ბიოპაროქსი 10მლ აეროზოლი
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
ფუზაფუნგინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 36145
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბიოპაროქსი
ფუზაფუნჟინი
Fusafungine
ფუზაფუნჟინი
Fusafungine
აღწერილობა და შემადგენლობა:
აქტიური კომპონენტი: ფუზაფუნჟინი 50 მგ 10 მლ ხსნარისთვის
ექსციპიენტები: არომატული კომპოზიცია 14868, უწყლო ეთანოლი, საქარინი, იზოპროპილმირისტატის ეთერი, ნორფლურანი (HFA 134a).
ფარმაცევტული ფორმა
ბიოპაროქსი 10 მლ ორალური და ნაზალური გამოყენების საინჰალაციო ხსნარის შემცველი დატუმბული ბალონი გათვლილია 400 ინჰალაციაზე.
წარმოდგენილია სამი ბუნიკით. პირის ღრუს საინჰალიციო თეთრი ბუნიკით, მოზრდილებისთვის, ცხვირის ნესტოების საინჰალაციო ყვითელი და ბავშვებისთვის გამჭვირვალე ბუნიკით.
ჩვენებები
ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს.
გართულებების თავიდან ასაცილებლად მკაცრად შეასრულეთ თქვენი ექიმის დანიშნულება
უკუჩვენებები
ბიოპაროქსი უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნოებელობის შემთხვევაში და 30 თვემდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ორსულებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ლაქტაცია
გადაწვეტილება იმის შესახებ, უნდა შეწყდეს თუ გაგრძლდეს ძუძუთი კვება ან შეწყდეს თუ გაგრძელდეს ბიოპაროქსის გამოყენება, მიღებული უნდა იქნას ბავშვისთვის ძუძუთი კვების და დედისთვის ბიოპაროქსის სარგებლის გათვალისწინებით.
პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის მართვაზე და სხვა მექანიზმების მართვაზე.
ბიოპაროქსს არ გააჩნია რაიმე ეფექტი ან გააჩნია უმნიშვნელო ზეგავლენა ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.
ურთიერთქმედება სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სასურველია შეატყობინოთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რაიმე სხვა პერაპარტს ბიოპაროქსთან ერთად.
არასასურველი ეფექტები
ალერგიული რეაქციები არის ძალიან იშვაითი, მაგარმ შეიძლება მაინც გამოვლინდეს განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელბსაც აქვთ ალერგიული წინასწარგანწყობა.
ყველაზე ხშირად აღნიშნულ არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება ადგილობრივი რეაქციები.
ადგილობრივი რეაქციები (ხშირი ან ძალიან ხშირი)
ცხვირის ან ყელის სიმშრალე, ჩხვლეტის შეგრძნება, ცემინების, ხველის შეტევა, გულისრევა, არასაიამოვნო გემო პირში, თვალების შეშუპება.
ასეთი შემთხვევები მკურნალობის შეწყევტას არ საჭიროებს.
ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათი):
• რესპირატორული დარღვევები: ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, ხორხის სპაზმი ან შეშუპება;
• დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ქავილი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.
• დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი;
ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მოხდეს ფუზაფუნჟინის გამოყენების გადავადება.
ალერგიული რეაქციების განვითარებისას ფუზაფუნჟინის განმეორებითი დანიშნავა არ Aშეიძლება.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ნებისმიერი არასასურველი და არასასიამოვნო ეფექტების შესახებ, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში.
სპეციალური სიფრთხილის ზომები
გამოიყენეთ დიდი სიფრთხილით იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები.
გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითი ინფექცია.
თუ სიმპტომები და ნიშნები არ გაუმჯობესდა ერთ კვირაში, რეკომენდირებულია ალტერნატიული მკურნალობა.
დოზირება და მიღების წესები
მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის დანიშნულება.
ბიოპაროქსის გამოყენება:
მოათავსეთ შესაბამისი ბუნიკი ფალკონზე (პირის ღრუსთვის - თეთრი, ცხვირისთვის - ყვითელი ან გამჭვირვალე). პირველ გამოყენებამდე კლაპანის აქტივაციისტვის 4-ჯერ გააფრქვიეთ პრეპარატი ჰაერში. ფლაკონი უნდა გეჭიროთ ვერტიკალურად ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ბუნიკით ზევით. (იხილე ნახ. 1)
ცხვირის ღრუში ინჰალაცია:
გამოყენებამდე მოიხოცეთ ცხვირი. მოარგეთ ყვითელი ან გამჭვირავლე ბუნიკი ფალკონზე. მოათვსეთ ყვითელი ან გამჭვირვალე ბუნიკი თითოეულ ნესტოში მორიგეობით, შემდეგ დააწექით ფლაკონის ფსკერს სრულად და ბოლომდე (მანამადე დაიხშეთ მეორე ნესტო და დახურეთ პირი) სანამ არ მაოხდენთ ცხვირში ინჰალაციას.
(იხილე ნახ. 2)
პირის ღრუში ინჰალაცია
მოარგეთ თეთრი ბუნიკი ფლაკონზე და დაიჭირეტრ ტუჩებით მჭიდროდ.
შემდეგ ღრმა შესუნთქვასთაბნ ერთად დააწექით ფლაკონის ფსკერს ძლიერად და ბოლომდე. (იხილე ნახ 3 და ნახ.4)
საჭირა პირის და ცხვირის ბუნიკების ყოველდღიური დეზინფექცია 90% სპირტში დასველებული ბამბით.
ექიმის რეკომენდაციის არარსებობისას, მოზრდილთა ჩვეული დოზა შეადგენს ოთხ ინჰალაციას პირში და ორს ცხვირის თითოეულ ნესტოში დღეში 4-ჯერ.
30 თვეზე უროსი ასკის ბავშვები: 2-4 ინჰალაცია პირის ღრუში და 1-2 ცხვირის თითოეულ ნესტოში 4-ჯერ დღეში.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს თუ სიმპტომები და თანმხლები ცხელება ნარჩუნდება.
შენახვის პირობები
არ შეიძლება მისი მოთავსება 50ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ შეიძლება ბალონის გაჩხვლეტა
არ შეიძლება ბალონის გაჩხვლეტა ან მისი დაწვა, თუნდაც ცარიელ მდგომარეობაში.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდოემლ ადგილას.
შენახვის ვადა
24 თვე
ვარგისიანობის ვადა
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მეორეულ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები
სამედიცინო პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
EGIS Pharmaceuticals PLC
Kereszturi ut 30-38,1106 Budapest,
უნგრეთი
მარკეტინგის უფლებამოსილების მფლობელი
Les Laboratories Serveir
22 rue Garnier
92 200 Neuilly sur Seine
საფრანგეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით