ლორისტა H 50მგ/12.5მგ #28ტ

ლორისტა H 50მგ/12.5მგ #28ტ

11.09 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლოსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35905
გააზიარე:
  1. 1.    სამკურნალო პროდუქტის დასახელება

ლორისტა® H აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

  1. 2.    თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ლორისტა H-ის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ლოზარტანს, კალიუმის მარილს და 12.5მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. 6.1 პარაგრაფში.

  1. 3.    წამლის ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები: ყვითელი, ოვალური, ოდნავ ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, რომლებსაც ერთ გვერდზე აქვთ ღარი.

  1. 4.    კლინიკური მახასიათებლები

4.1.          თერაპიული ჩვენება

ლორისტა®H ნაჩვენებია ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომელთაც ლოზარტანის ან ჰიდროქლოროთიაზიდის მონოთერაპიის სახით  მიღებისას, არ ჰქონდათ არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი.

4.2.          დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ჰიპერტენზია

ლოზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი (HCTZ) არ არის განკუთვნილი საწყისი თერაპიის სახით გამოსაყენებლად; იგი განკუთვნილია იმ პაციენტებში გამოსაყენებლად, რომელთაც ლოზარტანის კალიუმის ან ჰიდროქლოროთიაზიდის მონოთერაპიის სახით  მიღებისას, არ ჰქონდათ არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლი.

რეკომენდებულია დოზის ტიტრირება ცალკეული კომპონენტებით (ლოზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი).

როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება განხილულ იქნას მონოთერაპიიდან პირდაპირი გადასვლა ფიქსირებულ კომბინაციზე  პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა არ არის სათანადოდ კონტროლირებადი.

ლორისტა® H-ის ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა ლორისტა® H-ის ერთი ტაბლეტი 50მგ/12.5მგ (ლოზარტანი 50მგ/HCTZ 12.5მგ) დღეში ერთხელ. პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად  არ რეაგირებენ ლორისტა® H-ის 50მგ/12.5მგ-ზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს ლორისტა® H-ის 50მგ/12.5მგ დღეში ორ ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზაა ლორისტა® H-ის  50მგ/12.5მგ ორი ტაბლეტი  დღეში ერთხელ.

ზოგადად, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან სამ-ოთხ კვირაში.

გამოყენება  თირკმლის უკმარისობის მქონე და ჰემოდიალიზზემყოფ პაციენტებში

საწყისი დოზების კორექტირება არ არის საჭირო თირკლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (ე.ი. კრეატინინის კლირენსი 30-50მლ/წთ). ლოზარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის. ლოზარტანი/HCTZ-ის ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (ე.ი. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) (იხ. პარაგრაფი 4.3).

გამოყენება სისხლძარღვშიდა მოცულობის შემცირების მქონე პაციენტებში  

ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და/ან ნატრიუმის შემცირება უნდა გამოსწორდეს ლოზარტანი/HCTZ-ის ტაბლეტების მიღებამდე.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ლორისტა® H უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.3).

ხანდაზმული ასაკის ადამიანები

დოზის კორექტირება ჩვეულებრივ საჭირო არ არის ხანდაზმული ასაკის ადამიანებში.

პედიატრიული პოპულაცია

არ არსებობს გამოცდილება ბავშვებსა და მოზარდებში (<18 წლის). ამიტომ, ლოზარტანი/ ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და მოზარდებში.

მიღების წესი

ლორისტა® H შეიძლება დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები 4.3, 4.4, 4.5 და 5.1).

ლორისტა® H-ის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის დაყოლებით.

ლორისტა® H-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

4.3.          უკუჩვენებები

-       მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი ნებისმიერი დამხამრე ნივთიერების მიმართ.

-       თერაპიის მიმართ რეზისტენტული ჰიპოკალემია ან ჰიპერკალციემია.

-       თირკმლის მწვავე უკმარისობა; ქოლესტაზი და სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებები.

-       რეფრაქტერული ჰიპონატრიემია.

-       სიმპტომური ჰიპერურიკემია/პოდაგრა.

-       ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრები (იხ. პარაგრაფები 4.4 და 4.6).

-       თირკმლის მწვავე უკმარისობა (ე.ი. კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ).

-       ანურია.

-       ლორისტა®H-ის და ალისკირენის შემცველი პრეპარატების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <60 მლ/წთ/1,73მ2) (იხ. პარაგრაფები 4.5 და 5.1).

4.4.           განსაკუთრებული გაფრთხილებები დ სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ლოარტანი

ანგიონევროზული შეშუპება

ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების მქონე პაციენტებზე (სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპება) საჭიროა საგულდაგულო კონტროლი (იხ. პარაგრაფი  4.8).

ჰიპოტენზია და სისხლძარღვშიდა მოცულობის შემცირებ

სიმპტომური ჰიპოტენზია, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება აღინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და/ან ამოწურული აქვთ ნატრიუმის მარაგი ძლიერი დიურეზული თერაპიის, საკვებში მარილის შეზღუდვის, დიარეის ან ღებინების გამო.

ამგვარი მდგომარეობიების გამოსწორება უნდა მოხდეს ლორისტა® H-ის მიღებამდე (იხ. პარაგრაფები 4.2. და 4.3).

ელექტროლიტური დისბალანსი

ელექტოროლიტური დისბალანსი ხშირია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დიაბეტით ან მის გარეშე, და მისი მოგვარება აუცილებელია. ამიტომ, კალიუმისა და კრეატინინის კლირენსის მოცულობების პლაზმური კონცენტრაცია მკაცრად უნდა გაკონტროლდეს; განსაკუთრებით პაციენტებში გულის უკმარისობით და კრეატინინის კლირენსით 30-50მლ/წთ საჭიროა საგულდაგულო კონტროლი.

კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების, კალიუმის დანამატებისა და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელი ნივთიერებების ერთდროული გამოყენება ლოზარტანთან/ ჰიდროქლორთიაზიდთან არ არის რეკომენდებული (იხ. პარაგრაფი 4.5).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აჩვენებენ ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდას ციროზის მქონე პაციენტებში, ლორისტა® H სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა. ლოზარტანით თერაპიული გამოცდილება არ არსებობს ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამიტომ ლორისტა® H უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები 4.2, 4.3 და 5.2).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის ინჰიბირების შედეგად დაფიქსირდა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (კერძოდ, პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია დამოკიდებულია რენრენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემაზე, მაგალითად, პაციენტებში გულის უკმარისობით ან მანამდე არსებული თირკმლის დისფუნქციით).

ისევე, როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ რენრენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ  სისტემაზე, ამ შემთხვევაშიც აღინიშნა სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის მომატება თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზის  მქონე პაციენტებში; თირკმლის ფუნქციის ეს ცვლილებები შეიძლება შექცევადი იყოს თერაპიის შეწყვეტისას. ლოზარტანი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი ფუნქციონირებადი თირკმლის არტერიის სტენოზის  მქონე პაციენტებში.

თირკმლის გადანერგვა

არ არსებობს გამოცდილება პაციენტებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პირველადი ალდოსტერონიზმის მქონე პაციენტები ზოგადად არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ინჰიბირებით. ამიტომ, ლორისტა® H -ის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გულის კორონარული დაავადება და ცერებროვასკულური დაავადება:

როგორც ნებისმიერი ანტიჰიპერტენზიული საშუალებების შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა იშემიური და ცერებროვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებში არტერიული წნევის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.

გულის უკმარისობა:

გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში  თირკმლის უკმარისობით ან მის გარეშე, ისევე, როგორც რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების შემთხვევაში, არსებობს სერიოზული არტერიული ჰიპოტენზიის და (ხშირად მწვავე) თირკმლის უკმარისობის რისკი. 

აორტული  და მიტრალური სარქველის სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია

 როგორც სხვა სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების (ვაზოდილატატორების) შემთხვევაში, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტული ან მიტრალური სარქველის სტენოზი ან ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია.

ეთნიკური განსხვავებები

როგორც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებისთვის აღინიშნა, ლოზარტანი და სხვა ანგიოტენზინის ანტაგონისტები არტერიული წნევის შემცირებისას აშკარად ნაკლებად ეფექტურია შავკანიან პოპულაციაში, ვიდრე არაშავკანიან პოპულაციაში. აღნიშნული შეიძლება განპირობებული იყოს, იმით რომ შავკანიანი პაციენტების პოპულაციაში, რომელთაც აწუხებთ ჰიპერტენზია,   უფრო მეტადაა გავრცელებული რენინის დაბალი დონე.

ორსულობა

ორსულობის დროს უკუნაჩვენებია ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებით (AIIRA) მკურნალობა. თუ აუცილებელია თერაპიის გაგრძელება AIIRA-ით, მაშინ პაციენტები, რომლებიც დაორსულებას აპირებენ, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებზე, რომელსაც ორსულობის დროს აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი. ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს AIIRA-ით მკურნალობა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.6).

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

არსებობს მონაცემები, რომ ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების (აგფ) ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალემიის და თირკმელების ფუნქციის გაუარესების რისკს (მათ შორის თირკმლის მწვავე უკამრისობა). ამიტომ, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთდროული გამოყენებით არ არის რეკომენდებული (იხ. პარაგრაფები 4.5 და 5.1). თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორმაგი ბლოკადის გამოყენება, მაშინ თერაპიის ფონზე აუცილებელია სპეციალისტის მუდმივი დაკვირვება, თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის საგულდაგულო კონტროლით.

აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთად მიღება უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპოტენზია და ელექტროლიტების/სითხის დისბალანსი

როგორც ყველა ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს, ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. პაციენტებში უნდა განხორციელდეს სითხის ან ელექტროლიტური დისბალანსის კლინიკურ ნიშნების კონტროლი, მაგ., ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპომაგნიემია ან ჰიპოკალემია, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ინტერკურენტული დიარეის ან ღებინების დროს. ასეთ პაციენტებში უნდა ჩატარდეს შრატისმიერი ელექტროლიტების პერიოდული განსაზღვრა  შესაბამისი ინტერვალებით. დილუციური ჰიპონატრიემია შეიძლება აღინიშნოს შეშუპებულ პაციენტებში ცხელ ამინდში.

მეტაბოლური და ენდოკრინული მოქმედება

თიაზიდურმა თერაპიამ შეიძლება შეასუსტოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კოექტირება, ინსულინის ჩათვლით (იხ. პარაგრაფი 4.5). თიაზიდური თერაპიის დროს შეიძლება გამოვლინდეს ლატენტური შაქრიანი დიაბეტი.

თიაზიდურმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ შარდით კალციუმის გამოყოფა და გამოიწვიონ შრატში კალციუმის დონის პერიოდული და მცირე მომატება. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული ჰიპერპარათირეოზის სიმპტომი. თიაზიდური საშუალებების მიღება უნდა შეწყდეს ფარისებრახლო ჯირკვალის ფუნქციის ტესტების გაკეთებამდე.

ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის მომატება შეიძლება დაკავშირებული იყოს თიაზიდურ დიურეზულ თერაპიასთან.

თიაზიდურმა თერაპიამ შესაძლებელია დააჩქაროს ჰიპერურიკემიის და/ან პოდაგრის განვითარება გარკვეულ პაციენტებში. ვინაიდან ლოზარტანი ამცირებს შარდმჟავას, ამიტომ ლოზარტანი ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში ასუსტებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

ღვიძლის უკმარისობა

თიაზიდური საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლშიდა ქოლესტაზი, ხოლო სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის მცირე ცვლილებებმა შეიძლება დააჩქაროს ღვიძლის კომა.

ლორისტა® H უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები 4.3 და 5.2).

სხვა:

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდურ საშუალებებს, მომატებული მგრძნობელობის რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ალერგიული ანამნეზის ან ბრონქული ასთმის არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაშიც კი. თიაზიდური საშუალებების გამოყენებისას მიღებულია შეტყობინებები  სისტემური წითელი მგლურას გამწვავების ან აქტივაციის შესახებ.

არამელანომური კანის კიბო

დანიის ეროვნული კიბოს რეესტრის თანახმად, ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში გამოვლინდა არამელანომური კანის კიბოს მომატებული რისკი [ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] ჰიდროქლორთიაზიდის კუმულატიური დოზის გაზრდისას. ჰიდროქლორთიაზიდის ფოტოსინთეზური მოქმედება შეიძლება აღმოჩნდეს არამელანომური კანის კიბოს შესაძლო მექანიზმი.

HCTZ-ის მიმღები პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები არამელანომური კანის კიბოს რისკის შესახებ და რეგულარულად უნდა შეიმოწმონ კანი ყოველი ახალი დაზიანების დროს და დაუყოვნებლივ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო კანის დაზიანების შემთხვევაში. პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა შესაძლო პრევენციის ზომების შესახებ, როგორიცაა დაცვა მზისგან ან ულტრაიისფერი სხივებისგან რათა მაქსიმალურად შემცირდეს კანის კიბოს რისკი. კანის საეჭვო დაზიანება დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ბიოფსიით და ჰისტოლოგიური კვლევით. HCTZ-ის მიღება ასევე, არ არის რეკომენდებული

პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვთ არამელანომური კანის კიბო (იხ. ასევე, პარაგრაფი 4.8).

სპეციალურიგაფრთხილებებიდამხმარენივთიერებებთან დაკავშირებით

ლორისტა H შეიცავს ლაქტოზას და, შესაბამისად, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული შემდეგი სამედიცინო პრობლემების მქონე პაციენტებისთვის: ლაქტაზას უკმარისობა, გალაქტოზემია ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.

4.5.          ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ლოზარტანი

აღინიშნა, რომ რიფამპიცინი და ფლუკონაზოლი ამცირებენ აქტიური მეტაბოლიტის დონეს. ამ ურთიერთქმედების კლინიკური შედეგები არ არის შეფასებული.

ანგიოტენზინ II–ის ან მისი მოქმედების მაბლოკირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების (მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება. ერთდროული მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

ისევე როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენენ ნატრიუმის გამოყოფაზე, ლითიუმის გამოყოფა შეიძლება შემცირდეს.

ამიტომ, ლითიუმის შრატისმიერი დონის საგულდაგულო კონტროლია საჭირო, თუ ლითიუმის მარილების გამოყენება უნდა მოხდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად.

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მიღებისას აასს-ებთან (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) ერთად (მაგ., COX-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო დოზებით) და არასელექტიურ აასს-ებთან ერთად, შესაძლებელია ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების ან დიურეზული საშუალებების და აასს-ების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკის მომატება, თირკმლის შესაძლო მწვავე უკმარისობის ჩათვლით და შრატში კალიუმის მომატება, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც მანამდეც ჰქონდათ თირკმლის ფუნქცია შესუსტებული. კომბინაციის გამოყენება სიფრთხილით უდა მოხდეს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პოპულაციაში. კომბინირებული თერაპიის დანიშვნისას და შემდგომ პერიოდულად მკურნალობის ფონზე, პაციენტებში აუცილებელია ადეკვატური ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის სელექტიური ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორებით, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. ეს ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია.

კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენების საშუალებით რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონული სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა უკავშირდებოდა ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატებას, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის შემცირება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით), RAAS-ზე მოქმედი მხოლოდ ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით (იხ.  პარაგრაფები 4.3, 4.4 და 5.1).

ჰიპოტენზიის გამომწვევი სხვა ნივთიერებები, როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ბაკლოფენი, ამიფოსტინი: ამ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებამ, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას, მთავარი ან გვერდითი მოვლენის სახით, შეიძლება გაზარდოს ჰიპოტენზიის რისკი.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ერთდროულად მიღებისას, შემდეგი პრეპარატები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან:

ალკოჰოლი, ბარბიტურატები, ნარკოტიკული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები:

შეიძლება აღინიშნოს ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის გაძლიერება.

ანტიდიაბეტური საშუალებები (პერორალური საშუალებები და ინსულინი):

თიაზიდური საშუალებით მკურნალობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება. მეტფორმინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ლაქტოციდოზის რისკის გამო, რომელიც გამოწვეულია თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით, რომელიც დაკავშირებულია ჰიდროქლოროთიაზიდთან.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ადიტიური ეფექტი.

ქოლესტირამინი და კოლესტიპოლის ფისი

ანიონცვლითი ფისების არსებობის შემთხვევაში, ირღვევა ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა.  ქოლესტირამინის ან კოლესტიპოლის ფისების ერთჯერადი დოზები  უკავშირდებიან ჰიდროქლოროთიაზიდს და ამცირებენ მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, 85 და 43 პროცენტამდე, შესაბამისად.

კორტიკოსტეროიდები, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH)

ელექტროლიტების ინტენსიური შემცირება, განსაკუთრებით ჰიპოკალემია.

პრესორული ამინები (მაგ., ადრენალინი)

შესაძლოა პრესორულ ამინებზე რეაგირების შემცირება, თუმცა, არ არის საკმარისი მათი გამოყენების გამოსარიცხად.

არამადეპოლარიზებელი სელექტიური  მიორელაქსანტები (მაგ. ტუბოკურარინი)

შესაძლებელია რეაგირების მომატება მიორელაქსანტებისმიმართ.

ლითიუმი

დიურეზული საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და უმატებენ ლითიუმის ტოქსიკურობის მაღალ რისკს; ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული საშუალებები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი)

ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის შარდმჟავას დონეს შრატში, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული პრეპარატების დოზის კორექტირება. შეიძლება საჭირო გახდეს პრობენეციდის და სულფინპირაზონის დოზის მომატება. თიაზიდურ საშუალებებთან  ერთად მიღებამ, შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლზე მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე.

ანტიქოლინერგული საშუალებები (მაგ. ატროპინი, ბიპერიდენი)

თიაზიდური ტიპის დიურეზული საშუალებების ბიოშეღწევადობის გაზრდა   კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დასუსტების და კუჭის დაცლის სიჩქარის შენელების ხარჯზე.

ციტოტოქსიკური საშუალებები (მაგ. ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი)

თიაზიდურ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების თირკმლისმიერიგამოყოფა და გააძლიერონ მათ მიელოსუპრესული მოქმედება.

სალიცილატები

სალიცილატების მაღალი დოზების შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს სალიცილატების ტოქსიკური მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეთილდოპა

არსებობს ცალკეული შეტყობინებები ჰემოლიზური ანემიის შესახებ, რომელიც აღინიშნება ჰიდროქლოროთიაზიდისა და მეთილდოპას ერთდროული გამოყენებისას.

ციკლოსპორინი

ციკლოსპორინთან ერთად მკურნალობამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერურიკემიისა და პოდაგრის ტიპის გართულებების რისკი.

საგულე (სათითურას) გლიკოზიდები

 თიაზიდური საშუალებებით გამოწვეული ჰიპოკალემიის ან ჰიპომაგნიემიის შემთხვევაში, სწრაფად ვითარდება საგულე გლიკოზიდებით გამოწვეული გულის არითმიები.

საშუალებები, რომლებზეც გავლენას ახდენს შრატისმიერი კალიუმის დონის ცვლილებები

ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის და იმ პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, რომელთა მოქმედებაც იცვლება, კალიუმის დონის ცვლილების ფონზე (მაგ., საგულე (სათითურას) გლიკოზიდები და ანტიარითმიული პრეპარატები), რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს  კალიუმის დონე შრატში და ცვლილებები შემოწმდეს ეკგ-ზე. ეს ასევე, ეხება  იმ პრეპარატებთან კომბინაციასაც, რომლებიც იწვევს torsades de pointes-ს (პარკუჭოვან ტაქიკარდიას)  (მათ შორის ზოგიერთი ანტიარითმიული საშუალებები); torsades de pointes-ის (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) განვითარების წინაპირობას წარმოადგენს ჰიპოკალემია:

-       Ia ტიპის ანტიარითმიული საშუალებები (მაგ., ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი).

-       III ტიპის ანტიარითმიული საშუალებები (მაგ., ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი).

-       ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება (მაგ., ტიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფტორპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ამისულპრიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი).

-       სხვა პრეპატატები (მაგ., ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ერითრომიცინი ინტრავენური შეყვანისთვის, ჰალოფანტინი, მიზოლასტინი, პენტამიდინი, ტერფენადინი, ვინკამინი ინტრავენური შეყვანისთვის).

კალციუმის მარილები

თიაზიდურმა დიურეზულმა საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ შრატში კალციუმის დონე, გამოყოფის შემცირების გამო. თუ ინიშნება კალციუმის დანამატები, მაშინ უნდა მოხდეს შრატში კალციუმის დონის კონტროლი და კალციუმის დოზის კორექტირება.

ლაბორატორიულ ტესტებთან ურთიერთქმედება

კალციუმის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების გამო, თიაზიდურმა საშუალებებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ფარისებრახლო ჯირკვალის ფუნქციის ტესტებს (იხ. პარაგრაფი 4.4).

კარბამაზეპინი

სიმპტომური ჰიპონატრიემიის რისკი. საჭიროა კლინიკური და ბიოლოგიური მონიტორინგი.

იოდის შემცველი საკონტრასტო საშუალებები

დიურეზული საშუალებებით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, იზრდება თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენებისას.

პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა პაციენტების რეჰიდრატაცია.

ამფოტერიცინი B (პარენტერალური), კორტიკოსტეროიდები, ACTH, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები ან გლიცირიზინი (გვხვდება ძირტკბილაში)

ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გააძლიეროს ელექტროლიტური დისბალანსი, განსაკუთრებით ჰიპოკალემია.

4.6.          ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):

AIIRA-ების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი 4.4). AIIRA-ების მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (იხ. პარაგრაფები 4.3 და 4.4).

ეპიდემიოლოგიური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებენ ტერატოგენული მოქმედების რისკზე  ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინფიბიტორებით მკურნალობისას; თუმცა არ არის გამორიცხული ასეთი რისკის უმნიშვნელო გაზრდა. მიუხედავად იმისა რომ, არ მოიპოვება კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები  ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRA) მიღების რისკთან დაკავშირებით,  არ არის გამორიცხული, რომ ამ კლასის პრეპარატისთვის არსებობდეს მსგავსი რისკები. თუ AIIRA-ების მიღება არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაშინ ქალები, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას, უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატზე, რომლის უსაფრთხოების პროფილიც კარგად არის შესწავლილი ორსულებში.  ორსულობის დადასტურებისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა შეწყდეს AIIRA-ების გამოყენება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია.

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში AIIRA-ებით  თერაპია  იწვევს ფეტოტოქსიკურობას ადამიანებში  (თირკმლის ფუნქციის გაუარესება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახდენს ტოქსიკურ ზემოქმედებას ახალშობილებზე (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია) (იხ. პარაგრაფი 5.3).

თუ AIIRA-ების მიღება ხდებოდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია ნაყოფის თავის ქალის  და თირკმლის ფუნქციის ურტრაბგერითი შეფასება.

ახალშობილები, რომელთა დედები ღებულობდნენ  AIIRA-ებს, უნდა იყვნენ საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო (იხ. პარაგრაფები  4.3 და 4.4).

ჰიდროქლორთიაზიდი:

ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების გამოცდილება ორსულ ქალებში შეზღუდულია, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია.

ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით,  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისმა მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში შეიძლება გააუარესოს ფეტო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევა და გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, როგორიცაა: სიყვითლე, ელექტეროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია  ნაყოფსა და ახალშობილში.

ჰიდროქლორთიაზიდის დანიშვნა არ შეიძლება გესტაციური შეშუპების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამპსიის სამკურნალოდ, ვინაიდიან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირების და პლაცენტის ჰიპოპერფუზიის რისკი, დაავადების მიმდინარეობაზე სასარგებლო ეფექტის გარეშე.

ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებში ესენციური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც შეუძლებელია ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.   

ძუძუთი კვება

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRA):

ვინაიდან არ მოიპოვება ინფორმაცია ლორისტა® H-ის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში და რეკომედებულია ალტერნატიული ტიპის მკურნალობის გამოყენება, რომელსაც აქვს უკეთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი, განსაკუთრებით ახალშობილებთან და დღენაკლულ ბავშვებთან მიმართებაში.

ჰიდროქლორთიაზიდი:

ჰიდროქლორთიაზიდი მცირე ოდენობით გამოიყოფა ადამიანის რძეში.   თიაზიდურმა საშუალებებმა მაღალი დოზებით შეიძლება გამოიწვიოს დიურეზის გაზრდა და რძის წარმოქმნის დათრგუნვა. ლორისტა® H-ის  გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდში ლორისტა® H-ის  მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა.

4.7.           გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე  ზეგავლენის დასადგენად.

თუმცა, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს აუცილებელია გახსოვდეთ, რომ  ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის დროს.

4.8.          გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოცემული გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება, საჭიროებიდან გამომდინარე,  ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით, შემდეგი მაჩვენებლების შესაბამისად:

-       ძალიან ხშირი (³ 1/10);

-       ხშირი (³ 1/100 - < 1/10);

-       არახშირი (³ 1/1,000 - < 1/100);

-       იშვიათი (³ 1/10,000 - < 1/1,000);

-       ძალიან იშვიათი (< 1/10,000);

-       უცნობი (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

სიხშირის ყოველ ჯგუფში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.

ლოზარტანის კალიუმის მარილის და ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც დამახასიათებელი იყო ამ კომბინაციის ნივთიერებებისთვის. გვერდითი მოვლენები შემოიფარგლება მხოლოდ იმ მოვლენებით, რომელიც მანამდე აღინიშნებოდა ლოზარტანის კალიუმის მარილის და/ან ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას.

ესენციური ჰიპერტენზიის კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ერთადერთი ნივთიერებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა - თავბრუსხვევა, რომელიც უფრო მეტი სიხშირით ვლინდებოდა ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში, ლოზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის მიმღები 1% ან მეტ პაციენტებში.

ამ მოვლენების გარდა, არის კიდევ გვერდითი მოვლენები, რომელიც აღინიშნა პროდუქტის ბაზარზე შემოტანის შემდეგ. აღნიშნული მოიცავს:

ორგანოთა სისტემური კლასი

გვერდითი მოვლენები

სიხშირე

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ჰეპატიტი

იშვიათი

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები

ჰიპერკალემია, ალანინამინტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება

იშვიათი

გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა ერთ-ერთ ინდივიდუალურ კომპონენტის მონოთერაპიისას და შეიძლება იყოს ლორისტა® H-ის პოტენციური გვერდითი მოვლენაც, შემდეგია:

ლოზარტანი

ორგანოთა სისტემური კლასი

გვერდითი მოვლენები

სიხშირე

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია, ჰენოხ-შენლაინის პურპურა, ეკქიმოზი, ჰემოლიზი

არახშირი

თრომბოციტოპენია

უცნობი

დარღვევევები გულის მხრივ

ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, სტერნალგია, სტენოკარდია, II-AV ხარისხის ბლოკადა, ცერებროვასკულური მოვლენა, მიოკარდიუმის ინფარქტი, პალპიტაცია, არითმიები (წინაგულების ფიბრილაციები, სინუსური ბრადიკარდია, ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ფიბრილაცია)

არახშირი

სმენის ორგანოების და ლაბირინთული დარღვევები

ვერტიგო, ტინიტუსი

არახშირი

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

მხედველობის დაბინდვა, წვის/ჩხვლეტის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, მხედველობის სიმახვილის შემცირება

არახშირი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  მხრივ

 

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია

ხშირი

ყაბზობა, კბილის ტკივილი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, გასტრიტი, ღებინება, ძლიერი ყაბზობა

არახშირი

პანკრეატიტი

უცნობი

ზოგადი დარღვევები და  მდგომარეობა შეყვანის ადგილზე

ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში

ხშირი

სახის შეშუპება, შეშუპება, ცხელება

არახშირი

გრიპის მსგავსი სიმპტომები, სისუსტე

უცნობი

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ღვიძლის პათოლოგიური  ფუნქცია

უცნობი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ  

მომატებული მგრძნობელობა: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება ხორხისა და ყიის შეშუპების ჩათვლით, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და /ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპებას; ზოგიერთ ამ პაციენტში ანგიონევროზული შეშუპება ადრე აღინიშნა სხვა მედიკამენტების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას; ჭინჭრის ციება

იშვიათი

ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები

ანორექსია, პოდაგრა

არახშირი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

 

კუნთების სპაზმი, ზურგის ტკივილი, ფეხის ტკივილი, მიალგია

ხშირი

მკლავის ტკივილი, სახსრების შეშუპება, მუხლის ტკივილი, ძვალ-კუნთოვანი ტკივილი, მხრების ტკივილი, რიგიდულობა, ართრალგია, ართრიტი, კოქსალგია, ფიბრომიალგია, კუნთების სისუსტე

არახშირი

რაბდომიოლიზი

უცნობი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

ხშირი

ნერვოზულობა, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ტრემორი, შაკიკი, სინკოპე

არახშირი

დისგევზია

უცნობი

ფსიქიკური დარღვევები

უძილობა

ხშირი

შფოთვა, შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, დაბნეულობა, დეპრესია, პათოლოგიური სიზმრები, ძილის დარღვევა, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება

არახშირი

დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა

ხშირი

ნოქტურია, შარდვის გახშირება, საშარდე გზების ინფექცია

არახშირი

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

ლიბიდოს შემცირება, ერექციული დისფუნქცია/ იმპოტენცია

არახშირი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

ხველა, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის დახშობა, სინუსიტი, სინუსური დარღვევები

ხშირი

ფარინგეალური დისკომფორტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, დისპნოე, ბრონქიტი, ეპისტაქსია, რინიტი, რესპირატორული დახშობა

არახშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ალოპეცია, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ერითემა, სისხლის მოწოლა, ფოტომგრძნობელობა, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ოფლიანობა

არახშირი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ვასკულიტი

არახშირი

დოზასთან დაკავშირებული ორთოსტატიკური ეფექტები

უცნობი

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები

ჰიპერკალემია, ჰემატოკრიტისა და ჰემოგლობინის უმნიშნველო შემცირება, ჰიპოგლიკემია

ხშირი

შარდოვანას და შრატისმიერი  კრეატინინის დონის უმნიშნველო მომატება

არახშირი

ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მომატება

ძალიან იშვიათი

ჰიპონატრიემია

უცნობი

ჰიდროქლოროთიაზიდი

ორგანოთა სისტემური კლასი

გვერდითი მოვლენები

სიხშირე

კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუდგენელი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)

არამელანომური კანის კიბო (ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა)1

 

უცნობი

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია, პურპურა, თრომბოციტოპენია

არახშირი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ  

ანაფილაქსიური რეაქცია

იშვიათი

ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები

ანორექსია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრიემია

არახშირი

ფსიქიკური დარღვევები

უძილობა

არახშირი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ცეფალგია

ხშირი

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, ქსანტოფსია

არახშირი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ნეკროზული ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)

არახშირი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

რესპირატორული დისტრესი პნევმონიტისა და ფილტვის შეშუპების ჩათვლით

არახშირი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  მხრივ

სიალოადენიტი, სპაზმები, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა

არახშირი

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზი), პანკრეატიტი

არახშირი

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

არახშირი

კანის წითელი მგლურა

უცნობი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

კუნთის სპაზმები

არახშირი

დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ

გლიკოზურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა

არახშირი

ზოგადი დარღვევები და  მდგომარეობა შეყვანის ადგილზე

ცხელება, თავბრუსხვევა

არახშირი

შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერა

არამელანომური კანის კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა  კავშირი HCTZ-ის კუმულატიურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის (ასევე, იხ. პარაგრაფები 4.4 და 5.1).

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ.  ამგვარი შეტყობინება ხელს უწყობს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის კონტროლს. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით, რომელიც ჩამოთვლილია დანართში V.

4.9.          დოზის გადაჭარბება

ლორისტა® H-ით დოზის გადაჭარბების მკურნალობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მკურნალობა არის სიმპტომური და დამხმარე. ლორისტა® H-ით თერაპია უნდა შეწყდეს და პაციენტზე უნდა განხორციელდეს საგულდაგულო დაკვირვება. მისაღები ზომები მოიცავს ღებინების გამოწვევას, თუ მიღება ახლახანს მოხდა და დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დისბალანსის, ღვიძლის კომის და ჰიპოტენზიის მკურნალობას დადგენილი პროცედურებით.

ლოზარტანი

ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ მოიპოვება შეზღუდული მონაცემები. დოზის გადაჭარბების ყველაზე სავარაუდო გამოვლინებები იქნება: ჰიპოტენზია და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შეიძლება გამოვლინდეს პარასიმპათიკური (ვაგალური) სტიმულაციით. თუ ვლინდება სიმპტომური ჰიპოტენზია, საჭიროა დაიწყოს დამხმარე მკურნალობა.

არც ლოზარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

ჰიდროქლორთიაზიდი

ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები თან სდევს ელექტროლიტების კარგვას (ჰიპოკალემია, ჰიპოქლორემია, ჰიპონატრიემია) და დეჰიდრატაციას, რომელიც გამოწვეულია ჭარბი დიურეზით. თუ ასევე მიღებულია საგულე გლიკოზიდები, ჰიპოკალემიამ შეიძლება გაამწვაოს გულის არითმია.

ჰემოდიალიზით ჰიდროქლორთიაზიდის გამოდევნის ხარისხი დადგენილი არ არის.

  1. 5.    ფარმაკოლოგიური თვისებები

ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური (ათქ) კლასიფიკაციის მიხედვით, ლორისტა H კლასიფიცირდება C09DA01 ჯგუფში (ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, კომბინაციები).

5.1.          ფარმაკოდინამიკური თვისებები

ლოზარტან-ჰიდროქლოროთიაზიდი

ნაჩვენებია, რომ ლორისტა® H-ის კომპონენტებს აქვთ დამატებითი გავლენა არტერიული წნევის შემცირებაზე; არტერიულ წნევას ერთად ამცირებენ უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი. ითვლება, რომ ეს ეფექტი არის ორივე კომპონენტის ურთიერთშემავსებელი მოქმედების შედეგი. გარდა ამისა, მისი შარდმდენი ეფექტის შედეგად, ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის პლაზმური რენინის აქტივობას და ალდოსტერონის გამოყოფას, ამცირებს შრატში კალიუმის დონეს და ზრდის ანგიოტენზინ II-ის დონეს. ლოზარტანის მიღება ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას და ალდოსტერონის ინჰიბირების საშუალებით აქვს  ტენდენცია შეცვალოს კალიუმის კარგვა, რომელიც უკავშირდება დიურეზული საშუალებების მიღებას.

ნაჩვენებია, რომ ლოზარტანს აქვს მსუბუქი და გარდამავალი ურიკოზურიული ეფექტი. დადგინდა, რომ ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს შარდმჟავას მცირე მომატებას; ლოზარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია ამცირებს დიურეზული საშუალებებით გამოწვეულ ჰიპერურიკემიას.

ლორისტა® H-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. მინიმუმ ერთწლიანი ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნდა თერაპიის გაგრძელებით. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ლორისტა® H-ის მიღებამ კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა გულის რითმზე. კლინიკურ კვლევებში, ლოზარტანის 50მგ/ ჰიდროქლორთიაზიდის 12,5მგ დოზით მიღებისას 12 კვირიანი თერაპიის შემდეგ, დიასტოლური წნევა მჯდომარე პოზიციაში შემცირდა საშუალოდ 13.2 მმ.ვწყ.სვ-მდე.

ლორისტა® H ეფექტურია არტერიული წნევის შემცირებაში მამაკაცებსა და ქალებში, შავკანიანებსა და არაშავკანიანებში და ახალგაზრდა (<65 წლის) და ხანდაზმულ (≥65 წლის) პაციენტებში და ეფექტურია ჰიპერტენზიის ყველა ხარისხის დროს.

ლოზარტანი

ლოზარტანი სინთეზურად წარმოებული პერორალური ანგიოტენზინ-II რეცეპტორის (ტიპის AT1) ანტაგონისტია. ანგიოტენზინ II, ძლიერი ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვის შემავიწროებელი) და არის რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი აქტიური ჰორმონი და ჰიპერტენზიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ანგიოტენზინ II უკავშირდება AT1 რეცეპტორს, რომელიც გვხვდება მრავალ ქსოვილში (მაგ. სისხლძარღვთა გლუვი კუნთი, თირკმელზედა ჯირკვალი, თირკმელები და გული) და იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ბიოლოგიურ მოქმედებას, მათ შორის ვაზოკონსტრიქციასა (სისხლძარღვთა შევიწროება) და ალდოსტერონის გამოთავისუფლებას. ანგიოტენზინ II, ასევე ასტიმულირებს გლუვი კუნთების უჯრედების პროლიფერაციას.

ლოზარტანი შერჩევით ბლოკავს AT1 რეცეპტორს. In vitro და in vivo ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტი E-3174 ბლოკავს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვან მოქმედებას, მისი წარმოქმნის წყაროს ან სინთეზის გზის მიუხედავად.

ლოზარტანს არ აქვს აგონისტური მოქმედება და არც ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა რეგულირებაში. გარდა ამისა, ლოზარტანი არ თრგუნავს აფგ-ს (კინინაზა II), ფერმენტს, რომელიც ამცირებს ბრადიკინინს. შესაბამისად, ბრადიკინინით გამოწვეული გვერდითი მოვლენების ზრდა არ შეიმჩნევა.

ლოზარტანის მიღების დროს ანგიოტენზინ II–ის უარყოფითი უკუკავშირის მოშორება რენინის სეკრეციიდან იწვევს პლაზმური რენინის აქტივობის გაზრდას (PRA). PRA-ის მომატება იწვევს ანგიოტენზინ II–ის მომატებას პლაზმაში. ამ ზრდის მიუხედავად, შენარჩუნებულია ანტიჰიპერტენზიული აქტივობა და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის დათრგუნვა, რაც მიუთითებს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ეფექტურ ბლოკადაზე. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ, PRA და ანგიოტენზინ II-ის მაჩვენებლები 3 დღის განმავლობაში ეცემა საბაზისო მაჩვენებლებამდე.

როგორც ლოზარტანს ასევე, მის ძირითად აქტიურ მეტაბოლიტს გაცილებით მეტი აფინობა აქვთ AT1 რეცეპტორის მიმართ, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ. აქტიური მეტაბოლიტი 10–40-ჯერ უფრო აქტიურია, ვიდრე ლოზარტანი სხეულის მასაზე გადაანგარიშებით.

კვლევაში, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ხველის სიხშირის შესაფასებლად, პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით, ედრებოდა პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით; ხველის სიხშირე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლოზარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს, იყო მსგავსი  და მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ ინჰიბიტორით. ამასთანავე, 4131 პაციენტის მონაწილეობით ჩატარებული 16 ორმაგი ბრმა კლინიკური კვლევის საერთო ანალიზის დროს, სპონტანურად დაფიქსირებული ხველის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ლოზარტანით  მსგავსი იყო (3.1%) იმ პაციენტებში დაფიქსირებული სიხშირისა, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი (2.6%) ან ჰიდროქლორთიაზიდით (4.1%), მაშინ, როცა აგფ ინჰიბიტორების მიღებისას სიხშირემ შეადგინა 8.8%.

არადიაბეტური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ პროტეინურია, ლოზარტანის კალიუმის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს პროტეინურიას, ალბუმინის და IgG-ის ფრაქციულ გამოყოფას. ლოზარტანი ინარჩუნებს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს და ამცირებს ფილტრაციის ფრაქციას. ზოგადად, ლოზარტანი იწვევს შრატში შარდმჟავას (ჩვეულებრივ <0.4მგ/დლ) შემცირებას, რაც მუდმივი იყო ქრონიკული თერაპიის დროს.

ლოზარტანი არ მოქმედებს ვეგეტატიურ რეფლექსებზე და არ ახდენს მდგრად გავლენას პლაზმურ ნორეპინეფრინზე.

მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ლოზარტანის 25მგ და 50მგ დოზებმა გამოიწვია დადებითი ჰემოდინამიკური და ნეიროჰორმონალური ეფექტები, რომლებიც ხასიათდებოდა გულის ინდექსის ზრდით და ფილტვის კაპილარის გამჭედავი წნევის შემცირებით, სისტემური სისხლძარღვოვანი რეზისტენტობით, საშუალო სისტემური არტერიული წნევით და გულისცემით და  ალდოსტერონისა და ნორეპინეფრინის შემცირებით ცირკულირებად დონეზე, შესაბამისად. ჰიპოტენზიის გამოვლენა დაკავშირებული იყო დოზასთან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ჰიპერტენზიის კვლევები

კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს, ლოზარტანის დღეში ერთხელ მიღებამ მსუბუქი და ზომიერი ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში გამოიწვია სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება. არტერიული წნევის მაჩვენებლებმა დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ მაჩვენებელთან შედარებით, აჩვენა არტერიული წნევის შემცირება 24 საათის განმავლობაში; შენარჩუნებულია ბუნებრივი დღიური რიტმი. დოზირების ინტერვალის ბოლოს არტერიული წნევის შემცირება შეადგენდა ეფექტის 70-80%-ს, დოზის მიღებიდან 5-6 საათის შემდეგ.

ლოზარტანის მიღების შეწყვეტამ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არ გამოიწვია არტერიული წნევის მკვეთრი ზრდა (უკუგება). არტერიული წნევის შესამჩნევი შემცირების მიუხედავად, ლოზარტანი კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს გულისცემის მაჩვენებელზე.

ლოზარტანი თანაბრად ეფექტურია მამაკაცებსა და ქალებში, ახალგაზრდა (65 წლამდე ასაკის) და ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.

LIFE კვლევა

ლოზარტანის გამოყენებით ჰიპერტენზიის პირველადი წერტილის შემცირების მიზნით (LIFE), ჩატარდა რანდომიზებული, სამმაგი ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევა 9193 ჰიპერტენზიის მქონე პაციენტის მონაწილეობით, რომელთა ასაკი იყო 55-დან 80 წლამდე და ჰქონდათ ეკგ-ით დადასტურებული მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტები რანდომიზირდნენ დღეში ერთხელ 50მგ ლოზარტანის ან დღეში ერთხელ 50მგ ატენოლოლის მიმღებ ჯგუფებად. თუ არ ხერხდებოდა სამიზნე არტერიული წნევის (<140/90 მმ.ვწყ.სვ) მიღწევა, ჯერ ემატებოდა ჰიდროქლორთიაზიდი (12.5 მგ), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შემდეგ ლოზარტანის ან ატენოლოლის დოზა იზრდებოდა 100 მგ-მდე დღეში ერთხელ. სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა აგფ ინჰიბიტორებისა, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები ან ბეტა-ბლოკატორები ემატებოდა საჭიროების შემთხვევაში, რათა მიეღწიათ სამიზნე არტერიული წნევისთვის.

დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.8 წელს.

პირველადი საბოლოო წერტილი იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის კომბინაცია, რომელიც იზომებოდა გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილის, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის კომბინირებული შემთხვევების შემცირებით. ორივე ჯგუფში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა ანალოგიურ დონემდე. ლოზარტანით მკურნალობამ გამოიწვია რისკის შემცირება 13.0%-ით (p=0.021, 95% ნდობის ინტერვალი 0.77-0.98) ატენოლოლთან შედარებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიაღწიეს პირველადი კომბინაციის საბოლოო წერტილს. აღნიშნული ძირითადად უკავშირდებოდა ინსულტის სიხშირის შემცირებას. ლოზარტანით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა ინსულტის რისკი, ატენოლოლთან შედარებით (p = 0.001 95% ნდობის ინტერვალი 0.63-0.89). გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა სამკურნალო ჯგუფებს შორის.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულისისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)

ორ დიდ, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes) ხდებოდა აგფ ინჰიბიტორების და  ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) კომბინაციის გამოყენების შესწავლა.

ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ  ანამნეზში გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებების მქონე პაციენტები ან  ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ  ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტები.

ამ კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე სახის დასაბუთებული უპირატესობა კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების  ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით.  ამავდორულად, აღნიშნული კომბინაცია მონოთერაპიასთან შედარებით, დაკავშირებული იყო ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებულ რისკთან. რადგან მათი ფარმაკოდინამიური პროფილი მსგავსია, ამიტომ ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.

აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება  არ შეიძლება  დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

კვლევაში ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using  Cardiovascular and Renal Disease Endpoints) შეისწავლებოდა აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების  სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირინის დამატების სარგებელი, იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე  შეწყდა.  გულ-სისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები   და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალესკირინის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლორთიაზიდი არისთიაზიდური დიურეზული საშუალება.  თიაზიდური დიურეზული საშუალებების ჰიპოტენზიური მოქმედების  მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი. თიაზიდური საშუალებები გავლენას ახდენენ  ელექტროლიტების რეაბსორბციის თირკმლის მილაკოვან მექანიზმებზე, უშუალოდ ზრდიან ნატრიუმისა და ქლორიდის გამოდევნას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით. ჰიდროქლორთიაზიდის დიურეზული მოქმედების შედეგად მცირდება პლაზმის მოცულობა, იზრდება რენინის აქტივობა პლაზმაში და ალდოსტერონის სეკრეცია, რაც იწვევს კალიუმის და ბიკარბონატების კარგვას შარდთან ერთად, რასაც თან სდევს კალიუმის დონის შემცირება  შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი განპირობებულია ანგიოტენზინ II-ით  და, შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის ერთდროულ მიღებას აქვს ტენდენცია შეცვალოს კალიუმის კარგვა, რომელიც უკავშირდება თიაზიდური დიურეზული საშუალებების მიღებას.

პერორალურად მიღების შემდეგ, დიურეზული მოქმედება იწყება 2 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს დაახლოებით 4 საათში და გრძელდება 6-12 საათს. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათამდე.

არამელანომური კანის კიბო

ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად გამოვლინდა  კავშირი HCTZ-ის კუმულატიურ დოზა-დამოკიდებულებასა და არამელანომურ კანის კიბოს შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალური უჯრედის კარცინომის 71,533 შემთხვევით და 8,629 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევით, რომელიც შეესაბამედობა  1,430,833 და 172,462 პოპულაციის კონტროლს, შესაბამისად. HCTZ-ის მაღალი დოზის გამოყენებას  (≥50,000მგ კუმულატიურად) უკავშირდებოდა ბაზალური უჯრედის კარცინომის დაზუსტებული შანსების თანაფარდობის  (OR) - 1.29 (95% ნდობის ინტერვალი: 1.23-1.35) მაჩვენებელი და  ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის - 3.98 (95% ნდობის ინტერვალი: 3.68-4.31) მაჩვენებელი. სუფთა კუმულატიურ დოზაზე რეაგირება ჰქონდა, როგორც ბაზალური უჯრედის კარცინომას, ასევე ბრტყელუჯრედოვან კარცინომას. სხვა კვლევამ გამოავლინა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა  (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და  HCTZ-ის  ექსპოზიციას შორის:  ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა შეესაბამედობა  63,067 პოპულაციის კონტროლს, რისკების ნაკრების შერჩევითი სტრატეგიის გამოყენებით.  კუმულატიურ დოზაზე პასუხის თანაფარდობა, რომელიც გამოვლინდა  დაზუსტებული შანსების თანაფარდობის 2.1 (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-2.6) მაჩვენებელით, გაიზარდა OR 3.9-მდე (3.0-4.9) მაღალი დოზების გამოყენებისას (∽25,000მგ) და OR 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულატიური დოზების მიღებისას (∽100,000მგ)(იხ. ასევე, პარაგრაფი 4.4.).

5.2.          ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

ლოზარტანი

პერორალურად მიღების შემდეგ, ლოზარტანი კარგად შეიწოვება და განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს, ქმნის აქტიურ კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტს და სხვა არააქტიურ მეტაბოლიტებს. ლოზარტანის ტაბლეტების სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით შეადგენს 33%-ს. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის საშუალო პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათში და 3-4 საათში, შესაბამისად. ლოზარტანის პლაზმური კონცენტრაციის პროფილზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ აღინიშნა, როდესაც პრეპარატის მიღება ხდებოდა სტანდარტიზებულ კვებასთან ერთად.

განაწილება

ლოზარტანი

როგორც ლოზარტანი, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტი ≥99%-ით უკავშირდება პლაზმურ ცილებს, პირველ რიგში ალბუმინს. ლოზარტანის განაწილების მოცულობა 34 ლიტრია. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ლოზარტანი სუსტად კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ან საერთოდ არ კვეთს.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი კვეთს პლაცენტარულ, მაგრამ არა ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

ბიოგარდაქმნა

ლოზარტანი

ლოზარტანის ინტრავენურად ან პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 14% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14C-მარკირებული ლოზარტანის კალიუმის პერორალურად და ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, მოცირკულირე პლაზმური რადიოაქტიურობა ძირითადად მოდიოდა ლოზარტანსა და მის აქტიურ მეტაბოლიტზე. ლოზარტანის მინიმალური გარდაქმნა მის აქტიურ მეტაბოლიტად დაფიქსირდა შესწავლილი პირების დაახლოებით ერთ პროცენტში.

აქტიური მეტაბოლიტის გარდა, წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუტილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირებით და უმნიშვნელო მეტაბოლიტი, N-2 ტეტრაზოლის გლუკურონიდი.

გამოყოფა

ლოზარტანი

ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი, დაახლოებით არის 600მლ/წთ და 50მლ/წთ, შესაბამისად. ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლისმიერი კლირენსი არის 74 მლ/წთ და 26მლ/წთ, შესაბამისად. ლოზარტანის პერორალურად მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში, ხოლო დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა შარდში აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა  ხაზოვანია ლოზარტანის კალიუმის  200მგ-მდე დოზებით.

პერორალური მიღების შემდეგ, ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები მცირდება პოლიექსპონენციალურად, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 საათი და 6-9 საათი, შესაბამისად. დღეში ერთხელ 100მგ დოზით მიღებისას არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი მნიშვნელოვნად არ გროვდება პლაზმაში.

როგორც ნაღვლით, ასევე შარდით გამოყოფა ხელს უწყობს ლოზარტანისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციას.

ადამიანში 14C-მარკირებული ლოზარტანის პერორალური დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიურობის დაახლოებით 35% აღდგა შარდში და 58%  - ფეკალურ მასებში.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიდროქლოროთიაზიდი არ მეტაბოლიზდება, მაგრამ სწრაფად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით. მინიმუმ 24 საათის განმავლობაში პლაზმურ დონეზე დაკვირვებისას, დაფიქსირდა, რომ პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი ვარირებს 5.6-14.8 საათს შორის. პერორალური დოზის არანაკლებ 61 პროცენტი გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში.

მახასიათებლები პაციენტებში

ლოზარტანი-ჰიდროქლორთიაზიდი

ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები და ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა ხანდაზმულ ჰიპერტენზიის მქონე პოპულაციაში მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ახალგაზრდა ჰიპერტენზიის მქონე პოპულაციის მაჩვენებლებისგან.

ლოზარტანი

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ალკოჰოლით გამოწვეული ციროზის მქონე პაციენტებში პერორალურად მიღების შემდეგ, ლოზარტანისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები პლაზმაში 5-ჯერ და 1.7-ჯერ მეტი იყო შესაბამისად, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში.

ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანის AUC იაპონელ და არა იაპონელ ჯანმრთელ მამაკაცებში არ განსხვავდება. ამასთან, კარბოქსილის მჟავას მეტაბოლიტის AUC (E-3174), როგორც ჩანს, განსხვავებულია ორ ჯგუფს შორის, იაპონელ სუბიექტებში დაახლოებით 1.5-ჯერ მეტია, ვიდრე არა-იაპონელ სუბიექტები. ამ შედეგების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის.

არც ლოზარტანი და არც აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ზოგადი ფარმაკოლოგიის, გენოტოქსიკურობისა და კანცეროგენული პოტენციალის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა  რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის. ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა ვირთაგვებსა და ძაღლებში ექვს თვემდე ხანგრძლივობის ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევებში პერორალურად მიღების შემდეგ; კომბინაციის ამ კვლევებში დაფიქსირებული ცვლილებები ძირითადად უკავშირდებოდა ლოზარტანის კომპონენტს. ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მიღებამ გამოიწვია სისხლის წითელი უჯრედების პარამეტრების შემცირება (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი), შარდოვანა-N-ის მომატება შრატში, გულის წონის შემცირება (ჰისტოლოგიური კორელაციის გარეშე) და ცვლილებები  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ლორწოვანი გარსის დაზიანება, წყლულები, ეროზია, სისხლნაჟღენთები). ლოზარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით ნამკურნალებ ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენურობის ფაქტი არ დასტურდება. ვირთაგვებში ნაყოფის ტოქსიკურობა (რაც დასტურდება დამატებითი ნეკნების წარმოქმნის მცირედი ზრდით F1 თაობაში) დაფიქსირდა, მაშინ როდესაც მდედრი ვირთაგვები მკურნალობდნენ ორსულობამდე და ორსულობის განმავლობაში. როგორც  ლოზარტანის მონოთერაპიით ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა, ნაყოფისა და ახალშობილების გვერდითი მოვლენები, თირკმლის ტოქსიკურობისა და ნაყოფის სიკვდილიანობის ჩათვლით, ვლინდებოდა ორსული ვირთაგვების ლოზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით მკურნალობისას ორსულობის გვიან პერიოდში და/ან ლაქტაციის პერიოდში.

  1. 6.     ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ქინოლინის ყვითელი ფერი (E104), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

6.2. შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

6.3. ვარგისობის ვადა

5 წელი.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისთვის

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5.  შეფუთვის სახე და შიგთავსი

ბლისტერული შეფუთვა: 14, 28, 30, 56, 60, 84, 90, 98 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები კოლოფში.

6.6.  მომზადების/გამოყენების ინსტრუქციები

განსაკუთრებული ინსტრუქციები არ არის.

 

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

  1. 7.     მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Krka, d.d. (კრკა, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

  1. 8.     მარკეტინგული რეგისტრაციის  ნომერი
  2. 9.     მარკეტინგული რეგისტრაციის  თარიღი
  3. 10.   ტექსტის ბოლო გადახედვის თარიღი

2004 წლის 5 მარტი