ტორვაკარდი 40მგ #30ტ

ტორვაკარდი 40მგ #30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Atorvastatinum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35865
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ტორვაკარდი
TORVACARD


პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ტორვაკარდი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ატორვასტატინი

სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 10 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 10,34 მგ);
აქტიურ ნივთიერებას: 20 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 20,68 მგ);
აქტიურ ნივთიერებას: 40 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 41,36 მგ).
დამხმარე ნივთიერებებს:
ბირთვი: მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცირედჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა LH 21, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი;
გარსი: ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

აღწერა
ოვალური, ორადამობურცული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: [C10AA05]

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ატორვასტატინი არის ჰმგ კო-A რედუქტაზის - საკვანძო ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონის მჟავად, სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი – სტეროიდების წინამორბედი, ქოლესტერინის ჩათვლით. ღვიძლში ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი უერთდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) შემადგენლობას, გამოიყოფა სისხლის პლაზმაში და გადის პერიფერიულ ქსოვილებში. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისაგან წარმოიქმნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (დსლპ), რომლებიც კატაბოლიზდება დსლპ მაღალაფინურ რეცეპტორებთან. ატორვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების შემცველობას სისხლის პლაზმაში, ღვიძლში ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბირებით და უჯრედის ზედაპირზე ~ღვიძლის~ დსლპ რეცეპტორების რიცხვის გაზრდით, რაც იწვევს ქოლესტერინის/დსლპ მიტაცებისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.
ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის/დსლპ წარმოქმნას და დსლპ ნაწილაკების რიცხვს. იგი იწვევს დსლპ რეცეპტორების აქტივობის გამოხატულ და მდგრად ზრდას, ასევე ახდენს დადებით მოქმედებას მოცირკულირე დსლპ ხარისხზე. ატორვასტატინი ეფექტურად აქვეითებს ქოლესტერინის/დსლპ დონეს პაციენტებში ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება თერაპიას სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით.
ატორვასტატინის დოზადამოკიდებულობი ეფექტის შესწავლისას ნაჩვენებია, რომ პრეპარატი (დოზით 10-80 მგ) აქვეითებს საერთო ქოლესტერინის (30-46%-ით), ქოლესტერინის/დსლპ (41-61%-ით), აპოლიპოპროტეინი B-ს (34-50%-ით) და ტრიგლიცერიდების (14-33%-ით) დონეს.
მკურნალობის შედეგები იყო ისეთივე, როგორც პაციენტებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ფორმებით და შერეული ჰიპერლიპიდემიით, მ.შ. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ატორვასტატინი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, ქოლესტერინის/დსლპ, ქოლესტერინის/ძდსლპ, აპოლიპოპროტეინი B-ს, ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის, რომელიც არ შედის დსლპ შემადგენლობაში, დონეს და ზრდის ქოლესტერინის/დსლპ დონეს იზოლირებული ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ავადმყოფებში. ატორვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინის შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს დისბეტალიპოპროტეინემიის მქონე ავადმყოფებში.
ისევე როგორც დსლპ, ტრიგლიცერიდების შემცველი ლიპოპროტეინები, მ.შ. ძდსლპ, შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ნარჩენები ასევე აჩქარებს ათეროქსკლეროზის განვითარებას. სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის მომატება ხშირად ვლინდება ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებასთან და მცირე ზომის დსლპ ნაწილაკების არსებობასთან კომბინაციაში, ასევე გულის იშემიური დაავადებების (გიდ) რისკის არალიპიდურ მეტაბოლურ ფაქტორებთან კომბინაციაში. ამ მომენტამდე დადასტურებული არ არის, რომ სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების საერთო დონის მომატება წარმოადგენს გიდ-ის რისკის დამოუკიდებელ ფაქტორს. ასევე არ არის დადასტურებული, რომ ქოლესტერინის/დსლპ დონის მომატება ან ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება თავის თავად მოქმედებს პაციენტთა კორონარულ და სხვა გულ-სისხლძარღვთა გართულებების და სიკვდილიანობის რისკზე.
ატორვასტატინი და ზოგიერთი მისი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია.
ატორვასტატინის მოქმედების პირველად სამიზნე ორგანოს წარმოადგენს ღვიძლი, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დსლპ კლირენსი.
ქოლესტერინის/დსლპ დონის დინამიკა უფრო კარგად კორელირებს პრეპარატის დოზასთან, ვიდრე სისხლის პლაზმაში მის კონცენტრაციასთან.
ატორვასტატინის დოზის შერჩევა ხდება თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით.
 
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-2 საათში. აბსორბციის და ატორვასტატინის კონცენტრაციის ხარისხი იზრდება დოზის პროპორციულად.
ატორვასტატინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა ხსნართან შედარებით შეადგენს 95-99%-ს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 14%-ს, ხოლო ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება პრესისტემური კლირენსით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში და/ან მეტაბოლიზმით ღვიძლში "პირველი გასვლის დროს".  
მიუხედავად იმისა, რომ საკვები აქვეითებს აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხს დაახლოებით 25%-ით და 9%-ით, შესაბამისად (რაც დასტურდება Cmax და მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დროს (AUC) შეფარდების შედეგებით), ქოლესტერინის/დსლპ დონე ატორვასტატინის მიღებისას უზმოზე და ჭამის დროს ქვეითდება თანაბარი ხარისხით. საღამოს საათებში ატორვასტატინის მიღების შემდეგ მისი დონე სისხლის პლაზმაში უფრო დაბალია (Cmax და AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე დილის საათებში მიღებისას. თუმცა ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითების ხარისხი არ არის დამოკიდებული პრეპარატის მიღების დროზე დღის განმავლობაში.
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ. სისხლის პლაზმების ცილებთან შეკავშირების ხარისხი – 98%. ატორვასტატინის დონეების თანაფარდობა ერითროციტებში/პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 0,25, რაც აღნიშნავს ატორვასტატინის დაბალ გამოყოფას ერითროციტებში.
მეტაბოლიზმი
ატორვასტატინი აქტიურად მეტაბოლიზდება ორთო- და პარაჰიდროქსილირებული წარმოებულებისა და ბეტა-დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტის წარმოებით. In vitro ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების მაინჰიბირებელი ეფექტი ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ შედარებულია ატორვასტატინის აღნიშნულ ეფექტთან. სისხლის პლაზმაში მაინჰიბირებელი მოქმედება ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ 70%-ით განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტებით. In vitro კვლევებმა დაადასტურა ატორვასტატინის მეტაბოლიზმის მნიშვნელობა ღვიძლის ციტოქრომი P450 3A4 მოქმედების ქვეშ; ეს დასტურდება ადამიანის სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატებით ერითრომიცინთან ერთდროულად მიღებისას, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული იზოფერმენტის ინჰიბიტორს.  
In vitro კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ატორვასტატინი წარმოადგენს P450 3A4-ის მსუბუქ ინჰიბიტორს.
ცხოველებში ორთო-ჰიდროქსიმეტაბოლიტი განიცდის შემდგომ გლუკურონირებას.
გამოყოფა
ატორვასტატინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა, ძირითადად,  ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემდეგ; თუმცა ატორვასტატინი, როგორც ჩანს, არ განიცდის ღვიძლ-ნაწლავურ რეცირკულაციას. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 14 საათს, თუმცა მაინჰიბირებელი აქტივობის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ უდრის 20-30 საათს, რაც აიხსნება აქტიური მეტაბოლიტების არსებობით. შიგნით მიღებისას შარდში აღმოჩენილია პრეპარატის დოზის 2%-ზე ნაკლები.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
ხანდაზმულებში (ასაკი 65 წელს ზემოთ) ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია (Cmax დაახლოებით 40%-ით, AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე ახალგაზრდა ასაკის მოზრდილ პაციენტებში. თუმცა, ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან მიზნების მიღწევაში განსხვავება ხანდზმულებში საერთო პოპულაციასთან შედარებით აღმოჩენილი არ არის.
ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ არის ჩატარებული.
სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქალებში (Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი, AUC დაახლოებით 10%-ით დაბალი) განსხვავდება ამგვარისაგან მამაკაცებში. თუმცა, მამაკაცებში და ქალებში ლიპიდურ ცვლაზე პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების განსხვავება გამოვლენილი არ არის. თირკმელების დაავადებები არ ახდენს მოქმედებას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ან მისი ეფექტი ლიპიდური ცვლის მაჩვენებელზე. ამასთან დაკავშირებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლას არ საჭიროებს.  
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალურ სტადიებში თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებული, საეჭვოა, რომ ჰემოდიალიზს შეეძლოს ატორვასტატინის კლირენსის მნიშვნელოვნად გაძლიერება, რადგან იგი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ატორვასტატინის კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება (Cmax და AUC დაახლოებით 16 და 11-ჯერ, შესაბამისად) ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე ავადმყოფებში (ჩაილდ-პიუ B).

გამოყენების ჩვენება
•    დიეტასთან კომბინაციაში საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის,  აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების მომატებული დონეების დასაქვეითებლად და მსლპ ქოლესტერინის დონის გაზრდისათვის  პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიით და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის (ტიპი IIa და IIb ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტებში.
•    დიეტასთან კომბინაციაში ტრიგლიცერიდების მომატებული შრატის დონის (ტიპი IV ფრედრიქსონის მიხედვით) და დისბეტალიპიდპროტეინემიის (ტიპი III ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტების საკმურნალოდ, როდესაც დიეტოთერაპიას არ აქვს ადეკვატური ეფექტი.
•    საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინის/დსლპ დონეების დასაქვეითებლად ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპია და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიურ ეფექტებს აქვს არასაკმარისი ეფექტი.

უკუჩვენება
•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
•    ღვიძლის აქტიური დაავადებები ან შრატში დაუდგენელი გენეზის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება (3-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);
•    ორსულობა;
•    ლაქტაციის პერიოდი;
•    18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);
სიფრთხილით: დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე მწვავე ინფექციები (სეფსისი), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ფართე ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, ჩონჩხის კუნთების დაავადებები.
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს  და ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვების პერიოდში).
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი დედის რძესთან. ახალშობილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შესახებ. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდები. რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებში ატორვასტატინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია, და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის მკურნალობის შესაძლო რისკის შესახებ.

გამოყენების წესი და დოზები
ტორვაკარდის მიღებამდე ავადმყოფს ენიშნება სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საწყისი დოზა შეადგენს საშუალოდ 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზა მერყეობს 10 დან 80 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ან საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად. დოზა შეირჩევა ქოლესტერინის/დსლპ საწყისი დონეების, თერაპიის მიზნებისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში და/ან ტორვაკარდის დოზის გაზრდის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ლიპიდების დონის კონტროლის ჩატარება ყოველ 2-4 კვირაში და დოზის შესაბამისად კორიგირება.
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ჰიპერლიპიდემია
უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია დაინიშნოს პრეპარატი ტორვაკარდის 10 მგ დოზა ერთხელ დღე-ღამეში. არსებითი თერაპიული ეფექტი, როგორც წესი,   აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება უკვე 4 კვირის შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობისას ეს ეფექტი შენარჩუნდება.
მკურნალობის მიზნის დადგენისას შეიძლება ქვემოთმოყვანილი რეკომენდაციების გამოყენება:
ა.    ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის რეკომენდაციები ქოლესტერინის შესახებ (აშშ).

სისხლძარღვთა
დიაგნოსტირებული ათეროსკლეროზი
რისკის კიდევ 2 ან მეტი ფაქტორის არსებობა**დსლპ ქოლესტერინი, მგ/დლ (მმოლი/ლ)

  საწყისი დონე მინიმალური მიზანი
 არა არა >=190(>=4,9) <160(<4,1)
 არა დიახ >=160(>=4,1) <130(<3,4)
 დიახ დიახ ან არა >=130***
 (>=3,4)
 <=100(<=2,6)

* გიდ ან ათეროსკლეროზი (კლინიკური სიმპტომებით თანმხლები საძილე არტერიების დაზიანების ჩათვლით).
** მოიცავს შემდეგს: ასაკი (მამაკაცები>=45 წელი, ქალები >=55 წელი ან ადრეული მენოპაუზა, როდესაც პაციენტს არ უტარდება შემცვლელი თერაპია ესტროგენებით), ნათესავებში გიდ ადრეული განვითარების შემთხვევები, მოწევა, არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის/დსლპ დადასტურებული დონე<35 მგ/დლ<0.91 მმოლ/ლ) და შაქრიანი დიაბეტი. საჭიროა გამოირიცხოს რისკის ერთი ფაქტორი იმ შემთხვევაში, თუ ქოლესტერინის/დსლპ დონე შეადგენს >=60 მგ/დლ (>=1,6 მმოლ/ლ).
*** გიდ მქონე ავადმყოფებში ქოლესტერინის/დსლპ დონით 100-დან 129 მგ/დლ-მდე საკითხი სამკურნალო თერაპიის დანიშვნის შესახებ წყდება ექიმის მიერ კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით.
ბ.    ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნები.
გიდ დადასტურებული დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში და იშემიური განვითარებების მაღალი რისკის მქონე სხვა პაციენტებში მკურნალობის მიზანია ქოლესტერინის/დსლპ დონის <3 მმოლი/ლ (ან <115 მგ/დლ) და საერთო ქოლესტერინის დონის <5 მმოლი/ლ (ან <190 მგ/დლ) დაქვეითება.
გ. ეროვნული რეკომენდაციები მკურნალობასთან დაკავშირებით.
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია
ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ ავადმყოფებში ჩატარებულ კვლევებში 80 მგ დოზით ატორვასტატინის თერაპიამ უმრავლეს შემთხვევაში გამოიწვია ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითება 15%-ზე მეტით (18-45%).
თირკმელების უკმარისობის და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინის/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე მისი გამოყენებისას, ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს.
საერთო პოპულაციასთან შედარებით ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატების მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან მიზნების მიღწევაში განსხვავება არ აღინიშნება.

გვერდითი მოქმედება

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ან ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციური ლაბილობა, ატაქსია, ჰიპერკინეზები, დეპრესია, ჰიპერესთეზია.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ამბლიოპია, ხმაური ყურებში, კონიუნქტივიტის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალში, სიყრუე, თვალშიდა წნევის მომატება, პაროსმია, გემოს დარღვევა, გემოს შეგრძნების დაკარგვა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის არეში, გულისცემა, ვაზოდილატაცია, ორთოსტაზური ჰიპოტენზია, ფლებიტი, არითმია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან.
საჭმლის მომნელებელის სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გასტრალგია, მუცლის ტკივილი, ანორექსია ან მადის მომატება, სიმშრალე პირის ღრუში, ბოყინი, დისფაგია, ღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი, გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის კოლიკა, ჰეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება, რექტალური სისხლდენა, მელენა, სისხლდენა ღრძილებიდან, ტენეზმები.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრიტი, ფეხების კუნთების სპაზმი, ბურსიტი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურები, ტკივილი ზურგში.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: უროგენიტალური ინფექციები, პერიფერიული შეშუპება, დიზურია (მათ შორის, პოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავლობა ან შარდვის შეკავება, იმპერატიული ჭინთვა მოშარდვის სურვილით), ნეფრიტი, ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინალური სისხლდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან, შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა.
კანის მხრივ: ალოპეცია, ოფლიანობა, ეკზემა, სებორეა, ეკქიმატოზები.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია,  ანაფილაქსია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
ლაბორატორული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, შრატის კრეატინფოსფაკინაზის (კფკ) მომატება, ალბუმინურია, ასტ, ალტ აქტივობის მომატება.
სხვა: სხეულის მასის მომატება, პოდაგრის გამწვავება, სხეულის ტემპერატურის მომატება.

დოზის გადაჭარბება
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ინიშნება სიმპტომატური თერაპია.
ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ამ კლასის სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს მიოპათიის რისკი იზრდება ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ნიაცინთან ერთდროულად მიღებისას.
ატორვასტატინისა და მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროჟანგის შემცველი სუსპენზიის ერთდროულად შიგნით მიღებისას, პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქვეითდება დაახლოებით 35%-ით, თუმცა ამასთან ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითების ხარისხი არ იცვლება.
ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომის იმავე იზოფერმენტებით, მოსალოდნელი არ არის.
კოლესტიპოლის ერთდროულად მიღებისას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციები ქვეითდება დაახლოებით 25%-ით. მაგრამ ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის კომბინაციის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი აჭარბებდა ცალ-ცალკე ორივე პრეპარატის აღნიშნულ ეფექტს.
დიგოქსინისა და ატორვასტატინის 10 მგ დოზით განმეორებითი მიღებისას სისხლის პლაზმაში დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები არ შეიცვალა. ხოლო დიგოქსინის დოზით 80 მგ დღე-ღამეში ატორვასტატინთან კომბინაციაში მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია გაიზარდა დაახლოებით 20%-ით. ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიგოქსინს ატორვასტატინთან კომბინაციაში, უნდა ჩაუტარდეს დაკვირვება. ატორვასტატინის და ციტოქრომი P450 3A4-ის მაინჰიბირებელი ერითრომიცინის (500 მგ 4 ჯერ დღე-ღამეში) ან კლარიტრომიცინის (500 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში) ერთდროულად მიღებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება.  
ატორვასტატინის (10 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და აზითრომიცინის (500 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება.
ატორვასტატინმა არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება სისხლის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციაზე, რომელიც მეტაბოლიზდება, ძირითადად, ციტოქრომი P450 3A4-ით; ამასთან დაკავშირებით ნაკლებადსავარაუდოა, რომ ატორვასტატინს შეუძლია არსებითი მოქმედება მოახდინოს ციტოქრომი P450 3A4-ის სხვა სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.
ატორვასტატინისა და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად მიღებისას აღინიშნებოდა ნორეტინდრონის და ეთინილესტრადიოლის AUC მომატება დაახლოებით 30%-ით და 20%-ით, შესაბამისად.  საჭიროა ამ ეფექტის გათვალისწინება პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.
ატორვასტატინის ვარფარინთან და ციმეტიდინთან ურთიერთქმედების შესწავლისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.
80 მგ ატორვასტატინის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში არ იცვლება. ატორვასტატინის და ციტოქრომი P450 3A4-ის ინჰიბიტორებად პროტეაზას ცნობილი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებას თან ახლავდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება.  
ატორვასტატინისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ასევე ესტროგენების ერთდროულად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ურთიერთქმედების კვლევები ყველა სპეციფიურ პრეპარატთან არ ჩატარებულა, ფარმაცევტული შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება
ტორვაკარდით თერაპიის დაწყებამდე ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ჰიპოქოლესტერინის სტანდარტული დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.  
სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ამსახველი ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა. ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე, 6 კვირის შემდეგ, ტორვაკარდის მიღების დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ, ასევე პერიოდულად, მაგალითად, ყოველ 6 თვეში. სისხლის შრატში "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს ტორვაკარდით თერაპიის დროს. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნება ტრანსამინაზის დონის მომატება, უნდა იყონ კონტროლის ქვეშ ფერმენტების დონის ნორმაში დაბრუნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ალანინამინოტრანსფერაზის ((ალტო) ან ასპარაგინამინოტრანსფერაზის (ალტ)) მნიშვნელობები 3-ჯერ მეტად აღემატება ზედა დაშვებული ზღვარის დონეს, რეკომენდებულია ტორვაკარდის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.
ტორვაკარდი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს, რომლებიც იყენებენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და/ან ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში. ღვიძლის აქტიური დაავადება ან დაუდგენელი გენეზის ამინოტრანსფერაზების აქტივობის მყარი მომატება წარმოადგენს უკუჩვენებას ტორვაკარდის მიღებისათვის.
ტორვაკარდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) აქტივობის მომატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში გავრცელებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. საჭიროა ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს კუნთებში დაუდგენელი ტკივილის ან სისუსტის შესახებ, რომელსაც თან ახლავს შეუძლოდ  ყოფნა ან ციებ-ცხელება. ტორვაკარდით თერაპია უნდა შეწყდეს კფკ აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გაიზარდა ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიაცინის ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომი P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის მოქმედებით. ატორვასტატინის ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და ნებისმიერი პრეპარატის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას.
ატორვასტატინის, ისევე როგორც ამ კლასის სხვა პრეპარატების  მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმელების მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს ტორვაკარდის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგალითად, მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, ცვლის, ენდოკრინული და ელექტროლიტური მძიმე დარღვევები და არაკონტროლირებადი სპაზმი).
ტორვაკარდით თერაპიის დაწყებამდე ეცადეთ გაიაროთ ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადექვატური  დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბცხიმიანობის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს შეუძლოდ  ყიფნა ან ციებ-ცხელება.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ტორვაკარდის არასასურველი მოქმედების შესახებ ცნობები არ არის.

გამოშვების ფორმა
10, 20 და 40 მგ შემოგარსული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი PP/COC/PP-Al ბლისტერში ან AL/Al ბლისტერში; 30 ტაბლეტი მუქი შუშის ფლაკონში ჟანგბადის აბსორბენტის პაკეტით და საშრობი ხუფით.
3 PP/COC/PP-Al ბლისტერი მოთავსებულია ალუმინის ფოლგის საშეში ჟანგბადის აბსორბენტის პაკეტით. თითო საშე და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.   
3 Al/Al ბლისტერი ან თითო ფლაკონი და გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.  

შენახვის პირობა
პრეპარატი ინახება 10-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტით (II ჯგუფი).

მწარმოებელი
ზენტივა ა.ს. ჩეხეთის რესპუბლიკა (პრაღა 10, 10237)
მწარმოებელი: ზენტივა ა.ს., სლოვაკეთის რესპუბლიკა.

მოსკოვის წარმომადგენლობის მისამართი      
119034, მოსკოვი, პრეჩისტენკას ქ. სახლი 40/2, შ. 1.
ტელ: 7(095)-721-16-66/67/68

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)