ავიტინი #30კაფს

ავიტინი #30კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ბ1+ბ5+ლ-ცისტინი+კერატინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 36382
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

თმებისა და ფრჩხილებისათვის კაფსულები

მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E.

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს:

ვიტამინი B1

60მგ

კალციუმის პანთოტენატი

60მგ

პარა - ამინობენზოის მჟავა

30მგ

საფუარი

130მგ

L - ცისტინი

20მგ

ჰიდროლიზებული კერატინი

20მგ


დამხმარე ნივთიერებები: ავიცელი PH 102, აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავიტინი სპეციალურად შემუშავებული ფორმულაა თმის ცვენის, ფრჩხილების მტვრევადობის პრევენციისათვის და ფრჩხილების ზრდის სტიმულირებისათვის.

ავიტინი ამაგრებს ტეხვად ფრჩხილებსა და სუსტ თმებს, მათ ანიჭებს სიცოცხლის ძალასა და ბზინვარებას.

ავიტინი შედგება სპაციალურად შერჩეული კომპონენტებისაგან, რომელთა კომბინირებული მოქმედება იძლევა თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღის, სიძლიერის, სიგრძისა და სილამაზის გარანტიას.

ვიტამინი B1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს უზრუნველყოფენ საჭირო ენერგიით.

კალციუმის პანთოტენატი აუცილებელია აცეტილქოლინის სინთეზისათვის, რომელიც მონაწილეობს კანის სისხლით მომარაგებაში, თმის ფოლიკულებისა და ფრჩხილის ბუდის კვებაში.

პარა - ამინობენზოის მჟავა (პაბა) მონაწილეობს ფოლის მჟავის სინთეზში, რომელიც აუცილებელია უჯრედების რეპროდუქციისათვის, რიბონუკლეინის მჟავას და ცილის სინთეზის ჩათვლით.

საფუარი B ჯგუფის ვიტამინების, ბიოტინის, ფოლის მჟავის, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების, მათ შორის, თუთიისა და ქრომის მდიდარი წყაროა, რომლებიც აუცილებელია კანის სიმრთელისა და თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდისათვის.

L - ცისტინი ასტიმულირებს თმის ზრდას, ზრდის თმის ბოჭკოს დიამეტრს და ახდენს თმის ცვენის პრევენციას.

კერატინი თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც იცავს მათ გარე დაზიანებისაგან.

ჩვენებები:

  • თმის ცვენა;
  • თმის ნელა ზრდა;
  • თმის ღეროების მტვრევადობა;
  • ტეხვადი ფრჩხილები;
  • ფრჩხილების ფენებად დაშლა;
  • სუსტი ფრჩხილები;
  • თმისა და ფრჩხილის ბზინვარების დაკარგვა.

დოზები და გამოყენების წესი:

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა:
3 წელი

პრეპარატი არ გამოიყენება შფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.