დიაბეტონი MR 60მგ #30ტ
გააზიარე:
დიაბეტონი MR 60 მგ 30 ტაბლეტი
1. დიაბეტონ MR 60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების დახასიათება და გამოყენება
დიაბეტონ Mr 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები - განკუთვნილია სისხლში შაქრის დონის დასაწევად (სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი)
დიაბეტონ Mr 60მგ გამოიყენება ზოგიერთი ტიპის (II ტიპის) შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, როდესაც დიეტის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა და წონის დაკლება, არასაკმარისია სისხლში გლუკოზის ადექვატური დონის გასაკონტროლებლად.
2. დიაბეტონ MR 60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიღების და წყებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) გლიკლაზიდზე, დიაბეტონ MR 60მგ ნებისმიერ კომპონენტზე, ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებზე (სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ან სხვა მონათესავე პრეპარატებზე (ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები);
• თუ გაწუხებთ ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპი);
• თუ შარდში აღმოჩენილია კეტონური სხეულები და შაქარი (ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი), დიაბეტური კომის ან პრეკომის შემთხვევაში;
• თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;
• თუ იღებთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (მიკონაზოლი, იხ. განყოფილება „დიაბეტონ MR 60მგ-ის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და სხვა წამლები“);
• თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხილეთ განყ. „ორსულობა და ლაქტაცია“).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის აუცილებელია, დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმა. ეს ნიშნავს, რომ ტაბლეტების რეგულარული მიღების გარდა, აუცილებელია, დაიცვათ დიეტა, გააკეთოთ ფიზიკური ვარჯიშები და როდესაც ეს აუცილებელია დაიკლოთ წონაში.
გლიკლაზიდით მკურნალობისას საჭიროა სისხლში შაქრის (შეიძლება შარდშიც), ასევე გლიკირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონის რეგულარული მონიტორინგი.
მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს სისხლში შაქრის დაწევის რისკი (ჰიპოგლიკემია), ამიტომაც საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი.
შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
-თუ არ იკვებებით რეგულარულად ან ტოვებთ საკვების მიღებას;
-თუ უარს ამბობთ საკვების მიღებაზე;
-თუ ცუდად იკვებებით;
-თუ შეცვალეთ საკვების შემადგენლობა;
-თუ ზრდით ფიზიკურ დატვირთვას, ნახშირწყლების მიღების ადაპტირების გარეშე;
-თუ გამოიყენებთ ალკოჰოლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ღებულობთ საკვებს;
-თუ ერთდროულად ღებულობთ სხვა სამედიცინო ან ნატურალურ პრეპარატებს;
-თუ ღებულობთ გლიკლაზიდს ძალიან მაღალი დოზებით;
-თუ გაქვთ ზოგიერთი ჰორმონდამოკიდებული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დარღვევა);
-თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების მწვავე მოშლა.
სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის დროს შესაძლოა გაგიჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცუდი კონცენტრაცია, ყურადღების და რეაქციის დროის შემცირება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, ტრემორი, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა და სისუსტის შეგრძნება.
აგრეთვე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ნიშნები და კლინიკური გამოვლინებები: მომატებული ოფლიანობა, ცივი და ნამიანი კანი, შფოთვა, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, მოულოდნელი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადავიდეს ორგანიზმის უახლოეს ნაწილებში (სტენოკარდია).
თუ სისხლში შაქრის შემცველობის დაქვეითება გრძელდება, შესაძლოა განვითარდეს ცნობიერების გამოხატული დაბინდვა (დელირიები), კონვულსიები, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვა შესაძლოა გახდეს ზედაპირული, გულის შეკუმშვები შენელებული, შესაძლოა გონების დაკარგვა.
ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრის შემცირებული დონის კლინიკური გამოხატულება სწრაფად წარმავალია, მას შემდეგ, რაც პაციენტი მიიღებს შაქარს, ნებისმიერი ფორმით, (მაგალითად, გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხი, ტკბილი წვენი, ტკბილი ჩაი).
ამიტომ ყოველთვის თან უნდა ატაროთ შაქარი, ნებისმიერი ფორმით (გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხები). გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღება არ გშველით ან თუ კლინიკური გამოვლინება ხელახლა განმეორდა, დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკური გამოხატულება შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს, იყოს ნაკლებად გამოხატული ან განვითარდეს ძალიან ნელა ან პაციენტი მაშინვე ვერ მიხვდეს, რომ შაქრის დონე დაუქვეითდა. ეს შესაძლოა შეემთხვეთ ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ზოგიერთ პრეპარატებს (მაგ., პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბეტა ბლოკატორები).
თუ აღმოჩნდით სტრესულ სიტუაციაში (მაგალითად, უბედური შემთხვევა, ქირურგიული ოპერაცია, ცხელება ან სხვ.) ექიმმა შესაძლოა დროებით დანიშნოს ინსულინოთერაპია.
სისხლში შაქრის დონის მომატების კლინიკური გამოხატულება (ჰიპერგლიკემია) შესაძლოა დადგეს თუ გლიკლაზიდმა ჯერ კიდევ არასაკმარისად შეამცირა სისხლში შაქრის დონე, თუ არ იცავდით ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის სქემას, თუ ღებულობთ კრაზანას პრეპარატებს (Hypericum perforatum) (იხ. განყოფილება „დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და სხვა წამლები“), ან ზოგიერთ სტრესულ სიტუაციებში. შესაძლო გამოვლინებებია: წყურვილი, გახშირებული შარდვა, პირის ღრუს სიმშრალე, კანის სიმშრალე და ქავილი, კანის ინფექციები და შემცირებული შრომისუნარიანობა.
თუ გამოგივლინდათ ასეთი ნიშნები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გლიკლაზიდის დანიშვნისას ფტორქინოლონთა ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, შესაძლოა სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება (სისხლში შაქრის დონის მომატება ან დაკლება). ასეთ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლის აუცილებლობას.
თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას მემკვიდრეობითი დეფიციტი (G6PD, ერითროციტების ნორმიდან გადახრა), შესაძლოა განგივითარდეთ ჰემოგლობინის დონის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია). ამ პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
პორფირიის მქონე პაციენტებში (მემკვიდრული გენეტიკური დაავადებებით, როდესაც ორგანიზმში გროვდება პორფირინები ან პორფირინების წინამორბედები) აღინიშნებოდა მწვავე პორფირიის შემთხვევები, სულფონილშარდოვანას ზოგიერთი პრეპარატის მიღების დროს.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებში არ არის რეკომენდებული, შესაბამისი მონაცემების არ არსებობის გამო.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები და სხვა წამლები
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, ან შეიძლება მიიღოთ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ პრეპარატებიც, ვინაიდან მათ შესაძლოა ურთიერთქმედება ჰქონდეთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებთან.
შესაძლოა გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკრი გამოვლინება, თუ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს:
- სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მომატებული დონის სამკურნალოდ (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის აგონისტები ან ინსულინი);
- ანტიბიოტიკები (მაგ. სულფონამიდები, კლარითრომცინი);
- პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ (ბეტა ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ისეთი როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი);
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი);
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლელულების სამკურნალო პრეპარატები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები);
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები);
- ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი);
- სპირტის შემცველი პრეპარატები.
გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს ან სისხლში შაქრის შემცველობა გაიზარდოს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპერატებიდან ერთ-ერთს:
- ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (ქლორპრომაზინი);
-პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებას (კორტიკოსტეროიდები)
- ასთმის სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მშობიარობის დროს (ინტრავენური სალბუტამოლი, რიტოდრინი, ტერბუტალინი);
- სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევების, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატები (დანაზოლი);
- კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum).
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, შეიძლება განვითარდეს სისხლში გლუკოზის დონის დარღვევები (სისხლში შაქრის დონის მომატება ან შემცირება).
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიეროს პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას (ვარფარინი).
სხვა პრეპარატის მიღების დაწყებამდე, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. თუ თქვენ მიმართეთ საავადმყოფოს, გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი იმის შესახებ, რომ იღებთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვებთან და არა ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად. ალკოჰოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მას არაპროგნოზირებადი სახით შეუძლია ხელი შეუშალოს დიაბეტის კონტროლს.
ორსულობა და ლაქტაცია
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ ხართ ორსულად, ვარაუდობთ ორსულობას ან ფიქრობთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს.
თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, არ უნდა მიიღოთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები.
ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა
კონცენტრირების უნარი ან რეაქციების სისწრაფე შესაძლოა შემცირდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი (ჰიპგლიკემია) ან ძალიან მაღალი (ჰიპერგლიკემია) დონის დროს ან თუ ამ მდგომარეობების შედეგად გიუარესდებათ მხედველობა. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება წარმოადგენდეთ საფრთხეს როგორც თქვენი, ასევე გარშემო მყოფთა სიცოცხლისათვის (მაგ. ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას).
შეეკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა, თუ თქვენ:
- ხშირად აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია);
- სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემიის) გამაფრთხილებელი სიმპტომები მცირერიცხვოვანია ან არ არსებობს.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი სახეობის შაქრის მიმართ, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.
3. დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების წესი
დოზირება
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების დროს, ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის მითითებები. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი ადგენს თერაპიულ დოზას, სისხლში და შესაძლოა შარდშიც შაქრის დონის საფუძველზე.
გარე ფაქტორების ნებისმიერმა ცვლილებამ (წონის შემცირება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან შაქრის დონის გაუმჯობესებამ, შესაძლოა მოითხოვოს გლიკლაზიდის დოზის შეცვლა.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120მგ) ერთჯერადი მიღებისათვის, საუზმის დროს. ეს დამოკიდებულია მკურნალობის პასუხზე.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ტაბლეტ(ებ)ი მიიღება საუზმის დროს, სასურველია ერთი და იგივე დროს, ყოველდღე, ჭიქა წყლის დაყოლებით. ნახევარი ტაბლეტები ან მთლიანი ტაბლეტ(ებ)ი უნდა გაიყლაპოს მთლიანად. ტაბლეტი არ დაღეჭოთ და არ დააქუცმაცოთ. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ ნაწილებად. ტაბლეტ(ებ)ი-ს მიღების შემდეგ აუცილებელია საკვების მიღება.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებისას, კომბინაციაში ალფა-გლიკოზიდაზების ინჰიბიტორებთან, მეტფორმინთან, თიაზოლიდინდიონთან, დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის ინჰიბიტორთან, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორის აგონისტთან ან ინსულინთან, ექიმი პაციენტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას.
თუ დანიშნულების მიხედვით პრეპარატის მიღების მიუხედავად, სისხლში შაქრის მომატებული დონე შეინიშნება, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
თუ მიიღეთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები უფრო დიდი რაოდენობით ვიდრე რეკომენდებულია
თუ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტები, მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყონებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს სისხლში შაქრის დაქვეითებული დონის ნიშნები (ჰიპოგლიკემია), რომელიც აღწერილია განყოფილებაში 2. ამ კლინიკური გამოვლინებების შესამცირებლად შეიძლება დაუყოვნებლივ მიიღოთ შაქარი (4-6 ნატეხი) ან დალიოთ ტკბილი სასმელი, რის შემდგაც საჭიროა კარგად დანაყრდეთ. თუ ავადმყოფი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ასევე უნდა მოიქცეთ მაშინ თუ ვინმემ, მაგალითად ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს პრეპარატი. არ მისცეთ საკვები და სასმელი პაციენტებს გონების დაკარგვის შემთხვევაში. წინასწარ უნდა იზრუნოთ იმისათვის, რომ გვერდით ყოველთვის იყოს მცოდნე ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი ექიმი გამოიძახოს აუცილებლობის შემთხვევაში.
თუ დაგავიწყდათ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება
მნიშნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან მიღების რეგულარობა მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის.
მიუხედავად ამისა, თუ დაგავიწყდათ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების შეწყვეტა
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების შეწყვეტამდე, გაითვალისწინეთ:
იმის გამო, რომ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა გრძელდება მთელი ცხოვრება, უნდა აცნობოთ ექიმს, ვიდრე შეწყვიტავთ ამ პრეპარატის მიღებას. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), რომელიც ზრდის დიაბეტური გართულებების განვითარების რისკს.
თუ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატი, დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: „განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“).
მკურნალობის არარსებობისას, ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით კონტროლირდება შაქრის გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
დარღვევები ღვიძლის მხრივ
აღწერილია ცალკეული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.
დარღვევები კანის მხრივ
არსებობს შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, კვინკეს შეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვის სახით.
თუ ასეთი სიმპტომები გამოვლინდება, შეწყვიტეთ დიაბეტონ MR 60მგ მიღება, მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მას ინფორმაცია, პრეპარატის მიღების შესახებ.
გამონაკლის შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (DRESS), რომლებიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყრით, ხოლო შემდეგ ვლინდება გავრცელებული გამონაყარით და მაღალი ტემპერატურით.
დარღვევები სისხლის მხრივ
შემოსულია შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (მაგალითად, თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, სილურჯეების გამოვლენა, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები, როგორც წესი, გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან.
ისევე როგორც სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში, დაფიქსირებულია შემდეგი არასასურველი მოვლენები: სისხლის უჯრედების რაოდენობის სერიოზული ცვლილებების და სისხლძარღვთა კედლების ანთების შემთხვევები, სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება (ჰიპონატრიემია), ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, გაივლის სულფანილშარდოვანას პრეპარატების მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის უკმარისობა და სიცოცხლისთვის საფრთხე.
შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ რაიმე გვედითი ეფექტი გამოვლინდება, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც აღწერილი არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის შეგროვებას.
5. დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
არ მიიღოთ დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მუყაოს კოლოფზე და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ 30°C ტემპერატურაზე ქვემოთ.
არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატი. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასაცავად.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა მონაცემები
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტის შემადგენლობა
ქტიურ კომპონენტს წარმოადგენს გლიკლაზიდი. აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებული გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60მგ გლიკლაზიდს.
სხვა კომპონენეტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი.
დიაბეტონ MR 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი, კოლოფის შიგთავსის აღწერილობა
დიაბეტონ MR 60მგ - ეს არის მოდიფიცირებული გამოთავისუფლების თეთრი ფერის, მოგრძო ტაბლეტები, სიგრძით 15მმ და სიგანით 7მმ. ნაჭდევით და ნიშნით ,,DIA 60” ორივე გვერდზე. ტაბლეტები გამოდის კონტურულ-უჯრედულ შეფუთვებში, რომელიც შეიცავს 10, 30 ან 60 ტაბლეტს.
შესაძლოა გაყიდვაში არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით, ექიმის დანიშნულებით
შენახვის ვადა:3 წელი.