ნიტროქსოლინი 0.05გ #50ტ

ნიტროქსოლინი 0.05გ #50ტ

6.40 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: ირბიტი ქფქ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნიტროქსოლინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 365
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია 

ნიტროქსოლინი

რეგისტრაციის ნომერი:

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ნიტროქსოლინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნიტროქსოლინი

ფარმაცევტული ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება:ნიტროქსოლინი-50.00მგ

დამხმარენივთიერება (ბირთვის): ლაქტოზას მონოჰიდრატი-18.80მგ, კარტოფილის სახამებელი-26.00მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური -0.60მგ, ტალკი-2,80მგ, კალციუმის სტეარატი-0.90მგ, პოლისორბატი-80 (ტვინ-80)-0.90მგ.

დამხმარენივთიერებები (გარსი): საქაროზა– 83.13მ, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი -10.77მგ,  პოვიდონი K17-1.66მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური– 0.81მგ, ტალკი-0.30მგ,  ტიტანის დიოქსიდი - 2.82მგ,  საღებავი ტროპეოლინი О – 0.18მგ,  საღებავი აზორუბინი ( მჟავა წითელი 2C ფარმაცევტული მიზნებისთვის)-0.03მგ, ფუტკრის ცვილი - 0.30მგ.

 

აღწერილობა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი,  ღია ნარინჯისფერი ან ნარინჯისფერი   გარსით დაფარული ტაბლეტები. გატეხვისას განაკვეთზე სამი ფენა მოჩანს: შიდა - ყვითელიდან მონაცისფრო-ყვითელ ფერამდე, დასაშვებია ოდნავ მწვანე ელფერთ, შუა- თეთრი ფერის და გარეთა-ღია ნარინჯისფერიდან ნარინჯისფერამდე.

 

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ანტიმიკრობული საშუალება-ოქსიქინოლინი.

ATC კოდი: [J01XX07]

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

ფართო სპექტრის ანიტომიკრობული საშუალება. ნიტროქსოლინი შერჩევითად აინჰიბირებს ბაქტერიული დნმ-ის სინთეზს და ზემოქმედებას ახდენს როგორც გრამდადებით მიკროორგანიზმებზე: Staphylococcus spp. ( მათ შორის S.aureus), Streptococcus spp. (მათ შორის, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, Streptococcus pneumonia, Enterococcus faecalis), Corynebacterium diphtheriae, Bacillus subtilis, ასევე გრამუარყოფით მიკროროგანიზმებზე: N. gonorrhoeae, E.coli, Proteus spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter spp.  ნიტროქსოლინი აქტიურია  აგრეთვე Mycaobacterium tuberculosis-ის, Trichomonas vaginalis-ის, სოკოების ზოგიერთი სახეობების (Candida spp., დერმატოფიტები, ობის სოკო, ღრმა მოკოზების ზოგიერთი გამომწვევი) მიმართ.

 

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია-მაღალი.  პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით შეუცვლელი სახით, ამასთან აღინიშნება შარდში  მაღალი კონცენტრაცია (100მკგ/მლ და მეტი).

 

პრეპარატისგამოყენებისჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, უპირატესად შარდ-სასქესო გზების (მათ შორის პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ეპიდიდიმიტი, წინამდებარე ჯირკვლის ინფიცირებული ადენომა ან კარცინომა და სხვა) გამოწვეული ნიტროქსოლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების დროს (კათეტერიზაცია, ცისტოსკოპია) ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქირურგიული ჩარევების დროს თირკმელზე და შარდ-სასქესო გზებზე.

 

უკუჩვენებები
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს  ოლიგურია ან ანურია, ღვიძლის მძიმე  ხარისხის დაავადებები, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, სამ წლამდე ბავშვთა ასაკი (მყარი გაუყოფელი სამკურნალო ფორმის გათვალისწინებით), კატარაქტა, ნევრიტი, პოლინევრიტი, ორსულობა (III ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი. მომატებული მგრძნობელობა ქინოლინის ჯგუფის პრეპარატების მიმართ.

 

პრეპარატისგამოყენებისმეთოდიდადოზები

პრეპარატი განლკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა არის 400-800მგ

პრეპარატის მიღების სიხშირე 3-4-ჯერ დღე-ღამეში 6-8 საათის ინტერვალით. მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.

საშარდე გზების ქრონიკული ინფექციების დროს პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია განმეორებით 2 კვირის მანძილზე 2-კვირიანი შესვენების ინტერვალით.  

საშუალო სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის 5 წელზე ზემოთ არის 0.2-0.4გ (0.05-0.1გ 4-ჯერ დღე-ღამეში), 5 წელზე ქვემოთ ასაკისთვის-0.2გ დღე-ღამეში.

ინფექციების პროფილაქტიკისთვის  თირკმელსა და საშარდე გზებზე ოპერაციის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 0.1გ 4-ჯერ დღე-ღამეში, 2-3 კვირის განმავლობაში.

ბავშვებში ინიშნება სადღეღამისო დოზა 10-30მგ/კგ-ზე 3-4 მიღებაზე. 

 

გვერდითიმოქმედება

ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ძალიან იშვიათად-კანის ალერგიული რეაქციები. იშვიათ შემთხვევებში-ტაქიკარდია, ატაქსია, თავის ტკივილი, პარესთეზია, პოლინეიროპათია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ხანგრძლივი გამოყენებისას გამოვლინდა თვალის ნევრიტის შემთხვევა.

 

განსაკუთრებულიმითითებები

პრეპარატით მკურნალობის პროცესში შარდი იღებს ზაფრანისფერ-ყვითელ ფერს.

 

გამოშვებისფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები, 50მგ.

10 ტაბლეტი მოთავსებული კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

5 კონტურული უჯრედულ შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს შეკვრაში.

 

შენახვისპირობები

პრეპარატი შეინახეთ სინათლსგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე, რომელიც არ აჭარბებს 250C-ს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობისვადა

4 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდანგაყიდვისპირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

 

 

 

 

მწარმოებელი/პრეტენზიისმიმღებიორგანიზაცია

ღსს „ირბიტის ქიმფარმქარხანა“

623856, რუსეთი, სვერდლოვის ოლქი, ქალაქი ირბიტი, კიროვის ქუჩა, სახლი 172.

ტელეფონი/ფაქსი: (34355) 3-60-90

წარმოებისმისამართი:

სვერდლოვის ოლქი, ქალაქი ირბიტი, კარლ მარქსის ქუჩა, სახლი 124-ა.