ელბატი 250მგ #20ტ

ელბატი 250მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფლუტამიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35581
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ელბატი
Elbat
 
 
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - flutamid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - სასქესო ჰორმონების პრეპარატები; ანდროგენული პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
250მგ ტაბ #20

თითოეული ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ ფლუტამიდს, აცეტანილიდს -არასტეროიდულ, ორალურად აქტიურ ანტიანდროგენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფლუტამიდს აქვს ძლიერი ანტიანდროგენული ეფექტი, რაც გამოწვეულია ანდროგენის შეღწევის ინჰიბირებით და/ან ანდროგენის ბირთვული მიერთების ინჰიბირებით სამიზნე უჯრედებში.

ჩვენებები
ელბატის ტაბლეტები გამოიყენება პროსტატის მეტასტაზური სიმსივნის სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ არ ჩატარებიათ სხვა მკურნალობა, ან მათთვის ვისთვისაც სხვა მკურნალობა არაეფექტური იყო, ან კიდევ განუვითარდათ რეზისტენტობა ჰორმონული მკურნალობის მიმართ (შემთხვევები, როდესაც მკურნალობა ვერ ტარდება ქირურგიული მეთოდით ან სხივური თერაპიით).

მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ გამოიყენება 250 მილიგრამიანი ერთი ტაბლეტი დღეში სამჯერ.

გვერდითი მოვლენები
ელბატის ტაბლეტებით მკურნალობისას ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია გინეკომასტია და/ან სარძევე ჯირკვლის მომატებული მგრძნობელობა რასაც ზოგჯერ თან ახლავს გალაქტორეა.
აღნიშნული რეაქციები ქრება მკურნალობის შეწყვეტის ან დოზის შემცირების დროს. ელბატის ტაბლეტები ნაკლებად იწვევენ გულსისძარღვთა მოშლილობას დიეთილსტილბესტროლთან შედარებით.
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტებია: გულისრევა/ღებინება, მადის გაძლიერება, ინსომნია, დაუძლურება.
ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტებია: ლიბიდოს დაკარგვა, ღვიძლის ფუნქციის ხანმოკლე მოშლა, სპერმის რაოდენობის შემცირება.
ჩვეულებრივ ეს რეაქციები არ არის იმდენად მძიმე, რომ საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა. თუ ეს რეაქციები ძალიან გამოხატულია, დოზის მცირე დაქვეითებაც კი, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს გამოსადეგი კლინიკური ეფექტის დაკარგვის გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები
იმ პაციენტებს, რომლებიც გადიან ელბატის ტაბლეტებით ხანგრძლივი მკურნალობის კურსს, პერიოდულად უნდა შეუმოწმდეთ ღვიძლის ფუნქცია და უნდა ჩაუტარდეთ სპერმის რაოდენობის განსაზღვრა. რადგანაც ფლუტამიდს შეუძლია გამოიწვიოს ტესტოსტერონის და ესტრადიოლის დონის ზრდა პლაზმაში, შეიძლება ზოგიერთ პაციენტში ადგილი ჰქონდეს სხეულიდან სითხის გამოყოფის შეჩერებას

ჭარბი დოზირება
ფლუტამიდის ერთჯერადი დოზის მიღებით გამოწვეული, სიცოცხლისათვის საშიში ჭარბი დოზირება, არ არის განსაზღვრული.
სხვა წამლების ჭარბი დოზირების მსგავსად თუ არ განვითარდა სპონტანური ღებინება, იგი ხელოვნურად უნდა იქნას გამოწვეული თუ პაციენტის მდგომარეობა სახიფათოა. ამ დროს საჭიროა ზოგადი დამხმარე მკურნალობა, სასიცოცხლო ფუნქციის ხშირი მონიტორინგის ჩათვლით და პაციენტის გულდასმითი შემოწმებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 3 წელი ოთახის ტემპერატურაზე

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატის გაცემა შეიძლება მხოლოდ რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
GENEPHARM S.A.
საბერძნეთი
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში