ატაკანდი 16მგ #28ტ(შვედ)

ატაკანდი 16მგ #28ტ(შვედ)

28.33 ლარი
ქვეყანა: შვედეთი
მწარმოებელი: ასტრა ზენეკა აბ შვედეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კანდესარტან ცილექსეტილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 38015
გააზიარე:

ატაკანდი 

სავაჭრო სახელწოდება: ატაკანდი ( Atacand )

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: კანდესარტანი

წამლის ფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კანდესარტანის ცილექსეტილს 8 მგ ან 16 მგ - ს .

დამხმარე ნივთიერებები

კალციუმის კარმელოზა ( კარმელოზას კალციუმის მარილი ), ჰიპროლოზა ( ჰიდროქსიპროპილცელულოზა), საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E 172, ლაქტოზას მონოჰიდრატი , მაგნიუმის სტეარატი , სიმინდისსახამებელი , მაკროგოლი .

აღწერა

ატაკანდი 8 მგ : ღია ვარდისფერი , ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები , ნაზოლით , ერთ მხარესამოტვიფრულია A/CG , ხოლო მეორე მხარეს – 008.

ატაკანდი 16 მგ : ღია ვარდისფერი , ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები , ნაზოლით , ერთ მხარესამოტვიფრულია A/CH , ხოლო მეორე მხარეს – 016.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანგიოტენზინ II- ის რეცეპტორების ანტაგონისტი .

ათქ კოდი: C09CA06 .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ანგიოტენზინი II – რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემის ძირითადი ჰორმონი , რომელიცმნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული ჰიპერტენზიის , გულის უკმარისობისა და სხვა გულ -სისხლძარღვოვანი დაავადებების პათოგენეზში . II ანგიოტენზინის ძირითადი ფიზიოლოგიური ეფექტებიავაზოკონსტრიქცია , ალდოსტერონის წარმოების სტიმულაცია , წყალ - ელექტროლიტური ჰემოსტაზისრეგულაცია და უჯრედოვანი ზრდის სტიმულაცია . ყველა ეს ეფექტი განპირობებულია ანგიოტენზინ II- ისურთიერთქმედებით 1 ტიპის ანგიოტენზინურ რეცეპტორებთან ( AT1 რეცეპტორები ).

კანდესარტანი – 1 ტიპის II ანგიოტენზინ II- ის რეცეპტორების სელექციური ანტაგონისტია ( AT1რეცეპტორების ). კანდესარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ - გარდამქმნელ ფერმენტს ( აგფ - ს ),რომელიც ახდენს I ანგიოტენზინის გარდაქმნას II ანგიოტენზინად და ანადგურებს ბრადიკინინს ;გავლენას არ ახდენს აგფ - ზე და არ იწვევს ბრადიკინინის ან P სუბსტანციის დაგროვებას . კანდესარტანისაგფ ინჰიბიტორებთან შედარებისას ხველა ნაკლებად იშვიათად ვითარდებოდა იმ პაციენტებში ,რომლებიც იღებდნენ კანდესარტანის ცილექსეტილს . კანდესარტანი არ უკავშირდება სხვა ჰორმონებისრეცეპტორებს და არ აბლოკირებს იონურ არხებს , რომლებიც მონაწილეობენ გულ - სისხლძარღვთასისტემის რეგულაციაში . ანგიოტენზინ II- ის AT1 რეცეპტორების ბლოკირების შედეგად ხდება რენინის ,ანგიოტენზინ I- ის , ანგიოტენზინ II- ის დონეების მომატება და ალდოსტერონის კონცენტრაციისშემცირება სისხლის პლაზმაში .

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზიის დროს კანდესარტანი იწვევს არტერიული წნევის ხანგრძლივდოზადამოკიდებულ შემცირებას . პრეპარატის ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს განაპირობებსსისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება გულის შეკუმშვების სიხშირისცვლილების გარეშე . პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ არ აღინიშნა გამოხატულიარტერიული ჰიპოტენზიის შემთხვევები , აგრეთვე აბსტინენციის სინდრომი თერაპიის შეწყვეტის შემდეგ .

კანდესარტანის ცილექსეტილის პირველი დოზის მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედების დაწყებააღინიშნება 2 საათის განმავლობაში . ფიქსირებული დოზით თერაპიის შემდგომი მიმდინარეობისასარტერიული წნევის მაქსიმალური დაწევა მიიღწევა 4 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება მკურნალობისმთელ პერიოდში . დღეში ერთხელ კანდესარტანის ცილექსეტილის მიღება უზრუნველყოფს არტერიულიწნევის ეფექტურ დაწევას 24 საათის განმავლობაში არტერიული წნევის უმნიშვნელო ცვალებადობითპრეპარატის მორიგი დოზების მიღებებს შორის ინტერვალებში . ჰიდროქლორთიაზიდთან ერთადგამოყენება იწვევს ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას . კანდესარტანის ცილექსეტილისა დაჰიდროქლორთიაზიდის ( ან ამლოდიპინის ) კომბინაციური გამოყენება კარგად გადაიტანება .

პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებული არ არის პაციენტთა ასაკსა და სქესზე .

კანდესარტანის ცილექსეტილი ზრდის თირკმლის სისხლმიმოქცევას და არ ცვლის ან ზრდისგორგლისებური ფილტრაციის სიჩქარეს , მაშინ როდესაც თირკმლის სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა დაფილტრაციური ფრაქცია მცირდება . კანდესარტანის ცილექსეტილის მიღება დოზით 8-16 მგ 12 კვირისგანმავლობაში უარყოფით გავლენას არ ახდენს გლუკოზის დონესა და ლიპიდურ პროფილზე არტერიულიჰიპერტენზიისა და 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში .

კანდესარტანის ცილექსეტილის კლინიკური მოქმედება ავადობისა და სიკვდილიანობის დონეზე 8-16 მგდოზით მიღებისას ( საშუალო დოზა 12 მგ ) დღეში ერთხელ შესწავლილ იქნა რანდომიზირებულიკლინიკური გამოკვლევებისას 4937 ხანდაზმული პაციენტის მონაწილეობით ( ასაკი 70-89 წელი ,პაციენტთა 20%- ის ასაკი იყო 80 წელი და ზევით ), რომლებსაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და ზომიერისიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია და რომლებიც   იმყოფებოდნენ კანდესარტანის ცილექსეტილისთერაპიაზე საშუალოდ 3,7 წლის განმავლობაში ( გამოკვლევა COPE – ხანდაზმულ პაციენტებშიკოგნიტური ფუნქციების პროგნოსტული გამოკვლევა ). პაციენტები იღებდნენ კანდესარტანს ან პლაცებოს ,აუცილებლობისას , სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან კომბინაციაში . იმ პაციენტთა ჯგუფში ,რომლებიც იღებდნენ კანდესარტანს , აღინიშნა არტერიული წნევის დაწევა 166/90- დან 145/80- მდე , ხოლოსაკონტროლო ჯგუფში – 167/90- დან 149/82- მდე . პაციენტთა ორ ჯგუფს შორის სტატისტიკურადმნიშვნელოვანი სხვაობა გულ - სისხლძარღვოვანი გართულებების ( ლეტალობა გულ - სისხლძარღვოვანიდაავადებების შედეგად , მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე , რომელსაც არ გამოუწვევიასიკვდილი ) სიხშირეებს შორის არ აღინიშნა .

პაციენტთა იმ ჯგუფში , რომლებიც იღებდნენ კანდესარტანს , აღინიშნა გულ - სისხლძარღვოვანიგართულებების განვითარების 26,7 შემთხვევა 1000 პაციენტზე წელიწადში , ხოლო საკონტროლო ჯგუფში  - 30.0 შემთხვევა 1000 პაციენტზე წელიწადში ( რისკების ურთიერთმიმართება =0.89, 95% საიმედოინტერვალი 0.75-1.06, p =0.19).

გულის ქრონიკული უკმარისობა

CHARM ( კანდესარტანი გულის ქრონიკული უკმარისობისას – სიკვდილიანობისა და ავადობის დონისშემცირების შეფასება ) გამოკვლევის შედეგების მიხედვით , კანდესარტანის ცილექსეტილის გამოყენებაიწვევდა ლეტალური შედეგების სიხშირისა და გულის ქრონიკული უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციისაუცილებლობის შემცირებას და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის გაუმჯობესებას .

გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები ძირითად თერაპიასთან ერთად იღებდნენკანდესარტანის ცილექსეტილს დოზით 4-8 მგ დღე - ღამეში დოზის მომატებით 32 მგ - მდე დღე - ღამეშიან მაქსიმალურ გადასატან თერაპიულ დოზამდე ( საშუალო დოზა – 24 მგ ). დაკვირვების ხანგრძლივობისმედიანა შეადგენდა 37.7 თვეს . 6- თვიანი თერაპიის შემდეგ პაციენტთა 63%, რომლებიც აგრძელებდნენკანდესარტანის ცილექსეტილის მიღებას (89%), იღებდა 32 მგ დოზას .

მეორე გამოკვლევაში CHARM – Alternative (n =2.028) მონაწილეობდნენ მარცხენა პარკუჭისგამოტყორცნის შემცირებული ფრაქციის ( ФВЛЖ )

CHARM-added გამოკვლევისას ( n =2548) იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებოდათ Y შემცირებულიმარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ( მპგფ ) 40% ) არ გამოვლენილაეფექტიანობის კომბინირებული კრიტერიუმების მნიშვნელობების სტატისტიკურად უტყუარი სხვაობები ,რომელიც მოიცავდა ლეტალური შედეგებისა და პირველი ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს გულისქრონიკული უკმარისობის გამო , კანდესარტანისა და პლაცებოს ჯგუფებში ( რისკებისურთიერთმიმართება =0.89, 95% სანდოობის ინტერვალი 0.77 -1.03, p=0.118 ). ამ კრიტერიუმის მცირედშემცირება განპირობებული იყო გულის ქრონიკული უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის სიხშირისშემცირებით . აღნიშნული გამოკვლევისას არ გამოვლენილა კანდესარტანის ზემოქმედება ლეტალურიშედეგების სიხშირეზე .

CHARM პროგრამის 3 გამოკვლევის შედეგების ცალკეული ანალიზის შედეგად არ იქნა მიღებულისხვაობები კანდესარტანისა და პლაცებოს ჯგუფებში ლეტალური შედეგების სიხშირის მხრივ . თუმცა ,ლეტალური შედეგების სიხშირე შეფასებულ იქნა გაერთიანებულ პოპულაციაში CHARM – Alternative დაCHARM – Added გამოკვლევებში და სამივე გამოკვლევისას ( რისკების ურთიერთმიმართება = 0.91, 95%სანდოობის ინტერვალი 0.83-1.00, p =0.055). კანდესარტანის თერაპიის ფონზე გულის ქრონიკულიუკმარისობის გამო ლეტალური შედეგებისა და ჰოსპიტალიზაციის სიხშირის შემცირება დამოკიდებული არიყო ასაკზე , სქესსა და თანმდევ თერაპიაზე . კანდესარტანი ასევე ეფექტური იყო იმ პაციენტებში ,რომლებიც იღებდნენ ბეტა - ადრენობლოკატორებს აგფ ინჰიბიტორებთან ერთად , ამასთან კანდესარტანისეფექტიანობა არ იყო დამოკიდებული იმაზე , იღებდა თუ არა პაციენტი აგფ ინჰიბიტორის ოპტიმალურდოზას .

გულის ქრონიკული უკმარისობისა და მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული სისტოლური ფუნქციის მქონეპაციენტებში , კანდესარტანის მიღება ხელს უწყობდა ზოგადი პერიფერიული სისხლძარღვოვანიწინააღმდეგობისა და ფილტვებში კაპილარული წნევის დაწევას , რენინის აქტივობისა და სისხლისპლაზმაში II ანგიოტენზინის კონცენტრაციის მომატებას , აგრეთვე ალდოსტერონის დონის დაქვეითებას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება

კანდესარტანის ცილექსეტილი წარმოადგენს პროპრეპარატს , რომელიც მიიღება პერორალურად . ისსწრაფად გარდაიქმნება აქტიურ ნივთიერებად კანდესარტანად ეთერული ჰიდროლიზის მეშვეობით კუჭ -ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვისას , მყარად უკავშირდება AT1 - რეცეპტორებს და ნელა დისოცირდება , არგააჩნია აგონისტის თვისებები . კანდესარტანის ცილექსეტილის ხსნარის პერორალურად მიღების შემდეგკანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 40%- ს . ტაბლეტის ფორმაშიპრეპარატის შედარებითი ბიოშეღწევადობა პერორალურად მისაღებ ხსნართან შედარებით შეადგენსდაახლოებით 34%- ს . ამგვარად , ტაბლეტის ფორმაში პრეპარატის გამოთვლილი აბსოლუტურიბიოშეღწევადობა შეადგენს 14%- ს . სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია ( Cmax ) მიიღწევაპრეპარატის ტაბლეტის ფორმის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ . რეკომენდებულ ფარგლებში პრეპარატისდოზის მომატებისას კონდესარტანის კონცენტრაცია სწორხაზოვნად მატულობს . კანდესარტანისფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დამოკიდებული არ არის პაციენტის სქესზე . საკვების მიღებამნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს “ კონცენტრაცია - დრო ”- ის მრუდის ქვეშ ( AUC ) ფართობზე , ე . ი .საკვების იმავდროულად მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე . კანდესარტანიაქტიურად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (99%). კანდესარტანის განაწილების მოცულობაშეადგენს 0.1 ლ / კგ - ს.

მეტაბოლიზმი და ორგანიზმიდან გამოდევნა

კანდესარტანი ორგანიზმიდან გამოიდევნება ძირითადად თირკმლებით და ნაღველით უცვლელი სახით დამისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში . კანდესარტანის გამოყოფისნახევარპერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს . კუმულაცია ორგანიზმში არ აღინიშნება .

კანდესარტანის საერთო კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0.37 მლ / წთ / კგ - ს , ამასთან თირკმლისმიერიკლირენსი – დაახლოებით 0.19 მლ / წთ / კგ . კანდესარტანის თირკმლისმიერი ექსკრეცია ხორციელდებაგორგლისებური ფილტრაციისა და აქტიური არხისმიერი სეკრეციის გზით . რადიოაქტიურიკანდესარტანის ცილექსეტილის შინაგანად მიღებისას მიღებული რაოდენობის დაახლოებით 26%გამოიყოფა თირკმლებით კანდესარტანის სახით და 7% არააქტიური მეტაბოლიტის სახით , მაშინ როცაგანავალში აღინიშნება მიღებული რაოდენობის 56% კანდესარტანის სახით და 10% არააქტიურიმეტაბოლიტის სახით .

ხანდაზმულებში (65 წლის ზემოთ ) კანდესარტანის Cmax და AUC იზრდება 50% და 80%- ით ,შესაბამისად , ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით . თუმცა , ჰიპოტენზიური ეფექტი და გვერდითიეფექტების განვითარების სიხშირე ატაკანდის გამოყენებისას დამოკიდებული არ არის პაციენტის ასაკზე .

თირკმლების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში კანდესარტანის Cmax დაAUC იზრდება 50%- ით და 70%- ით შესაბამისად , მაშინ როცა პრეპარატის გამოყოფის ნახევარპერიოდი არიცვლება იმ ავადმყოფებთან შედარებით , რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლების ნორმალური ფუნქცია .თირკმლების ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებში კანდესარტანის Cmax და AUCგაიზარდა 50%- ით და 110%- ით შესაბამისად , ხოლო პრეპარატის გამოყოფის ნახევარპერიოდი ორგზის .ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში გამოვლინდა კანდესარტანის ისეთივე ფარმაკოკინეტიკურიპარამეტრები , როგორიც თირკმლების ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებში .

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში აღინიშნა კანდესარტანის AUC- ის მომატება 23%- ით .

გამოყენების ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია

გულის ქრონიკული უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევა ( მპგფ   < 40%)ანგიოტენზინ - გარდამქმნელი ფერმენტის ( აგფ ) ინჰიბიტორებთან ერთად დამატებითი თერაპიის სახითან აგფ ინჰიბიტორების აუტანლობისას ( იხ . “ ფარმაკოდინამიკა ”).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კანდესარტანის ცილექსეტილის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალისხვა კომპონენტების მიმართ .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ( იხ . “ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ”).

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა და / ან ქოლესტაზი .

სიფრთხილით : თირკმლების გამოხატული უკმარისობის ( კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ - ზენაკლები ), თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის ,აორტული და მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზის მქონე პაციენტებში ,ანამნეზში თირკმლების გადანერგვის შემდეგ , ცერებროვასკულარული დაავადებებისა და გულისიშემიური დაავადებების , ჰიპერკალიემიის მქონე პაციენტებში , იმ პაციენტებში , რომლებსაცაღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება , პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (კლინიკური გამოკვლევებით საკმარისი მონაცემები არ არსებობს ), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია , 18წლამდე ასაკი ( ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის ).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

ადამიანის ემბრიონს თირკმლების სისხლით მომარაგების სისტემა , რომელიც დამოკიდებულია რენინ -ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემის განვითარებაზე , უყალიბდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში .ამგვარად , რისკი ნაყოფისათვის იზრდება ატაკანდის დანიშვნისას ორსულობის მეორე და მესამეტრიმესტრებში . პრეპარატებმა , რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონისსისტემაზე , შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის განვითარების დარღვევა ან უარყოფითი ზეგავლენამოახდინონ ახალშობილზე ლეტალურ შედეგამდე პრეპარატის ორსულობის მეორე და მესამეტრიმესტრებში გამოყენებისას .

ცხოველებზე ჩატარებული გამოკვლევებისას კანდესარტანის ცილექსეტილის გამოყენებისას გამოვლინდათირკმლების დაზიანება ემბრიონალურ და ნეონატალურ პერიოდებში . ნავარაუდევია , რომ დაზიანებისმექანიზმს განაპირობებს პრეპარატის ფარმაკოლოგიური ზემოქმედება რენინ - ანგიოტენზინ -ალდოსტერონის სისტემაზე .

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე , ატაკანდის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში . თუორსულობა გამოვლინდა ატაკანდით მკურნალობის პერიოდში , თერაპია უნდა შეწყდეს ( იხ . “უკუჩვენებები ”).

ლაქტაციის პერიოდი

ამჟამად არ არის ცნობილი აღწევს თუ არა კანდესარტანი დედის რძეში . ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზეშესაძლო არასასურველი მოქმედების გამო , ატაკანდი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში .

გამოყენების წესი და დოზები

ატაკანდი გამოიყენება დღე - ღამეში ერთჯერ საკვების მიღების მიუხედავად .

არტერიული ჰიპერტენზია

ატაკანდის რეკომენდებული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 8 მგ - ს დღე - ღამეში ერთხელ .იმ პაციენტებისათვის , რომლებიც საჭიროებენ არტერიული წნევის შემდგომ დაწევას , რეკომენდებულიადოზის გაზრდა 16 მგ - მდე დღე - ღამეში ერთხელ . მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევამკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში .

თუ ატაკანდით თერაპია არ იწვევს არტერიული წნევის დაწევას ოპტიმალურ დონემდე , რეკომენდებულიათერაპიაში თიაზიდური დიურეტიკის დამატება.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ არსებობს პრეპარატის საწყისი დოზის კორექტირების აუცილებლობა .

თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტები ( კრეატინინის კლირენსი >30მლ / წთ /1,73 მ 2 სხეულის ზედაპირის ფართობისა ) არ საჭიროებენ პრეპარატის საწყისი დოზისცვლილებას .

თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ( კრეატინინის კლირენსი 2 სხეულის ზედაპირის ფართობისა ) პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია ;ასეთ შემთხვევაში , განხილული უნდა იყოს მკურნალობის დაწყება 4 მგ სადღეღამისო დოზით .

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებისათვისრეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დღე - ღამეში ერთხელ 2 მგ სადღეღამისო დოზით .აუცილებლობისას , შესაძლებელია დოზის მომატება . საკმარისი კლინიკური გამოცდილება ღვიძლისსერიოზული დაზიანებების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი არ არის .

კომბინაციური თერაპია

ატაკანდის გამოყენებისას თიაზიდური ტიპის დიურეტიკებთან ერთად ( მაგალითად ,ჰიდროქლორთიაზიდთან ) შეიძლება აღინიშნოს ატაკანდის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება .

გულის ქრონიკული უკმარისობა

ატაკანდის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 4 მგ - ს დღე - ღამეში ერთჯერ . დოზის მომატება 32მგ - მდე დღე - ღამეში ერთჯერ ან მაქსიმალურ ასატან დოზამდე ხდება მისი გაორმაგების გზით არანაკლებ 2- კვირიანი ინტერვალებით ( იხ . “ განსაკუთრებული მითითებები ”).

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებსა და თირკმლების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებშისაჭირო არ არის პრეპარატის საწყისი დოზის შეცვლა .

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ატაკანდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის )დადგენილი არ არის .

თანმდევი თერაპია

ატაკანდი შეიძლება დაინიშნოს სხვა ისეთ საშუალებებთან ერთად , რომლებიც გამოიყენება გულისქრონიკული უკმარისობის თერაპიისას , როგორიცაა მაგალითად , აგფ ინჰიბიტორები , ბეტა -ადრენობლოკატორები , დიურეტიკები და საგულე გლიკოზიდები ( იხ . “ განსაკუთრებული მითითებები”, “ ფარმაკოდინამიკა ”).

გვერდითი მოქმედება

არტერიული ჰიპერტენზია

კლინიკური გამოკვლევებისას გამოვლენილი გვერდითი ეფექტები იყო ზომიერი და გარდამავალიხასიათის და სიხშირის მიხედვით შეესაბამებოდა პლაცებოს ჯგუფს . ატაკანდის მიღების ფონზეგვერდითი ეფექტების განვითარების საერთო სიხშირე დამოკიდებული არ იყო პრეპარატის დოზაზე დაპაციენტის ასაკზე . გვერდითი ეეფქტების გამო თერაპიის შეწყვეტის შემთხვევების სიხშირე იყოერთიდაიგივე კანდესარტანის ცილექსეტილის (2.4%) და პლაცებოს (2.6%) გამოყენებისას .

ჩატარებული გამოკვლევების მონაცემების ანალიზისას გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ,ხშირად (>1/100) – კანდესარტანის ცილექსეტილის გამოყენების ფონზე . აღწერილი გვერდითი ეფექტებიაღინიშნა მინიმუმ 1%- ით უფრო ხშირად , ვიდრე პლაცებოს ჯგუფში .

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ :

თავბრუსხვევა / სისუსტე , თავის ტკივილი ;

ძვალ - კუნთოვანი სისტემის , შემაერთებელი ქსოვილების მხრივ : ზურგის ტკივილი

ინფექციები: რესპირატორული ინფექციები ;

ლაბორატორიული მაჩვენებლები : მთლიანობაში ატაკანდის გამოყენებისას არ აღინიშნა სტანდარტულილაბორატორიული მაჩვენებლების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები . როგორც სხვა რენინ -ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორების გამოყენებისას , შეიძლება აღინიშნოსჰემოგლობინის კონცენტრაციის მცირე შემცირება . გამოვლინდა კრეატინინის , შარდოვანას ან კალიუმისშემცველობის მომატება და ნატრიუმის შემცველობის დაქვეითება . ALT დონის მომატება უფრო ხშირადაღინიშნა ატაკანდის გამოყენებისას , ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას (1.3% და 0.5%- სა ). ატაკანდისგამოყენებისას ჩვეულებრივ საჭირო არ არის ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი .თუმცა , თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია სისხლის შრატშიკალიუმის დონისა და კრეატინინის პერიოდული კონტროლი .

გულის ქრონიკული უკმარისობა

გვერდითი ეფექტები , რომლებიც გამოვლინდა ატაკანდის გამოყენების ფონზე გულის უკმარისობის მქონეპაციენტებში , შეესაბამებოდა პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს და დამოკიდებული იყო პაციენტისმდგომარეობაზე . CHARM - ის კლინიკური გამოკვლევების მიმდინარეობისას მოხდა ატაკანდის დოზით 32მგ ( n =3803) შედარება პლაცებოსთან ( n =3796), 21%- მა პაციენტებისა პაციენტთა იმ ჯგუფიდან, რომლებიც იღებდნენ კანდესარტანის ცილექსეტილს და 16,1%- მა პაციენტებისა პაციენტთა იმ ჯგუფიდან ,რომლებიც იღებდნენ პლაცებოს , შეწყვიტეს მკურნალობა გვერდითი რეაქციების განვითარების გამო .

უფრო ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები ( >1/100, <1/10)

გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : არტერიული წნევის გამოხატული დაწევა ;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ : თირკმლების ფუნქციის დარღვევა ;

ლაბორატორიული ცვლილებები : კრეატინინის , შარდოვანას და კალიუმის დონეების მომატება .

რეკომენდებულია სისხლის შრატში კრეატინინისა და კალიუმის დონეების კონტროლი .

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდშიძალიან იშვითად აღინიშნა (<1/10.000):

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ : ლეიკოპენია , ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი ;

მეტაბოლიზმის დარღვევა და მეტაბოლიზმის დარღვევით გამოწვეული დაავადებები :

ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია ;

ნერვული სისტემის მხრივ : თავბრუსხვევა , სისუსტე , თავის ტკივილი ;

კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ : გულისრევა ;

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ : “ ღვიძლისმიერი ” ფერმენტების აქტივობის მომატება ,ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ჰეპატიტი ;

ალერგიული რეაქციები : ანგიონევროზული შეშუპება , კანზე გამონაყარი , ჭინჭრის გამონაყარი , კანისქავილი ;

ძვალ - კუნთოვანი სისტემის , შემაერთებელი ქსოვილების მხრივ : ზურგის ტკივილი , ართრალგია ,მიალგია ;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ : თირკმლების ფუნქციის დარღვევა , მათ შორის თირკმლის უკმარისობაწინასწარგანწყობილ პაციენტებში .

ჭარბი დოზირება

სიმპტომები

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევა , რომ ზედოზირებისმთავარი გამოვლინება შეიძლება იყოს კლინიკურად გამოხატული არტერიული წნევის დაწევა დათავბრუსხვევა . აღწერილია პრეპარატით ზედოზირების ცალკეული შემთხვევები (672 მგ - მდეკანდესარტანის ცილექსეტილი ), რომლებიც დასრულდა პაციენტთა გამოჯანმრთელებით მძიმე შედეგებისგარეშე .

მკურნალობა

კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას აუცილებელია სიმპტომატურიმკურნალობის ჩატარება და პაციენტის მდგომარეობის კონტროლირება . პაციენტი უნდა მოთავსდესმწოლიარე და თავაწეულ მდგომარეობაში . აუცილებლობისას , უნდა მოხდეს მოცირკულირე პლაზმისმოცულობის გაზრდა , მაგალითად , ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ვენებში შეყვანის გზით. აუცილებლობის შემთხვევაში , შეიძლება დაინიშნოს სიმპტომატური პრეპარატები . ნაკლებშესაძლებელიაკანდესარტანის გამოდევნა ჰემოდიალიზით .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევებისას შესწავლილ იქნა ატაკანდისა და ჰიდროქლორთიაზიდების ,ვარფარინის , დიგოქსინის , პერორალური კონტრაცეპტივების ( ეთილესტრადიოლის /ლევონორგესტრელის ), გლიბენკლამიდის , ნიფედიპინისა და ენალაპრილის კომბინაციური გამოყენება .არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები .

კანდესარტანი უმნიშვნელოდ   მეტაბოლიზდება ღვიძლში ( CYP2C9 ). ურთიერთქმედებების შესახებჩატარებული გამოკვლევებით არ გამოვლენილა პრეპარატის ზემოქმედება CYP2C9 და CYP3A4 - ზე ,ხოლო მოქმედება სხვა P450 ციტოქრომის სისტემის სხვა იზოფერმენტებზე შესწავლილი არ ყოფილა .

ატაკანდის გამოყენება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად აძლიერებს ჰიპოტენზიურ ეფექტს.

რენინ - ანგიოტენზი

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

რეგიონი (20 აფთიაქი)