ბროვენსინი 100მლ სიროფი

ბროვენსინი 100მლ სიროფი

35.16 ლარი 29.89 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 36442
გააზიარე:

ბროვენსინი

სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ბროვენსინი, Brovensin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
-

შემადგენლობა
სიროფი შეიცავს 1 მლ 10 მლ
აქტიური ნივთიერებები:
გვაიფენეზინი 10,0 მგ 100 მგ
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 0,8 მგ 8 მგ
ტერბუტალინის სულფატი 0,25 მგ 2,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზოის მჟავა, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, გლიცერინი, კალიუმის სორბატი, პროპილენგლიკოლი, პონსო 4R (E124), მაკროგოლი, ნატრიუმის საქარინი, სორბიტოლის ხსნარი 70% არაკრისტალიზებადი (E420), არომატიზატორი `ჟოლო~, ლევომენთოლი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა
სიროფი.
აღწერილობა: ბლანტი, ვარდისფერი სითხე.

გამოყენების ჩვენებები
_ ხველის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია ნახველის გამოყოფასთან და/ან თან ახლავს ბრონქოსპაზმი;
_ ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
ბროვენსინი ინიშნება შემდეგნაირად:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: სიროფის 10 მლ 3-ჯერ დღეში.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 5 მლ 3-ჯერ დღეში.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: სიროფის 2,5 მლ 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.
2 წლამდე სასკის ბავშვები
პრეპარატი არ გამოიყენება ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებში.
გამოყენების წესი
ბროვენსინი მიიღება შიგნით ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. შესაძლებელია პრეპარატის განზავება წყლით ან ხილის წვენით. სიროფის დოზირებისათვის გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში.

უკუჩვენებები
_ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
_ ლაქტაციის პერიოდი;
_ 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ბროვენსინის დანიშვნა არ უნდა მოხდეს კოდეინის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფის პროცესს.
ბროვენსინთან ერთად არ უნდა მოხდეს დამატებით ამოსახველებელი პრეპარატების დანიშვნა.
სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში (გართულებული სუნთქვა, სახის, კისრის, ყელის შეშუპება) დაუყოვნებლივ საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს პეპტიური წყლულის არსებობის შემთხვევაში.
პაციენტებში ასთმით, სასუნთქი გზების ანთებით (ბრონქიტი), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, ემფიზემით, ფილტვების შეშუპებით, მწეველის ხველით, პორფირიით, გლაუკომით, ასევე პაციენტებში, რომლებსაც გართულებული აქვთ შარდვა წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის ფონზე, პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და სიფრთხილის ზომების დაცვა.
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა და დოზის კორექცია პაციენტებში თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულის უკმარისობით, არითმიით, ჰიპერტონიით, პაციენტებში მაღალი ტემპერატურით, ჰიპერთირეოზით, შაქრიანი დიაბეტით, პაციენტებში გულყრით მიმდინარე დარღვევებით.
გვაიფენეზინის მეტაბოლიტებმა შესაძლებელია გამოიწვიონ შარდის ფერის შეცვლა და იმოქმედონ შარდში 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავის და ვანილილნუშის მჟავის განსაზღვრის შედეგებზე პრეპარატის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში.
თუ პრეპარატის გამოყენებიდან 7 დღის შემდეგ ხველა ნარჩუნდება ან ხველასთან ერთად ვლინდება ჰიპერთერმია, გამონაყარი კანზე, ხანგრძლივი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლის გამოყენებისაგან.
არ უნდა მოხდეს პრეპარატის დანიშვნა მონოამინოოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად ან მაო-ის ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერვული აგზნებადობის, თავბრუსხვევის, უძილობის ან ახალი სიმპტომების გამოვლენისას.
დამხმარე ნივთიერებები
ბროვენსინი შეიცავს ბენზოის მჟავას (1,5 მგ 1 მლ სიროფში).
ბროვენსინი შეიცავს პროპილენგლიკოლს (37,5 მგ 1 მლ სიროფში).
ბროვენსინი შეიცავს სორბიტოლს (290 მგ 1 მლ სიროფში), რომელიც წარმოადგენს ფრუქტოზას წყაროს; პაციენტებმა ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობით არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
სორბიტოლის (ან ფრუქტოზას) შემცველი შემცველი პრეპარატების ან საკვები პროდუქტების ერთდროული გამოყენებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას ადიტიური ეფექტი. სორბიტოლის შემცველი პერორალური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენბამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პერორალური პრეპარატების ბიოშეღწევადობაზე.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და ახასიათებს მსუბუქი საფაღარათე მოქმედება.
ბროვენსინი შეიცავს საღებავს პონსო 4ღ, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა.
ბროვენსინი სიროფის 1 მლ შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად “არ შეიცვას ნატრიუმს”.
შეუთავსებლობა
მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სიმპატომიმეტიკებთან და თეოფილინთან პრეპარატის ერთდროული
გამოყენებისას ძლიერდება მასში შემავალი ტერბუტალინის მოქმედება და იზრდება მისი გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სედაციურ საშუალებებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად.
ერთდროული გამოყენებისას გვაიფენეზინი აძლიერებს ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების, აგრეთვე ეთანოლის მოქმედებას.
ბრომჰექსინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ერითრომიცინი, ცეფალექსინი, ოქსიტეტრაციკლინი), სულფანილამიდური სამკურნალო საშუალებების შეღწევას ბრონქიალურ სეკრეტში.
საგულე გლიკოზიდებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ბრონქოდილატატორებთან, დიურეზულებთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენები არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ბროვენსინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
ბროვენსინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განისაზღვრება შემდეგი გზით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10), არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100), იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი, დისპეფსია, დიარეა; იშვიათად – პეპტიური წყლულის გამწვავება.
გულის და სისხლძარღვების მხრივ: ხშირად – გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ძილიანობა.
სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრივ: ხშირად – სმენის დაქვეითება.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ხშირად – ალერგიული გამონაყარი კანზე.
საერთო დარღვევები: ხშირად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ოფლიანობა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია სამკურნალო საშუალებაზე ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც აღწერილი არ არის ამ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ტაქიკარდია, ტრემორი, ცნობიერების დარღვევები, კრუნჩხვები, ექსტრასისტოლია, ჰიპოტენზია, ჰიპოკალიემია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. სიმპტომური თერაპია.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული ამოსახველებელი პრეპარატები (ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციების გარდა). ათქ კოდი: ღ05ჩ.
ბროვენსინი წარმოადგენს ხველის და გაციების დროს გამოსაყენებელ კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით.
ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი – მუკოლიზური საშუალება ამოსახველებელი მოქმედებით, ათხიერებს ბრონქიალურ სეკრეტს მასში შემავალი მჟავე მუკოპოლისაქარიდების დეპოლარიზაციით და ბრონქების ლორწოვანას სეკრეტორული უჯრედების სტიმულაციით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნეიტრალური პოლისაქარიდების შემცველ სეკრეტს. ბრომჰექსინი ასტიმულირებს ენდოგენური სურფაქტანტის გამომუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ალვეოლური უჯრედების სტაბილურობას სუნთქვის პროცესში.
ტერბუტალინის სულფატი – ადრენომიმეტური საშუალება, სელექციურად ასტიმულირებს ბრონქების β2-ადრენორეცეპტორებს, რის გამოც ახდენს ბრონქოდილატაციურ მოქმედებას, ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს, ამცირებს ბრონქების ლორწოვანას შეშუპებას.
გვაიფენეზინი – ამოსახველებელი საშუალება, მისი მოქმედება დაფუძნებულია ზედაპირული დაჭიმულობის და ბრონქების ლორწოვანაზე ნახველის შეწებების შემცირებაზე. აძლიერებს ბრონქების წამწამოვანი ეპითელიუმის მოქმედებას და აიოლებს ნახველის გამოყოფას სასუნთქი გზებიდან. გვაიფენეზინს ანქსიოლიზური მოქმედება გააჩნია.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი კომპონენტების თვისებების ერთობლიობით, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევების ჩატარება არ არის შესაძლებელი.

ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
სიროფის 100 მლ მოთავსებულია ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში ხრახნიანი თავსახურით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან ერთად სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.

წარმოებულია

“vorld medicin ilaC san ve tij. a.S.”-s mier, TurqeTi

(Cosb g.o. paSa mah. 6. jad #30 Cerqezqoi / teqirdagi)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY

(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).