ნებუსალი(NaCl 7%)4მლ#1საინჰ/ხს

ნებუსალი(NaCl 7%)4მლ#1საინჰ/ხს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ქლორიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 35659
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნებუსალი
(NebusalTM)

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
ნებუსალი წარმოადგენს სამედიცინო აპარატს და არა ფარმაცევტულ პროდუქტს. მისი ამგვარი კლასიფიცირება გამომდინარეობს იქიდან, რომ მისი მოქმედება ფიზიკურ საფუძველზეა აგებული, და არა ფარმაკოლოგიურ მექანიზმზე.
ნებუსალი წარმოადგენს პოლიეთილენის ბოთლს, რომელიც შეიცავს 4 მლ. სტერილურ, სუფრის მარილის (NaCl) 7%-იან ხსნარს, მხოლოდ ინჰალაციისთვის. ერთ შეკვრაში შედის 60 ბოთლი

ჩვენებები

ნებუსალი ნაჩვენებია ქვედა რესპირატორულ ტრაქტში არსებული სეკრეტების მობილიზაციის გაზრდისთვის (ამოხველების გასაადვილებლად). რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ გამოყენებისთვის.

გაფრთხილებები

გამოყენებისას შეასრულეთ აპარატის მწარმოებლის ინსტრუქციის წესები.
თუ პაციენტი მიდრეკილია დისპნეის (სუნთქვის დარღვევა) ან ჰიპერმგრძნობელობის განვითარებისადმი, მაშინ 7%-იანი ნებუსალი გამოყენებული უნდა იქნას სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ.
არ შეურიოთ სხვა პრეპარატებს.
ვარგისიანობის თარიღი შეამოწმეთ ყუთზე, არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება მოხდეს სასუნთქი გზების გარდამავალი გაღიზიანება (ხველა, ხმის ჩახლეჩვა), ან ბრონქების შექცევადი კონსტრიქცია.
გამოყენებამდე შეიძლება იხმაროთ ბრონქოდილატატორი.
რადგანაც ნებუსალი გამოიყენება მხოლოდ ინჰალაციის გზით ნებულაიზერის მეშვეობით, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ზოგიერთი საკითხი ჰიპერტონული ხსნარის ნებულაიზერით მიღების თაობაზე.
ნებულაიზერში სითხე გარდაიქმნება შესასუნთქ აეროზოლის ორთქლად, რომელშიც წვეთების ნაწილაკების ზომა 2-დან 5 მიკრონამდე მერყეობს (შელი, 1988). ნაწილაკების ეს ზომა საჭიროა სასუნთქ გზებში მათი ოპტიმალური დალექვისათვის, რაც იძლევა მაქსიმალურ თერაპიულ ეფექტს. 5 მიკრონზე მეტი ზომის ნაწილაკები კავდება პირ-ხახის ნაწილში, ხოლო 2 მიკრონზე ნაკლები ზომისა კი უკან ამოისუნთქება.
არსებობს ორი ტიპის ნებულაიზერი - რომელიც ახორციელებს სითხის კომპრესიას, ანუ ნაკადური ნებულაიზერი და ულტრაბგერითი, ანუ ვიბრაციული ნებულაიზერი.
ნაკადური ნებულაიზერის მოქმედების პრინციპი ისაა, რომ იგი კომპრესირებულ აირს ატარებს ვიწრო ხვრელში. აირის ნაკადი ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ ფართოვდება და ქმნის სუბატმოსფერული წნევის გარემოს, რომელშიც ხდება რეზერვუარიდან სითხის გადმოქაჩვა (ბერნულის ეფექტი) და ეს უკანასკნელი იშლება უწვრილეს წვეთებად აირის ნაკადის მიერ. ფორმირებული წვეთუკები იფილტრება ნებულაიზერის შიგნით არსებულ გამყოფ ტიხარში, რომელიც აკავებს წვეთების სულ მცირე 90%-ს, რათა მოხდეს მათი დაბრუნება ნებულაიზერის რეზერვუარში რეცირკულაციის მიზნით. ნებულიზაციის პროცესი ჩვეულებრივ სრულდება წყვეტილად, ხანმოკლე ინტერვალებით, თუმცა იგი უწყვეტია სუნთქვის ციკლის განმავლობაში, ისე რომ ხსნარის დაახლოებით 60-70% იხარჯება ამოსუნთქვის ფაზის დროს. ნაკადური ნებულაიზერის მუშაობა საჭიროებს კომპრესირებული აირის წყაროს გარედან მიწოდებას და ნებულიზაციის პროცესიც ამ დროს შედარებით ნელია ულტრაბგერით ნებულაიზერებთან შედარებით.  
ულტრაბგერითი ნებულაიზერი მოქმედებს ულტრამაღალი სიხშირის ვიბრაციებით, ისინი სითხეში ქმნიან ტალღებს, რომელიც გარდაიქმნება პატარა ჩანჩქერად და საბოლოოდ ფორმირდება ნისლისმაგვარი აეროზოლი. ვიბრირებად მემბრანას აქვს მიკროსკოპული ხვრელები, რომელთა მეშვეობითაც აეროზოლი გადის ნიღბისაკენ და შესაბამისად, პირისკენ. ულტრაბგერითი ნებულაიზერების ერთ-ერთი კომერციული უპირატესობა ისაა, რომ მათ მიერ წარმოქმნილი აეროზოლი უფრო კონსისტენციური, ერთგვაროვანია და მასში არსებული ნაწილაკების ზომა უფრო მცირეა კომპრესორული ტიპის მექანიზმის ნებულაიზერებთან შედარებით. სტანდარტულ ნებულაიზერებში ნაწილაკების ზომა შეიძლება უფრო ცვალებადი და უფრო მეტი იყოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომპრესორის მიერ შექმნილი აირის წნევის სიმძლავრე შეიძლება ცვალებადობდეს, მაშინ როცა ულტრაბგერითი ვიბრაციები უფრო სანდო და მდგრადია. ულტრაბგერითი ნებულაიზერების მეშვეობით ნებულიზაციის დრო შეიძლება შემცირდეს 50%-ით და მეტითაც, ნაკადურ ნებულაიზერებთან შედარებით.
ულტრაბგერითი ნებულაიზერების ნაკლი მათ მემბრანაში არსებული მიკროსკოპული ხვრელებია, რომლებიც ადვილად შეიძლება დაიხშოს მარილის კრისტალებით, თუ არ მოხდება მათი გაწმენდა დაუყოვნებლივ, ყოველი გამოყენების შემდეგ. ამჟამად მიმდინარეობს მრავალმხრივი დისკუსიები წამყვან რესპირატორულ ცენტრებს შორის იმის თაობაზე, არის თუ არა ულტრაბგერითი ნებულაიზერები შესაფერისი ნებუსალის გამოყენებისათვის. ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ ნებულაიზერი მაინც უნდა გაიწმინოს ყოველი ხმარების შემდეგ, ზოგიერთნი კი, უფრო პრაგმატულები, ამტკიცებენ რომ პრაქტიკაში ასე არ ხდება.
ნიუმენმა (1986 წ.) ჩაატარა კვლევა 11 მწარმოებლის მიერ გამოშვებული ნაკადური ნებულაიზერების მუშაობის შესადარებლად, რომლებშიც კომპრესირებული აირის ნაკადის წნევა მერყეობდა 6-დან 12 ლიტრამდე წუთში; შედეგებმა აჩვენა, რომ წვეთების ზომა მნიშვნელოვნად ცვალებადობდა სხვადასხვა მწარმოებლის ნებულაიზერებს შორის, და წარმოიდგინეთ, ერთიდაიგივე მწარმოებლის მიერ გამოშვებულ მოდელებს შორისაც.  
ეს მონაცემები გვაფიქრებინებს, რომ პაციენტისთვის ხელმისაწვდომი წამლის რაოდენობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, რომლებიც მოიცავს:
•    ნებულაიზერის კამერის აგებულებას;
•    კომპრესორის მუშაობისუნარიანობას და მამოძრავებელი აირის ნაკადს;
•    ხსნარის მოცულობსა ნებულიზაციის პროცესის დასაწყისში;
•    ხსნარის ნებულიზაციისათვის საჭირო დროს;
•    ნებულაიზერში ნარჩენი ხსნარის მოცულობას;
•    კომპრესირებული აირის წნევას და ნაკადის სიჩქარეს;
ასევე რეკომენდირებულია, რომ პროცედურის დროს პაციენტი იჯდეს კომფორტულად ვერტიკალურ პოზიციაში, უნდა ეყრდნობოდეს საზურგეს, ტუჩები მჭიდროდ უნდა მოარგოს ნებულაიზერის საპირეს და ისუნთქოს პირით, მისთვის ჩვეული სუნთქვის სიღრმით და სიხშირით.