ნეიპოგენი 0.3მგ/1მლ #5ფლ

ნეიპოგენი 0.3მგ/1მლ #5ფლ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Filgrastimum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 3720
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნეიპოგენი
(NEUPOGEN)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 1 მლ. შეფუთვაში 5 ც.
1 მლ.
ფილგრასტიმი . . . . . . . . . 30 მლნ სე (300 მკგ)
საინექციო ხსნარი: შპრიც-ტუბში 1 მლ, შეფუთვაში 1 ც.
1 მლ.
ფილგრასტიმი . . . . . . . . . 30 მლნ სე (300 მკგ)
შემავსებლები:
ნატრიუმის აცეტატის ბუფერი (pH 4.0), სორბიტოლი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფილგრასტიმი წარმოადგენს კარგად გაწმენდილ არაგლიკოზირებულ ცილას, რომელიც შედგება 175 ამინომჟავასაგან. მისი გამომუშავება ხდება Escherichia coli-ს ლაბორატორიული შტამის მიერ, რომელშიც გენური ინჟინერიის მეთოდით შეყვანილია ადამიანის გრანულოციტული კოლონიეამასტიმულირებელი ფაქტორის გენი.
ადამიანის გრანულოციტული კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი (ა-გკმფ) წარმოადგენს გლიკოპროტეინს, რომელიც არეგულირებს ფუნქციურად აქტიური ნეიტროფილების წარმოქმნას და მათ გამოსვლას სისხლში ძვლის ტვინიდან. ნეიპოგენი, რომელიც შეიცავს რეკომბინანტურ ა-გკმფ-ს, საგრძნობლად ზრდის ნეიტროფილების რაოდენობას პერიფერიულ სისხლში პირველი 24 საათის განმავლობაში მისი შეყვანის შემდეგ, მონოციტების რაოდენობის მცირე გაზრდით. ზოგიერთ ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ცირკულაციაში მყოფი ეოზინოფილების უმნიშვნელო მომატება საწყის დონესთან შედარებით. ავადმყოფთა გარკვეულ ნაწილში ეოზინოფილია და ბაზოფილია აღინიშნება პრეპარატის დანიშვნამდე.
ნეიტროფილების რაოდენობის მომატება რეკომენდებული დოზების ინტერვალში დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. ნეიტროფილების ფუნქცია, ადამიანის ორგანიზმში ნეიპოგენის შეყვანისას, ნორმალური ან გაძლიერებულია, რაც დამტკიცებულია ქემოტაქსისის და ფაგოციტოზის კვლევით. პრეპარატით მკურნალობის დამთავრების შემდეგ ნეიტროფილების რიცხვი პერიფერიულ სისხლში მცირდება 50%-ით 1-2 დღის განმავლობაში და აღწევს ნორმალურ დონეს 1-7 დღის განმავლობაში.
ნეიპოგენი საგრძნობლად ამცირებს ნეიტროპენიის და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირეს, სიმძიმეს და ხანგრძლივობას, რაც ხშირად აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს ციტოსტატური საშუალებებით, ან მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით.
ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ნეიპოგენით და ციტოსტატური საშუალებებით, ან მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და ხანგრძლივ მკურნალობას სტაციონარში. ამასთან ერთად პაციენტები, რომლებიც იტარებენ მხოლოდ ციტოსტატურ თერაპიას საჭიროებენ ანტიბიოტიკების შედარებით მცირე დოზებს. ნეიპოგენით მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს ფებრილურ ნეიტროპენიას, მოთხოვნილებას ანტიბიოტიკოთერაპიისადმი და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას ინდუქციური ქიმიოთერაპიის შემდეგ მწვავე მიელოლეიკოზის დროს.
ცხელების და დოკუმენტირებული ინფექციების სიხშირე ამ დროს არ მცირდება. ნეიპოგენის გამოყენება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ქიმიოთერაპიის შემდეგ იწვევს პერიფერიული სისხლის ჰემოპოეზის წინამორბედი უჯრედების აქტივირებას. ეს აუტოლოგიური უჯრედები-წინამორბედები შეიძლება შეგროვდეს და შემდგომში შეყვანილი იქნას ციტოსტატური საშუალებების დიდი დოზებით მკურნალობის შემდეგ, ძვლის ტვინის გადანერგვის ნაცვლად, ან მასთან ერთად დამატებით. მათი შეყვანა აჩქარებს სისხლწარმოქმნის აღდგენას, ამცირებს ჰემორაგიული გართულებების წარმოქმნის საფრთხეს და თრომბოციტული მასის გადასხმის საჭიროებას როგორც კანქვეშ, ასევე ინტრავენური შეყვანისას ფილგრასტიმის ელიმინაცია ორგანიზმიდან მიმდინარეობს I რიგის კინეტიკის მიხედვით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3.5 საათს, ხოლო მისი კლირენსი დაახლოებით 0.6 მლ/წუთში/კგ-ის ტოლია. ფილგრასტიმის უწყვეტი ინფუზიის დროს 28 დღის განმავლობაში ავადმყოფებში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვის შემდეგ არ აღინიშნება კუმულაციის ნიშნები და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება.

ჩვენებები

ნეიტროპენიის ხანგრძლივობის შემცირების და ფებრილური ნეიტროპენიის სიხშირის დაქვეითების მიზნით ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას ციტოსტატური საშუალებებით ავთვისებიანი დაავადებების გამო (ქრონიკული მიელოლეიკოზის და მიელოდისპლაზიური სინდრომის გამოკლებით), ასევე ნეიტროპენიის და მისი კლინიკური შედეგების ხანგრძლივობის შესამცირებლად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მიელოაბლატიურ თერაპიას ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით. პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის აუტოლოგიური უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია, მათ შორის მიელოსუპრესიული თერაპიის დროს ჰემოპოეზის აღდგენის დასაჩქარებლად, ამ უჯრედების შეყვანით მიელოსუპრესიის ან მიელოაბლატიის შემდეგ. ხანგრძლივი თერაპია ნეიტროფილების რიცხვის გაზრდისათვის და ინფექციური გართულებების სიხშირის და ხანგრძლივობის შესამცირებლად ბავშვებში და მოზრდილებში მძიმე თანდაყოლილი, პერიოდული ან ავთვისებიანი ნეიტროპენიით (ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 1 მმ2-ში 500-ზე ნაკლებია) და ანამნეზში მძიმე ან რეციდივული ინფექციებით.

დოზირების რეჟიმი

ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის სტანდარტული სქემა:
0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) ერთხელ დღეში.
მიელოაბლატური თერაპია ძვლის ტვინის შემდგომი გადანერგვით:
საწყისი დოზა _ 1.0 მლნ. სე (10 მკგ/კგ) დღეში ინტრავენურად წვეთოვნად 30 წუთის ან 24 საათის განმავლობაში, ან 1.0 მლნ. სე (10 მკგ/კგ) დღეში უწყვეტი კანქვეშა ინფუზიის სახით 24 საათის განმავლობაში.
ნეიპოგენის პირველი დოზის შეყვანა ხდება ციტოტოქსიური თერაპიის ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის დროს _ მისი ჩატარებიდან 24 საათის შემდეგ.
ნეიტროფილების რიცხვის მაქსიმალური შემცირებისას ხდება დღეღამური დოზის კორექტირება ნეიტროფილების რიცხვის დინამიკის მიხედვით. თუ ნეიტროფილების რიცხვი არ აღემატება 1000/1 მმ3 3 დღის განმავლობაში, ნეიპოგენის დოზა მცირდება 0.5 მლნ. სე/კგ/დღეში; შემდგომში ნეიპოგენი იხსნება, თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი 3 დღის განმავლობაში აღემატება 1000/1 მმ3. თუ მკურნალობის პერიოდში ნეიტროფილების რიცხვი მცირდება <1000/1 მმ3, ნეიპოგენის დოზა იზრდება მოყვანილი სქემის მიხედვით.
პერიფერიულ სისხლში ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია:
ამ მიზნით ქიმიოთერაპიის გარეშე _ 1.0 მლნ. სე (10 მკგ/კგ) დღეში 24 საათიანი უწყვეტი ინტრავენური ინფუზიით, ან კანქვეშ შეყვანით ერთხელ დღეში 6 დღის განმავლობაში. ლეიკოფერეზის ჩატარება რეკომენდებულია მე-5, -6, -7 დღეს.
ამ უჯრედების მობილიზაციის მიზნით მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიის შემდეგ _ 0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) დღეში ყოველდღიური კანქვეშა ინექციების სახით, რომელიც იწყება ქიმიოთერაპიის დამთავრებიდან პირველივე დღეს და გრძელდება მანამდე, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ მნიშვნელობას. ლეიკოფერეზი ტარდება იმ პერიოდში, როდესაც ნეიტროფილების აბსოლუტური რიცხვი იმატებს <500-დან >5000 -ზე/1 მმ3. ავადმყოფებში, რომლებიც არ იტარებენ ინტენსიურ ქიმიოთერაპიას საკმარისია 1 ლეიკოფერეზის ჩატარება, ხოლო სხვა შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი ლეიკოფერეზის ჩატარება.
მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია:
თანდაყოლილი ნეიტროპენია: საწყისი დოზა _ 1.2 მლნ. სე (12 მკგ/კგ) დღეში კანქვეშ ერთჯერადად, ან რამდენიმე შეყვანის სახით.
იდიოპათური ან პერიოდული ნეიტროპენია: 0.5 მლნ. სე (5 მკგ/კგ) დღეში კანქვეშ ერთჯერადად ან, რამდენიმე შეყვანის სახით.
განსაკუთრებული მითითებები დოზირების შესახებ:
კლინიკური კვლევა ნეიპოგენის გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში არ არის ჩატარებული, ამიტომ არ არის რეკომენდაციები პრეპარატის გამოყენების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ნეიპოგენით მკურნალობა ტარდება მხოლოდ ონკოლოგის და ჰემატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებსაც გააჩნიათ მათი გამოყენების გამოცდილება და აუცილებელი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები.
უჯრედების მობილიზაციის და ლეიკაფერეზის პროცედურები ტარდება ონკოლოგიურ ან ჰემატოლოგიურ ცენტრში, რომლებსაც გააჩნიათ ამ პროცედურის ჩატარების გამოცდილება და ჰემოპოეზის უჯრედებისწინამორბედების ადექვატური მონიტორინგის შესაძლებლობა.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით და ონკოლოგიური დაავადებებით:
კლინიკური კვლევისას ავადმყოფთა 65%-ს ასაკით 18 წლამდე აღენიშნებოდა მძიმე ქრონიკული ნეიტროპენია. ამ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ავადმყოფთა უმეტესობას აღენიშნებოდა თანდაყოლილი ნეიტროპენია, მკურნალობა იყო ეფექტური. ამავე დროს, ნეიპოგენის უსაფრთხოების პროფილი ბავშვებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით არ განსხვავდება ჩვეულებრივისაგან.
ნეიპოგენის ეფექტურობა და უსაფრთხოება მოზრდილებში და ბავშვებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას ერთნაირია.
ბავშვებში რეკომენდაციები დოზირების შესახებ ისეთივეა, როგორც მოზრდილებში, რომლებიც იტარებენ მიელოსუპრესულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას.
შეყვანა:
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სტანდარტულ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას:
შესაძლებელია ნეიპოგენის შეყვანა ყოველდღიურად კანქვეშა ინექციების, ან ყოველდღიური ხანმოკლე (30 წუთი) ინტრავენური ინფუზიების სახით გლუკოზის 5% ხსნარში.
უმეტეს შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის შეყვანა კანქვეშ. პრეპარატის ერთჯერადი შეყვანისას ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი მოქმედების ხანგრძლივობა ინტრავენური შეყვანისას უფრო ხანმოკლეა. ამ მოვლენის კლინიკური მნიშვნელობა პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანის დროს დადგენილი არ არის. პრეპარატის შეყვანის გზის არჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაზე.
ნეიპოგენის პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიკური თერაპიიდან 24 საათის შემდეგ. ნეიპოგენი შეჰყავთ ყოველდღიურად, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ დაუბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობას. სოლიდური სიმსივნეების ქიმიოთერაპიის შემდეგ, ნეიპოგენით მკურნალობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს. მწვავე მიელოლეიკოზის ინდუქციური და კონსოლიდაციური თერაპიის შემდეგ ნეიპოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა უფრო მეტია (38 დღე), გამოყენებული ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის სქემის, ტიპის, დოზების მიხედვით. ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას, ნეიტროფილების რიცხვის გარდამავალი მომატება აღინიშნება ნეიპოგენით მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ. სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ნეიპოგენით მკურნალობის გაგრძელება, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს და არ მიაღწევს ნორმალურ მნიშვნელობას. არ არის რეკომენდებული ნეიპოგენის მოხსნა ნაადრევად, სანამ ნეიტროფილების რიცხვი არ გადააჭარბებს მოსალოდნელ მინიმუმს. ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას და ჩაუტარდათ ძვლის ტვინის გადანერგვა, ნეიპოგენი ინიშნება კანქვეშ და ინტრავენურად წინასწარი განზავებით 20 მლ 5% გლუკოზის ხსნარში. ნეიპოგენის პირველი დოზა შეჰყავთ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიიდან 24 საათის შემდეგ, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ _ არაუგვიანეს 24 საათისა. ნეიპოგენის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ასეთ სიტუაციაში განისაზღვრება არაუმეტეს 28 დღით. ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ნეიპოგენი შეჰყავთ ყოველდღიურად კანქვეშ, სანამ ნეიტროფილების რიცხვი სტაბილურად არ გადააჭარბებს 1500/1 მმ3-ში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას უნდა განისაზღვროს მინიმალური ეფექტური დოზა ამ დონის შესანარჩუნებლად. ამისათვის აუცილებელია პრეპარატის ყოველდღიური ხანგრძლივი შეყვანა. მკურნალობის 1-2 კვირის შემდეგ საწყისი დოზა შეიძლება გაორმაგდეს ან განახევრდეს ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. შემდგომში 1-2 კვირის განმავლობაში ხდება საწყისი დოზის ინდივიდუალური კორექცია ნეიტროფილების რიცხვის საშუალო დონის შესანარჩუნებლად დიაპაზონში 1500-10000/1 მმ3-ში. ავადმყოფებში მძიმე ინფექციებით, შესაძლებელია დოზის უფრო სწრაფი გაზრდის სქემის გამოყენება. კლინიკური კვლევის დროს 97% ავადმყოფებში, რომლებიც დადებითად რეაგირებდნენ მკურნალობაზე, სრული თერაპიული ეფექტი აღინიშნებოდა ნეიპოგენის დოზით შეყვანისას 24 მკგ/კგ დღეში.
ნეიპოგენის გამოყენების უსაფრთხოება ხანგრძლივი მკურნალობისას ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით დოზით 24 მკგ/კგ დღეში დადგენილი არ არის.
მითითებები განზავების შესახებ:
დაუშვებელია ნეიპოგენის განზავება ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარში.
აუცილებლობისას ნეიპოგენს ანზავებენ გლუკოზის 5% ხსნარში. განზავებული ნეიპოგენი განიცდის აბსორბციას შუშით და პლასტმასით. განზავებული პრეპარატი შეთავსებადია შუშასთან და რიგ პლასტმასებთან კერძოდ, პოლივინილქლორიდთან, პოლიოლეფინთან (პოლიპროპილენის და პოლიეთილენის სოპოლიმერი) დაპოლიპროპილენთან. თუ ნეიპოგენს განაზავებენ კონცენტრაციამდე 1.5 მლნ სე (15  მკგ) 1 მლ-ში, ხსნარს უმატებენ ადამიანის შრატის ალბუმინს, რათა საბოლოო კონცენტრაციამ შეადგინოს 2მგ/მლ-ში. მაგალითად, ხსნარის საბოლოო მოცულობისას 20 მლ, ნეიპოგენის ჯამური დოზები 30 მლნ სე-ზე (300 მკგ) ნაკლები უნდა იქნას შეყვანილი 0.2 მლ 20% ადამიანის შრატის ალბუმინის ხსნარის დამატებით. დაუშვებელია პრეპარატის განზავება მის საბოლოო კონცენტრაციამდე 0.2 მლნ სე (2 მკგ) 1 მლ-ში.

გვერდითი მოვლენები

ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას:
ნეიპოგენით მკურნალობა რეკომენდებული დოზებით ხშირად იწვევს ტკივილებს ძვლებში და კუნთებში. როგორც წესი, ტკივილები მსუბუქი ან ზომიერი სიძლიერისაა (10%), ხანდახან ძლიერი (3%) და უმეტეს შემთხვევაში კუპირებას განიცდის ჩვეულებრივი ანალგეზიური საშუალებებით. იშვიათად აღინიშნება შარდვის დარღვევა (ძირითადად, მსუბუქი და ზომიერი დიზურია). აღწერილია ცალკეული შემთხვევები არტერიული წნევის გარდამავალი შემცირების შესახებ, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს.
ხშირად აღინიშნება შექცევადი, დოზადამოკიდებული და ჩვეულებრივ მსუბუქი და ზომიერი ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატისმიერი შარდოვანას და გლუტამილტრანსფერაზას აქტივობის მომატება. რანდომიზირებული, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის დროს დადგენილი იქნა, რომ ნეიპოგენი არ იწვევს გვერდითი რეაქციების სიხშირის ზრდას ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის  ჩატარებისას. გვერდითი მოვლენები, რომლებიც ერთნაირი სიხშირით აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ნეიპოგენი/ქიმიოთერაპია და პლაცებო/ქიმიოთერაპია, მოიცავს გულისრევას, ღებინებას, ალოპეციას, დიარეას, მოთენთილობას, ანორექსიას, ლორწოვანი გარსების ანთებას, თავის ტკივილს, ხველას, გამონაყარს კანზე, ტკივილს გულმკერდში, საერთო სისუსტეს, ტკივილს ყელში, ყაბზობას და არასპეციფიკურ ტკივილებს. ხანდახან ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია მაღალი დოზებით შემდგომში ძვლის ტვინის აუტოლოგიური გადანერგვით, აღინიშნებოდა სისხლძარღვოვანი დარღვევები (მაგალითად, ვენო-ოკლუზიური დაავადება და წყლის ცვლის დარღვევა). მათი მიზეზობრივი კავშირი ნეიპოგენის გამოყენებასთან დადგენილი არ არის.
აღწერილია იშვიათი შემთხვევები ისეთი სიმპტომების განვითარების, რომლებიც მიუთითებს ალერგიული ტიპის რეაქციებზე. მათი უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია პირველი დოზის მიღებასთან, რაც განპირობებულია პრეპარატის ინტრავენური გამოყენებით. მკურნალობის აღდგენისას ხანდახან აღინიშნება სიმპტომების რეციდივი. ნეიპოგენის დანიშვნა ქიმიოთერაპიის შემდეგ, რომლის სქემაში შედის ბლეომიცინი, იწვევს ინტერსტიციული პნევმონიის განვითარებას, ხანდახან ლეტალური გამოსავალით. მისი მიზეზობრივი კავშირი ნეიპოგენის
გამოყენებასთან დადგენილი არ არის. ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით აღინიშნება გვერდითი მოვლენების განვითარება ნეიპოგენზე, მხოლოდ ზოგიერთ პირებში ამ სიმპტომების სიხშირე დროთა განმავლობაში მცირდება. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებსაც იწვევს ნეიპოგენი არის ტკივილი ძვლებში და გენერალიზებული ტკივილები ჩონჩხის კუნთებში.
სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს ელენთის გადიდებას, რომელიც ზოგიერთ ავადმყოფებში პროგრესირებს, ასევე თრომბოციტოპენიას. აღწერილია თავის ტკივილი, დიარეა (10% ნაკლები). პრეპარატის ხანგრძლივიგამოყენებისას აღინიშნება ანემია, სისხლდენა ცხვირიდან. 
ზოგჯერ აღინიშნება გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო შარდოვანას შრატისმიერი კონცენტრაციის, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე  ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ასევე ჭამის შემდეგ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გარდამავალი შემცირება. გვერდითი მოვლენები ასევე მოიცავს ადგილობრივ რეაქციას ინექციის ადგილას, თავის ტკივილს, ღვიძლის გადიდებას, ტკივილს სახსრებში, თმების ცვენას, ოსტეოპოროზს, გამონაყარს კანზე. ხანგრძლივი თერაპიის დროს 2% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით ადგილი აქვს კანისმიერი
ვასკულიტის განვითარებას, იშვიათად აღინიშნება-პროტეინურია და ჰემატურია.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
- მძიმე თანდაყოლილი ნეიტროპენია (კოსტმანის სინდრომი) ციტოგენეტიკური დარღვევებით. დაუშვებელია ნეიპოგენის დანიშვნა ციტოსტატური ქიმიოთერაპიული პრეპარატების დოზების გაზრდის მიზნით რეკომენდირებულზე უფრო მაღალ დოზებში.

ორსულობა და ლაქტაცია

ნეიპოგენის უსაფრთხოება ორსულ ქალებში დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სავარაუდო თერაპიული ეფექტი აღემატება ნაყოფზე მისი მოქმედების რისკს.

განსაკუთრებული მითითებები

ავთვისებიანი უჯრედების ზრდა:
ადამიანის გრანულაციტული ზრდის ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს მიელოიდური უჯრედების ზრდა ინ ვიტრო.
ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ინ ვიტრო ზოგიერთი არამიელოიდური უჯრედების მიმართ. ნეიპოგენის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა მიელოდისპლაზიური სინდრომის და ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს დადგენილი არ არის, ამიტომ ამ დაავადებებისას აღნიშნული პრეპარატი ნაჩვენები არ არის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიფერენციულ დიაგნოზს ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტრანსფორმაციასა და მწვავე ლეიკოზს შორის.
ავადმყოფები, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიკურ ქიმიოთერაპიას:
ლეიკოციტოზი: 5% ნაკლებ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ნეიპოგენს დოზით 0.3-ზე მლნ სე (3 მკგ/კგ დღეში) მეტს, ლეიკოციტების რიცხვი იზრდება 100000-მდე/1 მმ3 და მეტი. გვერდითი მოვლენები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ასეთ ლეიკოციტოზთან, აღწერილი არ არის. თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას შესაძლებელი რისკი, დაკავშირებული მძიმე ლეიკოციტოზთან, რის გამოც ნეიპოგენით მკურნალობის დროს აუცილებელია ლეიკოციტების რიცხვის რეგულარული კონტროლი. თუ იგი აღემატება 50000/1 მმ3-ში, ნეიპოგენი უნდა მოიხსნას. თუ ნეიპოგენს ნიშნავენ უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციის მიზნით, მას ხსნიან იმ შემთხვევაში, თუ ლეიკოციტების რიცხვი აღემატება 100000/1 მმ3-ში. რისკი, რომელიც დაკავშირებულია ქიმიოთერაპიასთან მაღალი დოზებით: აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიას მაღალი დოზებით, რადგანაც ამ დროს ნეოპლაზმის გამოსავალის გაუმჯობესება არ აღინიშნება, თუმცა ამავე დროს ქიმიოპრეპარატების მაღალ დოზებს გააჩნია გამოხატული ტოქსიკურობა, მათ შორის მოვლენები გულის, ფილტვების მხრივ, ასევე ნევროლოგიური და დერმატოლოგიური რეაქციები. მონოთერაპია ნეიპოგენით არ თრგუნავს თრომბოციტოპენიას, ანემიას, რომელიც გამოწვეულია მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიით. პრეპარატის მაღალი დოზირების დროს (მაგალითად, სრული დოზები სქემების მიხედვით), მოსალოდნელია თრომბოციტოპენიის და ანემიის განვითარების უფრო მაღალი რისკი.
რეკომენდებულია თრომბოციტების და ჰემატოკრიტის რეგულარული კონტროლი. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ერთკომპონენტიანი ან კომბინირებული ქიმიოთერაპიული სქემების გამოყენების დროს, რომლებიც იწვევენ მძიმე თრომბოციტოპენიას. უჯრედების-წინამორბედების გამოყენება, რომლებიც მობილიზებულნი არიან ნეიპოგენის საშუალებით, ამცირებს თრომბოციტოპენიის გამოხატულებას და ხანგრძლივობას მიელოსუპრესული ან მიელოაბლატური ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ავადმყოფები მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით:
ტრანსფორმაცია ლეიკოზში ან პრელეიკოზში: აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიის დიაგნოსტიკის დროს, რათა ჩატარდეს მათი დიფერენცირება სხვა ჰემატოლოგიურ დაავადებებთან, როგორიც არის აპლაზიური ანემია, მიელოდისპლაზია, მიელოლეიკოზი. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება ლეიკოციტური ფორმულის და
თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრით; ასევე იკვლევენ ძვლის ტვინის მორფოლოგიურ სურათს და კარიოტიპს.
3% ავადმყოფებში მძიმე თანდაყოლილი ნეიტროპენიით (კოსტმანის სინდრომი), რომლებიც იღებენ ნეიპოგენს, აღინიშნება მიელოდისპლაზიური სინდრომი (მდს) და ლეიკოზი. ისინი წარმოადგენენ ამ დაავადების გართულებებს, თუმცა მათი კავშირი ნეიპოგენით მკურნალობასთან დადგენილი არ არის.
12% ავადმყოფებში საწყისი ნორმალური ციტოგენეტიკით განმეორებითი გამოკვლევის დროს აღინიშნება ანომალია, მათ შორის მონოსომია 7. თუ ავადმყოფებში კოსტმანის სინდრომით აღინიშნება ციტოგენეტიკური დარღვევები, აუცილებელია განისაზღვროს ნეიპოგენით მკურნალობის სარგებლიანობა და რისკი. მიელოდისპლაზიური სინდრომის და ლეიკოზის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ნეიპოგენის მოხსნა.
ჯერ დადგენილი არ არის იწვევს თუ არა ნეიპოგენით მკურნალობა ციტოგენეტიკური გართულებების განვითარებას.
ავადმყოფებში კოსტმანის სინდრომით რეკომენდებულია 12 თვეში ერთხელ ჩატარდეს ძვლის ტვინის მორფოლოგიური და ციტოგენეტიკური კვლევები.
სისხლის ფორმულა: ნეიპოგენით მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში აუცილებელია თრომბოციტების რიცხვის კონტროლი. თუ განვითარდა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რიცხვი სტაბილურად დაბალია 100000-ზე 1 მმ3-ში), უნდა განხილულ იქნას საკითხი პრეპარატის მოხსნის, ან დოზის შემცირების შესახებ. ასევე აღინიშნება სისხლის ფორმულის სხვა ცვლილებები, რაც იწვევს მისი კონტროლის აუცილებლობას, მათ შორის ანემია და მიელოიდური უჯრედების-წინამორბედების გარდამავალი ზრდა.
სხვა: უნდა გამოირიცხოს ინფექციის ისეთი მიზეზი, როგორიც არის ვირუსული ინფექცია. ელენთის გადიდება წარმოადგენს ნეიპოგენით მკურნალობის უშუალო შედეგს. კლინიკური კვლევის დროს 31% ავადმყოფებში მძიმე ქრონიკული ნეიტროპენიით პალპაციით აღინიშნებოდა სპლენომეგალია. რენტგენოგრაფიის დროს მისი მოცულობის გაზრდა აღინიშნება მკურნალობის დაწყების შემდეგ და გააჩნია ტენდენცია სტაბილიზაციისაკენ. დადგენილია, რომ დოზის შემცირება ანელებს, ან აჩერებს ელენთის ზრდას. 3% ავადმყოფებს ესაჭიროებოდათ სპლენექტომია. ელენთის ზომები კონტროლირდება რეგულარულად. ელენთის ზომის დასადგენად აუცილებელია მუცლის პალპაცია.
მცირერიცხოვან ავადმყოფებში აღინიშნება ჰემატურია და პროტეინურია, მათი კონტროლისათვის აუცილებელია შარდის რეგულარული ანალიზი. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ახალშობილებში და ავადმყოფებში აუტოიმუნური ნეიტროპენიით გამოკვლეული არ არის.
ავადმყოფები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეზის უჯრედების-წინამორბედების მობილიზაცია:
მობილიზაცია: რანდომიზირებული კვლევები ორი რეკომენდებული მობილიზაციის მეთოდების შესადარებლად (მხოლოდ ფილგრისტიმი ან კომბინაციაში მიელოსუპრესულ ქიმიოთერაპიასთან) ავადმყოფთა ერთნაირ კონტიგენტზე არ ჩატარებულა. სხვაობის ხარისხი ცალკეულ ავადმყოფთა და CD34+უჯრედების ლაბორატორიულ განსაზღვრას შორის ადასტურებს, რომ სხვადასხვა კვლევების პირდაპირი შედარება გაძნელებულია. ამიტომ ოპტიმალური მეთოდის რეკომენდაცია ძნელია. მობილიზაციის მეთოდის შერჩევა ხდება აღნიშნული ავადმყოფის მკურნალობის საერთო მიზნის მიხედვით. წინამორბედი მკურნალობა ციტოტოქსიკური საშუალებებით: ავადმყოფებში, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ აქტიური მიელოსუპრესული თერაპია, შეიძლება არ მოხდეს უჯრედების-წინამორბედების საკმარისი აქტივაცია მინიმალურ დონემდე (2.0X106 CD34+/კგ) ან თრომბოციტების რიცხვის ნორმალიზაციის დაჩქარება. ზოგიერთ ციტოსტატურ საშუალებებს გააჩნიათ განსაკუთრებული ტოქსიკურობა ჰემოპოეზის უჯრედებისწინამორბედების მიმართ და უარყოფითად მოქმედებენ მათ მობილიზაციაზე. ისეთმა საშუალებებმა, როგორიც არის მელფალანი, კარმუსტინი და კარბოპლატინი, თუ ისინი ინიშნებოდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჯრედების-წინამორბედების მობილიზაციამდე, შეიძლება შეამცირონ მისი ეფექტურობა. ნეიპოგენის ერთდროული გამოყენება მელფალანთან, კარბოპლატინთან ან კარმუსტინთან ერთად ეფექტურია უჯრედებისწინამორბედების აქტივაციისათვის. თუ იგეგმება პერიფერიული უჯრედების-წინამორბედების გადანერგვა, რეკომენდებულია დაიგეგმოს ღეროვანი უჯრედების მობილიზაცია მკურნალობის ადრეულ სტადიაზე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უჯრედების-წინამორბედების რიცხვს, რომლებიც განიცდიან აქტივირებას ავადმყოფებში მაღალი დოზებით ქიმიოთერაპიის ჩატარებამდე. თუ მობილიზაციის შედეგი, ზევით მოყვანილი კრიტერიუმების შესაბამისად, არასაკმარისია, უნდა განხილულ იქნას მკურნალობის ალტერნატიული სახეობა, რომელიც არ მოითხოვს უჯრედების-წინამორბედების გამოყენებას. უჯრედების- წინამორბედების შეფასება: უჯრედების-წინამორბედების რიცხვის შეფასებისას, რომლებიც განიცდიან მობილიზაციას ავადმყოფებში ნეიპოგენით მკურნალობის დროს, უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება რაოდენობრივ მეთოდს. CD34+ უჯრედების რიცხვის ციტომეტრული ანალიზის შედეგი განსხვავდება კონკრეტული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
დამოკიდებულების სტატისტიკური ანალიზი შეყვანილი CD34+უჯრედების რიცხვსა და თრომბოციტების რაოდენობის ნორმალიზაციას შორის მიუთითებს რთულ, მაგრამ სტაბილურ დამოკიდებულებაზე.

სიფრთხილის სხვა ზომები:

ავადმყოფებში თანმხლები ძვლოვანი პათოლოგიით და ოსტეოპოროზით, რომლებსაც უტარდებათ უწყვეტი მკურნალობა ნეიპოგენით 6 თვის განმავლობაში, ნაჩვენებია ძვლის ნივთიერების სიმკვრივის კონტროლი. კვლევა ნეიპოგენის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში თირკმელების და ღვიძლის დაზიანებით არ არის ჩატარებული, ამიტომ მისი დანიშვნა ავადმყოფთა ამ ჯგუფში რეკომენდებული არ არის. ნეიპოგენის მოქმედება ავადმყოფებში მიელოიდური უჯრედების-წინამორბედების შემცირების დროს შესწავლილი არ არის. ნეიპოგენი ზრდის ნეიტროფილების რიცხვს უჯრედების-წინამორბედებზე ზემოქმედებით. ამიტომ ავადმყოფებში უჯრედების-წინამორბედების შემცირებით (მაგალითად, ინტენსიური სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის დროს) ნეიტროფილების რიცხვის მომატების ხარისხი შეიძლება იყოს დაბალი. ნეიპოგენის ზემოქმედება რეაქციაზე "ტრასპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ" დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება
ნეიპოგენის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება. პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-2 დღის შემდეგ ცირკულაციაში მყოფი ნეიტროფილების რიცხვი მცირდება 50%-ით და უბრუნდება ნორმას 1-7 დღის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ნეიპოგენის და მიელოსუპრესული ციტოსტატური ქიმიოპრეპარატების ერთდროული გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. იმის გამო, რომ აღინიშნება მგრძნობელობა სწრაფად გამყოფი მიელოიდური უჯრედების მხრივ მიელოსუპრესული ქიმიოთერაპიის მიმართ, ნეიპოგენის დანიშვნა 24 საათით ადრე ამ პრეპარატების შეყვანამდე, ან 24 საათით შემდეგ არ არის რეკომენდებული. წინასწარი მონაცემები ავადმყოფების მცირე რიცხვის მიხედვით, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნეიპოგენს და 5-ფტორურაცილს, ადასტურებს, რომ ნეიტროპენიის სიმძიმის ხარისხი შეიძლება გაიზარდოს. შესაძლებელი ურთიერთქმედება სხვა ჰემოპოეზურ ზრდის ფაქტორთან და ციტოკინებთან კლინიკური კვლევით დადგენილი არ არის.

შენახვის ვადა:

2 წელი.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს +2-8ºC.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
ნეიპოგენის განზავებული ხსნარი მზადდება 24 საათით ადრე გამოყენებამდე და ინახება მაცივარში +2-8ºC ტემპერატურაზე. ფლაკონები ნეიპოგენით გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადად.
შპრიცი-ტუბი განკუთვნილია მხოლოდ პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისათვის.

F. HOFFMANN-LA ROCHE

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)