ამლოსანდი 10მგ #30ტ

ამლოსანდი 10მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამლოდიპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35932
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ამლოსანდი
Amlosand
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - amlodipine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; კალციუმის არხების ბლოკატორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5მგ ტაბლეტი #30
10მგ ტაბლეტი #30

ამლოსანდი 5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს ამლოდიპინის ბეზილატის ახით.
ამლოსანდი 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს ამლოდიპინის ბეზილატის ახით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი ა), კალციუმის ჰიდროოქსიდის ფოსფატი უწყლო, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ამლოსანდი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- მაღალი არტერიული წნევა
- ტკივილი მკერდის არეში, გამოწვეული გულის მკვებავი კორონარული არტერიების შევიწროვებით (სტენოკარდია) ან უფრო იშვიათი ფორმის ტკივილი, გამოწვეული კორონარული არტერიების სპაზმით (ვაზოსპასტიური სტენოკარდია).
მაღალი არტერიული წნევისას ამლოსანდი ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და სისხლის მიმოქცევას გაუმჯობესებას.
სტენოკარდიის დროს ამლოსანდი აუმჯობესებს გულის კუნთის სისხლის მიმოქცევას, ჯანგბადის მიწოდების გაუმჯობესებით, რაც იწვევს სტენოკარდიული ტკივილის მოხსნას.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები
სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზა გაზარდოს 10 მგ-მდე დღეში ერთხელ.
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ამლოსნდის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში არ შეიძლება.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული პაციენტებისათვის სპეციალური დოზირება საჭირო არ არის, თუმცა დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
პაციენტები თირკმელების დაავადებით
რეკომენდებულია ნორმალური დოზირება. ამლოსანდი სისხლიდან დიალიზის გზით არ ელიმინირდება (ხელოვნური თირკმელი), ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება დიალიზზე მყოფ პაციენტებში.
პაციენტები ღვიძლის დაავადებით
ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის ზუსტი დოზირება დადგენილი არ არის. ამ შემთხვევაში ამლოდიპინი სიფრთხილით გამოიყენება.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა
ამლოსანდი ჩვეულებრივ ხანგრძლივი მკურნალობისათვის გამოიყენება.

პრეპარატი მიიღება შიგნით.
ტაბლეტები ჩაიყლაპება დაუღეჭავად ჭიქა წყლის მიყოლებით. ამლოსანდი მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად ამლოსანდსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა.

ძალაინ იშვიათი (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება
• სუნთქვის გაძნელება
• ყლაპვის გაძნელება
• თავბრისხვევა ან გულყრა
• ტაქიკარდია ან არითმია
• გამონაყარი ან ქავილი (ხშირად მთელი სხეულის ჩათრევით)
• გამონაყარი, კანის გაწითლება, ტუჩებზე, თვალებზე ან პირში წყლულების გაჩენა, კანის აქერცვლა, ცხელება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ძალიან ხშირი: (გვხვდება 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• ხელი გულების შეშუპება

ხშირი: (გვხვდება 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნლობის დსაწყისში), ძილიანობა, თავბრუსხვევა, სისუსტე
• თაქიკარდია ან არითმია
• ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში
• სახის გაწითლება და წამოხურების შეგრძნება (განსაკუთრებით მკურნლობის დსაწყისში)

არახშირი: (გვხვდება 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• გულყრა, გულისცემის გახშირბა (ტაქიკარდია), სტენოკარდიული ტკივილი, მკურნალობის დასაწყიში შესაძლებელია სტენოკარდიის მიმდინარეობის გაუარესება
• დაბალი არტერიული წნევა, ვასკულიტი

• სუნთქვის გაძნელება, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება (რინიტი)
• ძილის დარღვევები, გაღიზიანებადობა, დეპრესია
• ცუდი განწყობილება, სიმშრალე პირში, ძნელად მართვადი ტრემორი, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში (პარესთეზია), ჭარბი ოფლდენა
• მხედველობის დაქვეითება
• შუილი ან ხმაური ყურებში
• სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებში
• კანზე ჩხვლეტისა და ჩქმეტის შეგრძნება (ეგზანთემა), ქავილი, ჭინჭრის ციება, თმისცვენა, კანის ფერის შეცვლა, პურპურა
• გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ღრძილების შეშუპება (გინგივიტური ჰიპერპლაზია)
• კუნთების კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი
• ხშირი შარდვა
• იმპოტენცია
• სხეულის წონის მომატება ან დაკლება

იშვიათი (გვხვდება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• გონების დაბინდვა, შფოთვის წარმოქმნის ჩათვლით
• გემოს შეგრძნების დარღვევა
• ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის მომატება; კანის ან თვალის გუგების გაყვითლება, რაც შეიძლება იყოს ღვიძლის ფუნქციის ან ანთების შედეგი.

ძალიან იშვიათი (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში):
• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდნობის შემცირება (ლეიკოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცხის გაურკვეველი მიზეზით მომატება, ყელის ტკივილი და გრიპისმაგვარი სიმპტომები (ლეიკოპენია)
• თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევების ან ცხვირიდან სისხლდენის განვითარება
• სისხლში შაქრის მომატება
• ტკივილი ან დაბუჟების შეგრძნება ხელებსა კიდურებში (პერიფერიული ნეიროპათია)
• ხველა
• კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები, მაგრამ მათი კავშირი ამლოდიპინის გამოყენებასთან ზუსტად ცნობილი არ არის: მიოკარის ინფარქტი, არითმია და სტენოკარდია (დაძაბვის სტენოკარდია).

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის ან კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების, ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა
- ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, რასაც თან ახლავს დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, გულის შეკუმშვის მაღალი სიხშირე (კარდიოგენული შოკის ჩათვლით)
- გულის უკმარისობა, განვითარებული მიოკარდის ინფარქტის შემდეგ, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში
- აორტის შევიწროვება (აორტის სტენოზი)
- სიმშვიდის ან მინიმალური დატვირთვის მდგომარეობაში სტენოკარდიული ტკივილის განვითარებისას (მოსვენების ანუ არასტაბილური სტენოკარდია)

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო
- გულის უკმარისობა
- ღვიძლის ფუნქციის დარღვვვა
- თირკმლის ფუნქციის დარღვვვა
ხანდაზმული პაციენტები
მკურნალობისას პრეპარატის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს
ბავშვები და მოზარდები (18 წლამდე)
ამლოსანდის გამოყენება ბავშვებში არ შეიძლება არასაკმარისი გამოცდილების გამო.

ორსულობა და ლაქტაცია
ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან მისი დაგეგმვის შესახებ ამლოსანდის მიღების დროს. ორსულობის დროს ნაყოფზე ამლოდიპინის მოქმედების შესახებ საკმარისი მონაცემბი არ არსებობს.
ამლოსანდის გამოყენების დროს ლაქტაცია უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
საკვებისა და სასმელების ზეგავლენა
ამლოსანდი მიიღება ჭიქა სითხის (მაგ., წყლის) მიყოლებით საკვების მიღების მიუხედავად.
გრეიფრუტის ან გრეიფრუტის წვენის ერთდროულად მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ეფექტზე.

მანქანა-დანადგარების მართვა
ამ პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ამლოსანდს არ შეუძლია პირდაპირი ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექაიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან ძილიანობა, გამოწვეული არტერიული წნევის დაწევით. მათი განვითარება უფრო სავარაუდოა თერაპიის დასაწყისში ან ამლოსანდის დოზის შეცვლის შემდეგ.
ამლოსანდის მიღება ყოველთვის წარმოებს ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ჭარბი დოზირება

ექიმთან მიმართვა. ასეთი ადამიანი უნდა მოთავსდეს მაღლა აწეული ზედა და ქვედა კიდურებით (მაგალითად განლაგდეს რამოდენიმე ბალიშზე). ჭარბი დოზის სიმპტომებია: ძლიერი თავბრუსხვევა და/ან სისუსტის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, ხშირი შარდვის მოთხოვნილება.

გამოტოვებული დოზა
ერთი მიღების გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს 12 საათის განმავლობაში მისი მიღების დროიდან. ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.
პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა
ამლოსანდი ჩვეულებრივ გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისათვის. მისი უეცარი მოხსნის შემთხვევაში დაავადების სიმპტომები შეიძლება განმეორდეს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- ზოგიერთ პრეპარატი (ურეცეპტოების, მცენარეულის ან სხვა ბუნებრივი ნივთირებების ჩათვლით) ურთიერთქმედებს ამლოსანდთან, რასაც შეუძლია ორივე პრეპარატის მოქმედების შეცვლა.
- ამის გამო, ექიმს უნდა ეცნობოს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ:
- არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, მაგალითად, ბეტა-ბლოკატორები, აგფ-ის ინჰიბიტორები, ალფა-1-ადრენობლოკერები და დიურეზულები აძლიერებენ ამლოდიპინის მოქმედებას.
- დილთიაზემი (კალციუმის ანტაგონისტი) აძლიერებს ამლოდიპინის მოქმედებას - კეტოკონაზოლს და ინტრაკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები) შეუძლიათ გააძლიერონ ამლოდიპინის მოქმედება.
- აივ პროტეაზას ინჰიბიტორები (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, განკუთვნილი აივ ინფექციის სამკურნალოდ, მაგ., რიტონავირი) აძლიერებენ ამლოდიპინის მოქმედებას.
- კლარითრომიცინი, ერითრომიცინი და ტელითრომიცინი (ანტიბიოტიკები) აძლიერებენ ამლოდიპინის მოქმედებას.
- ნეფაზოდინი (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატი) აძლიერებს ამლოდიპინის მოქმედებას.
- რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები) ასუსტებენ ამლოდიპინის მოქმედებას.
- ფუტკარა (Hypericum perforatum; დეპრესიის სამკურნალო მცენარეული პრეპარატი) ასუსტებს ამლოდიპინის მოქმედებას.
- დექსამეტაზონი (კორტიზონი) ასუსტებს ამლოდიპინის მოქმედებას.
- ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები) ასუსტებენ ამლოდიპინის მოქმედებას.
- დექსამეტაზონი (სტეროიდი) ასუსტებს ამლოდიპინის მოქმედებას
- ნევირაპინი (აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი) ასუსტებს ამლოდიპინის მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა 3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ლეკ დ.დ
სლოვენია
ნოვარტისი