მაქსიბილი 120მგ #30კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
მაქსიბილი 120მგ 30 კაფსულა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თავის ტვინის და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი საშუალება.
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 120მგ გინგკო ბილობას ფოთლების მშრალ ექსტრაქტს; გინგკო ფლავონურ გლიკოზიდებს და ტერპენულ ლაქტონებს (გინკოლიდები და ბილობალიდები); მოცვი; ყურძენი; გოთუკოლას ექსტრაქტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გინგკო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბოციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულაცია, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.
ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათია (ინსულტის შედეგად, ქალა-ტვინის ტრავმა);
პრეპარატი ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პაციენტებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:
• ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა;
• შფოთვის, შიშის შეგრძნება;
• თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევები.
ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სისხლის შედედების დაქვეითება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, 18 წლამდე ასაკი.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება 1 კაფსულა დღეში, მცირე რაოდენობა წყლით. მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 3 თვეს. მდგომარეობის გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, დისპეფსია, სისხლის შედედების დაქვეითება.
გამოშვების ფორმა: 120მგ კაფსულები, #30










