როფლუზოლი 150მგ #1კაფს

როფლუზოლი 150მგ #1კაფს

10.51 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოკომპონენტური პრეპარატები
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: სლავია ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუკონაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 37993
გააზიარე:

სამკურნალო პრეპარატის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

როფლუზოლი

სავაჭრო დასახელება

როფლუზოლი, Rofluzol

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ფლუკონაზოლი, Fluconazole

წამლის ფორმა

კაფსულები

აღწერილობა:

როფლუზოლი 50 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომა №4, მქრქალი ვარდისფერი კორპუსით და მქრქალი ცისფერი სახურავით, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ფხვნილის შემცველობით.

როფლუზოლი 150 მგ: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომა №1, მქრქალი ნარინჯისფერი კორპუსით და მქრქალი ლურჯი სახურავით, თეთრიდან თითქმის თეთრ ფერამდე ფხვნილის შემცველობით.

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 50 მგ ან 150 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა:

როფლუზოლი 50 მგ: ტიტანის დიოქსიდი, აზორუბინი, ცისფერი ბრილიანტი, შავი ბრილიანტი, ჟელატინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

როფლუზოლი 150 მგ: ტიტანის დიოქსიდი, აზორუბინი, ცისფერი ბრილიანტი, შავი ბრილიანტი, ყვითელი სანსეტი, პონსო 4R, ჟელატინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი,

პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

პრეპარატის ათქ კოდიJ02AC01

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სისტემური გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. ტრიაზოლის წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი

ფლუკონაზოლი - სოკოს საწინააღმდეგო ტრიაზოლური საშუალება. ფლუკონაზოლის მოქმედების ძირითად მექანიზმს ციტოქრომ P450-ის მონაწილეობით მიმდინარე სოკოს 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების ინჰიბირება განაპირობებს, რაც სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. 14-ალფა-მეთილსტეროლების დაგროვება კორელირებს სოკოს უჯრედულ მემბრანაში ერგოსტეროლის შემდგომ კარგვასთან და შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაზე. ნაჩვენებია, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვანწილად სელექტიურია სოკოების ციტროქრომ P450-ის ფერმენტებთან მიმართებაში, ძუძუმწოვართა ციტროქრომ P450-ის ფერმენტთა სხვადასხვა სისტემებთან შედარებით.

50 მგ ფლუკონაზოლი დღე-ღამეში, 28 დღის განმავლობაში გამოყენებისას, ზეგავლენას არ ახდენდა მამაკაცებში სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის კონცენტრაციაზე ან რეპროდუქციული ასაკის ქალების სტეროიდების კონცენტრაციაზე. 200-400 მგ ფლუკონაზოლი დღე-ღამეში კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს არ ახდენდა ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან აკტჰ-სტიმულირებულ პასუხზე მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევები ცხადყოფს, რომ 50 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზები ზეგავლენას არ ახდენს მის მეტაბოლიზმზე.

In vitro მგრძნობელობა:

In vitro ფლუკონაზოლი სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას ავლენს Candida-ს (C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis-ის ჩათვლით) კლინიკურად გავრცელებულისახეობათა უმრავლეობის მიმართ. C. glabrata

აჩვენებს ფლუკონაზოლის მიმართ შემცირებულ მგრძნობელობას, მაშინ როდესაც C. krusei

და C. auris რეზისტენტულები არიან ფლუკონაზოლის მიმართ.

ფლუკონაზოლი ასევე in vitro აქტივობას ავლენს Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ს წინააღმდეგ, აგრეთვე ენდემიური საფუარა სოკოების Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis-ის წინააღმდეგ.

ფარმაკოკინეტიკის ურთიერთკავშირი/ფარმაკოდინამიკა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვლინდება კორელაცია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) მნიშვნელობებსა და Candida-ს სახეობის მიკროორგანიზმებით გამოწვეული, ექსპერიმენტული მიკოზების წინააღმდეგ ეფექტურობას შორის. კლინიკურ კვლევებში აღინიშნება ხაზოვანი თანაფარდობა თითქმის 1:1 „კონცენტრაცია-დრო“-ის მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) მაჩვენებელსა და ფლუკონაზოლის დოზას შორის. ასევე აღინიშნება პირდაპირი, თუმცა არა სრულყოფილი, თანაფარდობა AUC-სა ან დოზას და მკურნალობაზე წარმატებულ კლინიკურ პასუხს შორის პირის ღრუს კანდიდოზის დროს, და ნაკლებად - კანდიდემიის დროს. ანალოგიურად, განკურნება ნაკლებად მოსალოდნელია ისეთი ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ფლუკონაზოლის უფრო მაღალი MIC მაჩვენებლების მქონე შტამებით.

რეზისტენტობის მექანიზმები

Candida-ს სახეობის მიკროორგანიზმებმა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ რეზისტენტობის სხვადასხვა მექანიზმები განავითარეს. სოკოს შტამები, რომლებმაც რეზისტენტობის ერთი ან მეტი მექანიზმი განავითარეს, საჭიროებენ ფლუკონაზოლის მაღალ MIC-ს, რაც უარყოფითად მოქმედებს in vivo ეფექტურობაზე და კლინიკურ გამოყენებაზე.

არის შეტყობინებები სუპერინფექციის განვითარების შემთხვევების შესახებ, რომლიც გამოწვეულია Candida-ს სახეობის სხვა მიკროორგანიზმებით, გარდა C. albicans-ისა, რომლებიც ხშირად ფლობენ ბუნებრივად შემცირებულ მგრძნობელობას (C. glabrata) ან რეზისტენტობას ფლუკონაზოლის მიმართ (მაგალითად, C. krusei, C. auris). ასეთი ინფექციების შემთხვევებში საჭირო ხდება სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია.

ზღვრული მაჩვენებლები (EUCAST-ის თანახმად)

ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების, in vitro მგრძნობელობისა და კლინიკური პასუხის ანალიზის საფუძველზე EUCAST-AFST-მა (ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომიტეტი - სოკოს საწინააღმდეგო მგრძნობელობის ტესტირების ქვეკომიტეტი) დაადგინა ზღვრული მაჩვენებლები ფლუკონაზოლისათვის Candida-ს სახეობებთან მიმართებაში (ფლუკონაზოლის გამოყენების დასაბუთება EUCAST (2007)-ვერსია 2). მაჩვენებლები დაიყო სახეობისათვის არასპეციფიკურ ზღვრულ მაჩვენებლებად, რომლებიც უპირატესად დადგინდა ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული MIC-ის განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისათვის, და სახეობისათვის სპეციფიკურ ზღვრულ მაჩვენებლებად, რომლებიც ხშირად იწვევენ ინფექციებს ადამიანებში. აღნიშნული ზღვრული მაჩვენებლები მოცემულია შემდეგ ცხრილში:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

სახეობისათვის სპეციფიკური ზღვრული მაჩვენებლები (S≤/R>)

სახეობისათვის არასპეციფიკური ზღვრული მაჩვენებლები A

S≤/R>

 

Candida

albicans

Candida

glabrata

Candida

krusei

Candida

parapsilosis

Candida

tropicalis

 

ფლუკონაზოლი

2/4

IE

--

2/4

2/4

2/4

S = მგრძნობიარე, R = რეზისტენტული

A = სახეობისათვის არასპეციფიკური ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც უმთავრესად ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ მონაცემებზე არის დაფუძნებული და არ არის დამოკიდებული MIC-ის განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისათვის. გამოიყენება მხოლოდ იმ მიკროორგანიზმებისათვის, რომლებისთვისაც სპეციფიკური ზღვრული მაჩვენებლები არ არის დადგენილი.

-- = მგრძნობელობის ტესტირება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული სახეობა ცუდად ექვემდებარება აღნიშნული სამკურნალო პრეპარატით მკურნალობას.

IE = არასაკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული სახეობა კარგად ექვემდებარება ამ პრეპარატით მკურნალობას.

ფარმაკოკინეტიკა

ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მისი ინტრავენური ან პერორალური მიღებისას მსგავსია.

აბსორბცია

პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში მისი დონე (და სისტემური ბიოშეღწევადობა) შეადგენს 90%-ზე მეტს იმ დონისა, რომელიც ინტრავენური შეყვანის შემდეგ მიიღწევა. საკვების ერთდროული მიღება ფლუკონაზოლის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციები (Cmax) უზმოზე მიღებისას მიიღწევა დოზის მიღებიდან 0,5-1,5 საათის შემდეგ. კონცენტრაცია პლაზმაში დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაცია 90%-ში მიიღწევა მე-4-5 დღისათვის პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას.

დასატვირთი დოზის გამოყენება (პირველ დღეს), რომელიც ჩვეულ სადღეღამისო დოზას ორჯერ აღემატება, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ პლაზმური დონე, რომელიც წონასწორული კონცენტრაციის 90%-ს უტოლდება მე-2 დღისათვის.

განაწილება

განაწილების მოჩვენებითი მოცულობა დაახლოებით ტოლია ორგანიზმში წყლის საერთო მოცულობისა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი დაბალია (11-12%).

ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა საკვლევ სითხეში. ნერწყვსა და ნახველში ფლუკონაზოლის დონე სისხლის პლაზმაში არსებული კონცენტრაციების მსგავსია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის დონე თავ-ზურგ-ტვინის სითხეში შეადგენს პლაზმურის დაახლოებით 80%-ს.

კანში ფლუკონაზოლის მაღალი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატისმიერს, მიიღწევა რქოვანა შრეში, ეპიდერმისსა და დერმაში, აგრეთვე ეკრინული ჯირკვლების ოფლში. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა შრეში. 50 მგ-ის დღე-ღამეში ერთხელ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ შეადგენდა 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის დასრულებიდან 7 დღის შემდეგ კონცენტრაცია შენარჩუნდა 5,8 მკგ/გ-ის დონეზე. 150 მგ-ის კვირაში ერთხელ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა შრეში მე-7 დღისათვის შეადგენდა 23,4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზიდან 7 დღის შემდეგ - 7,1 მკგ/გ.

ფლუკონაზოლის კონცენტრაცია კვირაში ერთხელ 150 მგ-ის გამოყენებიდან 4 თვის შემდეგ შეადგენდა 4,05 მკგ/გ ჯანმრთელ ფრჩხილებში და 1,8 მკგ/გ დაზიანებულ ფრჩხილებში; ფლუკონაზოლის კონცენტრაციები ვლინდებოდა ფრჩხილის ნიმუშებში თერაპიის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

ბიოტრანსფორმაცია

ფლუკონაზოლი მეტაბოლიზდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით. რადიოაქტიური დოზის მხოლოდ 11% გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. ფლუკონაზოლი წარმოადგენს CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორებს. ფლუკონაზოლი ასევე CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორია.

გამოყოფა

პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 საათს შეადგენს. გამოყოფის ძირითადი გზა - თირკმელების საშუალებით, ამასთან მიღებული დოზის დაახლოებით 80% ვლინდება შარდში შეუცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. მოცირკულირე მეტაბოლიტები არ ვლინდება.

პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი არის საფუძველი ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღებისა ვაგინალური კანდიდოზის მკურნალობის დროს და დღე-ღამეში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ - სხვა დაავადებების მკურნალობისას.

ფარმაკოკინეტიკა თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 20 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 30-დან 98 საათამდე. შესაბამისად, საჭიროა დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს და ნაკლები ხარისხით - პერიტონეალური დიალიზის დროს. ჰემოდიალიზის სამსაათიანი სეანსის შემდეგ ფლუკონაზოლის დაახლოებით 50% გამოიყოფა სისხლიდან.

ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის დროს

ფარმაკოკინეტიკური კვლევით 10 მეძუძურ ქალში, რომლებმაც დროებით და საერთოდ შეწყვიტეს თავისი ჩვილების ძუძუთი კვება, შეფასდა პლაზმასა და დედის რძეში ფლუკონაზოლის კონცენტრაციები 48 საათის განმავლობაში 150 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ფლუკონაზოლი დედის რძეში ვლინდება დედის სისხლის პლაზმის დაახლოებით 98%-ის საშუალო კონცენტრაციით. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია დედის რძეში შეადგენდა 2,61 მგ/ლ-ს დოზის მიღებიდან 5,2 საათის შემდეგ. სავარაუდო სადღეღამისო დოზა, ჩვილის მიერ დედის რძიდან მიღებული (დღეში 150 მლ/კგ რძის საშუალო მოხმარებისას), რძეში ნივთიერების საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის საფუძველზე, შეადგენს 0,39 მგ/კგ-ს დღე-ღამეში, რაც ახალშობილებისათვის რეკომენდებული დოზის დაახლოებით 40%-ს (2 კვირაზე მცირე ასაკი) ან ჩვილებისათვის რეკომენდებული დოზის 13%-ს უდრის ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს.

ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში

შეფასდა 5 კვლევაში 113 ბავშვისგან მიღებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები: 2 კვლევაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებით, 2 კვლევაში პრეპარატის მრავალჯერადი მიღებით და ერთ კვლევაში დღენაკლული ახალშობილების მონაწილეობით. ერთ კვლევაში მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია არ შეიძლებოდა კვლევის დროს პრეპარატის მიღების წესის შეცვლის გამო.

9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-8 მგ/კგ ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ AUC-ის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 38 მკგxსთ/მლ დოზის ერთეულზე 1 მგ/კგ. პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდმა შეადგინა 15-18 საათი, ხოლო განაწილების მოცულობამ შეადგინა 880 მლ/კგ მრავალჯერადი მიღების შემდეგ. ერთჯერადი მიღების შემდეგ აღინიშნებოდა პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც დაახლოებით 24 საათს შეადგენდა. ეს მსგავსია პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდისა 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში 3 მგ/კგ დოზის ინტრავენურად ერთჯერადი შეყვანის შემდეგ. აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში განაწილების მოცულობა დაახლოებით 950 მლ/კგ-ს შეადგენდა.

ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შემოფარგლულია ფარმაკოკინეტიკური კვლევებით 12 დღენაკლულ ახალშობილში 28 კვირამდე გესტაციის ვადით. ბავშვის საშუალო ასაკი პირველი დოზის მიღებისას შეადგენდა 24 საათს (დიაპაზონი 9-36 საათი), ხოლო სხეულის საშუალო წონა დაბადებისას - 0,9 კგ (დიაპაზონი 0,75-1,10 კგ). 7 პაციენტში პროტოკოლი მთლიანად იყო შესრულებული; ფლუკონაზოლი შეჰყავდათ ინტრავენურად 6 მგ/კგ დოზით ყოველ 72 საათში პრეპარატის მაქსიმუმ 5 დოზის შეყვანამდე. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (სთ) შეადგენდა 74-ს (დიაპაზონი 44-185) პირველ დღეს, რის შემდეგადაც ის მცირდებოდა საშუალო მაჩვენებლამდე 53 (დიაპაზონი 30-131) მე-7 დღეს და 47 (დიაპაზონი 27-68) მე-13 დღეს. ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ (მკგxსთ/მლ) შეადგენდა 271 (დიაპაზონი 173-385) პირველ დღეს, შემდეგ იზრდებოდა, და საშუალოდ 490-ს აღწევდა (დიაპაზონი 292-734) მე-7 დღეს, შემდეგ მცირდებოდა და საშუალოდ 360-ს შეადგენდა (დიაპაზონი 167-566) მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა (მლ/კგ) შეადგენდა 1183-ს (დიაპაზონი 1070-1470) პირველ დღეს და დროთა განმავლობაში იზრდებოდა საშუალო მაჩვენებლებამდე 1184 (დიაპაზონი 510-2130) მე-7 დღეს და 1328 (დიაპაზონი 1040-1680) მე-13 დღეს.

ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში

ფარმაკოკინეტიკური კვლევა ჩატარდა 65 წლის და უფროსი ასაკის 22 პაციენტში, რომლებიც 50 მგ ფლუკონაზოლს ღებულობდნენ პერორალურად ერთჯერადად. აღნიშნული პაციენტებიდან 10 ასევე შარდმდენებს ღებულობდა. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენდა 1,54 მკგ/მლ და ვლინდებოდა დოზის მიღებიდან 1,3 საათში. AUC-ის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 76,4 ± 20,3 მკგxსთ/მლ-ს, ხოლო საშუალო ნახევარგამოყოფის ტერმინალური პერიოდი - 46,2 საათს. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების აღნიშნული მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ანალოგიური მაჩვენებლები ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისე მამაკაცებში. შარდმდენების ერთდროული მიღება მნიშვნელოვნად არ ცვლიდა AUC-სა და Cmax-ს. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), სამკურნალო პრეპარატის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გამოვლინდა შეუცვლელი სახით შარდში (0-24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0,124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულებში მთლიანობაში უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფრო ახალგაზრდა მოხალისეებში. ამრიგად, ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილება ხანდაზმულებში დაკავშირებულია აღნიშნულ ჯგუფში თირკმლის ფუნქციის მახასიათებლების დაქვეითებასთან.

გამოყენების ჩვენებები

როფლუზოლი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ მოზრდილებში:

- კრიპტოკოკური მენინგიტი;

- კოქციდიოიდომიკოზი;

- ინვაზიური კანდიდოზი;

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, პირ-ხახის, საყლაპავი მილის კანდიდოზის, კანდიდურიისა და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზის ჩათვლით;

- პირის ღრუს ატროფიული ქრონიკული კანდიდოზი (კბილების პროთეზების ტარებასთან დაკავშირებული) კბილების ჰიგიენის დაუცველობის ან ადგილობრივი მკურნალობის წარუმატებლობის დროს;

- ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი მკურნალობა არ გამოდგება;

- კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი მკურნალობა არ გამოდგება;

- დერმატომიკოზები, ტერფების, გლუვი კანის, შორისის დერმატოფიტიის, ფერადი ლიქენისა და კანის კანდიდოზური ინფექციების ჩათვლით, სისტემური მკურნალობის ჩვენებების დროს;

- ფრჩხილების დერმატომიკოზები (ონიქომიკოზი), როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების დანიშვნა შეუძლებელია.

როფლუზოლი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში;

- ­ კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივი, პაციენტებში რეციდივის განვითარების მაღალი რისკით;

- პირ-ხახის ან საყლაპავის კანდიდოზის რეციდივი აივ ინფიცირებულ პაციენტებში, რეციდივის განვითარების მაღალი რისკით;

- ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების განვითარების სიხშირის შესამცირებლად (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში);

- კანდიდოზური ინფექციები პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (მაგ., პაციენტები ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებებით, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას, ან პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია).

დღენაკლულ ახალშობილებში, ჩვილებში, მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებში, მოზარდებში (0-დან 17 წლამდე):

როფლუზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსების (პირ-ხახის, საყლაპავის) კანდიდოზის, ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისათვის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში. როფლუზოლი გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისათვის რეციდივის განვითარების მაღალი რისკის მქონე ბავშვებში.

მკურნალობის დაწყება შესაძლებელია კულტურალური და სხვა ლაბორატორიული კვლევების შედეგების მიღებამდე. შედეგების მიღების შემდეგ შეიძლება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიის კორექცია.

გასათვალისწინებელია ოფიციალური გზამკვლევების სახელმძღვანელოების ინფორმაცია სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების სათანადო გამოყენების შესახებ.

ფლუკონაზოლის მიღება შეიძლება პერორალურად (კაფსულები და ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად) ან ინტრავენურად (საინფუზიო ხსნარი). გამოყენების წესი პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.

ექიმმა უნდა დანიშნოს უფრო შესაფერისი წამლის ფორმა და დოზირება ასაკის, პაციენტის სხეულის წონისა და დოზის შესაბამისად. კაფსულების გამოყენება არ შეიძლება ჩვილებსა და ბავშვებში. არსებობს ფლუკონაზოლის თხევადი პერორალური ფორმები, რომელთა გამოყენება უფრო გამოდგება პაციენტების აღნიშნულ ჯგუფში.

კაფსულები მიიღება პერორალურად, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭამისგან დამოუკიდებლად. ინტრავენურიდან პერორალურ მკურნალობაზე ან პირიქით გადასვლისას სადღეღამისო დოზის შეცვლა საჭირო არ არის.

ფლუკონაზოლის დოზა სოკოვანი ინფექციის ხასიათსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. ისეთი ინფექციების მკურნალობა, რომლებიც დოზების მრავალჯერად მიღებას საჭიროებს, აუცილებელია გაგრძელდეს მანამ, სანამ კლინიკური პარამეტრები ან ლაბორატორიული ანალიზები არ მიანიშნებენ აქტიური სოკოვანი ინფექციის დათრგუნვაზე. მკურნალობის არასაკმარისმა ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი ინფექციის რეციდივი.

მოზრდილები

ჩვენებები

დოზირების რეჟიმი

მკურნალობის ხანგრძლივობა

კრიპტოკოკოზი

- კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა

საწყისი დოზა: 400 მგ 1-ლ დღეს. შემდგომი დოზები: 200-400 მგ დღეში.

ჩვეულებრივ არანაკლებ 6-8 კვირისა. სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.

 

- - შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენციისათვის რეციდივის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში

200 მგ დღეში

არ არის შეზღუდული 200 მგ დღეში დოზების დროს.

კოქციდიოიდომიკოზი

 

200-400 მგ დღეში

11-24 თვე ან მეტი, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით. ზოგიერთი ინფექციის დროს, განსაკუთრებით თავის ტვინის გარსების დაავადებების დროს, შეიძლება 800 მგ დოზის გამოყენება.

ინვაზიური კანდიდოზი

 

საწყისი დოზა: 800 მგ 1-ლ დღეს.

მომდევნო დოზები: 400 მგ დღეში.

მთლიანობაში, კანდიდემიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის კულტურალური ანალიზის პირველი უარყოფითი შედეგების მიღებიდან და კანდიდემიის სიმპტომების გაქრობიდან.

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა

- - პირ-ხახის კანდიდოზი

საწყისი დოზა: 200-400 მგ 1-ლ დღეს.

მომდევნო დოზები: 100-200 მგ დღეში.

7-21 დღე (ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რემისიამდე).

იმუნიტეტის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

- - საყლაპავის კანდიდოზი

საწყისი დოზა: 200-400 მგ 1-ლ დღეს.

მომდევნო დოზები: 100-200 მგ დღეში.

14-30 დღე (ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რემისიამდე).

იმუნიტეტის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

- - კანდიდურია

200-400 მგ დღეში

7-21 დღე. იმუნიტეტის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.

- ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი

50 მგ დღეში

14 დღე

- კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი

50-100 მგ დღეში

28 დღემდე. შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი მკურნალობა ინფექციის სიმძიმისა და სახეობის მიხედვით ან იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევის დროს.

რეციდივების მაღალი რისკის მქონე, აივ ინფიცირებულ პაციენტებში ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა

- პირ-ხახის კანდიდოზი

100-200 მგ დღეში ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ

შეუზღუდავი დროის განმავლობაში იმუნიტეტის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში.

- - საყლაპავის კანდიდოზი

100-200 მგ დღეში ან 200 მგ კვირაში 3-ჯერ

შეუზღუდავი დროის განმავლობაში იმუნიტეტის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში.

გენიტალური კანდიდოზი

- - მწვავე ვაგინალური კანდიდოზი

- - კანდიდოზული ბალანიტი

150 მგ

ერთჯერადად

- - ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების მკურნალობა და პროფილაქტიკა (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში)

150 მგ ყოველ 3 დღეში, სულ 3 დოზა (1-ლ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა 150 მგ კვირაში ერთხელ

შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.

დერმატომიკოზი

- - ტერფების დერმატოფიტია

- - გლუვი კანის დერმატოფიტია

- - საზარდულის მიდამოს დერმატოფიტია

- კანდიდოზური ინფექციები

150 მგ კვირაში ერთხელ ან 50 მგ დღეში ერთხელ

2-4 კვირა; ტერფების დერმატოფიტიის მკურნალობას შეიძლება 6 კვირამდე დასჭირდეს.

- ფერადი ლიქენი

- ფრჩხილების დერმატოფიტია (ონიქომიკოზი)

300-400 მგ ერთხელ კვირაში

50 მგ დღეში

150 მგ ერთხელ კვირაში

1-3 კვირა

2-4 კვირა

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაზიანებული ფრჩხილის შეცვლამდე (ჯანმრთელი ფრჩხილის წამოზრდამდე). ფრჩხილის გაზრდას ხელებისა და ფეხების თითებზე სჭირდება 3-6 თვე და 6-12 თვე შესაბამისად, თუმცა, ზრდის ტემპი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში და დამოკიდებული იყოს ასაკზე. რიგ შემთხვევებში, ფრჩხილის ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ ფრჩხილები განიცდის დეფორმაციას.

კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა პაციენტებში გახანგრძლივებული ნეიტროპენიით

 

200-400 მგ დღეში

მკურნალობა უნდა დაიწყოს მოსალოდნელი ნეიტროპენიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელდეს 7 დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ნეიტროფილების რაოდენობა გადააჭარბებს 1000 უჯრედს მმ3-ზე.

განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტებში

დოზის კორექცია ხდება თირკმლების ფუნქციის მდგომარეობიდან გამომდინარე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ფლუკონაზოლი უპირატესად გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. ერთჯერადი დოზებით თერაპიის დროს დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით), ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა საწყისი დოზის 50-400 მგ-ის გამოყენება აღნიშნული ჩვენებისათვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზის საფუძველზე. ამის შემდეგ დღიური დოზა (ჩვენების თანახმად) დგინდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული დოზის პროცენტი

> 50

100%

≤ 50 (ჰემოდიალიზის გარეშე)

50%

ჰემოდიალიზი

100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ

ჰემოდიალიზზე მყოფმა პაციენტებმა, ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ უნდა მიიღონ რეკომენდებული დოზის 100%. იმ დღეებში, როდესაც დიალიზი არ ტარდება, პაციენტებმა უნდა მიიღონ შემცირებული დოზა, კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას სიფრთხილე არის საჭირო.

ბავშვები

ბავშვებში არ შეიძლება მაქსიმალური დოზის 400 მგ გადაჭარბება.

მოზრდილებში არსებული ანალოგიური ინფექციების მსგავსად, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ პასუხსა და მიკოლოგიური კვლევების შედეგებზე. როფლუზოლი გამოიყენება ერთჯერადი სადღეღამისო დოზებით.

დოზირება თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ბავშვებისათვის იხ. ნაწილში „თირკმლის ფუნქციის დარღვევა“. ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის უკმარისობის მქონე ბავშვებში (ინფორმაცია დღენაკლული ახალშობილების შესახებ, რომლებსაც თირკმლის უმწიფრობა ხშირად აღენიშნებათ, იხ. ქვემოთ).

ჩვილები, მცირე და საშუალო ასაკის ბავშვები (28 დღიდან 11 წლამდე)

ჩვენებები

დოზირების რეჟიმი

რეკომენდაციები

- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი

საწყისი დოზა: 6 მგ/კგ.

შემდგომი დოზები: 3 მგ/კგ დღეში.

საწყისი დოზის გამოყენება შეიძლება პირველ დღეს წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მიღწევისათვის.

- ინვაზიური კანდიდოზი

- - კრიპტოკოკური მენინგიტი

დოზა: 6-12 მგ/კგ დღეში.

დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით

- - შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით

დოზა: 6 მგ/კგ დღეში.

დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით

- Candida ინფექციების პროფილაქტიკა დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში

დოზა: 3-12 მგ/კგ დღეში.

ინდუცირებული ნეიტროპენიის ხანგრძლივობისა და ხარისხის მიხედვით (დოზირების რეკომენდაციები იხ. ნაწილში „მოზრდილები“)

მოზარდები (12-დან 17 წლამდე)

ოპტიმალური დოზა პაციენტებისათვის (მოზრდილები და ბავშვები) დგინდება ექიმის მიერ სხეულის წონისა და პაციენტის სქესობრივი განვითარების მიხედვით. კლინიკური მონაცემები უჩვენებენ, რომ ფლუკონაზოლის კლირენსი ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. 100 მგ, 200 მგ და 400 მგ დოზების გამოყენება მოზრდილებში და 3 მგ/კგ, 6 მგ/კგ და 12 მგ/კგ დოზების გამოყენება ბავშვებში იწვევს მსგავსი სისტემური ზემოქმედების მიღწევას.

ფლუკონაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ დადგენილი არ არის. მოზარდებში (12-დან 17 წლამდე) გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების საჭიროებისას გამოიყენება იგივე დოზა, რაც მოზრდილებისათვის.

დროული ახალშობილები (0-დან 27 დღემდე)

ფლუკონაზოლის გამოყოფის სიჩქარე ახალშობილებში უფრო დაბალია. ახალშობილებში მიღების რეჟიმის დასაბუთებისათვის არსებობს რამდენიმე ფარმაკოკინეტიკური კვლევის მონაცემები.

ასაკობრივი ჯგუფი

დოზირების რეჟიმი

რეკომენდაციები

დროული ახალშობილები (0-დან 14 დღემდე)

პრეპარატის მიღება საჭიროა ყოველ 72 საათში, დოზის გაანგარიშებით მგ/კგ-ში მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზის გამოყენებით.

არ შეიძლება მაქსიმალური დოზის გადაჭარბება 12 მგ/კგ ყოველ 72 საათში

დღენაკლული ახალშობილები (15-დან 27 დღემდე)

პრეპარატის მიღება საჭიროა ყოველ 48 საათში, დოზის გაანგარიშებით მგ/კგ-ში მცირე და საშუალო ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზის გამოყენებით.

არ შეიძლება მაქსიმალური დოზის გადაჭარბება 12 მგ/კგ ყოველ 48 საათში

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სხვა აზოლური ნაერთების ან ნებისმიერი დახმარე საშუალების მიმართ;

- ტერფენადინის ერთდროული გამოყენება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზით 400 მგ დღეში ან მეტი გამოყენებისას;

- QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი და ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 ფერმენტის საშუალებით მეტაბოლიზებადი სხვა სამკურნალო საშუალებების, როგორებიცაა, ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი, ერთდროული გამოყენება.

არასასურველი რეაქციები

ყველაზე ხშირად (≥ 1/100, მაგრამ <1/10); აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები: თავის ტკივილი, ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, სისხლში ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ), ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ), ტუტე ფოსფატაზას (ტფ) დონის მომატება და გამონაყარი.

ფლუკონაზოლით მკურნალობის ფონზე აღინიშნებოდა ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) წამლისმიერი რეაქციის განვითარების შესახებ.

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები შემდეგნაირად განისაზღვრება: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, <1/10); არახშირი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი - ანემია; იშვიათი - აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათი - ანაფილაქსია.

ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: არახშირი - მადის დაქვეითება; იშვიათი - ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია.

ფსიქიკის დარღვევა: არახშირი - ძილიანობა, უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი- თავის ტკივილი; არახშირი - კრუნჩხვები, პარესთეზიები, თავბრუსხვევა, გემოს გაუკუღმართება; იშვიათი - ტრემორი.

სმენისა და წონასწორობის ორგანოების მხრივ: არახშირი - ვერტიგო.

გულის მხრივ: იშვიათი - პარკუჭოვანი ტაქიკარდია „პირუეტის“ ტიპის, QT ინტერვალის გახანგრძლივება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი - ტკივილი მუცელში, ღებინება, ფაღარათი, გულისრევა; არახშირი - შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ხშირი - ალტ დონის მომატება, ასტ დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში; არახშირი - ქოლესტაზი, სიყვითლე, ბილირუბინის დონის მომატება; იშვიათი - ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური დაზიანება.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირი - გამონაყარი; არახშირი - ტოქსიდერმია (მდგრადი წამლისმიერი ერითემის ჩათვლით), ჭინჭრის ციება, ქავილი, გაძლიერებული ოფლიანობა; იშვიათი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემურ-პუსტულოზური გამონაყარი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია; სიხშირე უცნობია - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი - მიალგია.

ზოგადი დარღვევები და შეყვანის წესით გამოწვეული დარღვევები: არახშირი - დაღლილობა, სისუსტე, ასთენია, ცხელება.

ბავშვები

კლინიკურ კვლევებში ბავშვებში რეგისტრირებული არასასურველი რეაქციებისა და ლაბორატორიული მაჩვენებლების გადახრის ხასიათი და სიხშირე, გარდა ,,გენიტალური კანდიდოზის’’ ჩვენებით გამოყენებისა, მოზრდილებში გამოვლენილი პარამეტრების ანალოგიურია.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

თავის თმიანი ნაწილის ტრიქოფიტია

ფლუკონაზოლი შესწავლილ იქნა ბავშვებში თავის თმიანი ნაწილის ტრიქოფიტიის მკურნალობისას. ნაჩვენებია, რომ ფლუკონაზოლის ეფექტურობა არ აღემატება გრიზეოფულვინის ეფექტურობას და შეადგენს 20%-ზე ნაკლებს. ამ მიზეზით, თავის თმიანი ნაწილის ტრიქოფიტიის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენება არ შეიძლება.

კრიპტოკოკოზი

სხვა ორგანოების (მაგ., კანისა და ფილტვების კრიპტოკოკოზი) კრიპტოკოკოზის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ არსებული მონაცემები არასაკმარისია, ამიტომ ასეთი დაავადებების მკურნალობის დროს პრეპარატის დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს.

ღრმა ენდემიური მიკოზები

სხვა ფორმის ენდემიური მიკოზების (როგორიცაა პარაკოქციდიოიდომიკოზი, კანის და ლიმფის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი) მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის ეფექტურობის შესახებ მონაცემები არასაკმარისია, ამიტომ აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატის დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს.

შარდგამომყოფი სისტემა

როფლუზოლი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა

ნაჩვენებია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობას; იშვიათ შემთხვევებში ეს აღინიშნებოდა ფლუკონაზოლის გამოყენების დროსაც. თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა, დაკავშირებული პრედნიზონის თანმხლებ გამოყენებასთან, აღწერილია ნაწილში „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები“.

ჰეპატობილიარული სისტემა

როფლუზოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის მხრივ მძიმე ტოქსიკური რეაქციების განვითარება, ლეტალური გამოსავლის ჩათვლით, უპირატესად მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლთან დაკავშირებული ჰეპატოტოქსიკურობის განვითარების შემთხვევაში, საერთო სადღეღამისო დოზასთან, მკურნალობის ხანგრძლივობასთან, პაციენტების სქესთან და ასაკთან აშკარა ურთიერთკავშირი არ აღინიშნებოდა. მკურნალობის შეწყვეტისას ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება იყო შექცევადი, მისი ნიშნები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გაქრნენ.

ღვიძლის ფუნქციური სინჯების გადახრების მქონე პაციენტები ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს უნდა იყვნენ დაკვირვების ქვეშ, ღვიძლის უფრო მძიმე დაზიანების ნიშნების გამოსავლენად.

ისეთი კლინიკური ნიშნების ან სიმპტომების გამოვლინებისას, რომლებიც ღვიძლის მხრიდან მძიმე დარღვევებზე მიუთითებენ (ძლიერი ასთენია, ანორექსია, მდგრადი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე) აღნიშნული შემთხვევების დროს ფლუკონაზოლის მიღება უნდა შეწყდეს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ზოგიერთი აზოლი, ფლუკონაზოლის ჩათვლით, იწვევდა QT ინტერვალის გახანგრძლივებას ელექტროკარდიოგრამაზე. კალიუმის არხებში (Ikr) იონების დინების ინჰიბირების გზით ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას. სხვა პრეპარატებით (მაგ., ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება შეიძლება გაძლიერდეს ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 ინჰიბირებით. პოსტრეგისტრაციული დაკვირვების შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც ფლუკონაზოლს ღებულობდნენ, აღინიშნებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ძალიან იშვიათი შემთხვევები. აღნიშნული შემთხვევები ფიქსირდებოდა მრავალი თანმხლები რისკ-ფაქტორის, როგორიცაა გულის ორგანული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, მქონე მძიმე პაციენტებში და ასევე ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, რომლებსაც შეუძლია ხელი შეუწყონ აღნიშნული გართულებების განვითარებას. ჰიპოკალიემიისა და პროგრესირებადი გულის უკმარისობის მქონე პაციენტები არიან სიცოცხლისათვის საშიში პარკუჭოვანი არითმიებისა და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიების განვითარების მომატებული რისკის ქვეშ.

როფლუზოლი სიფრთხილით გამოიყენება არითმიების განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი და ციტროქრომ P450 (CYP) 3A4 ფერმენტით მეტაბოლიზებადი პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჰალოფანტრინი ახანგრძლივებს QTcრეკომენდებული თერაპიული დოზებით და CYP3A4-ის სუბსტრატს წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.

დერმატოლოგიური რეაქციები

იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს პაციენტებს განუვითარდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი). შიდსის მქონე პაციენტები მიდრეკილნი არიან კანის მძიმე რეაქციების განვითარებისადმი. გამონაყარის გამოვლენის დროს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტებში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ გამონაყარი ვითარდება პაციენტებში ინვაზიური/სისტემური სოკოვანი ინფექციებით, აუცილებელია მათზე სათანადო დაკვირვება, ხოლო ბულოზური დაზიანებების ან მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევაში, ფლუკონაზოლი უნდა მოიხსნას.

არის შეტყობინებები ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) წამლისმიერი რეაქციის განვითარების შესახებ.

კანდიდოზი

კვლევებმა აჩვენა, Candida-ს სხვა სახეობების მიკროორგანიზმებით, გარდა C. albicans, გამოწვეული ინფექციებით დაავადების სიხშირის გაზრდა. ეს სახეობები (მაგალითად C. krusei და C. auris) ხშირად ფლობენ ბუნებრივ რეზისტენტობას ან აჩვენებენ შემცირებულ მგრძნობელობას ფლუკონაზილის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციების შემთხვევაში, მკურნალობის არაეფექტურობის გამო შეიძლება საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული მკურნალობა. ამიტომ, პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია ფლუკონაზოლის მიმართ Candida-ს სხვა სახეობების მდგრადობის გავრცელების გათვალისწინება.

ჰიპერმგრძნობელობა

იშვიათ შემთხვევებში არსებობს ანაფილაქსიის განვითარების შემთხვევები.

ციტოქრომი P450

ფლუკონაზოლი CYP2С9 და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს წარმოადგენს. ფლუკონაზოლი ასევე CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორია. აუცილებელია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ფლუკონაზოლსა და ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის მონაწილეობით.

ტერფენადინი

ფლუკონაზოლის გამოყენებისას 400 მგ-ზე ნაკლები დღიური დოზით ტერფენადინთან ერთად აუცილებელია პაციენტზე სათანადო დაკვირვება.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს საღებავებს (აზორუბინი, ყვითელი სანსეტი, პონსო 4R და შავი ბრილიანტი), რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

როფლუზოლი შეიცავს კონსერვანტებს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია დაყოვნებული ტიპის).

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ფლუკონაზოლის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა.

აუცილებელია პაციენტების გაფრთხილება როფლუზოლით მკურნალობის დროს თავბრუს ან კრუნჩხვების შესაძლო განვითარების შესახებ და იმის თაობაზე, რომ მსგავსი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა თავი შეიკავონ ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

დაკვირვებითი კვლევის შედეგებმა უჩვენეს სპონტანური აბორტების მომატებული რისკი ქალებში, რომლებიც ორსულობის პირველი ტრიმესტრის დროს მკურნალობდნენ ფლუკონაზოლით. აღწერილია მრავლობითი მანკების განვითარების შემთხვევები (ბრაქიცეფალიის, ყურის ნიჟარების დისპლაზიის, წინა ყიფლიბანდის ჭარბად გადიდების, ბარძაყის გამრუდების, მხარ-იდაყვის სინოსტოზის ჩათვლით) ახალშობილებში, რომელთა დედები კოქციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ სამი და მეტი თვის განმავლობაში ღებულობდნენ ფლუკონაზოლს მაღალი დოზებით (400-800 მგ დღეში). აღნიშნული შემთხვევების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფლუკონაზოლის მიღებასთან გაურკვეველია.

მოცემული კვლევები, რამდენიმე ათას ორსულ ქალზე, რომლებიც პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზას ≤150 მგ, არ გამოავლინა ნაყოფის განვითარების მანკების წარმოქმნის საერთო რისკის ზრდა. ერთ ფართო მასშტაბიან, ობსერვაციულ, კოგროტულ კვლევაში ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლის შიგნით მიღებას თან ახლდა ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მანკების განვითარების უმნიშვნელოდ მომატებული რისკი, რომელიც შეესაბამებოდა 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზას ≤450 მგ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლურ პრეპარატებს და დაახლოებით, 4 დამატებითი შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ 450 მგ კუმულაციურ დოზაზე მეტს. კორექტირებულმა შეფარდებითმა რისკმა შეადგინა 1,29 (95% ნდობის ინტერვალი 1,05-1,58) ფლუკონაზოლის 150 მგ შიგნით მისაღები დოზისთვის და (1,98% ნდობის ინტერვალი 1,23-3,17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მეტი დოზისთვის.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

ფლუკონაზოლი სტანდარტული დოზებით და ხანმოკლე მკურნალობისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება რისკს.

ფლუკონაზოლი მაღალი დოზებით და/ან ხანგრძლივი მკურნალობისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ინფექციების მკურნალობისა.

ლაქტაცია

ფლუკონაზოლი გადადის დედის რძეში, სადაც მიიღწევა პლაზმაში არსებული კონცენტრაციების მსგავსი კონცენტრაციები. ძუძუთი კვება შეიძლება გაგრძელდეს 150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი სტანდარტული დოზის მიღების შემდეგ. ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ფლუკონაზოლის მრავალჯერადი ან მაღალი დოზებით მიღების დროს. ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის განხილულ უნდა იქნეს დედისათვის პრეპარატის გამოყენების კლინიკურ აუცილებლობასთან და პრეპარატის ან დედის ძირითადი დაავადების ყველა პოტენციურად არაკეთილსაიმედო ეფექტთან ერთად ძუძუთა ბავშვთან მიმართებაში.

ფერტილობა

ფლუკონაზოლი ზეგავლენას არ ახდენდა მამრი ან მდედრი ვირთხების ფერტილობაზე.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები

შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია:

ციზაპრიდი: ციზაპრიდი: შესაძლებელია არასასურველი რეაქციები გულის მხრივ, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით. კონტროლირებად კვლევებში ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენება დოზით 200 მგ დღეში ერთხელ ციზაპრიდთან დოზით 20 მგ 4-ჯერ დღეში იწვევდა სისხლის პლაზმაში ციზაპრიდის დონის მნიშვნელოვან ზრდას და QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ფლუკონაზოლით და ციზაპრიდით ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია.

ტერფენადინი: QT ინტერვალის გახანგრძლივების შედეგად გულის მძიმე არითმიების განვითარების გამო ფლუკონაზოლის მიღება დოზით 400 მგ დღეში ან მეტი ტერფენადინთან ერთად მკურნალობისას უკუნაჩვენებია. ფლუკონაზოლის მიღება 400 მგ-ზე ნაკლები დოზებით ტერფენადინთან ერთად უნდა მოხდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ასთემიზოლი: ერთდროული გამოყენება ამცირებს ასთემიზოლის კლირენსს. პლაზმაში ასთემიზოლის მომატებულმა კონცენტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიების განვითარება.

პიმოზიდი: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. სისხლის პლაზმაში პიმოზიდის კონცენტრაციების მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიების განვითარება.

ქინიდინი: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. ქინიდინის გამოყენებას თან ახლდა QT ინტერვალის გახანგრძლივება და იშვიათ შემთხვევებში - „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიების განვითარება.

ერითრომიცინი: ერთდროული გამოყენება პოტენციურად ზრდის კარდიოტოქსიკურობის რისკს (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და მასთან დაკავშირებულ ლეტალობას.

შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის:

ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში CYP3A4-ზე მაინჰიბირებელი მოქმედების გამო. ფლუკონაზოლისა და ჰალოფანტრინის ერთად გამოყენებას პოტენციურად შეუძლია გაზარდოს კარდიოტოქსიკურობის რისკი (QT ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და მასთან დაკავშირებული ლეტალობა.

სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომელთა მიღებისას აუცილებელია სიფრთხილე:

ამიოდარონი: ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს QT ინტერვალი. ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთად გამოყენების აუცილებლობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზების (800 მგ) მიღებისას.

შემდეგი სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება საჭიროების სიფრთხილის ზომებს და დოზის კორექციას:

სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება ფლუკონაზოლზე

რიფამპიცინი: ერთდროული გამოყენება იწვევდა AUC-ის შემცირებას 25%-ით და ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდის შემცირებას 20%-ით. პაციენტებმა, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ რიფამპიცინს, უნდა განიხილონ ფლუკონაზოლის დოზის მომატების შესაძლებლობა.

ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევებმა უჩვენეს, რომ ფლუკონაზოლის პერორალური მიღებისას საკვებთან, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან ორგანიზმის დასხივების შემდეგ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს ფლუკონაზოლის აბსორბციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღინიშნებოდა.

ჰიდროქლორთიაზიდი: ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების კვლევაში ჯანმრთელ მოხალისეებში ჰიდროქლორთიაზიდის მრავალჯერადი დოზების გამოყენება ფლუკონაზოლთან ერთად ზრდიდა ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში 40%-ით. ამგვარად გამოხატული ზემოქმედების დროს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის ცვლილება საჭირო არ არის პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ შარდმდენებს.

ფლუკონაზოლის მოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებზე

ფლუკონაზოლი არის 2C9 და 3A4 იზოფერმენტების ციტოქრომ P450 (CYP) ზომიერი ინჰიბიტორი. ფლუკონაზოლი ასევე არის CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი. გამოვლენილ/რეგისტრირებულ ურთიერთქმედებებთან ერთად, რომლებიც მოცემულია ქვემოთ, არსებობს CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ით მეტაბოლიზებადი სხვა ნივთიერებების სისხლის პლაზმაში კონცენტრაციების მომატების რისკი. ამის გამო, მსგავსი კომბინაციების გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და პაციენტის მდგომარეობაზე სათანადო კონტროლის განხორციელება. ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო მისი ფერმენტ-მაინჰიბირებელი ეფექტი ნარჩუნდება თერაპიის შეწყვეტიდან 4-5 დღის განმავლობაში.

ალფენტანილი: ფლუკონაზოლის (400 მგ) გამოყენებისას ინტრავენურ ალფენტანილთან (20 მკგ/კგ) ერთად ჯანმრთელ მოხალისეებში აღინიშნებოდა ალფენტანილის AUC10-ის მომატება 2-ჯერ, სავარაუდოდ, СYP3A4 ინჰიბირების გამო. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექცია.

ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ფლუკონაზოლი აძლიერებს ამიტრიპტილინისა და ნორტრიპტილინის მოქმედებას. რეკომენდებულია 5-ნორტრიპტილინისა და/ან S-ამიტრიპტილინის კონცენტრაციის განსაზღვრა კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და 1 კვირის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ამიტრიპტილი/ნორტრიპტილინის დოზის კორექცია.

ამფოტერიცინი B: ფლუკონაზოლისა და ამფოტერიცინის ერთდროულმა შეყვანამ ნორმალური ან დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ინფიცირებულ თაგვებში გამოავლინა ზომიერი ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი С. albicans-ის სისტემური ინფექციის დროს, ურთიერთქმედების არარსებობა Cryptococcus neoformans-ის ქალაშიდა ინფექციის დროს და ორი პრეპარატის ანტაგონიზმი Aspergillus fumigatus-ის სისტემური ინფექციის დროს. აღნიშნული კვლევების დროს მიღებული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ანტიკოაგულანტები: პოსტრეგისტრაციული გამოყენების დროს, ისევე როგორც სხვა აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების დროს, ვარფარინთან ერთად ფლუკონაზოლის გამოყენებისას, აღინიშნებოდა მოვლენები (სისხლნაჟღენთები, ცხვირიდან სისხლდენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემატურია და მელენა), რომლებსაც თან ახლდა პროთრომბინის დროის მატება. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა პროთრომბინის დროის 2-ჯერ მატება, სავარაუდოდ ვარფარინის მეტაბოლიზმის ინჰიბირების გამო, რაც CYP2C9-სთან არის დაკავშირებული. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ კუმარინული ტიპის ანტიკოაგულანტებს ან ინდანდიონურ ანტიკოაგულანტებს ფლუკონაზოლთან ერთად, აუცილებელია პროთრომბინის დროის სათანადო მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის დოზის კორექცია.

ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინები (მაგალითად, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი): ფლუკონაზოლის დანიშვნა პერორალური მიდაზოლამის მიღების შემდეგ იწვევდა მიდაზოლამის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მატებას და ფსიქომოტორული ეფექტების გაძლიერებას. 200 მგ ფლუკონაზოლისა და 7,5 მგ პერორალური მიდაზოლამის ერთდროული გამოყენება იწვევდა AUC-ის და მიდაზოლამის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას 3,7-ჯერ და 2,2-ჯერ შესაბამისად. 200 მგ ფლუკონაზოლი დღეში, 0,25 მგ პერორალურ ტრიაზოლამთან ერთად, იწვევდა ტრიაზოლამის AUC-ისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას 4,4-ჯერ და 2,3-ჯერ შესაბამისად. ტრიაზოლამის გამოყენებისას ფლუკონაზოლთან ერთად აღინიშნებოდა ტრიაზოლამის მოქმედების გაძლიერება და გახანგრძლივება. თუ ფლუკონაზოლით მკურნალობის ფონზე პაციენტებს ესაჭიროებათ ბენზოდიაზეპინების მიღება, განხილულ უნდა იქნეს ბენზოდიაზეპინების დოზის შემცირების შესაძლებლობა და განხორციელდეს პაციენტის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი.

კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და იწვევს სისხლის შრატში კარბამაზეპინის დონის მატებას 30%-ით. არსებობს ტოქსიკურობის განვითარების რისკი კარბამაზეპინის მხრიდან. შეიძლება საჭირო გახდეს კარბამაზეპინის დოზის კორექცია მისი კონცენტრაციისა და პრეპარატის მოქმედების მიხედვით.

კალციუმის არხების ბლოკატორები: კალციუმის არხების ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ნიკარდიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება CYP34 ფერმენტით. ფლუკონაზოლს პოტენციურად შეუძლია გაზარდოს კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემური ზემოქმედება. რეკომენდებულია არასასურველი რეაქციების სათანადო მონიტორინგი.

ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლის (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბის (200 მგ) ერთად გამოყენებისას ცელეკოქსიბის Сmaх და AUC მაჩვენებლები იზრდებოდა 68% და 134%-ით შესაბამისად. ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის ორჯერ შემცირება.

ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის ერთად გამოყენება იწვევს სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის დონის მატებას. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება შესაძლებელია, სისხლის შრატში ბილირუბინისა და კრეატინინის კონცენტრაციების მომატების რისკის გათვალისწინებით.

ფენტანილი: არსებობს ფენტანილით ინტოქსიკაციის ერთი შემთხვევა ლეტალური გამოსავლით, ფენტანილსა და ფლუკონაზოლს შორის შესაძლო ურთიერთქმედების შედეგად. დადგენილია, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ანელებდა ფენტანილის ელიმინაციას ჯანმრთელ მოხალისეებში. ფენტანილის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ამიტომ აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის სათანადო კონტროლი. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექცია.

HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორები: HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (ატორვასტატინი და სიმვასტატინი) ან CYP2C9-ით (ფლუვასტატინი), ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენება ზრდის მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკს. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოსავლენად და კრეატინკინაზას დონის მონიტორინგი. კრეატინკინაზას დონის მნიშვნელოვანი მატების შემთხვევაში, ასევე მიოპათიის/რაბდომიოლიზის დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის არსებობისას, HMG-CoA-რედუქტაზას ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს.

იბრუტინიბი: CYP3A4 ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდიან იბრუტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში და შეუძლიათ ტოქსიკურობის რისკის გაზრდა. თუ ასეთი კომბინაციის გამოყენების თავის არიდება შეუძლებელია, საჭიროა იბრუტინიბის დოზის შემცირება 280 მგ-მდე ერთხელ დღეში (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების პერიოდში და სათანადო კლინიკური დაკვირვების უზრუნველყოფა.

ივაკაფტორი: ცისტური ფიბროზისტრანსმემბრანული განვლადობის რეგულატორის (CFTR) გამაძლერებელთან, ივაკაფტორთან, ერთდროული გამოყენება, ზრდიდა ივაკაფტორის ზემოქმედებას 3-ჯერ, ხოლო ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორისა (M1) – 1,9-ჯერ. ივაკაფტორის დოზის შემცირება 150 მგ-მდე ერთხელ დღეში რეკომენდებულია პაციენტებისათვის, რომლებიც ასევე ღებულობენ CYP3A-ს ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი და ერითრომიცინი.

ოლაპარიბი: CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიც ფლუკონაზოლია, ზრდიან ოლაპარიბის კონცენტრაციას პლაზმაში; ასეთი კომბინაციის გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ კომბინაციას ვერ ავირიდებთ, საჭიროა ოლაპარიბის დოზის შეზღუდვა 200 მგ-მდე ორჯერ დღეში.

ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას და AUC-ს. ფლუკონაზოლის (200 მგ დღე-ღამეში) და ციკლოსპორინის (2,7 მგ/კგ დღე-ღამეში) ერთად გამოყენებისას აღინიშნებოდა ციკლოსპორინის AUC-ის ზრდა 1,8-ჯერ. აღნიშნული კომბინაციის გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირებით მისი კონცენტრაციის მიხედვით.

ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ in vivo და in vitro კვლევები არ ჩატარებულა, ფლუკონაზოლს შეუძლია ევეროლიმუსის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში CYP3A4-ის ინჰიბირების გზით.

სიროლიმუსი: ფლუკონაზოლი ზრდის სიროლიმუსის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, სავარაუდოდ CYP3A4 და P-გლიკოპროტეინის გავლენის შედეგად სიროლიმუსის მეტაბოლიზმის დათრგუნვის გზით. აღნიშნული პრეპარატების ერთად გამოყენება შეიძლება სიროლიმუსის დოზის კორექციის პირობით პრეპარატის კონცენტრაციის დონისა და ეფექტების მიხედვით.

ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლს შეუძლია 5-ჯერ გაზარდოს პერორალური ტაკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში, CYP3A4-ის ზემოქმედებით ნაწლავში ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების შედეგად. ტაკროლიმუსის ვენაში შეყვანის დროს ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა. ტაკროლიმუსის გაზრდილი დონე დაკავშირებული იყო ნეფროტოქსიკურობასთან. ტაკროლიმუსის პერორალური დოზა უნდა შემცირდეს მისი კონცენტრაციის შესაბამისად.

ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-3174), რომელიც ლოზარტანის გამოყენებისას დიდწილად პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების მიმართ ანტაგონიზმზე. პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი.

მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია მეტადონის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები: ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენებისასფლურბიპროფენის Cmax და AUC მაჩვენებლები გაიზარდა 23% და 81%-ით შესაბამისად, ფლურბიპროფენით მონოთერაპიასთან შედარებით. ანალოგიურად, ფლუკონაზოლისა და რაცემიული იბუპროფენის (400 მგ) ერთად გამოყენებისას, ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+) – იბუპროფენი] Cmax და AUC მაჩვენებლები შესაბამისად გაიზარდა 15% და 82%-ით, რაცემიული იბუპროფენიით მონოთერაპიასთან შედარებით.

ფლუკონაზოლს შეუძლია CYP2C9-ით მეტაბოლიზებადი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (მაგ., ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი) სისტემური მოქმედების გაზრდა. რეკომენდებულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციებისა და ტოქსიკურობის მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია.

ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. 200 მგ ფლუკონაზოლისა და 250 მგ ინტრავენური ფენიტოინის განმეორებითი ერთდროული გამოყენება იწვევდა ფენიტოინის AUC24-ის გაზრდას 75%-ით და Cmin-ის გაზრდას 128%-ით. პრეპარატების ერთად გამოყენებისას ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია სისხლის შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი.

პრედნიზონი: არსებობს შემთხვევა, როდესაც ღვიძლის გადანერგვის შემდეგ პრედნიზონის გამოყენების ფონზე განვითარდა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის მწვავე უკმარისობა ფლუკონაზოლით თერაპიის სამთვიანი კურსის შეწყვეტის შემდეგ. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლის მოხსნამ გამოიწვია CYP3А4-ის აქტივობის გაძლიერება, რამაც განაპირობა პრედნიზონის მეტაბოლიზმის დაჩქარება. პაციენტები, რომლებიც იტარებენ ფლუკონაზოლითა და პრედნიზონის გრძელვადიან მკურნალობას, უნდა იყვნენ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ფლუკონაზოლის მოხსნისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის გამოვლენის მიზნით.

რიფაბუტინი: ფლუკონაზოლი ზრდის რიფაბუტინის კონცენტრაციას შრატში, რაც იწვევს რიფაბუტინის AUC მაჩვენებლის გაზრდას 80%-მდე. პაციენტებში, რომლებიც ერთად ღებულობდნენ ფლუკონაზოლსა და რიფაბუტინს დაფიქსირებულია უვეიტის განვითარების შემთხვევები. კომბინირებული მკურნალობის დროს ყურადღება უნდა მიექცეს რიფაბუტინის ტოქსიკური მოქმედების სიმპტომებს.

საკვინავირი: ფლუკონაზოლი ზრდის საკვინავირის AUC და C max-ს დაახლოებით 50% და 55%-ით შესაბამისად, ღვიძლში CYP3A4 ფერმენტით საკვინავირის მეტაბოლიზმის დათრგუნვის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირების გზით. საკვინავირთან/რიტონავირთან ურთიერთქმედება არ შესწავლილა, ამიტომ შესაძლოა ის უფრო გამოხატულ ხასიათს ატარებდეს. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექცია.

სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლი ზრდიდა ერთდროულად გამოყენებული პერორალური სულფონილშარდოვანას პრეპარატების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) ნახევარგამოყოფის პერიოდს სისხლის შრატში. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, სულფონილშარდოვანას პრეპარატების დოზის დროული შემცირება.

თეოფილინი: ურთიერთქმედების შემსწავლელ პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში 200 მგ ფლუკონაზოლის გამოყენება 14 დღის განმავლობაში იწვევდა სისხლის პლაზმიდან თეოფილინის კლირენსის საშუალო სიჩქარის შემცირებას 18%-ით. პაციენტები, რომლებიც თეოფილინის მაღალ დოზებს ღებულობენ, ანუ არიან თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების მომატებული რისკის წინაშე, უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ თეოფილინის ტოქსიკურობის ნიშნების გამოსავლენად. ტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია მკურნალობის შეცვლა.

ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ზემოქმედება იზრდება მისი გამოყენებისას ისეთ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფენ CYP3A4 ზომიერ ინჰიბირებას და CYP2C19 ძლიერ ინჰიბირებას (მაგალითად, ფლუკონაზოლით). ამის გამო, ასეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია ტოფაციტინიბის დოზის შემცირება 5 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში.

გველის სუროს ალკალოიდები: ფლუკონაზოლს, სავარაუდოდ, CYP3A4 ინჰიბირების გამო, შეუძლია გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში გველის სუროს ალკალოიდების (მაგ., ვინკრისტინი და ვინბლასტინი) კონცენტრაციის მომატება, რაც თავის მხრივ ნეიროტოქსიკური ეფექტების განვითარებას იწვევს.

ვიტამინი A: არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტს, რომელიც ერთდოულად all-ტრანს რეტინოის მჟავას (A ვიტამინის მჟავა ფორმა) და ფლუკონაზოლს ღებულობდა, აღენიშნებოდა არასასურველი რეაქციების ცნს-ის მხრივ თავის ტვინის ფსევდოსიმსივნის სახით, რომელიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. აღნიშნული სამკურნალო საშუალებების ერთად მიღება შეიძლება, რეკომენდებულია ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების მონიტორინგი.

ვორიკონაზოლი (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 ინჰიბიტორები): ვორიკონაზოლის (400 მგ 12 საათში ერთხელ 1-ლ დღეს, შემდეგ 200 მგ 12 საათში ერთხელ 2,5 დღის განმავლობაში) და ფლუკონაზოლის (400 მგ 1-ლ დღეს, შემდეგ 200 მგ 24 საათში ერთხელ 4 დღის განმავლობაში) პერორალურმა გამოყენებამ მამრობითი სქესის რვა ჯანმრთელ მოხალისეში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ გაზრდა საშუალოდ 57%-ით (90% CI: 20%, 107%) და 79%-ით (90% CI: 40%, 128%) შესაბამისად. ვორიკონაზოლისა და ფლუკონაზოლის დოზის და/ან მიღების სიხშირის შემცირება, რომელიც მოხსნიდა მსგავს ეფექტს, დადგენილი არ არის. ფლუკონაზოლის შემდეგ ვორიკონაზოლის მიღებისას აუცილებელია ვორიკონაზოლის არასასურველი რეაქციების მონიტორინგი.

ზიდოვუდინი: ფლუკონაზოლი ზრდის ზიდოვუდინის Сmах და AUC-ს შესაბამისად 84% და 74%-ით, რაც დაკავშირებულია ზიდოვუდინის კლირენსის შემცირებასთან პერორალური მიღების დროს დაახლოებით 45%-ით. ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ფლუკონაზოლთან ერთად კომბინირებული თერაპიის შემდეგ დაახლოებით 128%-ით გაიზარდა. პაციენტები, რომლებიც აღნიშნულ კომბინაციას იღებენ, საჭიროებენ მონიტორინგს ზიდოვუდინთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების გამოსავლენად. განიხილება ზიდოვუდინის დოზის შემცირების საკითხი.

აზითრომიცინი: ღია რანდომიზებული სამმხრივი ჯვარედინი კვლევა 18 ჯანმრთელი მოხალისეს მონაწილეობით აფასებდა 1200 მგ აზითრომიცინის ერთჯერადი პერორალური დოზის ზეგავლენას 800 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი პერორალური დოზის ფარმაკოკინეტიკაზე, ასევე ფლუკონაზოლის ზეგავლენას აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე. ფლუკონაზოლსა და აზითრომიცინს შორის მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

პერორალური კონტრაცეპტივები: ჩატარდა ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებით ფლუკონაზოლის მრავალჯერადი დოზის მიღების ფონზე. ფლუკონაზოლის მიღებისას დოზით 50 მგ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰორმონების დონეზე არ გამოვლენილა, თუმცა დღეში 200 მგ-ის მიღებისას აღინიშნებოდა ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის AUC მაჩვენებლების მომატება შესაბამისად 40% და 24%-ით. ამრიგად, ფლუკონაზოლის აღნიშნული დოზების მრავალჯერადმა მიღებამ ნაკლებად მოსალოდნელია იმოქმედოს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე.

ივაკაფტორი: ცისტური ფიბროზისტრანსმემბრანული განვლადობის რეგულატორის (CFTR) გამაძლერებელთან, ივაკაფტორთან, ერთდროული გამოყენება, ზრდიდა ივაკაფტორის ზემოქმედებას 3-ჯერ, ხოლო ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორისა (M1) – 1,9-ჯერ. ივაკაფტორის დოზის შემცირება 150 მგ-მდე ერთხელ დღეში რეკომენდებულია პაციენტებისათვის, რომლებიც ასევე ღებულობენ CYP3A-ს ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი და ერითრომიცინი.

ჭარბი დოზირება

არსებობს ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების შემთხვევები, რასაც თან ახლდა ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევები.

ჭარბი დოზირების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის შემანარჩუნებელი და კუჭის ამორეცხვა).

ფლუკონაზოლი მნიშვნელოვანწილად გამოიყოფა შარდთან ერთად; ფორსირებულ დიურეზს, სავარაუდოდ შეუძლია გამოყოფის სიჩქარის გაზრდა. ჰემოდიალიზის სამ საათიანი სეანსი ამცირებს ნივთიერების დონეს სისხლის პლაზმაში დაახლოებით 50%-ით.

გამოშვების ფორმა

როფლუზოლი 50 მგ

კაფსულები. 7 კაფსულა ბლისტერში.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

როფლუზოლი 150 მგ

კაფსულები. 1 კაფსულა ბლისტერში.

1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერტიფიკატის მფლობელია

„როტაფარმ ლიმიტედი“, დიდი ბრიტანეთი

(ROTAPHARM LIMITED”), GREAT BRITAIN.

წარმოებულია

„კ.ს. სლავია ფარმ ს.რ.ლ.“-ის მიერ, თეოდორ პალადის ბულვარი #44C, სექტორი 3, ბუქარესტი, რუმინეთი..

(S.C. „Slavia Pharm S.R.L.“, Bd Theodor Pallady no. 44C, district 3, Bucharest, Romania).