იანუვია 100მგ #28ტ(შვეიც)

იანუვია 100მგ #28ტ(შვეიც)

96.37 ლარი
ქვეყანა: შვეიცარია
მწარმოებელი: შერინგ_პლაუ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სიტაგლიპტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 36482
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

იანუვია / JANUVIA

საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: სიტაგლიპტინი

სამკურნალწამლო ფორმა : აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა :

აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი შეიცავს 100მგ სიტაგლიპტინს სიტაგლიპტინის ფოსფატის მონოჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ორფუძიანი უწყლო ფოსფატი, დაუნაწევრებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა; მაგნიუმის სტეარატი; ნატრიუმის სტეარილფუმარატი

ტაბლეტის გარსი (ოპადრაი® II: კრემისფერი 85 F 17438) შეიცავს პოლივინილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (Е171), მაკროგოლს (პოლიეთილენგლიკოლი) 3350, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (Е172), რკინის წითელ ოქსიდს (Е172).

აღწერა

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი კრემისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, გრავირებით „277" ერთ მხარეს და გლუვი - მეორე მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჰიპოგლიკემიური საშუალება-დიპეპტიდილპეპტიდაზა-4-ის ინჰიბიტორი

ათქ კოდი: А10ВН01

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

მოქმედების მექანიზმი

იანუვია (სიტაგლიპტინი) მიეკუთვნება პერორალური ანტიჰიპერგლიკემიური საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (დპპ-4) ინჰიბიტორები, რომლებიც აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში აქტიური ინკრეტინული ჰორმონების დონის მომატებით. ინკრეტინების ოჯახის ჰორმონები, მათ შორის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1- (GLP-1) და გლუკოზა-დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი (გიპ) სეკრეტირდება ნაწლავში დღის განმავლობაში, დონე იმატებს საკვების მიღების პასუხად. ინკრეტინები წარმოადგენს ენდოგენური სისტემის ნაწილს, რომელიც მონაწილეობს გლუკოზის ჰომეოსტაზის ფიზიოლოგიურ რეგულაციაში. სისხლში გლუკოზის ნორმალური ან მომატებული დონისას GLP -1 და გიპ აძლიერებს ინსულინის სინთეზს, აგრეთვე მის გამოთავისუფლებას კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედებიდან სასიგნალო უჯერდშიდა მექანიზმების ხარჯზე, რომლებიც დაკავშირებულია ციკლურ ამფ-თან. GLP -1 ან დპპ-4 ინჰიბიტორებით მკურნალობამ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ცხოველების მოდელებზე გამოავლინა ბეტა-უჯრედების მიერ გლუკოზის აღქმის გაუმჯობესება და ინსულინის ბიოსინთეზის და სეკრეციის სტიმულირება. ინსულინის მაღალი დონისას იზრდება ქსოვილის მიერ გლუკოზის შთანთქმა. ამას გარდა GLP -1 აქვეითებს კუჭქვეშა ჯირკვლის ალფა უჯრედების მიერ გლუკაგონის სეკრეციას. ინსულინის დონის მატების ფონზე გლუკაგონის კონცენტრაციის დაქვეითება იწვევს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის შემცირებას, რაც საბოლოოდ იწვევს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითბას. GLP -1 და გიპ ჩამოთვლილი ეფექტები გლუკოზა-დამოკიდებულია, ანუ სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციისას ინსულინის სტიმულირებული გამოტყორცნა და გლუკაგონ GLP -1 სეკრეციის დაქვეითება არ აღინიშნება. როგორც GLP -1 ასევე გიპ-სთვის, თუ გლუკოზის დონე ნორმალურ კონცენტრაციაზე მაღალია, ძლიერდება ინსულინის გამოტყორცნა. ამას გარდა, GLP -1 გავლენას არ ახდენს გლუკაგონის ნორმალურ გამოტყორცნაზე ჰიპოგლიკემიაზე პასუხად. GLP -1 და გიპ აქტივობა ისაზღვრება დპპ-4 ფერმენტით, რომელიც სწრაფად აჰიდროლიზებს ინკრეტინებს არააქტიური პროდუქტების წარმოქმნით. სიტაგლიპტინი ხელს უშლის ინკრეტინების ფერმენტ დპპ-4-ით ჰიდროლიზს, ამგვარად ზრდის პლაზმაში GLP -1 და გიპ-ს აქტიური ფორმების კონცენტრაციას. ინკრეტინების დონის მატებით, სიტაგლიპტინი გლუკოზა-დამოკიდებულად აძლიერებს ინსულინის გამოტყორცნას და იწვევს გლუკოზის სეკრეციის შემცირებას. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და ჰიპერგლიკემიით დაავადებულ პაციენტებში ინსულინის და გლუკაგონის დონის ამ ცვლილებებმა შეიძლება გლიკოზირებული ჰემოგლობინი A1c (HbA1c)-ს დაქვეითება და უზმოდ და საკვების მიღების შემდეგ გლუკოზის კონცენტრაციის შემცირება. სიტაგლიპტინის გლუკოზა-დამოკიდებული მოქმედების მექანიზმი განსხვავდება სულფონილშარდოვანას წარმოებულების მოქმედების მექანიზმისგან, რომლებიც აძლიერებს ინსულინის სეკრეციას გლუკოზის დაბალი დონის შემთხვევაშიც და შეუძლიათ გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან ჯანმრთელ ადამიანებში. სიტაგლიპტინი წარმოადგენს ფერმენტ დპპ-4-ის ძლიერმოქმედ და მაღალსელექციურ ინჰიბიტორს და თერაპიული კონცენტრაციით არ აინჰიბირებს ახლომონათესავე ფერმენტებს-დპპ-8 ან დპპ-9-ს.

ჯანმრთელი მოხალისეების ორდღიანი კვლევის დროს, მხოლოდ სიტაგლიპტინის გამოყენებისას გაიზარდა აქტიური GLP-1 კონცენტრაცია, ხოლო მარტო მეტფორმინის გამოყენებისას გაიზარდა აქტიური და საერთო GLP-1 კონცენტრაცია მსგავსი ხარისხით.

სიტაგლიპტინისა და მეტფორმინის ერთდროულმა გამოყენებამ დამატებითი გავლენა მოახდინა GLP-1 აქტიურ კონცენტრაციებზე. სიტაგლიპტინმა, მაგრამ არა მეტფორმინმა, გაზარდა აქტიური გიპ (GIP) კონცენტრაცია.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

საერთო ჯამში სიტაგლიპტინმა გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლი, როდესაც იგი გამოიყენებოდა მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში (იხილეთ ცხრილი 1).

სიტაგლიპტინით მონოთერაპიის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად ჩატარდა ორი კვლევა. მონოთერაპიის სახით სიტაგლიპტინით 100 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს HbA1c- ს, პლაზმაში გლუკოზის უზმოდ და პოსტპრანდიალურ 2 საათიან მაჩვენებლებს დ პლაცებოსთან შედარებით ორ კვლევაში (18 და 24 კვირა). გაუმჯობესდა ბეტა უჯრედების ფუნქციის სუროგატი მარკერების, მათ შორის HOMA-β (ჰომეოსტაზის-β შეფასების მოდელი), პროინსულინის ინსულინის თანაფარდობა და ბეტა უჯრედების რეაქტიულობა საკვების ტოლერანტობის ტესტში სისხლის ნიმუშების ხშირი აღებით. ჰიპოგლიკემიის დაფიქსირებული სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს, მსგავსი იყო პლაცებოს ჯგუფში. საწყის მაჩვენებელთან შედარებით სხეულის წონა არც ერთ კვლევაში არ გაზრდილა სიტაგლიპტინთან თერაპიის დროს, პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ აღინიშნა წონის შემცირება.

სიტაგლიპტინი დღე-ღამეში ერთხელ 100მგ დოზით უზრუნველყოფდა გლიკემიური მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას პლაცებოსთან შედარებით, ორ 24 კვირიან კვლევაში, რომლებშიც სიტაგლიპტინი გამოიყენებოდა დამატებითი თერაპიის სახით, ერთი კვლევა მოიცავდა მეტფორმინთან კომბინაციას, მეორე-პიოგლიტაზონთან კომბინაციას. საწყის მაჩვენებელთან შედარებით სხეულის მასის ცვლილება ანალოგიური იყო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს და პლაცებოს. ამ კვლევებში აღინიშნა ჰიპოგლიკემიის ანალოგიური სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს ან პლაცებოს.

24-კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასებისთვის (100მგ დღე-ღამეში ერთხელ), რომელიც ემატებოდა გლიმეპირიდით მონოთერაპიას ან გლიმეპირიდის და მეტფორმინის კომბინაციას. სიტაგლიპტინის დამატება გლიმეპირიდით მონოთერაპიაზე ან გლიმეპირიდის და მეტფორმინის კომბინაციაზე უზრუნველყოფდა გლიკემიური მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. პაციენტებში, რომლებიც სიტეგლიპტინს იღებდნენ, აღინიშნა სხეულის წონის ზომეირი მომატება პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

26-კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასებისთვის (100მგ დღე-ღამეში ერთხელ), რომლის დამატებაც ხდებოდა პიოგლიტაზონის და მეტფორმინის კომბინაციაზე. სიტაგლიპტინის დამატება პიოგლიტაზონის და მეტფორმინზე მნიშვნელოვნად უზრუნველყოფდა გლიკემიური მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. საწყის მაჩვენებელთან შედარებით სხეულის წონის ცვლილება ანალოგიური იყო სიტაგლიპტინით და პლაცებოთ ნამკურნალებ პაციენტებში. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს ან პლაცებოს.

24--კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასებისთვის (100მგ დღე-ღამეში ერთხელ), რომლის დამატებაც ხდებოდა ინსულინზე (სტაბილური დოზით არანაკლებ 10 კვირის განმავლობაში) მეტფორმინთან ერთად (არანაკლებ 1500მგ) ან მის გარეშე. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ წინასწარ შერეულ ინსულინს, საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 70,9 ერთეულს/დღე-ღამეში. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არაგანზავებულ ინსულინს (შუალედური/ხანგრძლივი მოქმედების) საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 44,3 ერთეულს/დღე-ღამეში.. ინსულინზე სიტაგლიპტინის დამატება უზრუნველყოფდა გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. არც ერთ ჯგუფში არ აღინიშნა სხეულის წონის მნიშვნელოვანი ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით.

24-კვირიან პლაცებო-კონტროლირებულ, საწყისი თერაპიის ფაქტორულ კვლევაში სიტაგლიპტინი 50მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ, მეტფორმინთან ერთად (500მგ ან 1000მგ დღე-ღამეში ორჯერ) უზრუნველყოფდა გლიკემიური პარამეტრების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნებისმიერი პრეპარატით მონოთერაპიასთან შედარებით. სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციისას სხეულის მასის შემცირება იმის ანალოგიური იყო, რაც აღინიშნა მხოლოდ მეტფორმინის ან პლაცებოს გამოყენებისას; პაციენტებისთვის, რომლებიც მხოლოდ სიტაგლიპტინს იღებდნენ არ აღინიშნა ცვლილება საწყის მაჩვენებელთან შედარებით. ჰიპოგლიკემიის სიხშირე ერთნაირი იყო მკურნალობის ყველა ჯგუფში.

ცხრილი 1. HbA1c მაჩვენებლების შედეგები პლაცებო-კონტროლირებულ მონოთერაპიაში და კომბინირებულ თერაპიაში *

კვლევა

საშუალო საწყისი еHbA1c (%)

საწყისი HbA1c -ს საშუალო ცვლილება (%)

პლაცებო-კორექტირებული საშუალო ცვლილება HbA1c (%)

(95 % სანდოობის ინტერვალი)

მონოთერაპიის კვლევა

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ §

(N=193)

8,0

-0,5

-0,6

(-0,8, -0,4)

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ %

(N=229)

8,0

-0,6

-0,8

(-1,0, -0,6)

კომბინირებული თერაპიის კვლევა

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ დამატებული მეტფორმინით მიმდინარე თერაპიას %

(N=453)

8,0

-0,7

-0,7

(-0,8, -0,5)

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ დამატებული პიოგლიტაზონით თერაპიას % (N=163)

8,1

-0,9

-0,7

(-0,9, -0,5)

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ დამატებული გლიმეპირიდით თერაპიას %

(N=102)

8,4

-0,3

-0,6

(-0,8, -0,3)

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ დამატებული გლიმეპირიდით+მეტფორმინით თერაპიას %

(N=115)

8,3

-0,6

-0,9

(-1,1, -0,7)

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ დამატებული პიოგლიტაზონით+მეტფორმინით თერაპიას #

(N=152)

8,8

-1,2

-0,7

(-1,0, -0,5)

საწყისი თერაპია (2 -ჯერ დღე-ღამეში)%: სიტაგლიპტინი 50მგ+მეტფორმინი 500მგ

(N=183)

8,8

-1,4

-1,6

(-1,8, -1,3)

საწყისი თერაპია (2-ჯერ დღე-ღამეში) %: სიტაგლიპტინი 50 მგ+ მეტფორმინი 1000მგ

(N=178)

8,8

-1,9

-2,1

(-2,3, -1,8)

სიტაგლიპტინი100 მგ დღე-ღამეში ერთხელ დამატებული ინსულინით თერაპიას (+/- მეტფორმინი)%

(N=305)

8,7

-0,6

-0,6‡¶

(-0,7, -0,4)

* ყველა ნამკურნალები პაციენტის პოპულაცია (ანალიზი დამოკიდებულია დანიშნულ მკურნალობაზე).

ყველაზე პატარა კვადრატები მიუთითებს წინა ანტიჰიპერგლიკემიური თერაპიის სტატუსის და საბაზისო მნიშვნელობის კორექტირებაზე.

p<0,001 პლაცებოსთან შედარებით+კომბინირებული თერაპია

§ HbA1c (%) 18-ე კვირაზე

% HbA1c (%) 24-ე კვირაზე.

# HbA1c (%) 26-ე კვირაზე

მინიმალური კვადრატების საშუალო მნიშვნელობა, კორექტირებული მეტფორმინის გამოყენებით 1 ვიზიტზე (დიახ / არა), ინსულინის გამოყენებით ვიზიტის დროს 1 ვიზიტზე (წინასწარ შერეული წინასწარ შეურევლის წინააღმდეგ)[შუალედური ან ხანგრძლივი მოქმედების]) და საწყისი მნიშვნელობით. ურთიერთქმედება ჯგუფების მურნალობისას (მეტფორმინი და ინსულინი) მნიშვნელოვანი არ იყო (p > 0,10).

24-კვირიანი აქტიური (მეტფორმინი)-კონტროლირებული კვლევა შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის დღე-ღამეში ერთხელ 100მგ-ს გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასებისთვის (N=528) მეტფორმინთან შედარებით (N=522) პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გლიკემიის არაადექვატური კონტროლი დიეტის დაცვის და ფიზიკური აქტივობის დროს, ასევე იმ პირებში, რომლებიც არ იღებდნენ ანტიჰიპერგლიკემიურ თერაპიას (მინიმუმ 4 თვე მკურნალობის გარეშე). მეტფორმინის საშუალო დოზა შეადგენდა დაახლოებით 1900მგ-ს დღე-ღამეში. HbA1c-ს დაქვეითება საშუალო საწყისი მნიშვნელობისაგან - 7,2% შეადგენდა ‑ 0,43%-ს სიტაგლიპტინისთვის და ‑0,57% მეტფორმინისთვის (პროტოკოლის მიხედვით ანალიზი). კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდითი რეაქციების საერთო სიხშირე, რომელიც დაკავშირებული იყო პრეპარატის გამოყენებასთან პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინს იღებდნენ, შეადგენდა 2,7%-ს, მეტფორმინის ჯგუფის 12,6%-თან შედარებით. ჰიპოგლიკემიის სიხშირე არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის (სიტაგლიპტინი1,3%; მეტფორმინი 1,9%). საწყის მაჩვენებელთან შედარებით სხეულის წონა შემცირდა ორივე ჯგუფში (სიტაგლიპტინი −0,6 კგ; მეტფორმინი−1,9 კგ).

კვლევაში, რომელიც ადარებდა სიტაგლიპტინის 100მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ დამატების ან გლიპიზიდის (სულფონილშარდოვანა) ეფექტურობას და უსაფრთხოებას პაციენტებში, რომლებშიც არაადექვატური იყო გლიკემიური კონტროლი მეტფორმინით მონოთერაპიის დროს, სიტაგლიპტინი იყო გლიპიზიდის ანალოგიური HbA1c დონის დაქვეითებისთვის. გლიპიზიდის საშუალო დოზა, რომელიც გამოიყენებოდა შედარების ჯგუფში, იყო 10 მგ დღე-ღამეში, პაციენტთა დაახლოებით 40% -ს სჭირდებოდა გლიპიზიდის დოზა ≤5 მგ / დღე-ღამეში კვლევის განმავლობაში. თუმცა, არასაკმარისი ეფექტურობის გამო მკურნალობა უფრო მეტმა პაციენტმა შეწყვიტა სიტაგლიპტინის ჯგუფში გლიპიზიდის ჯგუფთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს, გამოვლიდნა სხეულის საწყისი წონის მნიშვნელოვანი შემცირება, სხეულის წონის მნიშვნელოვან ზრდასთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ გლიპიზიდს (−1.5 და +1.1 კგ). ამ კვლევაში პროინსულინისა და ინსულინის თანაფარდობა (ინსულინის სინთეზისა და გამოყოფის ეფექტურობის მაჩვენებელი) გაუმჯობესდა სიტაგლიპტინით და გაუარესდა გლიპიზიდით. ჰიპოგლიკემიის სიხშირე სიტაგლიპტინის ჯგუფში (4,9%) მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე გლიპიზიდების ჯგუფში (32,0%).

24-კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა 660 პაციენტის მონაწილეობით, შემუშავებული იყო სიტაგლიპტინის ინსულინდამზოგველი ეფექტურობის და უსაფრთხოების შეფასებისთვის (100მგ დღე-ღამეში ერთხელ), რომელიც ემატებოდა ინსულინ გლარგინს მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე (არანაკლებ 1500მგ) ინსულინოთერაპიის ინტენსიფიკაციის დროს. HbA1c საწყისი დონე შეადგენდა 8,74%, ხოლო ინსულინის საწყისი დოზა იყო 37 МЕ/დღე-ღამეში. პაციენტებს შესთავაზეს ინსულინ გლარგინის დოზის ტიტრაცია უზმოდ გლუკოზის მნიშვნელობის საფუძველზე, აღება ხდებოდა თითიდან. 24-ე კვირაზე ინსულინის სადღეღამისო დოზის ზრდა შეადგენდა 19 МЕ/დღე-ღამეში პაციენტებისთვის, რომლებიც სიტაგლიპტინს იღებდნენ და 24 МЕ/დღე-ღამეში პაციენტებისთვის, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. HbA1c დაქვეითება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სიტაგლიპტინს ან ინსულინს (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), შეადგენდა ‑1,31% -ს იმ პაციენტების ‑0,87% -თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს და ინსულინს (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), განსხვავება ‑0,45% [95% სანდოობის ინტერვალი: ‑0,60, ‑0,29]. ჰიპოგლიკემიის სიხშირე შეადგენდა 25,2% -ს პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინს და ინსულინს იღებდნენ (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) და 36,8% -ს პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს და ინსულინს (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე). განსხვავება ძირითადად იხსნება პაციენტების უფრო მაღალი პროცენტით პლაცებოს ჯგუფში, რომლებშიც აღინიშნა ჰიპოგლიკემიის 3 ან მეტი ეპიზოდი (9,4% 19.1-ს წინააღმდეგ). მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირის განსხვავება არ აღინიშნა.

კვლევა, რომელიც ადარებდა სიტაგლიპტინს 25 ან 50მგ დოზას დღე-ღამეში ერთხელ და გლიპიზიდს 2,5-20მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ, ჩატარდა თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში. ამ კვლევაში მონაწილეობდა თირკმლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევის მქონე 423 პაციენტი (გორგლოვანი ფილტრაციის გამოთვლილი სისწრაფე <50მლ/წთ). 54 კვირის შემდეგ საწყის მაჩვენებელთან შედარებით HbA1c -ს საშუალო შემცირება შეადგენდა ‑0,76%-ს სიტაგლიპტინისთვის და ‑0,64% გლიპიზიდისთვის (ანალიზი პროტოკოლის მიხედვით). ამ კვლევაში, სიტაგლიპტინის 25 ან 50 მგ -ს დღე-ღამეშიე რთხელ გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება იყო იმ პროფილის ანალოგიური, რომელიც აღინიშნა მონოთერაპიის სხვა კვლევებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰიპოგლიკემიის სიხშირე სიტაგლიპტინის ჯგუფში (6,2%) მნიშვნელოვნად დაბალი იყო გლიპიზიდის ჯგუფთან შედარებით (17,0%). ასევე მნიშვნელოვანი იყო განსხვავება ჯგუფებს შორის საწყისი წონის შეცვლის მხრივ (სიტაგლიპტინი- 0,6 კგ; გლიპიზიდი +1,2 კგ).

სხვა კვლევა, რომელშიც ადარებდნენ სიტაგლიპტინს 25მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ და გლიპიზიდს 2,5-20მგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ, ჩატარდა 129 პაციენტის მონაწილეობით, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია და რომლებსაც უტარდებოდათ დიალიზი. 54 კვირის შემდეგ საწყის მაჩვენებელთან შედარებით HbA1c-ს საშუალო დაქვეითება შეადგენდა ‑0,72%-ს სიტაგლიპტინისთვის და ‑0,87% გლიპიზიდისთვის. ამ კვლევაში სიტაგლიპტინის დღე-ღამეში ერთხელ 25მგ-ს ეფექტურობის და უსაფრთხოების პროფილი იყო იმ პროფილის ანალოგიური, რომელიც აღინიშნა მონოთერაპიის სხვა კვლევებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების მონაწილეობით. ჰიპოგლიკემიის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა მკურნალობის ჯგუფებს შორის (სიტაგლიპტინი 6.3%; გლიპიზიდი 10,8%).

სხვა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული 91 პაციენტი (კრეატინინის კლირენსი <50 მლ / წთ), სიტაგლიპტინის უსაფრთხოება და ამტანობა დღე-ღამეში 25-50მგ-ს გამოყენებისას, საერთო ჯამში პლაცებოს ანალოგიური იყო. გარდა ამისა, 12 კვირის შემდეგ HbA1c (სიტაგლიპტინი -0,59%; პლაცებო -0,18%) და პლაზმაში უზმოზე გლუკოზის შემცირება (სიტაგლიპტინი -25,5 მგ / დლ; პლაცებო- 3,0 მგ / დლ) საერთო ჯამში იმ მაჩვენებლის ანალოგიური იყო, რომელიც დაფიქსირდა მონოთერაპიის სხვა კვლევებში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში.

TECOS იყო რანდომიზებული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 14 671პაციენტი იმ პოპულაციიდან, რომლის მკურნალობაც იგეგმებოდა, HbA1c შეადგენდა ≥6,5 -8,0%, დიაგნოსტირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ეს პაციენტები იღებდნენ სიტაგლიპტინს (7332) დღე-ღამეში 100მგ დოზით (ან 20მგ დღე-ღამეში, თუ საწყისი გფს იყო ≥30 და <50მლ/წთ/ 1,73 მ2) ან პლაცებოს (7339), ეს ემატებოდა ჩვეულებრივ მკურნალობას, რომელიც ორიენტირებული იყო რეგიონალურ სტანდარტებზე HbA1c რისკ-ფაქტორებისთვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის. პაციენტები, რომელთა გფს <30მლ/წთ/1,73 მ2 კვლევაში არ ერთვებოდნენ. გამოკვლეულ პოპულაციაში შევიდა ≥75 წლის 2004 პაციენტი და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე 3324 პაციენტი (გფს <60 მლ/წთ/ 1,73 მ2).

კვლევის მიმდინარეობისას HbA1c -ს საერთო გამოთვლილი საშუალო (SD) განსხვავება სიტაგლიპტინის და პლაცებოს ჯგუფებს შორის შეადგენდა 0,29% (0,01), 95% სანდოობის ინტერვალი (‑0,32, ‑0,27); р <0,001.

პირველადი გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილი იყო კომბინირებული: გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის პირველი შემთხვევა, მიოკარდიუმის არაფატალური ინფარქტი, არაფატალური ინსულტი ან ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო. მეორადი გულსისხლძარღვთა საბოლოო წერტილები მოიცავდა შემდეგს: გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის პირველი შემთხვევა, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი; პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის ცალკეული კომპონენტების პირველი გამოვლინება; ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა; გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო.

3 წლიანი ხანგრძლივობის დაკვირვების საშუალო პერიოდის შემდეგ, ჩვეულებრივ მკურნალობაზე დამატების შემდეგ სიტაგლიპტინი არ ზრდიდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სერიოზული გვერდით რეაქციის ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკს ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით, რომელშიც სიტაგლიპტინი არ შედიოდა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში (ცხრილი 2).

ცხრილი 2. კომბინირებული გულ-სისხლძარღვთა გამოსავლის და ძირითადი მეორადი გამოსავლების სიხშირე

 

სიტაგლიპტინი 100 მგ

პლაცებო

რისკის კოეფიციენტი (95% სანდოობის ინტერვალი)

p- მნიშვნელობა

N (%)

სიხშირე 100 პაციენტზე-წელიწადში*

N (%)

სიხშირე 100 პაციენტზე-წელიწადში *

ანალიზი პოპულაციაში, რომლის მკურნალობაც იგეგმება

პაციენტების რაოდენობა

7 332

7 339

0,98

(0,89–1,08)

<0,001

პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილი (გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი, არაფატალური ინსულტი ან ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო)

839 (11,4)

4,1

851 (11,6)

4,2

მეორადი კომბინირებული საბოლოო წერტილი

(გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი)

745 (10,2)

3,6

746 (10,2)

3,6

0,99

(0,89–1,10)

<0,001

მეორადი გამოსავალი

გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილი

380 (5,2)

1,7

366 (5,0)

1,7

1,03

(0,89-1,19)

0,711

მიოკარდიუმის ყველა ინფარქტი (ფატალური და არაფატალური)

300 (4,1)

1,4

316 (4,3)

1,5

0,95

(0,81–1,11)

0,487

ყველა ინსულტი (ფატალური და არაფატალური)

178 (2,4)

0,8

183 (2,5)

0,9

0,97

(0,79–1,19)

0,760

ჰოსპიტალიზაცია არასტაბილური სტენოკარდიის გამო

116 (1,6)

0,5

129 (1,8)

0,6

0,90

(0,70–1,16)

0,419

ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილი

547 (7,5)

2,5

537 (7,3)

2,5

1,01

(0,90–1,14)

0,875

ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო

228 (3,1)

1,1

229 (3,1)

1,1

1,00

(0,83–1,20)

0,983

* სიხშირე 100 პაციენტზე-წელიწადში გამოითვლება როგორც 100 × (პაციენტების საერთო რაოდენობა, რომლებსაც აღენიშნებათ ≥1 მოვლენა ექსპოზიციის შესაბამისი პერიოდის განმავლობაში პაციენტი-წელიწადში საერთო რაოდენობაზე, შემდგომი დაკვირვებისას)

კოკსის მოდელის საფუძველზე, რომელიც სტრატიფიცირებუია რეგიონების მიხედვით. კომპოზიტური საბოლოო წერტილებისთვის p-მნიშვნელობა შეესაბამება ტესტს არა მცირე ეფექტურობაზე, რაც მიუთითებს, რომ რისკების შეფარდება 1,3-ზე დაბალია. ყველა სხვა საბოლოო წერტილისთვის p-მნიშვნელობა ხელს უწყობს განსხვავების ტესტს რისკის კოეფიციენტში.

გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის ანალიზი კორექტირებული იყო საწყის დონეზე ანამნეზში გულის უკმარისობის გათვალისწინებით.

ბავშვები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში, რომლებსაც არ მიუღიათ ანტიჰიპერგლიკემიური თერაპია მინიმუმ 12 კვირის განმავლობაში ( HbA1c 6,5% - 10%) ან იღებდნენ ინსულინის სტაბილურ დოზას მინიმუმ 12 კვირის განმავლობაში ( HbA1c 7% - 10%) ჩატარდა 54 კვირიანი ორმაგად-ბრმა კვლევა, ბავშვებში (10-17 წელი) დღე-ღამეში ერთხელ 100მგ სიტაგლიპტინის გამოყენებით. პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი და იღებდნენ დღე-ღამეში ერთხელ 100მგ სიტაგლიპტინს ან პლაცებოს 20 კვირის განმავლობაში.

HbA1c-ს საშუალო საწყისი დონე შეადგენდა 7,5%-ს. 100მგ სიტაგლიპტინით მკურნალობამ არ გამოიწვია HbA1c მნიშვნელოვანი მომატება 20 კვირის შემდეგ. HbA1c დაქვეითება პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინს იღებდნენ (N=95), შეადგენდა 0,0%-ს პლაცებოს ჯგუფის 0,2%-თან შედარებით (N=95), განსხვავება ‑0,2% (95% სანდოობის ინტერვალი: ‑0,7, 0,3).

ფარმაკოკინეტიკა

სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ყოველმხრივ დახასიათებულია ჯანმრთელ პირებში და ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ჯანმრთელ პირებში 100მგ სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნება პრეპარატის სწრაფი აბსორბცია, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (მედიანა Tmax) მიიღწევა 1-4 საათის შემდეგ. პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC მნიშვნელობა დოზის პროპორციულად იზრდება. პრეპარატის ერთჯერადი 100მგ დოზის პერორალური მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC შეადგენდა 8,52 მკმოლ х სთ, Cmax შეადგენდა 950 ნმოლს, ნახევარგამოყოფის ხილული საბოლოო პერიოდი (t1/2) შეადგენდა 12,4 საათს. პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC დაახლოებით 14%-ით იზრდებოდა 100მგ დოზის მიღებისას წონასწორულ მდგომარეობაში პირველ დოზასთან შედარებით, სიტაგლიპტინის AUC -ს ინტრა და ინტერ-სუბიექტური ვარიაციის კოეფიციენტები იყო უმნიშვნელო (5,8% და 15,1%). საერთო ჯამში სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა ანალოგიურია ჯანმრთელ პირებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

აბსორბცია

ჯანმრთელი მოხალისეების მიერ 100 მგ დოზის პერორალური მიღების შემდეგ, სიტაგლიპტინი სწრაფად შეიწოვებოდა და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციებს (საშუალო Tmax) მიაღწია დოზირებიდან 1–4 საათში; სისხლის პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა სისხლის პლაზმაში საშუალო მნიშვნელობა იყო 8.52 მკმ / სთ, Cmax -950 ნმ. სიტაგლიპტინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 87%-ს. ვინაიდან დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვებისა და პრეპარატ იანუვიას ერთდროული მიღება ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს, იანუვიას მიღება შესაძლებელია საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC მნიშვნელობა დოზის პროპორციულად იზრდება. დოზის პროპორციულობა დადგენილი არ არის Cmax და C24hrმაჩვენებლებისთვის (Cmax იზრდება დოზის პროპორციულზე მეტად, C24hr იზრდება დოზის პროპორციულზე ნაკლებად)

განაწილება

100მგ სიტაბლიპტინის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ ადამიანებში წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 198 ლიტრს. სიტაგლიპტინის პლაზმის ცილებთან შექცევადად დაკავშირებული ფრაქცია უმნიშვნელოა (38 %).

მეტაბოლიზმი

სიტაგლიპტინი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა შარდთან ერთად, მეტბოლიზმი უმნიშვნელოა, სიტაგლიპტინის დაახლოებით 79% შარდთან ერთად უცვლელად გამოიყოფა. [14С] სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ რადიოაქტიური პრეპარატის დაახლოებით 16% გამოიყოფოდა სიტაგლიპტინის მეტაბოლიტების სახით. აღმოჩენილი იყო 6 მეტაბოლიტის კვალის დონე, რომლებსაც როგორც მოსალოდნელია არ ახასიათებს პლაზმაში სიტაგლიპტინის დპპ-4 მაინჰიბირებელი აქტივობა. in vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ძირითადი ფერმენტია CYP3A4 CYP2C8-ს მონაწილეობით.

გამოყოფა

ჯანმრთელ მოხალისეებში [14С]სიტაგლიპტინის პერორალური მიღების შემდეგ მიღებული რადიოაქტიური პრეპარატის დაახლოებით 100% გამოიყოფა განავლით (13%) და შარდით (87%) პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში. 100მგ სიტაგლიპტინის პერორალური დოზის მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის ხილული საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12,4 საათს; თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 350მლ/წთ-ს.

სიტაგლიპტინის გამოყოფა ძირითადად ხორციელდება თირკმლებით აქტიური მილაკოვანი სეკრეციით. სიტაგლიპტინი წარმოადგენს სუბსტრატს ადამიანის მესამე ტიპის ორგანული ანიონების გადამტანისთვის (hOAT-3), რომელიც შეიძლება ჩართული იყოს თირკმელებით სიტაგლიპტინის გამოყოფის პროცესში. სიტაგლიპტინის ტრანსპორტში hOAT-3 -ს კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. სიტაგლიპტინი აგრეთვე წარმოადგენს р-გლიკოპროტეინის სუბსტრატს, რომელიც აგრეთვე მონაწილეობს თირკმელებით სიტაგლიპტინის გამოყოფის პროცესში. თუმცა, ციკლოსპორინი, რომელიც წარმოადგენს р-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს, არ აქვეითებდა სიტაგლიპტინის თირკმლისმიერ კლირენსს. სიტაგლიპტინი არ წარმოადგენს სუბსტრატს OCT2, OAT1 ანPEPT1/2 ტრანსპორტერებისთვის. In vitro სიტაგლიპტინი არ აინჰიბირებს ტრანსპორტს, რომელიც განპირობებულია OAT3 (ИК50=160 მკმ) ან р-გლიკოპროტეინით ( 250 მკმ-მდე), პლაზმაში თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციისას. კლინიკურ კვლევაში სიტაგლიპტნი მცირე გავლენას ახდენდა პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს р-გლიკოპროტეინის მსუბუქი ინჰიბიტორი.

ფარმაკოკინეტიკა პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში

სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა საერთო ჯამში მსგავსი იყო ჯანმრთელ ადამიანებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა. ღია კვლევა ერთჯერადი დოზის გამოყენებით ჩატარდა პრეპარატ იანუვიას (50მგ) ფარმაკოკინეტიკის შეფასების მიზნით თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში ჯანმრთელი პირების ჯგუფთან შედარებით. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები, აგრეთვე ის პირები, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია, რომლის დროსაც ტარდება ჰემოდიალიზი. დამატებით, პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის გამოყენებით ფასდებოდა თირკმლის ფუნქციის დარღვევის გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები (ტერმინალური სტადიის ჩათვლით). ჯანმრთელი პაციენტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, პლაზმაში სიტაგლიპტინის AUC მაჩვენებლები დაახლოებით 1,2 და 1,6-ჯერ იზრდებოდა თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (გფს≥ 60 -< 90 მლ/წთ) და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებში (გფს ≥ 45 - < 60 მლ/წთ). რადგან ამგვარ მატებას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.

სიტაგლიპტინის პლაზმური AUC მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ იზრდებოდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის საშუალოდ დარღვევა (გფს ≥ 30 - < 45 მლ/წთ) და დაახლოებით 4-ჯერ იზრდებოდა პაციენტებში, რომლებსა აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა (გფს < 30 მლ/წთ), თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის ჩათვლით, რომლის დროსაც ტარდება ჰემოდიალიზი (13,5 % ჰემოდიალიზამდე 3-4 საათით ადრე, რომელიც იწყება დოზის გამოყენებიდან 4 საათში).

პლაზმაში სიტაგლიპტინის ისეთი კონცენტრაციის მიღწევისთვის, რომელიც შედარებადია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების მაჩვენებლებთან, იმ პირებში რომელთა გფს<45მლ/წთ რეკომენდებულია პრეპარატის შემცირებული დოზით მიღება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. არ არსებობს პრეპარატ იანუვიას დოზის კორექციის აუცილებლობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის დარღვევა (≤9 ჩაილდ-პიუს შკალით). ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩაილდ პიუს შკალით 9 ბალზე მეტი). თუმცა იმის გამო რომ სიტაგლიპტინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა, მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები. ასაკის მიხედვით აუცილებელი არ არის პრეპარატის დოზის კორექცია. I და II ფაზის მონაცემების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზებიდან გამომდინარე პაციენტების ასაკი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (65-80 წელი) პლაზმაში სიტაგლიპტინის კონცენტრცია დაახლოებით 19%-ით მაღალი იყო უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

ბავშვები. სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკა (ერთჯერადი დოზა 50 მგ, 100მგ ან 200მგ) შეისწავლეს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში (10-17 წელი). ამ პოპულაციაში დოზის მიხედვით კორექტირებული სიტაგლიპტინის AUC სისხლის პლაზმაში დაახლოებით 18%-ით დაბალი იყო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებთან შედარებით 100მგ დოზისთვის. ეს არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვან განსხვავებად მოზრდილ პაციენტებთან შედარებით, ფკ/ფდ წონასწორული შეფარდებიდან გამომდინარე 50 და 100მგ დოზებს შორის. <10 წლის ბავშვებში სიტაგლიპტინის კვლევები არ ჩატარებულა.

პაციენტების სხვა მახასიათებლები. პაციენტის სქესის, რასის ან სხეულის მასის ინდექსის (სმი) მიხედვით პრეპარატის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ეს მახასიათებლები კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე, რაც დაფუძნებულია I ფაზის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების კომპლექსურ ანალიზზე და I და II ფაზის კვლევების მონაცემების პოპულაციური ფარმაკოკინეტიკურ ანალიზზე.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა აღინიშნა მღრღნელებში მნიშვნელოვანი სისტემური ექსპოზიციისას, რომელიც 58-ჯერ აჭარბებდა ადამიანის ექსპოზიციის დონეს, იმ დროს როდესაც ასეთი გავლენის არ არსებობა იყო იმ დონეზე, რომელიც 19-ჯრ აღემატებოდა ადამიანის ექსპოზიციის დონეს. ნაპრალების ანომალიები აღინიშნა ვირთხებში ექსპოზიციისას, რომელიც 67-ჯერ აღემატებოდა კლინიკური ექსპოზიციის დონეს; ასეთი ეფექტის არ არსებობა იყო დონეზე, რომელმიც 58-ჯერ აღემატება ადამიანის ექსპოზიციას, ვირთხებში 14 კვირიანი კვლევის მონაცემებიდან გამომდინარე. ადამიანებისთვის ამ მონაცემების მნიშვნელობა უცნობია. ძაღლებში, ექსპოზიციისა, რომელიც დაახლოებთ 23-ჯერ აღემატება კლინიკური ექსპოზიციის დონეს, აღინიშნა მკურნალობასთან დაკავშირებული ტრანზიტორული გარეგანი ნიშნები, რომელთაგან ზოგიერთი მიუთითებს ნეიროტოქსიურობაზე, როგორიცაა ღია პირით სუნთქვა, ნერწყვის გამოყოფა, თეთრი ქაფისებური ღებინება, ატაქსია, კანკალი, აქტიურობის დაქვეითება და/ან მოკუზული პოზა. ამას გარდა ჰისტოლოგიურად აღინიშნა ჩონჩხის კუნთების დეგენერაცია ძალიან მსუბუქიდან მსუბუქ ხარისხამდე, დოზით, რომელიც განაპირობებს სისტემურ ექსპოზიციას, რომელიც დაახლოებით 23-ჯერ აღემატება ადამიანის ექსპოზიციის დონეს. ასეთი ეფექტის არ არსებობა შეესაბამება ექსპოზიციას, რომელიც 6-ჯერ აღემატება კლინიკური ექსპოზიციის დონეს.

პრეკლინიკურ კვლევებში სიტაგლიპტინის გენოტოქსიურობა არ გამოვლინდა, სიტაგლიპტინი კანცეროგენურ მოქმედებას არ ახდენდა თაგვებში. ვირთხებში მომატებული იყო ღვიძლის ადენომის და კარცინომის სიხშირე სისტემური ექსპოზიციის დონისას, რომელიც 58-ჯერ აღემატებოდა ადამიანის ექსპოზიციის დონეს. რადგან ნაჩვენებია, რომ ჰეპატოტოქსიურობა კორელირებს ვირთხებში ღვიძლის ნეოპლაზიის ინდუქციასთან, ვირთხებში ღვიძლის სიმსივნეების სიხშირის მომატება სავარაუდოდ იყო მეორადი ქრონიკული ჰეპატოტოქსიურობის შემდეგ, ასეთი მაღალი დოზის გამოყენებისას. უსაფრთხოების მაღალი საზღვრის გამო *19-ჯერადი ასეთი ეფექტის არ არსებობის დონისთვის) ეს ნეოპლაზიური ცვლილებები ადამიანისთვის მნიშვნელოვნად არ ითვლება.

მამალ და დედალ ვირთხებში, რომლებშიც სიტაგლიპტინი შეყავდათ შეწყვილებამდე და შეწყვილების მთელი პერიოდის განმავლობაში, არ აღინიშნა ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა.

ვირთხებზე ჩატარებულ პრე და პოსტნატალური განვითარების კვლევაში, სიტაგლიპტინმა არ აჩვენა გვერდითი ეფექტები.

რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა აჩვენა ნაყოფის ნეკნების განვითარების ნაკლის სიხშირის მკურნალობასთან დაკავშირებული მცირედ მომატება (არ არსებობა, ჰიპოპლაზიური ან ტალღისებრი ნეკნები) ვირთხების შთამომავლობაში სისტემური ექსპოზიციის დონეზე, რომელიც 29-ჯერ აღემატება ადამიანის ექსპოზიციის დონეს. დედის ტოქსიურობა აღინიშნა კურდღლებში ექსპოზიციისას, რომელიც 29-ჯერ აღემატება ადამიანის ექსპოზიციის დონეს. უსაფრთხოების მაღალის აზღვრის გამო ეს შედეგები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციისთვის. სიტაგლიპტინი მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოიყოფა მეძუძური ვირთხების რძეში (რძეში/პლაზმაში შეფარდება 4:1).

მიღების ჩვენება

პრეპარატი იანუვია ნაჩვენებია გლიკემიის კონტროლის გაუმჯობესებისთვის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.

მონოთერაპია

  • · ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებშიც გლიკემიის ადექვატური კონტროლი ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით ან ფიზიკური დატვირთვით, აგრეთვე რომლებისთვისაც ნაჩვენები არ არის მეტფორმინის მიღება უკუჩვენებების ან აუტანლობის გამო.

ორკომპონენტური პერორალური თერაპია შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში:

  • · მეტფორმინი, როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა პლიუს მხოლოდ მეტფორმინის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს;
  • · სულფონილშარდოვანა, როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა პლიუს მხოლოდ სულფონილშარდოვანას გამოყენება მაქსიმალური ასატანი დოზით ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს და როდესაც ნაჩვენები არ არის მეტფორმინის გამოყენება უკუჩვენების ან აუტანლობის გამო.
  • · PPARγ აგონისტი (თიაზოლიდინედიონი) როდესაც მართებულია PPARγ აგონისტის გამოყენება და როდესაც მხოლოდ PPARγ აგონისტის გამოყენება დიეტასთან და ფიზიკურ დატირთვასთან ერთად ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს.

სამკომპონენტიანი პერორალური თერაპია შემდეგ საშუალებებთან კომბინაციაში:

  • · სულფონილშარდოვანა და მეტფორმინი, როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა პლიუს ამ პრეპარატებით ორკომპონენტიანი თერაპია ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს.
  • · PPARγ აგონისტი და მეტფორმინი, როდესაც მართებულია PPARγ აგონისტის გამოყენება და როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა პლიუს ამ პრეპარატებით ორკომპონენტიანი თერაპია ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს.

პრეპარატი იანუვია აგრეთვე ნაჩვენებია ინსულინზე დამატების სახით (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), როდესაც დიეტა, ფიზიკური დატვირთვა პლიუს ინსულინის სტაბილური დოზა ვერ უზრუნველყოფს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

სიტაგლიპტინის დოზა შეადგენს 100მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. პრეპარატის მეტფორმინთან და/ან PPARg აგონისტებთან ერთად დანიშვნისას უნდა გაგრძელდეს მეტფორმინის და/ან PPARg აგონისტის იგივე დოზით გამოყენება და ამავე დროს უნდა მიიღონ პრეპარატი იანუვია.

როდესაც პრეპარატი იანუვია გამოიყენება სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან კომბინაციაში, ამ უკანასკნელთა დოზის დაქვეითებამ შეიძლება შეამციროს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი, რაც გამოწვეულია სულფონილშარდოვანათი ან ინსულინით (იხ. პარაგრაფი „უსაფრთხოების ზომები“ ჰიპოგლიკემია სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან კომბინაციისას“).

პრეპარატ იანუვიას მიღების გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა შემდეგი დოზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს. ერთსა და იმავე დღეს არ უნდა მიიღონ პრეპარატის ორმაგი დოზა.

ცალკეული ჯგუფები

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატ იანუვიას დანიშვნისას სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან კომბინაციაში, საჭიროა ამგვარი გამოყენებისთვის საჭირო პირობების ანალიზი. თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (გფს ³ 60 - < 90 მლ/წთ) პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (გფს ³ 45 - <60 მლ/წთ) პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის ფუნქციის საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (გფს ³ 30 - <45 მლ/წთ) პრეპარატ იანუვიას დოზა შეადგენს 50მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებისთვის (გფს ³ 15 - <30მლ/წთ) ან თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პირებში (გფს <15მლ/წთ) იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი უტარდებათ პრეპარატ იანუვიას დოზა შეადგენს 15მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. პრეპარატის მიღება შეიძლება დიალიზის ჩატარების დროის მიუხედავად. რადგან დოზის კორექცია დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, პრეპარატ იანუვიათი მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდულად საჭიროა თირკმლის ფუნქციის შეფასება.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო დარღვევის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატ იანუვიას გამოყენება შესწავლილი არ არის (საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა).

რადგან სიტაგლიპტინი უპირატესად თირკმელებით გამოიყოფა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას მოსალოდნელი არ არის გავლენა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ასაკის მიხედვით დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.

ბავშვები

სიტაგლიპტინი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებში და 10-დან 17 წლამდე მოზარდებში, არასაკმარისი ეფექტურობის გამო. დღეისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პარაგრაფებში: „გვერდითი მოქმედება“, „ფარმაკოლოგიური თვისებები“. სიტაგლიპტინი არ არის შესწავლილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სიტაგლიპტინის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შესწავლილი არ არის. მონაცემები არ არის.

გვერდითი მოქმედება

უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა

აღწერილია სერიოზული გვერდითი რეაქციები პანკრეატიტის და მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ჩათვლით.

პრეპარატის სულფონილშარდოვანასთან და ინსულინთან ერთად გამოყენებისას აღწერილია ჰიპოგლიკემია (4,7%-13,8%) და (9,6%).

გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი

ქემოთ ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები (ცხრილი 3) ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: (ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი ( ≥ 1/100 - < 1/10); ნაკლებად ხშირი ( ≥ 1/1 000 - < 1/100); იშვიათი (≥1/10 000 - < 1/1 000); ძალიან იშვიათი (< 1/10 000) უცნობია (დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე)

ცხრილი 3 . გვერდითი რეაქციების სიხშირე, რომელიც აღინიშნა პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში

გვერდითი რეაქცია

გვერდითი რეაქციების სიხშირე

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

თრომბოციტოპენია

იშვიათი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით *,†

სიხშირე უცნობია

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები

ჰიპოგლიკემია

ხშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

ხშირი

თავბრუსხვევა

ნაკლებად ხშირი

დარღვევები სასუნთქი სსიტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება*

სიხშირე უცნობია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ყაბზობა

ნაკლებად ხშირი

ღებინება*

სიხშირე უცნობია

მწვავე პანკრეატიტი*,†,‡

სიხშირე უცნობია

ფატალური და არაფატალური ჰემორაგიული და ნეკროზული პანკრეატიტი *,†

სიხშირე უცნობია

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ქავილი*

ნაკლებად ხშირი

ანგიონევროზული შეშუპება*,†

სიხშირე უცნობია

გამონაყარი*,†

სიხშირე უცნობია

ჭინჭრის ციება*,†

სიხშირე უცნობია

კანის ვასკულიტი*,†

სიხშირე უცნობია

კანის ექსფოლიაციური დაავადებები სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით *,†

სიხშირე უცნობია

ბულოზური პემფიგოიდი*

სიხშირე უცნობია

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია*

სიხშირე უცნობია

მიალგია*

სიხშირე უცნობია

ზურგი ტკივილი*

სიხშირე უცნობია

ართროპათია*

სიხშირე უცნობია

დარღვევები თირკმლის და შარდის გამომყოფი გზების მხრივ

თირკმლის ფუნქციის გაუარესება*

სიხშირე უცნობია

თირკმლის მწვავე უკმარისობა*

სიხშირე უცნობია

*გვერდითი რეაქციები აღინიშნებოდა პოსტმარკეტინგული დაკვირვების მიმდინარეობისას

იხ. პარაგრაფი „უსაფრთხოების ზომები“

იხ. ქვემოთ TECOS კვლევის აღწერა

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა

გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვითარდებოდა პაციენტების მინიმუმ 5%-ში და მეტში პრეპარატის მიღებასთნ კავშირის მიუხედავად მოიცავდა შემდეგს: ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და ნაზოფარინგიტი. დამატებით გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვითარდებოდა პრეპარატის მიღებისგან დამოუკიდებლად და უფრო ხშირდ აღინიშნებოდა სიტაგლიპტინის ჯგუფის პაციენტებში (არ აღწევდა 5% დონეს, მაგრამ > 0,5%-ით ხშირად ვითარდებოდა სიტაგლიპტინის ჯგუფში საკონტროლოსთან შედარებით) მოიცავდა ოსტეოართრიტს და კიდურების ტკივილს. ზოგიერთი გვერდითი რეაქცია გაცილებით ხშირად აღინიშნებოდა სიტაგლიპტინის სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენების კვლევებში მხოლოდ სიტაგლიპტინის მიღებასთან შედარებით. ეს რეაქციები მოიცავს შემდეგს: ჰიპოგლიკემია (სიხშირე „ძალიან ხშირი“ სულფონილშარდოვანას ან მეტფორმინთან ერთად გამოყენებისას), გრიპი („ხშირი“ ინსულინის გამოყენებისას მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე), გულისრევა და ღებინება („ხშირი“ მეტფორმინის გამოყენებისას), მეტეორიზმი („ხშირი“ მეტფორმინის ან პიოგლიტაზონის გამოყენებისას), ყაბზობა („ხშირი“ სულფონილშარდოვანას და მეტფორმინის კომბინაციის გამოყენებსიას), პერიფერიული შეშუპება („ხშირი“ პიოგლიტაზონთან ან პიოგლიტაზონის და მეტფორმინის კომბინაციის გამოყენებისას), ძილიანობა და დიარეა („ნაკლებად ხშირი“ მეტფორმინის გამოყენებისას), პირის სიმშრალე („ნაკლებად ხშირი“ ინსულინთან ერთად გამოყენებისას მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე).

უსაფრთხოების კვლევა TECOS გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

TECOS კვლევა მოიცავდა 7 332 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ 100მგ სიტაგლიპტინს (50მგ თუ გფს შეადგენდა ≥ 30 და < 50მლ/წთ/1,73 მ2) და 7 339 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი კვლევებში ჩართული პაციენტების ყველა პოპულაციაში. თერაპიის ორივე სახე ემატებოდა სტანდარტულ მკურნალობას, რომლებიც შეესაბამებოდა ლოკალურ სტანდარტებს HbA1c -ს და გულ-სისხლძრღვთა სისტემის რისკის შესახებ. ზოგადი რეაქციების საერთო სიხშირე პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინს იღებდნენ პლაცებოს ჯგუფის ანალოგიური იყო. კვლევაში ჩართულ ყველა პოპულაციაში, პაციენტებს შორის რომლებიც კვლევამდე ინსულინს და/ან სულფონილშარდოვანას იღებდნენ ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის სიხშირე შეადგენდა 2,7%-ს სიტაგლიპტინის ჯგუფში და 2,5%-ს პლაცებოს ჯგუფში; პაციენტებს შორის, რომლებიც კვლევამდე არ იღებდნენ ინსულინს და/ან სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიის მძიმე ფორმის სიხშირე შეადგენდა 1,0%-ს სიტაგლიპტინის ჯგუფში და 0,7%-ს პლაცებოს ჯგუფში. ექსპერტულად დადასტურებული პანკრეატიტის სიხშირემ შეადგინა 0,3% სიტაგლიპტინის ჯგუფში და 0,2% პლაცებოს ჯგუფში.

გამოყენება ბავშვებში

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატ იანუვიას გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში გვერდითი რეაქციების უსაფრთხოების პროფილი მოზრდილი პაციენტების უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო.

უკუჩვენება

პრეპარატი იანუვია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტის ან ნებისმიერი დამახმარე ნივთიერების მიმართ (იხ. „უსაფრთხოების ზომები და გვერდითი ეფექტები“).

დოზის გადაჭარბება

ჯანმრთელ მოხალისეებში კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში პრეპარატ იანუვიას 800მგ-მდე ერთჯერადი დოზები საერთო ჯამში კარგად აიტანებოდა.

QT ინტერვალის მინიმალური გაზრდა, რომელიც არ განიხილებოდა როგორც კლინიკურად მნიშვნელოვანი აღინიშნებოდა ერთ კვლევაში იანუვიას 800მგ დოზის მიღებისას. არ არსებობს კლინიკურ კვლევებში დღე-ღამეში 800მგ-ზე მეტი დოზის გამოყენების გამოცდილება. I ფაზის კვლევაში პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას აღმოჩენილი არ იყო დოზადამოკიდებული გვერდითი რეაქციები პრეპარატ იანუვიას დღე-ღამეში 600მგ დოზის მიღებისას 10 დღის განმავლობაში და დღე-ღამეში 400მგ დოზის მიღებისას 28 დღის განმავლობაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია სტანდარტული შემანარჩუნებელი ღონისძიებები როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააბსორბირებული პრეპარატის მოშორება, კლინიკური მონიტორინგი (ეკგ ჩათვლით), აგრეთვე საჭიროებისას დამხმარე თერაპიის დანიშვნა. სიტაგლიპტინი სუსტად დიალიზდება. დოზის მხოლოდ 13,5% გამოიყოფა ორგანიზმიდან დიალიზის 3-4 საათიანი სეანსის დროს. შესაძლებელია პროლონგირებული დიალიზის ჩატარების განხილვა კლინიკური აუცილებლობის შემთხვევაში. უცნობია გამოიყოფა თუ არა სიტაგლიპტინი პერიტონეალური დიალიზის დროს.

უსაფრთხოების ზომები

ზოგადი. პრეპარატი იანუვია არ უნდა მიიღონ 1 ტიპის დიაბეტით დაავადებულმა პაციენტემა ან დიაბეტური კეტოაციდოზის მკურნალობისთვის.

მწვავე პანკრეატიტი. დპპ-4 ინჰიბიტორების გამოყენება დაკავშირებულია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. პაციენტს უნდა აცნობონ მწვავე პანკრეატიტის სიმპტომების შესახებ როგორიცაა მუცლის მუდმივი, ინტენსიური ტკივილი. სიტაგლიპტინის მოხნის შემდეგ აღინიშნა პანკრეატიტის გაქრობა (დამხმარე მკურნალობით ან მის გარეშე), მაგრამ ძალიან იშვიათად აღწერილი იყო ნეკროზული ან ჰემორაგიული პანკრეატიტი და/ან ფატალური გამოსავალი. პანკრეატიტიზე ეჭვის შემთხვევაში იანუვია და სხვა პოტენციურად საეჭვო პრეპარატები უნდა მოიხსნას; თუ დადასტურებულია მწვავე პანკრეატიტი პრეპარატ იანუვიას მიღება არ უნდა განაახლონ. პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ანამნეზში პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

გამოყენება თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში

პრეპარატი იანუვია თირკმლით გამოიყოფა. პლაზმაში სიტაგლიპტინის კონცენტრაციის მისაღწევად, რომელიც შედარებადია ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების მაჩვენებლებთან გფს<45მლ /წთ მქონე პაციენტებში აგრეთვე იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების ტერმინალური სტადია და ესაჭიროებათ ჰემოდიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი, რეკომენდებულია პრეპარატის შემცირებული დოზით გამოყენება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში სიტაგლიპტინის სხვა ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა ამგვარი გამოყენების პირობების გაანალიზება (იხ. „გამოყენების მეთოდი და დოზირება, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები“)

ჰიპოგლიკემია სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან კომბინაციის დროს. პრეპარატ იანუვიას კლინიკურ კვლევებში, როდესაც ის გამოიყენებოდა მონოთერაპიის ან პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას მეტფორმინი ან PPARγ აგონისტები (თიაზოლიდინდიონი) ჰიპოგლიკემიის სიხშირე პრეპარატ იანუვიას გამოყენებისას ანალოგიური იყო სიხშირისა იმ პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ჰიპოგლიკემია აღინიშნებოდა იანუვიას გამოყენებისას ინსულინთან ან სულფონილშარდოვანასთან კომბინაციაში (იხ. „გვერდითი ეფექტები“). ამიტომ სულფონილშარდოვანათი ან ინსულინით ინდუცირებული ჰიპოგლიკემიის რისკის დაქვეითებისთვის შეიძლება განიხილონ ამ პრეპარატების დოზის შემცირების საკითხი („იხ. გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები პაციენტებში, რომლებიც სიტაგლიპტინით მკურნალობდნენ. ეს რეაქციები მოიცავს ანაფილაქსიას, ანგიონევროზულ შეშუპებას და კანის ექსფოლიაციურ მდგომარეობას სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით. ეს რეაქციები ვითარდებოდა სიტაგლიპტინის მიღების დაწყებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში, ზოგ შემთხვევაში-პირველი დოზის მიღების შემდეგ. მომატებული მგრძნობელობის რეაქციებზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატი იანუვია უნდა მოიხსნას, უნდა შეფასდეს რეაქციის სხვა მიზეზები და დაინიშნოს დიაბეტის ალტერნატიული მკურნალობა.

ბულოზური პემფიგოიდი:

პოსტმარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც დპპ-4 ინჰიბიტორებს იღებდნენ სიტაგლიპტინის ჩათვლით. ბულოზურ პემფიგოიდზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატ იანუვიას მიღება უნდა შეწყდეს.

ნატრიუმი

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ანუ, პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა

არ არსებობს ორსულ ქალებში სიტაგლიპტინის გამოყენების მონაცემები. ცხოველების კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიურობა მაღალი დოზების მიღებისას. ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია. რადგან ადამიანისთვის მონაცემები არასაკმარისია, პრეპარატი იანუვია ორსულობის პერიოდში არ უნდა გამოიყენონ.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა სიტაგლიპტინი რძეში. ცხოველების კვლევებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი გამოიყოფა რძეში. პრეპარატი აინუვია ძუძთი კვების პერიოდშ არ უნდა მიიღონ.

ფერტილობა

ცხოველების მონაცემები არ მიუთითებს მამაკაცების და ქალების ფერტილობაზე გავლენაზე სიტაგლიპტინით მკურნალობისას. ადამიანის შესახებ მონაცემები არასაკმარისია.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატი იანუვია არ მოქმედებს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას უნდა ახსოვდეთ, რომ აღწერილია თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამას გარდა პაციენტებს უნდა აცნობონ პრეპარატ იანუვიას სულფონილშარდოვანას ან ინსულინთან კომბინირებული გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა პრეპარატების გავლენა სიტაგლიპტინზე

ქვემოთ მოყვანილი კლინიკური მონაცემები მოითითებს პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების დაბალ რისკზე.

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინის შეზღუდულ მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ძირითადი ფერმენტია CYP3A4, CYP2C8-ს მონაწილეობით. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეტაბოლიზმი CYP3A4-ს მონაწილეობის ჩათვლით უმნიშვნელო როლს თამაშობს სიტაგლიპტინის კლირენსში. მეტაბოლიზმი შეიძლება უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს სიტაგლიპტინის გამოყოფისას თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას ან თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის დროს. ამ მიზეზით შესაძლებელია რომ CYP3A4 -ს ძლიერი ინჰიბიტორები (მაგალითად კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, კლარიტრომიცინი) შეიძლება გავლენას ახდენდეს სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის ფუნქციის მძმე დარღვევის ან თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში. თირკმლის ფუნქციის დარღვევისას CYP3A4-ს ძლიერი ინჰიბიტორების ეფექტები კლინიკურ კვლევებში შესწავლილი არ არის.

ტრანსპორტის in vitro კვლვებმა აჩვენა, რომ სიტაგლიპტინი р-გლიკოროტეინის და ორგანული იონური გადამტანი -3 (ОАП-3)-ს სუბსტრატს. სიტაგლიპტინის ОАП-3 განპირობებული ტრანსპორტი ითრგუნება in vitro პრობენეციდით, თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების განვითარების რისკი დაბალია. OAП-3 ინჰიბიტორების გამოყენება in vivo შესწავლილი არ არის.

მეტფორმინი. სიტაგლიპტინის მრავალჯერადი დოზების (50მგ) და მეტფორმინის (1000მგ) ერთად გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ციკლოსპორინი. ჩატარდა ციკლოსპორინის-p-გლიკოპროტეინის ძლიერი ინჰიბიტორის გავლენის კვლევა სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაზე. პერორალურად 100მგ სიტაგლიპტინის ერთჯერადი დოზის და ციკლსპორინის 600მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღებისას სიტაგლიპტინის AUC და Cmax მაჩვენებლები დაახლოებით 29% და 68%-ით იზრდებოდა. ეს ცვლილებები სიტაგლიპტინის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვნად არ მიიჩნეოდა. სიტაგლიპტინის თირკმლისმიერი კლირენსი მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა. ამიტომ р-გლიკოპროტეინის სხვა ინჰიბიტორებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

სიტაგლიპტინის გავლენა სხვა პრეპარატებზე

დიგოქსინი: სიტაგლიპტინი უმნიშვნელო გავლენას ახდენს პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე. 0,25მგ დიგოქსინის 100მგ სიტაგლიპტინთან ერთად ყოველდღიურად 10 დღის განმავლობშ გამოყენებისას, დიგოქსინის AUC მაჩვენებელი საშუალოდ 11%-ით იზრდებოდა, ხოლო Cmax პლაზმაში-საშუალოდ 18%-ით. დიგოქსინის დოზის კორექცია აუცილებელი არ არის. თუმცა სიტაგლიპტინის და დიგოქსინის ერთად გამოყენებისას საჭიროა იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც აღენიშნებათ დიგოქსინის ტოქსიურობის რისკი.

in vitro მონაცემები აჩვენებს, რომ სიტაგლიპტინი არ აინჰიბირებს და არ აინდუცირებს CYP450 იზოფერმენტებს. კლინიკურ კვლევებში სიტაგლიპტინი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა მეტფორმინის, გლიბურილის, სიმვასტატინის, როზიგლიტაზონის, ვარფარინის ან პეროარლური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე, რაც in vivo მიუთითებს დაბალ მიდრეკილებაზე CYP3A4, CYP2C8, CYP2C9 და ორგანული კათიონების გადამტანების სუბსტრატებთან ურთიერთქმედებისკენ. სიტაგლიპტინი შეიძლება იყოს р-გლიკოპროტეინის სუსტი ინჰიბიტორი in vivo.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები,100მგ

14 ტაბლტი პვდქ/ალ ბლისტერში. 2 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა

„ორგანონ ფარმა (იუქეი) ლიმიტედი“ დიდი ბრიტანეთი (მისამართ: Organon Pharma (UK) Limited, Shotton Lane, Cramlington, Northumberland, NE23 3JU, UK).

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

მერკ შარპ და დოუმ იდეა გმბჰ, ტრიბშენშტრასე 60, 6005, ლუცერნი, შვეიცარია/

Merck Sharp & Dohme IDEA GmbH, Tribschenstrasse 60, 6005 Luzern, Switzerland.