ლორისტა 50მგ #28ტ
გააზიარე:
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
- სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ლორისტა® 25 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები
ლორისტა® 50 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები
ლორისტა® 100 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები
- ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ კალიუმის ლოზარტანს.
დამხმარე ნივთიერებები იხილეთ იხილეთ პუნქტში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები.
ლორისტა 25 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები: ოვალური, ორივე მხრიდან ოდნავ ამოზნექილი, ყვითელი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს აქვს ჭრილი.
ლორისტა 50 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები: მრგვალი, ორივე მხრიდან ოდნავ ამოზნექილი, თეთრი ფერის ტაბლეტები წაკვეთილი კიდებიით, ერთ მხარეს აქვს ჭრილი.
ლორისტა 100 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები: ოვალური, ორივე მხრიდან ოდნავ ამოზნექილი, თეთრი ფერის ტაბლეტები.
- კლინიკური მონაცემები
4.1 თერაპიული ჩვენებები
- ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილებში და 6-18 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
- თირკმლის დაავადების მკურნალობა ჰიპერტენზიის და 0,5 გ/დღეში პროტეინურიით მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში, როგორც ანტიჰიპერტენზიული მკურნალობის ნაწილი.
- გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, როდესაც ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებით მკურნალობა არ მიიჩნევა შესაფერისად შეუთავსებლობის, განსაკუთრებით ხველის ან უკუჩვენების გამო. აგფ ინჰიბიტორით სტაბილიზირებული გულის უკმარისობის მქონე პაციენტები, არ უნდა გადავიდნენ ლოზარტანზე. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ 40% მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია და უნდა იყვნენ კლინიკურად სტაბილური და უტარდებოდეთ გულის ქრონიკული უკმარისობის დადგენილი მკურნალობის სქემა.
- ინსულტის რისკის შემცირება ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილ პაციენტებში, რომელთაც ეკგ-ით დადასტურებული აქვთ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (იხილეთ პუნქტი 5.1, კვლევა LIFE, რასა).
4.2 დოზირება და შეყვანის წესი
დოზირების რეჟიმი
ჰიპერტენზია
პაციენტთა უმეტესობისათვის ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ. მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება მიიღოს დამატებითი სარგებელი დოზის გაზრდით 100 მგ-მდე დღეში ერთხელ (დილით).
ლოზარტანის მიღება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, განსაკუთრებით შარდმდენებთან ერთად (მაგ. ჰიდროქლორთიაზიდი) (იხილეთ პუნქტები 4.3, 4.4, 4.5 და 5.1).
ჰიპერტენზიის და 0,5 გ/დღეში პროტეინურიით II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები
ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ. თერაპიის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ არტერიული წნევის პასუხის მიხედვით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. ლოზარტანის მიღება შეიძლება სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (მაგ. შარდმდენები, კალციუმის არხების ბლოკატორები, ალფა- ან ბეტა-ბლოკატორები და ცენტრალურად მოქმედი საშუალებები), ასევე ინსულინთან და სხვა ხშირად გამოყენებულ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთად (მაგ. სულფონილშარდოვანები, გლიტაზონები და გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები).
გულის უკმარისობა
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოზარტანის ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 12,5 მგ დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ, დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს ყოველკვირეული ინტერვალებით (ანუ 12,5 მგ ყოველდღიურად, 25 მგ ყოველდღიურად, 50 მგ ყოველდღიურად, 100 მგ ყოველდღიურად, მაქსიმალურ დოზამდე - 150 მგ დღეში ერთხელ) პაციენტის ამტანობის მიხედვით.
ინსულტის რისკის შემცირება ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომელთაც ეკგ-ით დადასტურებული აქვთ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია
ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 50 მგ ლოზარტანი დღეში ერთხელ. არტერიული წნევის პასუხის მიხედვით უნდა მოხდეს ჰიდროქლოროთიაზიდის დაბალი დოზის დამატება და/ან ლოზარტანის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ.
განსაკუთრებული პოპულაციები
გამოყენება ინტრავასკულარული მოცულობის განლევის მქონე პაციენტებში:
ინტრავასკულური მოცულობის განლევის მქონე პაციენტებში (მაგ., პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ შარდმდენების მაღალი დოზებით), უნდა განიხილებოდეს საწყისი დოზა 25 მგ დღეში ერთხელ (იხილეთ პუნქტი 4.4).
გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში:
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში საწყისი დოზის კორექტირება აუცილებელი არ არის.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში:
ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისათვის, უნდა განიხილებოდეს უფრო დაბალი დოზა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში თერაპიული გამოცდილება არ არსებობს. შესაბამისად, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოზარტანი უკუნაჩვენებია (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
6 თვე - 6 წელზე ნაკლები
6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები აღწერილია პუნქტებში 5.1 და 5.2, მაგრამ შეუძლებელია დოზირების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციების გაკეთება.
6 წლიდან 18 წლამდე
>20 დან <50კგ პაციენტებისათვის, რომელთაც შეუძლიათ ტაბლეტების გადაყლაპვა, რეკომენდებული დოზა არის 25 მგ დღეში ერთხელ (გამონაკლის შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 50 მგ-მდე დღეში ერთხელ). დოზის კორექტირება უნდა მოხდეს არტერიული წნევის პასუხის მიხედვით.
>50 კგ პაციენტებში, ჩვეულებრივი დოზა არის 50 მგ დღეში ერთხელ. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დოზის კორექტირება მაქსიმუმ 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. არ არის შესწავლილი პედიატრიულ პაციენტებში დღეში 1,4 მგ/კგ-ზე მეტი (ან 100 მგ-ზე მეტი) დოზა.
ლოზარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფებში არსებობს შეზღუდული მონაცემები.
არ არის რეკომენდებული 2 გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის მქონე ბავშვებში, რადგან მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი (ასევე იხილეთ პუნქტი 4.4).
ლოზარტანი ასევე არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში (ასევე იხილეთ პუნქტი 4.4).
გამოყენება ხანდაზმულებში
მიუხედავად იმისა, რომ 75 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში თერაპიის დაწყება უნდა განიხილებოდეს 25 მგ-ით, ჩვეულებრივ, ხანდაზმულებში დოზის კორექტირება აუცილებელი არ არის.
მიღების წესი:
ლოზარტანის ტაბლეტების გადაყლაპვა უნდა მოხდეს ჭიქა წყლის მიყოლებით.
ლოზარტანის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
4.3 უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 4.4 და 6.1 პუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრი (იხილეთ პუნქტები 4.4 და 4.6).
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა
- ლორისტას ერთდროულად გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (2 გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე) (იხილეთ პუნქტები 4.5 და 5.1).
4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობა
ანგიოშეშუპება. უნდა მოხდეს ანამნეზში ანგიოშეშუპების (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) მქონე პაციენტების სათანადო მონიტორინგი (იხილეთ პუნქტი 4.8).
ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის ბალანსის დარღვევა
შარდმდენების მაღალი დოზებით თერაპიის, საკვები მარილის შეზღუდული მიღების, დიარეის ან ღებინების გამო მოცულობის- და/ან ნატრიუმის-განლევის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის შემდეგ და დოზის გაზრდის შემდეგ. ლოზარტანის მიღებამდე უნდა მოხდეს ამ მდგომარეობების კორექცია ან უფრო დაბალი საწყისი დოზის გამოყენება (იხილეთ პუნქტი 4.2). ეს ასევე ეხება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.
ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა
ელექტროლიტების ბალანსის დარღვევები ხშირია თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, დიაბეტით ან მის გარეშე და უნდა მოხდეს მისი კორექცია. კლინიკურ კველევაში, რომელიც ჩატარდა ნეფროპათიით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, ჰიპერკალიემიის სიხშირე უფრო მაღალი იყო ჯგუფში, რომელშიც მკურნალობდნენ ლოზარტანით, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (იხილეთ პუნქტი 4.8). შესაბამისად, უნდა მოხდეს კალიუმის პლაზმური კონცენტრაციების და ასევე კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების სათანადო მონიტორინგი, განსაკუთრებით გულის უკმარისობის და 30-50 მლ/წთ-ს შორის კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტების სათანადო მონიტორინგი.
არ არის რეკომენდებული კალიუმის დამზოგველი შარდმდენების, კალიუმის დანამატების და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ლოზარტანთან ერთდროულად გამოყენება (იხილეთ პუნქტი 4.5).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ციროზის მქონე პაციენტების პლაზმაში ლოზარტანის მნიშვნელოვნად მომატებულ კონცენტრაციას აჩვენებენ, ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უნდა განიხილებოდეს უფრო დაბალი დოზა. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში ლოზარტანით თერაპიის გამოცდილება არ არსებობს. შესაბამისად, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში არ უნდა მოხდეს ლოზარტანის მიღება (იხილეთ პუნქტები 4.2, 4.3 და 5.2).
ლოზარტანი არ არის რეკომენდებული ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში (იხილეთ პუნქტი 4.4).
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
დაფიქსირებულია რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების შედეგად თირკმელების ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (კერძოდ, პაციენტებში, რომელთა თირკმელების ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, როგორებიც არიან გულის მძიმე უკმარისობის ან თირკმელების უკვე არსებული დისფუნქცის მქონე პირები). ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა სისხლის შარდოვანას და შრატის კრეატინინის მატება; თირკმელების ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტისთანავე. ლოზარტანის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტებში.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პედიატრიულ პაციენტებში
ლოზარტანი არ არის რეკომენდებული 2 გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის მქონე ბავშვებში, რადგან მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის (იხილეთ პუნქტი 4.2).
ლოზარტანით მკურნალობის დროს უნდა მოხდეს თირკმელების ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი, რადგან ის შეიძლება გაუარესდეს. კერძოდ, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ლოზარტანი მიიღება სხვა მდგომარეობების არსებობის დროს (ცხელება, დეჰიდრატაცია), რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს თირკმელების ფუნქცია.
ლოზარტანის და აგფ ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენებამ აჩვენა თირკმელების ფუნქციის დარღვევა. შესაბამისად, ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხილეთ პუნქტი 4.5).
თირკმლის გადანერგვა
ცოტა ხნით ადრე გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
ზოგადად, პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები, არ რეაგირებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირების საშუალებით მოქმედ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებებზე. შესაბამისად, ლოზარტანის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გულის იშემიური დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება
როგორც ნებისმიერი სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების შემთხვევაში, გულის იშემიური დაავადების და ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის ზედმეტმა შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარება.
გულის უკმარისობა
ისევე, როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა სამკურნალო საშუალების შემთხვევაში, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, თირკმელების ფუქციის დარღვევით ან მის გარეშე, არსებობს მძიმე არტერიული ჰიპოტენზიის და თირკმელების (ხშირად მწვავე) ფუნქციის დარღვევის რისკი.
არ არსებობს ლოზარტანით თერაპიის საკმარისი გამოცდილება გულის უკმარისობის და თანმხლები თირკმლის უკმარისობის, გულის მძიმე უკმარისობის (NYHA IV კლასი), ასევე, გულის უკმარისობის და სიცოცხლისათვის საშიში გულის სიმპტომური არითმიების მქონე პაციენტებში. შესაბამისად, პაციენტთა ამ ჯგუფებში ლოზარტანის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით. ლოზარტანის ბეტა-ბლოკატორთან კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით (იხილეთ პუნქტი 5.1).
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია
ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატორების შემთხვევაში, აორტის ან მიტრალური სტენოზის ან ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
დამხმარე ნივთიერებები
ლორისტა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა, რომელთაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ორსულობა
ლოზარტანის გამოყენება არ უნდა დაიწყოს ორსულობის დროს. პაციენტებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, თუ ლოზარტანით თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლად იგი უნდა შეიცვალოს ალტერნატიული ანტი-ჰიპერტენზიული მკურნალობით, რომლებსაც აქვთ ორსულობის დროს გამოყენების დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დიაგნოზირების დროს, ლოზარტანით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.6).
სხვა გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ისევე, როგორც აღინიშნა ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებისთვის, როგორც ჩანს, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები ნაკლებად ეფექტურია არტერიული წნევის დასაქვეითებლად შავკანიან ადამიანებში, ვიდრე არაშავკანიანებში, რაც შესაძლებელია უკავშირდებოდეს ჰიპერტენზიის მქონე შავკანიან პოპულაციაში იმ მდგომარეობების ფართო გავრცელებას, რომლებსაც ახასიათებს რენინის დაბალი დონე.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულებები, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობის) რისკს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით (იხილეთ პუნქტები 4.5 და 5.1).
თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია ითვლება აბსოლუტურად აუცილებლად, ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და უნდა დაექვემდებაროს თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირ, სათანადო მონიტორინგს. არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
განსაკუთრებული გაფრთხილებები დამხმარე ნივთიერებების შესახებ
ლორისტა შეიცავს ლაქტოზას და შესაბამისად, ის არ არის შესაფერისი ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე პაციენტებისათვის: ლაქტაზას დეფიციტი, გალაქტოზემია ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ ლოზარტანის ჰიპოტენზიური ეფექტები. ისეთ სხვა ნივთიერებებთან ერთად გამოყენებამ, რომლებმაც გვერდითი ეფექტის სახით შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია, (როგორებიც არის, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი და ამიფოსტინი), შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.
ლოზარტანი ძირითადად მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 (CYP) 2C9–ით, კარბოქსილის მჟავას აქტიურ მეტაბოლიტად. კლინიკურ კვლევაში აღმოჩნდა, რომ ფლუკონაზოლი (CYP2C9-ის ინჰიბიტორი) ამცირებს აქტიური მეტაბოლიტის ზემოქმედებას დაახლოებით 50%-ით. აღმოჩნდა, რომ ლოზარტანით რიფამპიცინთან (მეტაბოლური ფერმენტების ინდუქტორი) ერთად მკურნალობამ განაპირობა აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციის 40%-ით შემცირება. ამ ეფექტების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის. ფლუვასტატინთან (CYP2C9-ის სუსტი ინჰიბიტორი) ერთდროულად მკურნალობისას ზემოქმედებაში განსხვავება არ აღნიშნულა.
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, რომლებიც ბლოკავენ ანგიოტენზინ II-ს ან მის ეფექტებს, ისეთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ინარჩუნებენ კალიუმს (მაგ., კალიუმის დამზოგველი შარდმდენები: ამილორიდი, ტრიამტერენი, სპირონოლაქტონი) ან შეუძლიათ კალიუმის დონის გაზრდა (მაგ. ჰეპარინი), კალიუმის დანამატებთან ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან ერთდროულად გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება. არ არის რეკომენდებული ერთდროულად გამოყენება.
ლითიუმის აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღების დროს დაფიქსირდა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის და ტოქსიკურობის შექცევადი მომატება. ძალიან იშვიათი შემთხვევები ასევე დაფიქსირებულია ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან. ლითიუმის და ლოზარტანის ერთდროულად მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით. თუ ეს კომბინაცია აუცილებელია, ერდროულად გამოყენების დროს რეკომენდებულია შრატში ლიმიუმის დონის მონიტორინგი.
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგალითად, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები) ერთდროულად მიღებისას, შესაძლებელია აღინიშნოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან შარდმდენების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესების, მათ შორის შესაძლო თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკის მატება და შრატში კალიუმის მატება, განსაკუთრებით უკვე არსებული დაქვეითებული თირკმელების ფუნქციის მქონე პაციენტებში. კომბინაციის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად თერაპიის დროს, უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაცია და განიხილებოდეს თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.
კლინიკური კვლევების მონაცემები აჩვენებს, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების გზით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა ასოცირდება გვერდითი მოვლენების მომატებულ სიხშრესთან, როგორებიც არის ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმელების ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).
4.6 ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ლოზარტანის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხილეთ პუნქტი 4.4). ლოზარტანის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში (იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4).
არ არსებობს საბოლოო ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედების შედეგად ტერატოგენურობის რისკის შესახებ; თუმცა, არ არის გამორიცხული რისკის მცირედ ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონტროლირებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ინჰიბიტორებით (აIIრი) რისკის შესახებ, ამ კლასის სამკურნალო პროდუქტებისთვის შეიძლება არსებობდეს მსგავსი რისკები. პაციენტებში, რომლებიც დაორსულებას გეგმავენ, თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ინჰიბიტორებით თერაპიის გაგრძელება არ ითვლება აუცილებლად, იგი უნდა შეიცვალოს ალტერნატიული ანტი-ჰიპერტენზიული მკურნალობით, რომლებსაც აქვთ ორსულობის დროს გამოყენების დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დიაგნოზირების დროს, ლოზარტანით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ცნობილია, რომ მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ II რეცეპტორების ინჰიბიტორებით თერაპიის ზემოქმედება იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიკურობას (თირკმელების ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოსი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ნეონატალურ ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია) (იხილეთ პუნქტი 5.3). ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ლოზარტანის ზემოქმედების შემთხვევაში, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის და თავის ქალის ულტრაბგერითი შემოწმება.
უნდა მოხდეს ჰიპოტენზიაზე იმ ახალშობილების სათანადოდ გამოკვლევა, რომელთა დედები იღებდნენ ლოზარტანს (ასევე იხილეთ პუნქტები 4.3 და 4.4).
ძუძუთი კვება
რადგან არ არსებობს ინფორმაცია ძუძუთი კვების პერიოდში ლოზარტანის გამოყენების შესახებ, ლოზარტანის გამოყენება რეკომენდებული არ არის და უმჯობესია დაინიშნოს ძუძუთი კვების დროს დადგენილი უკეთესი უსაფრთხოების პროფილის მქონე ალტერნატიული მკურნალობა, განსაკუთრებით დღენაკლული ან ახალშობილი ბავშვის კვებისას.
4.7 ეფექტები ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ავტომობილის მართვის და მექანიზმის გამოყენების უნარზე ეფექტების კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ავტომობილის მართვის და მექანიზმის გამოყენების დროს უნდა მოხდეს იმის გათვალისწინება, რომ ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ჩატარების პერიოდში დროდადრო შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, კერძოდ, მკურნალობის დაწყებისას ან დოზის გაზრდის დროს.
4.8 გვერდითი ეფექტები
ლოზარტანის შეფასება მოხდა შემდეგ კლინიკურ კვლევებში:
- 18 წლის და უფროსი ასაკის >3000 მოზრდილ პაციენტში, ესენციური ჰიპერტენზიის კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში,
- 6-დან 16 წლამდე ასაკის 177 ჰიპერტონულ პედიატრიულ პაციენტში, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში
- მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე 55-დან 80 წლამდე ასაკის >9000 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტში, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში. (იხილეთ კვლევა LIFE, პუნქტი 5.1)
- გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე >7700 მოზრდილ პაციენტში, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში (იხილეთ კვლევები ELITE I, ELITE II და HEAAL, პუნქტი 5.1)
- პროტეინურიით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე 31 წლის და უფროსი ასაკის >1500 პაციენტში, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში (იხილეთ კვლევა RENAAL, პუნქტი 5.1)
ამ კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქცია იყო თავბრუსხვევა.
- ძალიან ხშირი ( 1/10)
- ხშირი ( 1/100 to <1/10)
- არახშირი ( 1/1,000 to <1/100)
- იშვიათი ( 1/10,000 to <1/1,000)
- ძალიან იშვიათი (<1/10,000)
- უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე დადგენა შეუძლებელია)
ცხრილი 1. გვერდითი რეაქციების სიხშირე დადგენილია პლაცებოთი კონტროლირებული კლინიკური კვლევებიდან და პოსტ მარკეტინგული გამოცდილებიდან
|
გვერდითი რეაქცია |
გვერდითი რეაქციის სიხშირე ჩვენების მიხედვით |
სხვა |
|||
|
|
ჰიპერტენზია |
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით |
გულის ქრონიკული უკმარისობა |
ჰიპერტენზია და მე-2 ტიპის დიაბეტი თირკმლის დაავადებით |
პოსტ მარკეტინგული გამოცდილება |
|
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები |
|||||
|
ანემია |
|
|
ხშირი |
|
სიხშირე უცნობია |
|
თრომბოციტოპენია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
|||||
|
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები: ანგიოშეშუპება* და ვასკულიტი** |
|
|
|
|
იშვიათი |
|
ფსიქიკური აშლილობები |
|||||
|
დეპრესია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
|||||
|
თავბრუსხვევა |
ხშირი |
ხშირი |
ხშირი |
ხშირი |
|
|
ძილიანობა |
არახშირი |
|
|
|
|
|
თავის ტკივილი |
არახშირი |
|
არახშირი |
|
|
|
ძილის დარღვევები |
არახშირი |
|
|
|
|
|
პარესთეზია |
|
|
იშვიათი |
|
|
|
შაკიკი |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
დისგევზია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ყურის და ლაბირინთის მხრივ დარღვევები |
|||||
|
ვერტიგო |
ხშირი |
ხშირი |
|
|
|
|
ტინიტუსი |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
გულის მხრივ დარღვევები |
|||||
|
პალპიტაციები |
არახშირი |
|
|
|
|
|
სტენოკარდია |
არახშირი |
|
|
|
|
|
სინკოპე |
|
|
იშვიათი |
|
|
|
წინაგულების ფიბრილაცია |
|
|
იშვიათი |
|
|
|
ცერებროვასკულური სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ინსულტი) |
|
|
იშვიათი |
|
|
|
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები |
|||||
|
ჰიპოტენზია (ორთოსტატიკური) (მათ შორის დოზა-დამოკიდებული ორთოსტატიკური ეფექტები) II |
არახშირი |
|
ხშირი |
ხშირი |
|
|
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები |
|||||
|
დისპნოე |
|
|
არახშირი |
|
|
|
ხველა |
|
|
არახშირი |
|
სიხშირე უცნობია |
|
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
|||||
|
მუცლის ტკივილი |
არახშირი |
|
|
|
|
|
ძლიერი ყაბზბობა |
არახშირი |
|
|
|
|
|
დიარეა |
|
|
არახშირი |
|
სიხშირე უცნობია |
|
გულისრევა |
|
|
არახშირი |
|
|
|
ღებინება |
|
|
არახშირი |
|
|
|
ჰეპატობილიარული დარღვევები |
|||||
|
პანკრეატიტი |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ჰეპატიტი |
|
|
|
|
იშვიათი |
|
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
|||||
|
ჭინჭრის ციება |
|
|
არახშირი |
|
სიხშირე უცნობია |
|
ქავილი |
|
|
არახშირი |
|
სიხშირე უცნობია |
|
გამონაყარი |
არახშირი |
|
არახშირი |
|
სიხშირე უცნობია |
|
ფოტომგრძნობელობა |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები |
|||||
|
მიალგია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ართრალგია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
რაბდომიოლიზი |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
თირკმლების და საშარდე გზების მხრივ დარღვევები |
|||||
|
თირკმელების ფუნქციის დარღვევა |
|
|
ხშირი |
|
|
|
თირკმლის უკმარისობა |
|
|
ხშირი |
|
|
|
რეპროდუქციული სისტემის და მკერდის მხრივ დარღვევები |
|||||
|
ერექციული დისფუნქცია/იმპოტენცია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას |
|||||
|
ასთენია |
არახშირი |
ხშირი |
არახშირი |
ხშირი |
|
|
დაღლილობა |
არახშირი |
ხშირი |
არახშირი |
ხშირი |
|
|
შეშუპება |
არახშირი |
|
|
|
|
|
შეუძლოდ ყოფნა |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
კვლევები |
|||||
|
ჰიპერკალიემია |
ხშირი |
|
არახშირი† |
ხშირი‡ |
|
|
მომატებული ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT) § |
|
|
|
|
|
|
სისხლში შარდოვანას, შრატის კრეატინინის და შრატის კალიუმის მომატება |
|
|
ხშირი |
|
|
|
ჰიპონატრიემია |
|
|
|
|
სიხშირე უცნობია |
|
ჰიპოგლიკემია |
|
|
|
ხშირი |
|
* მათ შორის ხორხის, ხმის ნაპრალის, სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპება (რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას); ზოგიერთ ამ პაციენტში წარსულში უკვე აღინიშნა სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან დაკავშირებული ანგიოშეშუპება.
** მათ შორის ჰენოხ-შონლეინის პურპურა.
II განსაკუთრებით ინტრავასკულური განლევის მქონე პაციენტებში, მაგ., გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ შარდმდენების მაღალი დოზით.
† ხშირია პაციენტებში, რომლებმაც 50 მგ-ის ნაცვლად მიიღეს 150 მგ ლოზარტანი.
‡ კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ნეფროპათიით მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, >5.5 მმოლ/ლ ჰიპერკალიემია განუვითარდა პაციენტების 9,9%-ს, რომლებსაც მკურნალობდნენ ლოზარტანითდა პაციენტების 3.4%-ს, რომლებსაც მკურნალობდნენ პლაცებოთი.
§ ჩვეულებრივ, ქრება შეწყვეტისთანავე.
შემდეგი დამატებითი გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად განვითარდა პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ლოზარტანი, ვიდრე პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს პლაცებო (სიხშირეები უცნობია): ზურგის ტკივილი, საშარდე გზების ინფექცია და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
თირკმლების და საშარდე გზების მხრივ დარღვევები:
რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა; თირკმლის ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტისთანავე (იხილეთ პუნქტი 4.4)
პედიატრიული პოპულაცია
პედიატრიული პაციენტების გვერდითი რეაქციის პროფილი, როგორც ჩანს, მოზრდილი პაციენტების მსგავსია. პედიატრიულ პოპულაციაში მონაცემები შეზღუდულია.
4.9 დოზის გადაჭარბება
ინტოქსიკაციის სიმპტომები
ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ არსებობს შეზღუდული მონაცემები. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინება შეიძლება იყოს ჰიპოტენზია და ტაქიკარდია. პარასიმპათიკური (ვაგუსური) სტიმულაციის შედეგად
შეიძლება განვითარდეს ბრადიკარდია
ინტოქსიკაციის მკურნალობა
სიმპტომური ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უნდა დაიწყოს დამხმარე თერაპია.
ზომები დამოკიდებულია სამკურნალო პროდუქტის მიღების დროზე და სიმპტომების სახეობაზე და სიმძიმეზე. უპირატესობა უნდა მიენიჭოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილიზაციას. პერორალური მიღების შემდეგ ნაჩვენებია საკმარისი დოზით გააქტიურებული ნახშირის შეყვანა. ამის შემდეგ, უნდა მოხდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრების სათანადო მონიტორინგი. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრების კორექცია.
არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ანტაგონისტი, ათქ კოდი: C09CA01.
ლოზარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის (AT1 ტიპის) სინთეზური ანტაგონისტი პერორალური გამოყენებისათვის. ძლიერი ვაზოკონსტრიქტორი ანგიოტენზინ II წარმოადგენს რენინ/ანგიოტენზინის სისტემის მთავარ აქტიურ ჰორმონს და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება მრავალ ქსოვილში (მაგ., სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, თირკმელზედა ჯირკვლებში, თირკმელებში და გულში) და იწვევს მრავალ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვასკონსტრიქციას და ალდოსტერონის გამონთავისუფლებას. ანგიოტენზინ II ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.
ლოზარტანი შერჩევითად ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo პირობებში ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი - E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი სინთეზის წყაროს ან გზის მიუხედავად.
ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტური ეფექტი და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულირებაში. გარდა ამისა, ლოზარტანი არ თრგუნავს აგფ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც შლის ბრადიკინინს. შესაბამისად, არ ხდება ბრადიკინინით განპირობებული გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
ლოზარტანის მიღების დროს, რენინის სეკრეციაზე ანგიოტენზინ II-ის უარყოფითი უკურეაქციის ალაგება იწვევს პლაზმაში რენინის აქტივობის (პრა) ზრდას. პლაზმაში რენინის აქტივობის ზრდა იწვევს ანგიოტენზინ II–ის მატებას პლაზმაში. ამ მატების მიუხედავად, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის სუპრესია ნარჩუნდება, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მოხსნის შემდეგ, პლაზმაში რენინის აქტივობა და ანგიოტენზინ II-ის მაჩვენებლები სამი დღის განმავლობაში უბრუნდება საწყის მნიშვნელობებს.
ისევე, როგორც ლოზარტანს, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია უფრო მაღალი აფინურობა AT1-რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2-რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10-40-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე ლოზარტანი, წონაზე გადაანგარიშებით.
ჰიპერტენზიის კვლევები
კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ლოზარტანის დღეში ერთხელ მიღებამ გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის გაზომვამ დოზიდან 24 საათის შემდეგ, დოზიდან 5-6 საათის შემდეგ გაზომვასთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; მოხდა ბუნებრივი დღიური რიტმის შენარჩუნება. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება იყო იმ ეფექტის 70-80%, რაც აღინიშნა დოზიდან 5-6 საათის შემდეგ.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ლოზარტანის შეწყვეტამ არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (სიმპტომების განმეორება). არტერიული წნევის გამოხატული შემცირების მიუხედავად, ლოზარტანს გულის შეკუმშვების სიხშირეზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.
ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმული ასაკის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
კვლევა-LIFE
კვლევა-"The Losartan Intervention for Endpoint Reduction in Hypertension" [LIFE], იყო რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებული კვლევა ჰიპერტენზიის მქონე 55 – დან 80 წლამდე ასაკის 9193 პაციენტში, რომელთაც ეკგ-ით დადასტურებული ჰქონდათ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ დღეში ერთხელ 50 მგ ლოზარტანს ან დღეში ერთხელ 50 მგ ატენოლოლს. თუ ვერ მიიღწეოდა სამიზნე არტერიული წნევა (<140/90 მმ ვწს), პირველად ხდებოდა ჰიდროქლორთიაზიდის (12,5 მგ) დამატება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზის გაზრდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში, სამიზნე არტერიული წნევის მისაღწევად ხდებოდა სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების დამატება, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან ბეტა-ბლოკატორების გარდა.
დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა იყო 4.8 წელი.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომება გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორ ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთიდაიგივე დონემდე. ატენოლოლთან შედარებით, ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის 13.0%-ით შემცირება (p = 0,021, 95% ნდობის ინტერვალი 0,77-0,98) იმ პაციენტებისათვის, რომლებმაც მიაღწიეს კომბინირებულ პირველად საბოლოო წერტილებს. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო ინსულტის შემთხვევის შემცირებასთან. ატენოლოლთან შედარებით, ლოზარტანით მკურნალობამ ინსულტის რისკი 25%-ით შეამცირა (p = 0.001, 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილის და მიოკარდიუმის ინფარქტის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა.
რასა
კვლევაში-LIFE, შავკანიან პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ ლოზარტანით აღენიშნებოდათ პირველადი კომბინირებული საბოლოო წერტილის, ანუ გულ-სისხლძარღვთა მოვლენის (მაგ. გულის ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა გამო სიკვდილი) და განსაკუთრებით ინსულტის უფრო მაღალი რისკი, ვიდრე შავკანიან პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ ატენოლოლით. შესაბამისად, LIFE–კვლევაში ატენოლოლთან შედარებით ლოზარტანის გამოყენების დროს დაფიქსირებული შედეგები, გულ-სისხლძარღვთა გამო
ავადობასთან/სიკვდილიანობასთან მიმართებაში, არ ვრცელდება ჰიპერტენზიის და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის მქონე შავკანიან პაციენტებზე.
კვლევა-RENAAL
კვლევა-"The Reduction of Endpoints in NIDDM with the Angiotensin II Receptor Antagonist Losartan" (RENAAL) იყო კონტროლირებული კლინიკური კვლევა, რომელიც ჩატარდა მშოფლიო მასშტაბით 1513 პაციენტში, რომელთაც ჰქონდათ პროტეინურიასთან ერთად მე-2 ტიპის დიაბეტი, ჰიპერტენზიით ან მის გარეშე. 751 პაციენტს მკურნალობდნენ ლოზარტანით.
კვლევის მიზანი იყო კალიუმის ლოზარტანის ნეფროპროტექტორული ეფექტის დემონსტრირება არტერიული წნევის შემცირებასთან ერთად.
პროტეინურიის და 1.3 - 3.0 მგ/დლ შრატის კრეატინინის მქონე პაციენტები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ 50 მგ ლოზარტანს დღეში ერთხელ, ან პლაცებოს, ჩვეულებრივი ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ფონზე, აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების გარდა, არტერიული წნევის პასუხის მისაღწევად აუცილებლობის შემთხვევაში ხდებოდა ტიტრაცია.
მკვლევარებს დაევალათ სასწავლო მედიკამენტის ტიტრაცია დღეში 100 მგ-მდე, საჭიროებისამებრ; პაციენტების 72% უმეტესი პერიოდის განმავლობაში იღებდა 100 მგ ყოველდღიურ დოზას. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (შარდმდენები, კალციუმის ანტაგონისტები, ალფა- და ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორები და ასევე ცენტრალურად მოქმედი ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) ნებადართული იყო დამატებითი მკურნალობის სახით, ორივე ჯგუფში მოთხოვნილებების მიხედვით. პაციენტებს აკვირდებოდნენს 4,6 წლამდე (საშუალოდ 3,4 წელი).
კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო შრატის კრეატინინის გაორმაგების, თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის (დიალიზის ან ტრანსპლანტაციის საჭიროება) ან ლეტალური შედეგის კომბინირებული წერტილი.
შედეგებმა აჩვენა, რომ პლაცებოსთან შედარებით (359 მოვლენა) ლოზარტანით მკურნალობამ (327 მოვლენა) გამოიწვია რისკის 16,1%-ით შემცირება (p = 0,022) იმ პაციენტთა რიცხვში, რომლებმაც მიაღწიეს პირველად კომბინირებულ საბოლოო წერტილს. პირველადი საბოლოო წერტილის შემდეგი ინდივიდუალური და კომბინირებული კომპონენტებისათვის, შედეგებმა აჩვენა რისკის მნიშვნელოვანი შემცირება ჯგუფში, რომელშიც მკურნალობდნენ ლოზარტანით: შრატის კრეატინინის გაორმაგებისთვის რისკის 25,3%-ით შემცირება (p = 0,006); თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიისთვის რისკის 28.6%-ით შემცირება (p = 0.002);თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიის ან ლეტალური შედეგისთვის რისკის 19.9%-ით შემცირება (p = 0.009); შრატის კრეატინინის გაორმაგებისთვის ან თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადიისთვის რისკის 21.0%-ით შემცირება (p = 0.01).
ყველა მიზეზით სიკვდილიანობის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ორ ჯგუფს შორის, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა.
ამ კვლევაში, ჩვეულებრივ, ლოზარტანი კარგად აიტანებოდა, რასაც მოწმობს გვერდითი მოვლენების გამო თერაპიის შეწყვეტის სიხშირე, რაც პლაცებოს ჯგუფის მაჩვენებლის სადარი იყო.
კვლევა HEAAL
კვლევა "The Heart Failure Endpoint Evaluation of Angiotensin II Antagonist Losartan" (REAAL) იყო კონტროლირებული კლინიკური კვლევა, რომელიც ჩატარდა მსოფლიო მასშტაბით გულის უკმარისობის მქონე (NYHA კლასი II-IV) 18-დან 98 წლამდე ასაკის 3834 პაციენტში, რომლებიც ვერ იტანდნენ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობას. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ დღეში ერთხელ 50 მგ ლოზარტანს ან 150 მგ ლოზარტანს, ჩვეულებრივი თერაპიის ფონზე, აგფ ინჰიბიტორების გამოკლებით.
პაციენტებს აკვირდებოდნენ 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (საშუალოდ 4.7 წელი). კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ყველა მიზეზით სიკვდილის ან გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი.
შედეგებმა აჩვენა, რომ 150 მგ ლოზარტანით მკურნალობამ (828 მოვლენა), 50 მგ ლოზარტანთან შედარებით (889 მოვლენა) გამოიწვია რისკის 10,1%-ით შემცირება (p = 0,027 95% ნდობის ინტერვალი 0,82-0,99) იმ პაციენტთა რიცხვში, რომლებიც მიაღწიეს კომბინირებულ პირველად საბოლოო წერტილებს. ეს ძირითადად დაკავშირებული იყო გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების შემცირებასთან. 150 მგ ლოზარტანით მკურნალობამ გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი 13.5%-ით შეამცირა, 50 მგ ლოზარტანთან შედარებით (p = 0,025 95% ნდობის ინტერვალი 0.76-0.98). ყველა მიზეზით სიკვდილიანობის სიხშირე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯგუფებს შორის, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა. თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპოტენზია და ჰიპერკალიემია უფრო ხშირი იყო 150 მგ-ის ჯგუფში, ვიდრე 50 მგ-ის ჯგუფში, მაგრამ ამ გვერდითმა მოვლენებმა 150 მგ-ის ჯგუფში არ გამოიწვია მკურნალობის მნიშვნელოვნად უფრო მეტი შეწყვეტა.
კვლევები ELITE I და ELITE II
ELITE კვლევაში, რომელიც ჩატარდა 48 კვირის განმავლობაში, გულის უკმარისობის მქონე (NYHA კლასი II-IV კლასი) 722 პაციენტში, განსხვავება არ დაფიქსირებულა პაციენტებს შორის, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით და მკურნალობდნენ კაპტოპრილით, თირკმელების ფუნქციის ხანგრძლივ ცვლილების პირველად საბოლოო წერტილთან მიმართებაში. ELITE კვლევის დაკვირვება, რომ, კაპტოპრილთან შედარებით, ლოზარტანმა შეამცირა სიკვდილიანობის რისკი, არ დადასტურდა შემდგომ ELITE II კვლევაში, რომელიც აღწერილია ქვემოთ.
ELITE II კვლევაში 50 მგ ლოზარტანი დღეში ერთხელ (საწყისი დოზა 12,5 მგ, გაზრდილი 25 მგ-მდე, შემდეგ
50 მგ-მდე დღეში ერთხელ) შედარებული იყო 50 მგ კაპტოპრილთან დღეში სამჯერ (საწყისი დოზა 12,5 მგ, გაზრდილი 25 მგ-მდე და შემდეგ 50 მგ-მდე დღეში სამჯერ). ამ პროსპექტიული კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა.
ამ კვლევაში, გულის უკმარისობის მქონე (NYHA კლასი II-IV) 3152 პაციენტს თითქმის ორი წლის განმავლობაში (საშუალო: 1.5 წელი) აკვირდებოდნენ, იმის დასადგენად, არის თუ არა ლოზარტანი კაპტოპრილზე უკეთესი ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად. პირველადმა საბოლოო წერტილმა არ აჩვენა რაიმე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ლოზარტანსა და კაპტოპრილს შორის ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაში.
ორივე კომპარატორ-კონტროლირებულ (არა პლაცებოთი კონტროლირებული) კლინიკურ კვლევაში, გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლოზარტანის ტოლერანტობა აღემატებოდა კაპტოპრილისას, რაც გაიზომა გვერდითი მოვლენების გამო თერაპიის შეწყვეტის მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებლის და ხველის მნიშვნელოვნად დაბალი სიხშირის საფუძველზე.
ELITE II-ში, მცირე ქვეჯგუფში (გულის უკმარისობის მქონე პაციენტების 22%), რომლებიც საწყის ეტაპზე იღებდნენ ბეტა-ბლოკატორებს, დაფიქსირდა მომატებული სიკვდილიანობა.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
ორმა მაშტაბურმა რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ (ONTARGET ("ON going Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial") და VA NEPHRON-D ("The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes")) შეისწავლა აგფ ინჰიბიტორის ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორთან კომბინაციის გამოყენება.
ONTARGET იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადებების ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, რომელსაც თან ახლავს ორგანოების დაზიანების მტკიცებულება, მქონე პაციენტებში. VA NEPHRON D იყო კვლევა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ამ კვლევებმა არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი თირკმლისმიერ და/ან გულ-სისხლძარღვოვან შედეგებზე და სიკვდილიანობაზე, მაშინ, როდესაც მონოთერაპიასთან შედარებით, აღინიშნებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია სხვა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის.
შესაბამისად, დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში არ უნდა მოხდეს ერთდროულად აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენება.
ALTITUDE ("Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints") იყო კვლევა, რომლის მიზანი იყო მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და თირკმელების ქრონიკული დაავადების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან ორივეს ერთად მქონე პაციენტებში აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორით სტანდარტულ თერაპიაზე ალისკირენის დამატების სარგებლის შემოწმება. კვლევა ნაადრევად შეწყდა საზიანო შედეგების მომატებული რისკის გამო. ორივე, გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და სერიოზული არასასურველი გამოვლინებები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვთა ჰიპერტენზია
ლოზარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დადგინდა კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა ჰიპერტენზიის მქონე 6-დან 16 წლამდე ასაკის 177 პედიატრიული პაციენტი, >20 კგ სხეულის წონით და >30 მლ/წთ/1.73 მ2 გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით. პაციენტები, რომელთა წონა იყო >20 კგ-დან 50 კგ იღებდნენ 5, 50 ან 100 მგ ლოზარტანს ყოველდღიურად. მესამე კვირის ბოლოს, დღეში ერთხელ ლოზარტანის შეყვანამ არტერიული წნევა შეამცირა დოზა-დამოკიდებული წესით.
საერთო ჯამში, იყო დოზა-პასუხი. დოზა-პასუხი ურთიერთკავშირი ძალზე აშკარა გახდა დაბალი დოზის ჯგუფში, საშუალო დოზის ჯგუფთან შედარებით (I პერიოდი: -6,2 მმ.ვწყ.სვ. -11,65 მმ.ვწყ.სვ-ის წინააღმდეგ), მაგრამ შესუსტდა საშუალო დოზის ჯგუფის მაღალი დოზის ჯგუფის შედარებისას (I პერიოდი: -11,65 მმ.ვწყ.სვ. -12,21 მმ.ვწყ.სვ-ის წინააღმდეგ). ყველაზე დაბალი შესწავლილი დოზები - 2,5 მგ და 5 მგ, რაც შეესაბამება საშუალო დღიურ დოზას - 0,07 მგ/კგ, როგორც ჩანს, ვერ უზრუნველყოფს მდგრად ანტიჰიპერტენზიულ ეფექტურობას.
ეს შედეგები დადასტურდა კვლევის II პერიოდში, როდესაც პაციენტებმა სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გააგრძელეს ლოზარტანი ან პლაცებო. არტერიული წნევის მომატების სხვაობა პლაცებოსთან შედარებით ყველაზე დიდი იყო საშუალო დოზის ჯგუფში (6.70 მმ.ვწყ.სვ. საშუალო დოზა, 5.38 მმ.ვწყ.სვ. მაღალი დოზის წინააღმდეგ). საწყისი დაბალი დიასტოლური არტერიული წნევის მომატება ანალოგიური იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს და პაციენტებში, რომლებიც აგრძელებდნენ ლოზარტანის ყველაზე დაბალ დოზას თითოეულ ჯგუფში, რაც ასევე მიანიშნებს, რომ თითოეულ ჯგუფში ყველაზე დაბალ დოზას არ ჰქონდა მნიშვნელოვანი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
ლოზარტანის ხანგრძლივი გავლენა ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და ზოგად განვითარებაზე არ არის შესწავლილი. ასევე არ არის დადგენილი ბავშვობაში ლოზარტანით ანტიჰიპერტენზიული თერაპიის ხანგრძლივი ეფექტურობა გულ-სისხლძარღვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად.
ჰიპერტენზიის (N = 60) და ნორმოტენზიის (N = 246) მქონე ბავშვებში პროტეინურიით, შეფასდა ლოზარტანის მოქმედება პროტეინურიაზე 12 კვირიან პლაცებოთი- და აქტიურად-კონტროლირებულ (ამლოდიპინი) კლინიკურ კვლევაში. პროტეინურია განისაზღვრა, როგორც შარდის ცილის/კრეატინინის 0.3 თანაფარდობა. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებმა (6-დან 18 წლამდე ასაკის) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღეს ან ლოზარტანი (n = 30) ან ამლოდიპინი (n = 30). ნორმოტენზიის მქონე პაციენტები (1 – დან 18 წლამდე ასაკის) შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდნენ ან ლოზარტანს (n = 122) ან პლაცებოს (n = 124). ლოსარტანის მიღება ხდებოდა დოზებით - 0.7 მგ/კგ-დან 1.4 მგ/კგ-მდე (მაქსიმალურ დოზამდე - 100 მგ-მდე დღეში). ამლოდიპინს იღებდნენ დოზებით - 0,05 მგ/კგ-დან 0,2 მგ/კგ-მდე (მაქსიმალურ დოზამდე - 5 მგ-მდე დღეში).
საერთო ჯამში, 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს, აღინიშნა პროტეინურიის საწყისი დონიდან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 36%-ით, პლაცებო/ამლოდიპინის ჯგუფში 1%-ით ზრდის წინააღმდეგ (p 0.001). ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს, აღინიშნა საწყისი დონიდან პროტეინურიის -41,5%-ით (95% CI -29,9; -51,1) შემცირება, ამლოდიპინის ჯგუფში +2,4%-ის (95% CI -22,2; 14,1) წინააღმდეგ. როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური არტერიული წნევის დაქვეითება უფრო მეტი იყო ლოზარტანის ჯგუფში (-5,5/-3,8 მმ.ვწყ.სვ), ამლოდიპინის ჯგუფთან შედარებით (-0,1/+ 0,8 მმ.ვწყ.სვ). ნორმოტენზიის მქონე ბავშვებში ლოზარტანის ჯგუფში დაფიქსირდა არტერიული წნევის მცირედ შემცირება (-3,7/-3,4 მმ.ვწყ.სვ), პლაცებოსთან შედარებით. არ აღნიშნულა მნიშვნელოვანი კორელაცია პროტეინურიის დაქვეითებასა და არტერიულ წნევას შორის, თუმცა, შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო ლოზარტანის ჯგუფში პროტეინურიის დაქვეითებაზე. ბავშვებში პროტეინურიის შემცირების ხანგრძლივი ეფექტები შესწავლილი არ არის.
პროტეინურიის მქონე ბავშვებში, ლოზარტანის ხანგრძლივი ეფექტები შეისწავლებოდა 3 წლამდე პერიოდის განმავლობაში, ღია-ეტიკეტიან კვლევაში, იმავე კვლევის უსაფრთხოების გაფართოების ფაზაში, რომელშიც მონაწილეობისთვის მიიწვიეს ყველა პაციენტი, რომელმაც დაასრულა 12-კვირიანი საწყისი კვლევა. სულ 268 პაციენტი ჩაერთო ღია-ეტიკეტიან გახანგრძლივების ფაზაში და შემთხვევითობის პრინციპით თავიდან გადანაწილდა ლოზარტანის (N = 134) ან ენალაპრილის ჯგუფში (N = 134), და 109 პაციენტში ხდებოდა 3 წლის განმავლობაში მეთვალყურეობა (გაფართოების პერიოდში 100 პაციენტის 3 წლიანი მეთვალყურეობის დასრულების წინასწარ განსაზღვრული შეჩერების წერტილი). მკვლევარის შეხედულებისამებრ მოცემული ლოზარტანის და ენალაპრილის დოზების დიაპაზონი იყო შესაბამისად, 0,30-დან 4,42-მდე მგ/კგ/დღეში და 0,02-დან 1,13-მდე მგ/კგ/ დღეში. პაციენტების უმეტესობისთვის კვლევის გაფართოების ფაზის დროს არ მომხდარა მაქსიმალური სადღეღამისო დოზების გადაჭარბება - 50 კგ სხეულის მასისთვის 100 მგ.
უსაფრთხოების გაფართოების შემაჯამებელი შედეგები აჩვენებს, რომ ლოზარტანი კარგად აიტანებოდა და იწვევდა პროტეინურიის მდგრად შემცირებას გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (GFR) მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, 3 წლის განმავლობაში. ნორმოტენზიის მქონე პაციენტებისათვის (n = 205), ენალაპრილმა ლოზარტანთან შედარებით რიცხობრივად უფრო მეტი გავლენა მოახდინა პროტეინურიაზე (-33,0% (95% CI -47,2; -15,0) -16,6% (95% CI -34,9; 6,8)-ის წინააღმდეგ) და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (9.4 (95% CI 0.4; 18.4) -4.0 (95% CI -13.1; 5.0) მლ/წთ/1.73 მ 2-ის წინააღმდეგ)). ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისათვის (n = 49), ლოზარტანმა რიცხობრივად უფრო მეტი გავლენა მოახდინა პროტეინურიაზე (-44,5% (95% CI -64,8; -12,4) -39,5% (95% CI -62,5; -2,2)-ის წინააღმდეგ) და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (18,9 (95% CI 5.2; 32.5) -13.4 (95% CI -27.3; 0.6)მლ/წთ/1.73 მ2-ის წინააღმდეგ).
ლოზარტანის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესასწავლად ჰიპერტენზიის მქონე 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ჩატარდა ღია-ეტიკეტიანი კლინიკური კვლევა დოზის დიაპაზონში. სულ 101 პაციენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იღებდა ლოზარტანის ღია-ეტიკეტიანი სამი სხვადასხვა საწყისი დოზიდან ერთს: დაბალი დოზა 0,1 მგ/კგ/დღეში (N = 33), საშუალო დოზა 0,3 მგ/კგ დღეში (N = 34) ან მაღალი დოზა 0.7 მგ/კგ/დღეში (N = 34). აქედან 27 იყო ჩვილი, რომლებიც განისაზღვრა, როგორც 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე. მე-3, მე-6 და მე-9 კვირაში მოხდა სასწავლო პრეპარატის დოზის ტიტრაცია შემდეგი დოზის დონეზე, იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ჯერ მიღწეული არ იყო არტერიული წნევის სამიზნე დონე და ჯერ კიდევ არ იღებდნენ ლოზარტანის მაქსიმალურ დოზას (1,4 მგ/კგ დღეში, მაქსიმუმ 100 მგ/დღეში).
99 პაციენტიდან, რომლებიც მკურნალობდნენ შესასწავლი პრეპარატით, 90-მა (90.9%) პაციენტმა განაგრძო გაფართოების შესწავლაში მონაწილეობა, შემდგომი ვიზიტებით 3 თვეში ერთხელ. თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა იყო 264 დღე.
როგორც შეჯამება, საწყისი მაჩვენებლიდან არტერიული წნევის საშუალო შემცირება ანალოგიური იყო ყველა ჯგუფში, რომლებსაც მკურნალობდენ (საწყისი მაჩვენებლიდან სისტოლური არტერიული წნევის ცვლილება მე–3 კვირაში იყო –7,3, –7,6 და –6,7 მმ. ვწყ. სვ, შესაბამისად, დაბალი-, საშუალო- და მაღალი- დოზების ჯგუფებისთვის; საწყისი მაჩვენებლიდან დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება მე–3 კვირაში იყო –8,2, –5,1 და –6,7 მმ. ვწყ. სვ, დაბალი-, საშუალო- და მაღალი- დოზების ჯგუფებისთვის); თუმცა, არ არსებობდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დოზაზე დამოკიდებული რეაგირების ეფექტი სისტოლური არტერიული წნევის და დიასტოლური არტერიული წნევისთვის.
ისეთი მაღალი დოზებით ლოზარტანი, როგორიც არის 1,4 მგ/კგ, ზოგადად კარგად აიტანებოდა ჰიპერტენზიის მქონე 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, მკურნალობის 12 კვირის შემდეგ. ჯგუფებს შორის, რომლებსაც მკურნალობდნენ, უსაფრთხოების საერთო პროფილი ერთმანეთის სადარი იყო.
5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ, ლოზარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი-გავლის მეტაბოლიზმს, კარბოქსილის მჟავას აქტიური მეტაბოლიტის და სხვა არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ლოზარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 33%. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაციები მიიღწევა, შესაბამისად, 1 საათის და 3-4 საათის შემდეგ.
განაწილება
ისევე, როგორც ლოზარტანი, მისი აქტიური მეტაბოლიტი უკავშირდება პლაზმის ცილებს ≥99%-ით, ძირითადად ალბუმინს.ლოზარტანის განაწილების მოცულობა არის 34 ლიტრი.
ბიოტრანსფორმაცია
ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად შეყვანილი დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული კალიუმის ლოზარტანის პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სისხლის პლაზმაში მოცირკულირე რადიოაქტიურობა ძირითადად განპირობებულია ლოზარტანით და მისი აქტიური მეტაბოლიტით. შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში აღინიშნებოდა ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად.
აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები.
გამოყოფა
ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი არის შესაბამისად, დაახლოებით 600 მლ/წთ და 50 მლ/წთ. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის შესაბამისად, დაახლოებით 74 მლ/წთ და 26 მლ/წთ. ლოზარტანის პერორალურად მიღების დროს, დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში და დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა აქტიური მეტაბოლიტის სახით შარდში. კალიუმის ლოზარტანის პერორალურად 200 მგ-მდე დოზებით მიღების დროს, ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა არის ხაზოვანი.
პერორალურად მიღების შემდეგ, პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით შესაბამისად, დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი. 100 მგ დოზის დღე-ღამეში ერთხელ გამოყენებისას, არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვანი ხარისხით არ გროვდება პლაზმაში.
როგორც ნაღველის, ასევე შარდის მეშვეობით გამოყოფა ხელს უწყობს ლოზარტანის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას. ადამიანში 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალური/ინტრავენური შეყვანის შემდეგ, რადიოაქტივობის დაახლოებით 35% / 43% გამოიყოფა შარდში და 58% / 50% განავალში.
მახასიათებლები პაციენტებში
არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტების სისხლის პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდა პაციენტების იგივე მაჩვენებლებისაგან.
ჰიპერტენზიის მქონე მდედრობითი სქესის პაციენტებში ლოზარტანის პლაზმური დონე ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ჰიპერტენზიის მქონე მამრობითი სქესის პაციენტებში, ხოლო აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური დონე ქალებსა და მამაკაცებში არ განსხვავდებოდა.
მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე ღვიძლის ალკოჰოლით გამოწვეული ციროზის მქონე პაციენტებში ლოზარტანის პერორალურად მიღების შემდეგ, პლაზმაში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია შესაბამისად, 5 და 1.7-ჯერ მეტი იყო, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისე მამაკაცებში (იხილეთ პუნქტები 4.2 და 4.4).
ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაცია არ იცვლება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ
10 მლ/წუთ-ზე უფრო მაღალი კრეატინინის კლირენსი. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ლოზარტანის AUC დაახლოებით 2-ჯერ უფრო მეტია.
აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაცია არ იცვლება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით.
ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში
ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკის გამოკვლევა მოხდა ჰიპერტენზიის მქონე >1 თვიდან
შედეგებმა აჩვენა, რომ ლოზარტანიდან აქტიური მეტაბოლიტი წარმოიქმნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. შედეგებმა აჩვენა დაახლოებით მსგავსი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ახალშობილებში და ბავშვებში, რომლებიც სიარულს სწავლობენ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ლოზარტანის პერორალური მიღების შემდეგ. ასაკობრივ ჯგუფებს შორის მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები უფრო მეტად განსხვავდებოდა. სკოლამდელი ასაკის ბავშვების მოზარდებთან შედარების დროს, ეს განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გახდა. ზემოქმედება შედარებით მაღალი იყო ახალშობილებში/ბავშვებში, რომლებიც სიარულს სწავლობენ.
5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის კონვენციური კვლევების საფუძველზე, პრეკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს. განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევებში, ლოზარტანის შეყვანამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების შემცირება (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი), შრატში შარდოვანა-N-ის მომატება და დროდადრო შრატის კრეატინინის მომატება, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და კუჭ-ნაწლავის მხრივ ცვლილებები (ლორწოვანი გარსის დაზიანებები, წყლულები, ეროზიები, ჰემორაგიები). სხვა ნივთიერებების მსგავსად, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, ნაჩვენებია, რომ ლოზარტანი უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფის გვიანდელ განვითარებაზე, რის შედეგადაც ხდება ნაყოფის სიკვდილი და ვითარდება მანკები.
- ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
- ლორისტა, 25 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები: სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ცელულოზას ფხვნილი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) და საღებავი ქინოლინი ყვითელი (E 104).
- ლორისტა, 50 მგ და 100 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები: სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, ცელულოზას ფხვნილი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, პროპილენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი (E 171).
6.2 შეუთავსებლობა
არ არის ხელმისაწვდომი.
6.3 ვარგისობის ვადა
5 წელი.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი
- ლორისტა 25 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები
ბლისტერული შეფუთვა (ალ-ფოლგა, პვქ/პვდქ ფოლგა): 7, 14 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 1, 2 ან 4 ბლისტერი კოლოფში
- ლორისტა 50 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები
ბლისტერული შეფუთვა (ალ-ფოლგა, პვქ/პვდქ ფოლგა): 7, 14 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 1, 2 ან 4 ბლისტერი კოლოფში
- ლორისტა 100 მგ აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტები
ბლისტერული შეფუთვა (ალ-ფოლგა, პვქ/პვდქ ფოლგა): 7, 14 აპკიანი-გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში, 1, 2 ან 4 ბლისტერი კოლოფში
6.6 ინსტრუქციები გამოყენების და მოპყრობის შესახებ
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი(ები)
- პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
2006 წლის 23 ივნისი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










