანგრძლივებს მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ამით მატულობს მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.