როფერონი-A 3 მლნ სე #1შპ

როფერონი-A 3 მლნ სე #1შპ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინტერფერონები, იმუნომოდულატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინტერფერონ ალფა-2a
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 3709
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

როფერონი-A
ROFERON-A



გენერიული დასახელება:
ინტერფერონი ალფა-2ა

შემადგენლობა:

1 შპრიც-ტუბი 0,5მლ გამზადებული ხსნარი კანქვეშ შესაყვანად, რომელიც არ შეიცავს ადამიანის შრატისმიერ ალბუმინს (როფერონი-РБA  ან "ხსნარი ალბუმინის გარეშე")
შეიცავს:
ინტერფერონი ა-2ა 3მლნ სე, 4,5მლნ სე, 6მლნ სე, 9მლნ სე;
გამზადებული ხსნარის შემავსებელი: ამონიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, ძმრის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

ფორმა:

საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინტერფერონი ალფა-2ა წარმოადგენს კარგად გაწმენდილ ცილას, რომელიც შედგება 165 ამინომჟავასაგან, მოლეკულური წონით 19000 დალტონი. იგი მიღებულია რეკომბინანტური დნმ-ს ტექნოლოგიით E. coli-ს გენურ ინჟინერული შტამის გამოყენებით, რომლის დნმ იწვევს ადამიანის ამ ცილის სინთეზის კოდირებას. როფერონი A-ს გააჩნია ადამიანის ბუნებრივი ა-ინტერფერონის მრავალი თვისება. მისი ანტივირუსული მოქმედება განპირობებულია უჯრედებში რეზინტენტობის ინდუცირებით ვირუსული ინფექციების მიმართ. იგი აგრეთვე იწვევს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის მოდულირებას, რომელიც მიმართულია ვირუსების ნეიტრალიზაციისაკენ ან მათ მიერ დაინფიცირებული უჯრედების განადგურებაზე. როფერონი-A-ს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ჯერჯერობით უცნობია. ადამიანის სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც დამუშავებულია პრეპარატით (უჯრედებში HT-29), სარწმუნოდ მცირდება დნმ-ს, რნმ-ს და ცილის სინთეზი. პრეპარატს გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება ადამიანის სიმსივნეებზე ინ ვიტრო და თრგუნავს ადამიანის სიმსივნის ზოგიერთი ქსენოტრანსპლანტატის ზრდას "ტიტველ" თაგვებში. ინ ვივო პრეპარატის ანტიპროლიფერაციული აქტივობა შესწავლილია ისეთ სისმსივნეებზე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კარცინომა და ბრმა ნაწლავის და განივი კოლინჯის ადენოკარცინომა, ასევე წინამდებარე ჯირკვლის. მისი ანტიპროლიფერაციული აქტივობა ვარირებს. ინტერფერონი ალფა-2ა-ს მრავალი ეფექტი, ადამიანის სხვა ცილებისაგან განსხვავებით ნაწილობრივ ან სრულად ქრება ცხოველებზე კლევის დროს. მიუხედავად ამისა, მაკაკა-რეზუსებში, რომლებსაც წინასწარ შეუყვანეს ინტერფერონი ალფა-2ა ყვავილის ვაქცინის ვირუსის წინააღმდეგოდ ადგილი ჰქონდა აქტივობის მნიშვნელოვან ინდუცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: კუნთებში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პრეპარატის 36მლნ სე დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მერყეობს 1500-დან 2580პგ/მლ-მდე (საშუალოდ 2020 პგ/მლ), ხოლო კანქვეშ შეყვანის შემდეგ _ 1250-დან 2320პგ/მლ-მდე (საშუალოდ 1730პგ/მლ) და აღინიშნება შესაბამისად 3,8 და 7,3 საათის შემდეგ.
განაწილება: პრეპარატის გამოყენებისას დოზით 3-დან 198მლნ სე-მდე ფარმაკოკინეტიკა ადამიანში ატარებს ხაზოვან ხასიათს. 36მლნ სე ინტრავენური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში მოცულობის განაწილება წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,22-დან 0,75ლ/კგ-მდე (საშუალოდ 0,40ლ/კგ). როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში, ასევე ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი აღინიშნებოდა შრატში ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინდივიდუალური მერყეობა. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია: ალფა-ინტერფერონის ელიმინაციის ძირითადი გზა თირკმლისმიერი მეტაბოლიზმია. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ნაღველით წარმოადგენს გამოყოფის ნაკლებად მნიშვნელოვან გზას. ჯანმრთელებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 36მლნ სე ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეადგენს 3,7-8,5 საათს (საშუალოდ 5.1 საათი), საერთო კლირენსი _2,14-3,62 მლ/წთ/კგ-ზე (საშუალოდ 2,79 მლ/წთ/კგ). ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინტერფერონი ალფა-2ა-ს ერთჯერადად კუნთებში შეყვანის შემდეგ ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი და ქრონიკული B ჰეპატიტით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. 198 მლნ სე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ აღინიშნება დოზადამოკიდებული შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა. ინტერფერონი ალფა-2ა-ს განაწილება და ელიმინაცია მისი 2 ჯერ დღეში შეყვანისას დოზით 0,5-36მლნ სე, ან ერთხელ დღეში _ დოზით 1-54მლნ სე, ან 3 ჯერ კვირაში დოზით 1-136მლნ სე, 28 დღის განმავლობაში არ იცვლება. ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის კუნთებში შეყვანისას ერთხელ ან რამდენიმეჯერ დღეში 28 დღის განმავლობაში ადგილი აქვს შრატისმიერი კონცენტრაციის 2-4 ჯერ გაზრდას, ვიდრე მისი ერთჯერადი გამოყენებისას. თუმცა პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, არსებული მონაცემების თანახმად, განაწილების და ელიმინაციის მონაცემები უცვლელია.

ჩვენება:

ლიმფური სისტემის და სისხლმბადი სისტემის სიმსივნური წარმონაქმნები:
ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი;
მიელომური დაავადება;
კანის T- უჯრედოვანი ლიმფომა;
ქრონიკული მიელოლეიკოზი;
თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით.
სოლიდური სიმსივნეები; კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების გარეშე;
შორსწასული თირკმლის კარცინომა;
მეტასტაზირებადი მელანომა;
მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ (სიმსივნის სისქე>1,5მმ) ლიმფური კვანძების დაზიანების და შორსწასული მეტასტაზების გარეშე.
ვირუსული დაავადებები:
ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი B მოზრდილებში, რომელთაც გააჩნიათ ვირუსული რეპლიკაციის მარკერები, ანუ დადებითი არიან HBV-დნმ-ზე, დნმ-პოლიმერაზაზე ან HBeAg-ზე;
მოზრდილებში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი C რომლებსაც შრატში აღენიშნებათ ანტისხეულები ჰეპატიტი C-ს ვირუსის მიმართ ან HCV რნმ შრატში და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (კლასი A Caild-Pugh მიხედვით);

წინააღმდეგჩვენება:

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-არსებული ან გადატანილი კარდიალური დაავადებები;
-პრეპარატის პირდაპირი კარდიოტოქსიურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას;
-თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სისხლმბადი სისტემის მიელოიდური ზრდის მხრივ მძიმე დარღვევები;
-კრუნჩხვები ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
-ქრონიკული ჰეპატიტი გამოხატული დეკომპენსაციით ან ღვიძლის ციროზი;
-ქრონიკული ჰეპატიტი, თუ ავადმყოფები იღებენ ან ადრე იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს, გამონაკლისია სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობა;
-ქრონიკული მიელოლეიკოზი, თუ ავადმყოფს გააჩნია HLA- იდენტური ნათესავი და მას უნდა ჩაუტარდეს ან ახლო მომავალში მოსალოდნელია ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია;
კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან წინააღმდეგ- ნაჩვენებია.

დოზირება და მიღების წესი:

როფერონი-A ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში. პრეპარატის კანქვეშ შეყვანა რეკომენდებულია ავადმყოფებში თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რიცხვი <50000 1მკლ-ში) ან ავადმყოფებში სისხლდენის რისკით.

ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი:
საწყისი დოზა შეადგენს 3 მლნ სე დღეში კანქვეშ ან კუნთებში 16-24 კვირის განმავლობაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5მლნ სე-მდე ან შეყვანის ჯერადობა მცირდება 3-მდე კვირაში. შემანარჩუნებელი დოზა: 3მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5 მლნ სე-მდე 3 ჯერ კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.
შენიშვნა: ავადმყოფებში თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რიცხვი <50000 1მკლ- ში) და ავადმყოფებში სისხლდენის განვითარების რისკით რეკომენდებულია პრეპარატის შეყვანა კანქვეშ. პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზა ამ პათოლოგიის დროს განსაზღვრული არ არის.

მიელომური დაავადება:

3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში. ინდივიდუალური ამტანიანობის მიხედვით, დოზა ყოველ კვირას იზრდება მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე (9- 18მლნ სე) 3 ჯერ კვირაში.
ამ სქემით მკურნალობა გრძელდება განუსაზღვრელად ხანგრძლივად თუ დაავადება არ პროგრესირებს ან სანამ არ განვითარდება პრეპარატის მიმართ გამოხატული აუტანლობა.

კანის T-უჯრედოვანი ლიმფომა:
პრეპარატს გააჩნია გამოხატული ეფექტი ავადმყოფებში პროგრესირებადი კანის თუჯრედოვანი ლიმფომით, მათ შორის ავადმყოფებში რეფრაქტერობით ტრადიციული თერაპიის მიმართ ან ავადმყოფებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან მის ჩატარებას.
საწყისი დოზა: ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 12 კვირის განმავლობაში დოზის თანდათანობითი გაზრდით 18 მლნ სე-მდე.
დოზის მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში;
4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-84 დღე _ 18 მლნ სე დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალური ამტანი დოზით, არაუმეტეს 18მლნ სე-სა. მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 40 თვის განმავლობაში პერმანენტულად. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ მას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სრული რემისიის მიღწევის და მისი გახანგრძლივების ალბათობა.
ყურადღება:
40% ავადმყოფებში ობიექტური სისმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი მიღწეული არ იქნა. ნაწილობრივი რემისია აღინიშნება 3 თვის განმავლობაში, სრული _ 6 თვის განმავლობაში, თუმცა საუკეთესო ეფექტის მისაღწევად საჭიროა 12 თვიანი მკურნალობა.

ქრონიკული მიელოლეიკოზი:

პრეპარატი ნაჩვენებია იმ ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკული მიელოლეიკოზის ქრონიკულ სტადიაში და დადებითნი არიან ფილადელფიური ქრომოსომის მიხედვით, უცნობია იწვევს თუ არა როფერონი-A ამ დაავადებისაგან განკურნებას. პრეპარატი ავადმყოფთა 60%-ში იწვევს ჰემატოლოგიურ რემისიას, რაც წინათ ჩატარებულ მკურნალობაზე დამოუკიდებული არ არის. ავადმყოფთა 2/3-ში სრული ჰემატოლოგიური რემისია შენარჩუნებულია მკურნალობის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
ციტოტოქსიურ თერაპიასთან შედარებით ინტერფერონ-ალფა-2ა იწვევს სტაბილურ ციტოგენეტიკურ რემისიას, რომელიც გრძელდება 40 თვის განმვალობაში. საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში. დოზის თანდათანობითი მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 6მლნ
სე დღეში; 7-84 დღე _ 9 მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს 8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ მას არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში.
ყველა პაციენტში სრული ჰემატოლოგიური რემისიით, მკურნალობას აგრძელებენ 9 მლნ სე დღეში (ოპტიმალური დოზა).
პრეპარატით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის, თუმცა არის მონაცემები 2 წლიანი ციტოგენეტიკური რემისიის შესახებ მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, უსაფრთხოება და ოპტიმალური დოზები დადგენილი არ არის.
თრომბოციტოზი, დაკავშირებული მიელოპროლიფერაციულ დაავადებებთან:
თრომბოციტოზი ხშირად თან ახლავს ქრონიკულ მიელოლეიკოზს და წარმოადგენს ესენციური თრომბოციტემიის ძარითად ნიშანს.
კლინიკურად მძიმე თრომციტოზი ვლინდება მძიმე თრომბოციტული დიათეზის გახშირებით. რამდენიმე დღის განმავლობაში პრეპარატი ამცირებს თრომბოციტების რიცხვს, თრომბოჰემორაგიული გართულებების სიხშირეს და არ გააჩნია ლეიკოზოგენური პოტენციალი. ამიტომ ავადმყოფებში ძლიერი თრომბოციტოზით ქრონიკული მიელოლეიკოზის და სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, რეკომენდებულია პრეპარატით არალეიკოზოგენური თერაპიის ჩატარება. ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს თრომბოციტოზით რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 6მლნ სე დღეში; 7-84 დღე _ 9 მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა  (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს (ქრონიკული მიელოლეიკოზის გარდა) რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი მომატების შემდეგი სქემა: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-30 დღე _ 6მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: თრომბოციტების რიცხვის ნორმის ფარგლებში  შესანარჩუნებლად საჭიროა კარგად ასატანი დღეღამური დოზა 1-3მლნ სე კვირაში 2-3 ჯერ. თუმცა საჭირო ყოველი ავადმყოფისათვის ინდივიდუალურად შეირჩეს მაქსიმალური დოზა.

არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით:

პრეპარატის დამატებითი დანიშვნისას ქიმიოთერაპიასთან (სხივური თერაპია ან მის გარეშე) პრეპარატი ახანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას რეციდივის ან პროგრესირების გარეშე. პრეპარატი ინიშნება სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ, როგორც შემანარჩუნებელი თერაპია (სხივურ თერაპიასთან ან მის გარეშე) დოზით 3მლნ სე კანქვეშ 3 ჯერ კვირაში 12 თვის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობა იწყება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქიმიო- ან სხივური თერაპიის ჩატარებიდან 4-6 კვირის შემდეგ. როფერონი-A ინიშნება ერთდროულად ქიმიოთერაპიის ტრადიციულ სქემასთან (მაგალითად, კომბინაცია ციკლოფოსფამიდთან, პრედნიზოლონთან, ვინკრისტინთან, დოქსორუბიცინთან) დოზით 6მლნ სე/მ2 კანქვეშ ან კუნთებში 22 დღიდან 26 დღემდე ყოველი 28 დღიანი ციკლის დროს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა იწყება ერთდროულად ქიმიოთერაპიასთან.

კაპოშის სარკომა შიდსის ფონზე:

პრეპარატით მკურნალობის დოზირების ოპრტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის. არსებობს ალბათობა იმის შესახებ, რომ პრეპარატით მკურნალობა ამ პათოლოგიის დროს დადებითია, როდესაც ანამნეზში არ აღინიშნება ოპორტუნისტული ინფექციები, BB-ჯგუფის სიმპტომები (სხეულის წონის დაკლება 10%-ით, სხეული ტემპერატურა >38ºC ინფექციის ცნობილი კერის არ არსებობის შემთხვევაში, ღამის ოფლიანობა), ხოლო CD4+ ლიმფოციტების რიცხვი > 200 უჯრედი 1 მკლ-ში. საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება
კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ სე მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ სე-მდე. რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-9 დღე _ 18 მლნ სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10-84 დღეს 36მლნ სე-მდე. შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალურად ასატანი ოზით არაუმეტეს 36მლნ სე-სა. ავადმყოფებში აღნიშნული პათოლოგიით, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რემისიის  სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე რეკომენდებული დოზების დანიშვნისას. მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობაზე რეაქციის დასადგენად საჭიროა იმსივნის დინამიკის დოკუმენტური ასახვა. ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 10 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). ჩვეულებრივ ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. კლინიკური ეფექტის მიღების შემდეგ მკურნალობა გრძელდება სიმსივნის გაქრობამდე.
შენიშვნა:
პრეპარატით მკურნლობის შემდეგ კაპოშის სარკომა განიცდის ხშირ რეციდივს.

შორსწასული თირკმელის უჯრედოვანი კარცინომა:

ავადმყოფებში სიმსივნის რეციდივით ან მეტასტაზით საუკეთესო თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის დიდი დოზებით დანიშვნისას (36მლნ სე დღეში) მონოთერაპიის სახით ან პრეპარატის ზომიერი დოზები (18მლნ სე 3 ჯერ კვირაში) კომბინაციაში ვინბლასტინთან. ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მცირე დოზებს (2მლნ სე/მ2 დღეში) ეფექტი არ აღინიშნება. პრეპარატის კომბინაცია ვინბლასტინთან იწვევს მსუბუქი და ზომიერი ლეიკოპენიის სიხშირის მომატებას და გრანულოციტოპენიას, მონოთერაპიასთან შედარებით.
ა) მონოთერაპია როფერონ A-თი:
საწყისი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დღიური დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ სე-მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ სემდე. რეკომენდებულია დოზის მომატება შემდეგი სქემით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-9 დღე _ 18 მლნ სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება მე-10-84 დღეს _ 36მლნ სე-მდე
დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში მაქსიმალურად ასატანი დოზით არაუმეტეს 36მლნ სე.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 16 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. როფერონი A ვინბლასტინთან კომბინაციაში:
აღნიშნული კომბინაცია იძლევა რემისიას 20% შემთხვევაში, აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ახანგრძლივებს ავადმყოფთა სიცოცხლეს თირკმელების შორს წასული კიბოთი.
პირველ კვირას როფერონი-A ინიშნება დოზით 3მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში, მეორე კვირას _ 9მლნ სე 3 ჯერ კვირაში, შემდეგ _ 18მლნ სე 3 ჯერ კვირაში. ამ პერიოდის განმავლობაში ვინბლასტინი შეყავთ ინტრავენურად დოზით 0,1მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ. თუ ავადმყოფი ვერ იტანს დოზას 18მლნ სე, შესაძლებელია მისი შემცირება 9მლნ სე-მდე 3 ჯერ კვირაში.

მელანომა:

10-25 % ავადმყოფებში შორს წასული ავთვისებიანი მელანომით როფერონი A-თი მკურნალობა იწვევს კანის და ვისცერალური ლოკალიზაციის სიმსივნის ობიექტურ რეგრესიას. 18მლნ სე ნაკლები დოზის გამოყენება 3 ჯერ კვირაში თერაპიულ ეფექტს არ იძლევა. მკურნალობის მიმართ მგრძნობიარე ავადმყოფებში აღინიშნება სიცოცხლის გახანგრძლივება, ვიდრე იმ ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობაზე არ რეაგირებენ.
საწყისი დოზა: 18მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 8-12 კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი დოზა: 18მლნ სე (ან მაქსიმალურად ასატანი დოზა) კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 17 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.

მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ:
ადიუვანტური თერაპია როფერონ A- ს მცირე დოზებით ავადმყოფებში ლიმფური კვანძების დაზიანებით და შორეული მეტასტაზების გარეშე მელანომის რეზექციის შემდეგ (სიმსივნის მოცულობა > 1,5მმ) ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს რეციდივის გარეშე.
დოზა: 3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 18 თვე, თუმცა მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპერაციის შემდეგ არაუგვიანეს 6 კვირაში.

ქრონიკული B ჰეპატიტი:

დოზირების ოპტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის. ჩვეულებრივ ინიშნება 4,5მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3-ჯერ კვირაში 6 თვის
განმავლობაში. თუ ვირუსული რეპლიკაციის მარკერების ან HBe-ანტიგენის შემცველობა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შემცირდა, პრეპარატის დოზა იზრდება. დოზის შემდგომი კორექცია დამოკიდებულია ავადმყოფის მიერ პრეპარატის ამტანიანობაზე. თუ 3-4 თვიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, დგება მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
ბავშვებში: პრეპარატი დოზით 10მლნ/მ2 სე უსაფრთხოა, თუმცა მისი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის.
სიფრთხილე:
პრეპარატის ეფექტურობა ავადმყოფებში ერთდროულად დაავადებულებში ქრონიკული ჰეპატიტი და შიდსით, დადგენილი არ არის.

ქრონიკული C ჰეპატიტი:

კომბინირებული თერაპია როფერონ A-თი და რიბავირინით: ინტერფერონ ალფა-2ა-ს ეფექტურობა იზრდება მისი კომბინაციის დროს
რიბავირინთან. კომბინირებული თერაპია როფერონAA¡Vთი და რიბავირინით არანამკურნალებ ავადმყოფებში: როფერონ A-ს დოზირების რეჟიმი 3-4,5მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 6-12 თვის განმავლობაში. რიბავირინის დოზირების რეჟიმი: 1000- 1200მგ/დღეში 2 მიღებაზე (საუზმის და ვახშმის დროს). მონოთერაპია როფერონ A -თი: მონოთერაპია პრეპარატით ძირითადად ტარდება რიბავირინის აუტანლობის ან წინააღმდეგჩვენების დროს.
საწყისი დოზა: 6მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 3 თვის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა: სრული რემისიის სტაბილიზაციისათვის ავადმყოფებში შრატში ალანინამინოტრანსფერაზას ნორმალური კონცენტრაციით, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზა 3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კიდევ 3-9 თვის განმავლობაში. თუ 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში ალანინამინოტრასფერაზას კონცენტრაცია  ნორმალიზდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება.

წვეტიანი კონდილომა:
1-3სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში 1-2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ მოყვანილ გვერდით მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ წინა მკურნალობის მიმართ ან იმყოფებოდნენ დაავადების ბოლო სტადიაში, ასევე ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტი B-თი და ქრონიკული ჰეპაიტი C-თი. მეტი წილი ონკოლოგიური ავადმყოფებისა იღებდნენ დოზებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა არსებულ რეკომენდებულ დოზებს. ამით აიხსნება ამ ჯგუფის ავადმყოფებში გვერდითი მოვლენების უფრო დიდი სიხშირე და სიმძიმე, ვიდრე ავადმყოფებში ჰეპატიტი B-თი, სადაც გვერდითი მოვლენები ატარებდა გარდამავალ ხასიათს და 1-2 კვირის შემდეგ პაციენტები უბრუნდებოდნენ საწყის მდგომარეობას. გაძლიერებული თმის ცვენა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა.
ზოგადი სიმპტომები:
ხშირად: გრიპისმაგვარი სინდრომი (მოთენთილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება, უმადობა, კუნთების, თავის და სახსრების ტკივილი, ოფლიანობა). აღნიშნული მოვლენები მცირდება ან გაივლის პარაცეტამოლის ერთდროული დანიშვნისას და მათი გამოხატულება მკურნალობის პერიოდში პრეპარატის დოზის შემცირებისას სუსტდება, თუმცა მკურნალობის გაგრძელებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, სისუსტე და მოთენთილობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ონკოლოგიური ავადმყოფების 1/3-ში ვითარდება ანორექსია, ნახევარში _ გულისრევა. საკმაოდ ხშირად _ ღებინება, გემოს შეცვლა, პირის სიმშრალე, სიგამხდრე, დიარეა, სუსტი ან ზომიერი ხასიათის მუცლის ტკივილი. იშვიათად _ ყაბზობა, მეტეორიზმი, პერისტალტიკის გაძლიერება, გულძმარვა, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, სიცოცხლისათვის არასახიფათო სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ხანდახან: ალანინამინოტრანსფერაზას, ტუტოვანი ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, რაც საჭიროებს დოზის კორექციას. იშვიათად: ტრანსამინაზების აქტივობის მატება B ჰეპატიტის დროს, რაც მოწმობს ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; ძალიან იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის
უკმარისობა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხანდახან _ სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ფსიქიური მდგომარეობის გაუარესება, გულმავიწყობა, დეპრესია, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ქცევის ცვალებადობა (შიში, ნერვიულობა) და ძილის დარღვევა. იშვიათად ძლიერი ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევა, დროებითი იმპოტენცია და იშემიური რეტინოპათია, ასევე სუიციდალური ქცევა (უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
პერიფერიული ნერვული სისტემა: ხანდახან _ პარესთეზიები, კიდურების დაბუჟება, ნეიროპათია, ქავილი, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ონკოლოგიური ავადმყოფების 1/5-ში აღინიშნება ტრანზიტორული არტერიული ჰიპო- და ჰიპერტენზია, შეშუპება, ციანოზი, არითმია, ტაქიკარდია და ტკივილი გულმკერდში. იშვიათად _ ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის და სუნთქვის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი. B ჰეპატიტით
დაავადებულებში დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება იშვიათად.
კანი, მისი დანამატი, ლორწოვანი გარსები: საკმაოდ ხშირად _ ავადმყოფთა 1/5-ში აღინიშნება მსუბუქი და ზომიერი თმის ცვენა, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ატარებს გარდამავალ ხასიათს. იშვიათად: ჰერპესული გამონაყარის გამწვავება ტუჩებზე, გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გამონადენი და სისხლდენები ცხვირიდან, ფსორიაზის გამწვავება ან მანიფესტაცია. თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა: იშვიათად _ თირკმელების ფუნქციის გაუარესება, თირკმელების უკმარისობა (ძირითადად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში თირკმელების დაავადებით ან ერთდროული მკურნალობა ნეფროტოქსიური პრეპარატებით), ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ანორექსიის ან ორგანიზმის დეჰიდრატაციის დროს, პროტეინურია, უჯრედული ელემენტების მომატება შარდის ნალექში, აზოტის შარდოვანას მომატება სისხლში, კრეატინინის და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.
სისხლმბადი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ტრანზიტორული ლეიკოპენია (არ ითხოვს დოზის შემცირებას), ავადმყოფებში მიელოსუპრესიით _ თრომბოციტოპენია, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. ხანდახან _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება. მძიმე ჰემატოლოგიური ცვლილებების აღდგენა საწყის მაჩვენებლებამდე აღინიშნება 7-10 დღის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან.
სხვა: იშვიათად _ ჰიპერგლიკემია, რეაქცია ინექციის ადგიალს, აუტოიმუნური პათოლოგია (ვასკულიტი, ართრიტი, ჰემოლიზური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მგლურასმსგავსი სინდრომი). ძალიან იშვიათად _ უსიმპტომო ჰიპოკალციემია. მაკაკა-რეზუსებში დიდი დოზების დანიშვნისას, რომელიც აღემატება კლინიკაში გამოყენებულ დოზებს, აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ტრანზიტორული დარღვევა, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდის გახანგრძლივება. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანისათვის დადგენილი არ არის.
გაფრთხილება:
როფერონი A-ს დანიშვნა საჭიროა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია მკურნალობის გამოცდილება შესაბამისი ჩვენებით. აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება როგორც მკურნალობის უპირატესობაზე, ასევე მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.
ღვიძლის, თირკმელების და ძვლის ტვინის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის დროს აუცილებელია მათი ფუნქციის მონიტორინგი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტით თანმხლები აუტოიმუნური დაავადებებით.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა ღვიძლის ფუნქციების პათოლოგიური ცვლილებები, საჭიროა მათი მონიტორინგი ან პრეპარატის მოხსნა. რეკომენდებულია ყველა ავადმყოფის ფსიქონევროლოგიური გამოკვლევა. იშვიათად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას როფერონი A-თი, აღინიშნებოდა სუიციდალური მცდელობა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი ინიშნება ავადმყოფებში მძიმე მიელოსუპრესიით, რადგანაც პრეპარატი თრგუნავს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც იწვევს ლეიკოპენიას (განსაკუთრებით გრანულოციტების), თრომბოციტოპენიას და იშვიათად ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებას. ეს განაპირობებს ინფექციის მომატებულ რისკს ან სისხლდენას. აუცილებელია ამ ავადმყოფებზე დაწესდეს მონიტორინგი და რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზის კონტროლი. ავადმყოფებში ტრანსპალანტაციის შემდეგ (მაგალითად, თირკმელების ან ძვლის ტვინის) მედიკამენტოზური იმუნოსუპრესია შესაძლებლია იყოს ნაკლებად ეფექტური, რადგანაც ინტერფერონს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება იმუნურ სისტემაზე. ჰიპერგლიკემიის კლინიკური სიმპტომატიკის შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი და შესაბამისი მეთვალყურეობა. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. პრეპარატის დანიშვნა ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგანაც იგი შეიცავს ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით, რომელიც არსებული მონაცემების თანახმად, იწვევს ნერვულ-ფსიქიური სფეროს მყარ დარღვევას და პოლიორგანულ უკმარისობას. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. სიფრთხილის ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მამაკაცები და ქალები პრეპარატის გამოყენებისას უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებლიანობა აღემატება მოსალოდნელ რისკს. თუმცა კვლევა არ ადასტურებს პრეპარატის ტერატოგენულ ეფექტს, არ არის გამორიცხული, რომ მან უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. როდესაც მაკაკა-რეზუსში პრეპარატი ინიშნებოდა
დიდი დოზებით, რომელიც აღემატება კლინიკაში რეკომენდებულ დოზებს, მნიშვნელოვნად იზდებოდა აბორტების რაოდენობა. უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ამ პერიოდში წყდება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბენზილის სპირტი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში შემავსებელის სახით, შესაძლოა გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის დანიშვნისას უშუალოდ მშობიარობის წინ ან საკეისრო კვეთის წინ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ზემოქმედება დღენაკლულ ახალშობილებზე. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. გაფრთხილების ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

პრეპარატის დოზირების რეჟიმის და ავადმყოფის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით, მას შეუძლია იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციაზე ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ალფა-ინტერფერონს შეუძლია გამოიწვიოს აღდგენითი მეტაბოლური პროცესების დარღვევა სისტემა ციტოქრომ P 450-ს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობის შემცირებით. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ერთდროული დანიშვნისას იმ საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ გზით. აღწერილია თეოფილინის კლირენსის შემცირება მათი ერთდროული დანიშვნისას.
ინტერფერონები აძლიერებენ ადრე ან მასთან ერთდროულად დანიშნული ნეიროტოქსიური, ჰემატოტოქსიური ან კარდიოტოქსიური პრეპარატების მოქმედებას. ურთიერთქმედება შესაძლებელია ცენტრალური მოქმედების პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას.
კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. ურთიერთქმედება რიბავირინის გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ინტერფერონის დიდი დოზების განმეორებითი გამოყენებისას აღინიშნება ღრმა ლეთარგია, მოთენთილობა, პროსტრაცია და კომა. ასეთი ავადმყოფები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი თერაპიის ჩატარებას. ავადმყოფები პრეპარატზე გამოხატული გვერდითი მოვლენებით უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში. კლინიკურ კვლევაში კომა რეგისტრირებულია ავადმყოფთა 0,4%-ში.

განსაკუთრებული მითითებები:
ინსტრუქცია პრეპარატთან მოპყრობის შესახებ:
ფლაკონი საინექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს 18 მლნ სე 3 მლ-ში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის (ერთ ავადმყოფზე).
სხვა ფორმები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. დოზის ამოღების წინ 18 მლნ სე ფლაკონის ხუფი უნდა გაიწმინდოს
მადეზინფიცირებელი ხსნარით. ფლაკონის ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს პირველი დოზის ამოღების თარიღი. ყოველი აღებისათვის საჭიროა ახალი შპრიცის და ნემსის გამოყენება. დაუშვებელია ნემსის განმეორებითი გამოყენება. 18 მლნ სე მრავალჯერადი ფლაკონის გამოყენება წარმოებს 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის აღების შემდეგ. მრავალჯერადი კარტრიჯები განკუთვნილია მხოლოდ ერთი ავადმყოფისათვის. მათი გამოყენება ხორციელდება შპრიც-კალამის სახით _ "როფერონი-პენი". შპრიცკალამთან და კარტრიჯთან ერთად გამოიყენებენ ნემს "პენფაინი". თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი სხვა ნემსის გამოყენება. ყოველი ინექციისათვის იყენებენ ახალ სტერილურ შპრიცს. კარტრიჯის გამოყენება ხორციელდება 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის ამოღების შემდეგ. კარტრიჯის პირველი გამოყენების თარიღი უნდა აღინიშნოს მის ეტიკეტზე და იგი წებდება შპრიც-კალამის კოლოფზე. "როფერონპენის" გამოყენების ვრცელი ინსტრუქცია არის შპრიც-კალამის შეფუთვაში.

შენახვის ვადა:

2 წელი. გაიცემა ექიმის რეცეპტით.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

შენახვის პირობები:

არა უმეტეს +2-8ºC გაყინვის გარეშე.
სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

შპრიცი-ტუბი (ერთდოზიანი) 1 ცალი;
მწარმოებელი:
ROCHE
F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,
BAშEL, შჭIთძEღLAND