ვინებრალი 30მგ #20კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ვინებრალი 30მგ #20კაფს
წამლის ფორმა: კაფსულები დაყოვნებული გამოთავისუფლების ფორმით
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #2, მქრქალი წითელი ფერის, მოთეთრო-მოყვითალო ფერის პელეტების შემცველობით.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ვინკამინი 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სიმინდის სახამებელი, ეუდრაგიტი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ბრილიანტის ლურჯი, კარმოიზინი, პონსო.
პრეპარატის ათქ კოდი: C04AX07
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პერიფერიული ვაზოდილალატორები. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვინებრალი ახდენს სელექციურ ვაზომარეგულირებელ მოქმედებას ტვინის სისხლძარღვებზე, ხელს უწყობს რა ტვინში სისხლის მიმოქცევის ადაპტაციას ტვინის მეტაბოლური საჭიროებებისადმი. ვინებრალი აუმჯობესებს თავის ტვინის მეტაბოლიზმს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერების ხარჯზე, რის შედეგადაც ზრდის ენერგიის წარმოქმნას და ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო აქტივობის ამაღლებას. ვინებრალი ზრდის ჰიპოქსიის მდგომარეობაში არსებული ნეირონების მომარაგებას ჟანგბადით, აწესრიგებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას. ამაღლებს გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას. ვინებრალი კარგად აიტანება პაციენტთა მიერ, არ გააჩნია ბიოლოგიური, ჰემატოლოგიური ტოქსიურობა და გვერდითი მოქმედება თირკმელებსა და ღვიძლზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 60-90 წუთს, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება _ 64%-ს. ვინებრალი სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში, მხოლოდ 4-6% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით.
გამოყენების ჩვენებები
ვინებრალი გამოიყენება თავის ტვინის მეტაბოლური მოთხოვნილებებისადმი ტვინში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისა და ადაპტაციისათვის, მისი ფუნქციების რეგულაციის, გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისათვის. გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას:
- მეხსიერების დაქვეითება;
- ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა;
- დიაბეტური ანგიოპათია;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება;
- ქალა-ტვინის ტრავმისა და ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შემდგომი მდგომარეობა;
- ტვინის იშემიის შემდგომი ცერებრული დარღვევები;
- ჰიპერტონული ენცეფალოპათია;
- სმენისა და მხედველობის სისხლძარღვოვანი წარმოშობის დარღვევები;
- სივრცესა და დროში ორიენტაციის დარღვევა;
- სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის შედეგად განვითარებული ემოციური დარღვევები.
უკუჩვენებები
- თავის ტვინის სიმსივნე;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა ვინკამინის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოქმედება
რეკომენდებული დოზებით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოქმედება ვლინდება ერთეულ შემთხვევებში. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ქავილის, პაპულოზური გამონაყარის სახით, აგრეთვე თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
მიღების წესი და დოზები
ვინებრალის კაფსულები მიიღება პერორალურად, წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით. მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების მიმდინარეობის მიხედვით.
ჭარბი დოზა
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ვინებრალი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებებისა და ანტიაგრეგანტების მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია რეკომენდებული დოზების გადამეტება. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. პრეპარატი არ გამოიყენება ჰიპოკალიემიისა და Qთ ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევებში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ვინებრალი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში.
გამოშვების ფორმა
ვინებრალი 30 მგ.
მყარი ჟელატინის კაფსულები დაყოვნებული გამოთავისუფლების ფორმით.
ბლისტერში 10 კაფსულა.
მუყაოს შეფუთვაში მოთავსებულია 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
III ჯგუფი ურეცეპტოდ.