კარლეტონი 500მგ #20ტ

კარლეტონი 500მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: L-კარნიტინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 36930
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კარლეტონი


სავაჭრო დასახელება: კარლეტონი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
L - კარნიტინი

ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება, ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრემეტაბოლური საშუალება.

L-კარნიტინი – ბუნებრივი ნივთიერებაა, B ჯგუფის ვიტამინების მონათესავე. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში როგორც გრძელჯაჭვიანი ცხიმოვამი მჟავების (პალმიტინის და სხვა) გადამტანი ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც ეს მჟავები ექვემდებარებიან დაჟანგვის პროცესს ადენოზინტრიფოსფორ მჟავას და აცეტილ-KoA-ს წარმოქმნით. აუმჯობესებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ზრდის კუჭის და ნაწლავების წვენის სეკრეციას და ფერმენტატულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვების შეთვისებას, ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ამცირებს ცხიმის შემცველობას კუნთებში. ზრდის მდგრადობას ფიზიკური დატვირთვების მიმართ, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზის ხარისხს, ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და ზრდის მის მარაგს ღვიძლში და კუნთებში. ახდენს ანაბოლურ და ლიპოლიტურ მოქმედებას, ახდენს მომატებული ძირითადი ცვლის ნორმალიზებას ჰიპერთირეოზის დროს, წარმოადგენს რა ტიროქსინის ნაწილობრივ ანტაგონისტს.

ფარმაკოკინეტიკა:
კარგად შეიწოვება ნაწლავებში, სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს 3 საათის შემდეგ და ნარჩუნდება თერაპიულ დიაპაზონში 9 საათის განმავლობაში. ადვილად აღწევს ღვიძლში, მიოკარდში, შედარებით ნელა – კუნთებში. გამოიყოფა თირკმელებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით.

გამოყენების რეკომენდაცია: 
• ნერვული ანორექსიის სინდრომი;
• გადატანილი დაავადებებისა და ქირურგიული ჩარევების შემდეგ აღდგენით პერიოდში;
• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვები, სპორტული წრთვნები (შრომისუნარიანობის, ამტანობის ასამაღლებლად, დაღლილობის შესამცირებლად);
• დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით ქრონიკული პანკრეატიტის  და ქრონიკული გასტრიტის დროს;
• კანის დაავადებების კომპლექსური თერაპია (ფსორიაზი, სებორეული ეგზემა, კერობრივი სკლეროდერმია და დისკოიდური წითელი მგლურა);
• ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია (მსუბუქი ფორმები);
• ნევროლოგიური გამოვლინებები თავის ტვინის სისხლძარღვოვან, ტოქსიკურ და ტრავმატულ დაზიანებისას;
• დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს კარნიტინის უმარისობა ან მისი მომატებული დაკარგვა (მიოპათიები, კარდიომიოპათიები, მიტოქონდრიალური დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები თანმხლები მიტოქონდრიალური უკმარისობით) – მისი დეფიციტის შესავსებათ კომლექსური თერაპის შემადგენლობაში;
• პედიატრიულ პრაქტიკაში (3 წლამდე ასაკის ბავშვებში მისი მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ): დღენაკლული ბავშვების, ახალშობილების, რომლებსაც გადატანილი აქვთ მშობიარობის ტრამვა ან ასფიქსია, სამკურნალოდ; ბავშვებისათვის მოდუნებული წოვითი რეფლექსით და სხეულის მასის დაბალი მატებით; დაქვეითებული კუნთების ტონუსით, მოძრაობითი და ფსიქიკური ფუნქციების არასაკმარისად განვიტარების დროს, ასევე ამ დარღვევების პროფილაქტიკის მიზნით “რისკის ჯგუფის” ბავშვებში; ზრდის შეფერხებისა  და სხეულის მასის ნაკლებობის შემთხვევაში 16 წლამდე ასაკე ბავშვებში და მოზარდებში. 

გამოყენების წესი და დოზირება:
კარლეტონი ტაბლეტი 500მგ, მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე,

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 75მგ/კგ წონაზე დღე-ღამის განმავლობაში. ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებით.
12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში და მოზრდილებში კარლეტონის საწყისი დოზაა 500-1000მგ დღე-ღამის განმავლობაში; ერთ ან ორ მიღებაზე განაწილებული.
მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებში არის 3-4გ. სამ ან ოთხ მიღებაზე განაწილებით.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გლუკოკორტიკოიდები ხელს უწყობენ ქსოვილებში L-კარნიტინის  დაგროვებას (ღვიძლის გარდა), სხვა ანაბოლიკები აძლიერებენ ეფექტს.

გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 500მგ N20 ბოთლში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15ºC-დან 25ºC-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:
Contract Pharmacal Corporation
USA