ტაივერბი 250მგ #70ტ

ტაივერბი 250მგ #70ტ

1050.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქიმიოთერაპიული საშუალებები
ქვეყანა: შვეიცარია
მწარმოებელი: სანდოზი(ნოვარტისი)
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლაპატინიბ დიტოსილატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 34643
გააზიარე:

ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის

ტაივერბი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება: ლაპატინიბის დიტოზილატის მონოჰიდრატი

პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ სხვებს, რადგან შეიძლება ავნოს მათ მიუხედავად დაავადების მსგავსი სიმპტომებისა.

ნებისმიერი გვერდითი რეაქციის გამოვლენისას მიმართეთ მკურნალ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართის 4-ე ნაწილში.

რა შედის ფურცელ-ჩანართში

1. რა არის პრეპარატი ტაივერბი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ტაივერბი გამოყენებამდე

3. პრეპარატ ტაივერბის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები

5. პრეპარატ ტაივერბი შენახვის პირობები

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პრეპარატი ტაივერბი და რისთვის გამოიყენება

ტაივერბი ნაჩვენებია მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლის კიბო HER2 ჰიპერექსპრესიით (ErbB2):

- კაპეციტაბინთან კომბინირებული თერაპიის ნაწილი პაციენტებში გარვცელებული ან მეტასტაზური კიბოთი, პროგრესირებული მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც მოიცავდა ანტრაციკლინებს, ტაქსანებს და ტრასტუზუმაბს მეტასტაზური სიმსივნეების მკურნალობის სქემის შესაბამისად;

- ტრასტუზუმაბთან კომბინირებული თერაპიის ნაწილი, პაციენტებში მეტასტაზური კიბოთი და უარყოფითი ჰორმონრეცეპტორების სტატუსით, პროგრესირებული ტრასტუზუმაბით მკურნალობის შემდეგ ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში;

- არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში პოსტმენოპაუზის პერიოდში მეტასტაზური კიბოს და ჰორმონ რეცეპტორ-დადებითი სტატუსის მქონე ქალებში, როდესაც არ არის ნაჩვენები ქიმიოთერაპია. სარეგისტრაციო კვლევაში პაციენტები მანამდე არ ღებულობდნენ ტრასტუზუმაბს ან არომატაზას ინჰიბიტორს. ტრასტუზუმაბის და არომატაზას ინჰიბიტორის კომბინაციასთან შედარებით აღნიშნული კომბინაციის ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ინფორმაცია კომბინირებულ მკურნალობაში გამოყენებული სამკურნალო საშუალებების შესახებ წარმოდგენილია სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციებში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პრეპარატების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს.

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ტაივერბი გამოყენებამდე

უკუჩვენებები

არ უნდა მიიღოთ ტაივერბი

• თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლაპატინიბის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. ნაწილი 6).

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მკურნალი ექიმი ჩაატარებს კვლევებს ტაივერბის მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში გულის უკმარისობის მდგომარეობის შესაფასებლად.

ტაივერბის მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გულის რაიმე პრობლემა.

ასევე, ტაივერბის მიღების დაწყებამდე მკურნალ ექიმს უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია :

• ფილტვის დაავადების არსებობა/არარსებობა;

• ფილტვების ანთების არსებობა/არარსებობა;

• ღვიძლის დაავადების არსებობა/არარსებობა;

• თირკმლის დაავადების არსებობა/არარსებობა;

• დიარეის არსებობა/არარსებობა (იხ. ნაწილი 4).

მკურნალი ექიმი ჩაატარებს ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევას ტაივერბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ, აცნობეთ ექიმს.

კანის სერიოზული რეაქციები

ტაივერბის გამოყენების ფონზე დაფიქსირდა კანის სერიოზული რეაქციები. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს, ბუშტუკებს, აქერცვლას და ნახეთქებს კანზე.

დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე მოცემული სიმპტომი განგივითარდათ.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები. აღნიშნული ასევე ეხება მცენარეულ პრეპარატებს და სხვა ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებდით ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მედიკამენტი. ჩამოთვლილ ზოგიერთ წამალს შეუძლია გავლენა მოახდინოს ტაივერბის მოქმედებაზე, ან შეისაძლოა ტაივერბმა მოახდინოს გავლენა მათ მოქმედებაზე.

• კრაზანა - მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;

• ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, რიფაბუტინი, რიფამპიცინი, ტელითრომიცინი, ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები;

• ციკლოსპორინი, პრეპარატი, რომელიც წარმოადგენს იმუნოდეპრესანტს, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ;

• რიტონავირი, საქვინავირი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ;

• ფენიტოინი, კარბამაზეპინი - პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ;

• ციზაპრიდი, წამალი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ;

• პიმოზიდი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ;

• ქინიდინი, დიგოქსინი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ;

• რეპაგლინიდი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;

• ვერაპამილი, წამალი, რომელიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად ან გულის დაავადებების სამკურნალოდ (სტენოკარდია);

• ნეფაზოდონი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;

• ტოპოტეკანი, პაკლიტაქსელი, ირინოტეკანი, დოცეტაქსელი, მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ;

• როზუვასტატინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის შესამცირებლად;

• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას - გამოიყენება კუჭის წყლულის ან საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალოდ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებდით ან ცოტა ხნის წინ იღებდით ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს.

თქვენი ექიმი შეამოწმებს მედიკამენტებს, რომლებსაც ამჟამად იღებთ, რათა დარწმუნდეს, რომ შეთავსებადია ტაივერბთან. საჭიროების შემთხვევაში ექიმი გირჩევთ ალტერნატიულ ვარიანტებს.

ტაივერბის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

ტაივერბით მკურნალობის დროს არ უნდა დალიოთ გრეიფრუტის წვენი. აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეპარატის ეფექტურობაზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ინფორმაცია ნაყოფიერების შესახებ

ორსულობის დროს ტაივერბის მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ტაივერბი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ექიმს.

• გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი, რათა თავიდან აიცილოთ დაორსულება ტაივერბის მიღებისას და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 დღის განმავლობაში.

თუ მოცემულ მედიკამენტის მიღებისას დაორსულდით, აცნობეთ ექიმს.

დაზუსტებით არ არის ცნობილი გადადის თუ არა ტაივერბი დედის რძეში. არ კვებოთ ძუძუთი ტაივერბის მიღებისას და ბოლო დოზის მიღებიდან სულ მცირე 5 დღის განმავლობაში.

• აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას.

თუ არ ხართ დარწმუნებული, ტაივერბის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

თქვენ ხართ პასუხისმგებელი გადაწყვიტოთ, შეძლებთ თუ არა მანქანის მართვას ან სხვა ამოცანების შესრულებას, რომლებიც საჭიროებენ კონცენტრაციას. მე-4 ნაწილში ჩამოთვლილმა ტაივერბის შესაძლო გვერდითმა რეაქციებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა მანქანის ან მექანიზმების მართვის უნარზე.

სპეციალური მითითება, რიმელიც დაკავშირებულია დამხმარე ნივთიერებებითან

ტაივერბი შეიცავს ნატრიუმს.

თითო ტაბლეტი პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) , რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

3. პრეპარატ ტაივერბის გამოყენების წესი

ეს პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მკურნალი ექიმის ინსტრუქციის მკაცრად დაცვით. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალი ექიმი შეარჩევს ტაივერბის სწორ დოზას ძუძუს კიბოს ტიპის მიხედვით.

რა დოზით მიიღება ტაივერბი?

როდესაც ტაივერბი ინიშნება კაპეციტაბინთან ერთად, სტანდარტული დოზაა 5 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთჯერ.

ტაივერბის დანიშვნისას ტრასტუზუმაბთან ერთად, სტანდარტული დოზაა 4 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთჯერ.

არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში ტაივერბის დანიშვნის შემთხვევაში სტანდარტული დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს დღე-ღამეში ერთჯერ.

როდის და როგორ მივიღოთ ტაივერბი

მიიღეთ დადგენილი დოზა ყოველდღე თქვენი მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული პერიოდის განმავლობაში.

თქვენი ექიმი მოგცემთ რჩევებს სიმსივნის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების დოზის შესახებ, რომელსაც იღებთ და ასევე როგორ მიიღოთ იგი.

• ტაბლეტები სრულად გადაყლაპეთ წყლთან ერთად, ერთმანეთის მიყოლებით, ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე დროს.

• მიიღეთ ტაივერბი ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ მაინც. კვებასთან დამოკიდებულების შესაბამისად ტაივერბი ყოველდღე მიიღეთ ერთი და იმავე დროს. მაგალითად, პრეპარატის მიღება შესაძლებელია ყოველ დღე საუზმემდე ერთი საათით ადრე.

პრეპარატ ტაივერბის მიღების ხანგრძლივობა

• შესაძლო გვერდითი რეაქციების მიხედვით, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების დროებით შეწყვეტა.

• თქვენი ექიმი ასევე ჩაატარებს კვლევებს თქვენი გულის და ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად ტაივერბით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში.

თუ თქვენ მიიღებთ იმაზე მეტ ტაივერბს, ვიდრე უნდა მიგეღოთ

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის შეფუთვა.

თუ დაგავიწყდათ ტაივერბის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

4. შესაძლო გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების აღწერა

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ტაივერბსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მძიმე ალერგიული რეაქცია იშვიათი გვერდითი რეაქციაა (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში) და შეიძლება განვითარდეს სწრაფად.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

• კანის გამონაყარი (მათ შორის ქავილის, ქერცლიანი გამონაყარი);

• უჩვეულო ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება;

• ქუთუთოების, ტუჩების ან ენის შეშუპება;

• ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;

• გონების დაკარგვა ან თვალებში დაბნელება.

თუ განგივითარდათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შეწყვიტე პრეპარატის მიღება.

ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):

• დიარეა (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია ან უფრო სერიოზული გართულებები).

დიარეის (თხიერი განავალი) პირველი ნიშნის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყება რაც შეიძლება მალე. ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენი დიარეა გაუარესდება. დამატებითი ინფორმაცია დიარეის რისკის შემცირების შესახებ მოცემულია მე-4 ნაწილის ბოლოს.

• გამონაყარი, კანის სიმშრალე, ქავილი.

აცნობეთ ექიმს თუ გაგიჩნდებათ გამონაყარი კანზე. დამატებითი ინფორმაცია კანზე გამონაყარის რისკის შემცირების შესახებ მოცემულია მე-4 ნაწილის ბოლოს.

სხვა ძალიან ხშირი გვერდითი რეაქციები:

• მადის დაკარგვა;

• უსიამოვნო შეგრძნება (გულისრევა);

• გულისრევა (ღებინება);

• დაღლილობა, სისუსტის შეგრძნება;

• საჭმლის მონელების დარღვევა;

• ყაბზობა;

• წყლულოვანი სტომატიტი;

• მუცლის ტკივილი;

• ძილის პრობლემები;

• ზურგის ტკივილი;

• ტკივილი ხელებსა და ტერფებში;

• სახსრების ან ზურგის ტკივილი;

• კანის რეაქცია ხელისგულებზე ან ფეხის ძირებზე (ჩხვლეტის, დაბუჟების, ტკივილის, შეშუპების ან სიწითლის ჩათვლით);

• ხველა, ქოშინი;

• თავის ტკივილი;

• ცხვირიდან სისხლდენა;

• ცხელება;

• თმის უჩვეულო შეთხელება ან ცვენა.

აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გაუარესდება ან იწვევს პრობლემებს.

ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 პაციენტში):

• გავლენა გულის მუშაობაზე.

უმეტეს შემთხვევაში, გულზე ზემოქმედება უსიმპტომო იქნება. ამ არასასურველ რეაქციასთან დაკავშირებული სიმპტომებია არარეგულარული გულისცემა და ქოშინი.

• ღვიძლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, თვალების და კანის გაყვითლება (სიყვითლე) ან შარდის გამუქება, ან ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში;

• ფრჩხილების დაავადებები, როგორიცაა კუტიკულების ტკივილი და შეშუპება.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი განვითარდა, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს.

ნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):

• მკურნალობის შედეგად გამოწვეული ფილტვების ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქოშინი ან ხველა.

თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

სხვა ნაკლებად ხშირი არასასურველი რეაქციები მოიცავს შემდეგს:

• სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც აჩვენებენ ღვიძლის ფუნქციის ცვლილებას (ჩვეულებრივ, მსუბუქია და დროებითი).

იშვიათი გვერდითი რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1 პაციენტში):

• მძიმე ალერგიული რეაქციები (იხ. თავი 4).

ზოგიერთი გვერდითი რეაქციის განვითარების სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით):

• გულის არითმია (გულის ელექტროფიზიოლოგიის ცვლილება);

• კანის მწვავე რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გამონაყარი, კანის სიწითლე, ბუშტუკები ტუჩებზე, თვალებსა და პირზე, კანის აქერცვლა, ცხელება ან მათი კომბინაცია, ნახეთქები კანზე;

• ფილტვის არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა ფილტვის არტერიებში (სისხლძარღვებში)).

სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში.

დიარეისა და კანის გამონაყარის რისკის შემცირება

ტაივერბმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დიარეა

ტაივერბის მიღებისას დიარეის შემთხვევაში:

• დალიეთ ბევრი სითხე (8-10 ჭიქა დღეში), მათ შორის წყალი, იზოტონური სასმელები ან სხვა გამჭვირვალე სასმელები;

• ცხიმიანი ან ცხარე საკვების ნაცვლად მიირთვით უცხიმო, ცილოვანი საკვები;

• უმი ბოსტნეულის ნაცვლად მიირთვით მოხარშული და ასევე ხილი კანის გარეშე;

• მოერიდეთ რძეს და რძის პროდუქტებს (ნაყინის ჩათვლით);

• მოერიდეთ მცენარეულ დანამატებს (ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა).

მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ დიარეა გაგრძელდება.

ტაივერბმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გამონაყარი

თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს კანს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში.

მგრძნობიარე კანის მოვლისთვის:

• გამოიყენეთ გამწმენდი საშუალება, რომელიც არ შეიცავს საპონს;

• გამოიყენეთ ჰიპოალერგიული სურნელოვანი კოსმეტიკური საშუალებები;

• გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება (მზისგან დამცავი ფაქტორი [SPF] 30 ან მეტი).

აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ კანზე გაგიჩნდებათ გამონაყარი .

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

რომელიმე გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. ბელორუსიის რესპუბლიკაში გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ დააფიქსიროთ უშუალოდ ვებ გვერდზე www.rceth.by (რუპ „ექსპერტიზის და კვლევის ცენტრი ჯანდაცვის სფეროში“).

ასევე, გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიის არსებობისას გვაცნობეთ ტელ: +375 (17) 3600365 (ბელორუსიის რესპუბლიკა) ან ელ ფოსტით: [email protected].

გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

5. პრეპარატ ტაივერბი შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა (შენახვის ხანგრძლივობა)

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტს 30° С ტემპერატურაზე.

გაფრთხილებები პრეპარატის ვარგისობასთან დაკავშირებული ნიშნების შესახებ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში )

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შეამჩნევთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.

არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ მედიკამენტის უტილიზაცია (განადგურება), რომელიც აღარ გჭირდებათ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას

6. რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

აქტიური ინგრედიენტებისა და დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი

ტაივერბი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს: ლაპატინიბი დიტოზილატის მონოჰიდრატი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს 405 მგ ლაპატინიბის დიტოზილატ მონოჰიდრატს, ექვივალენტურია 250 მგ ლაპატინიბის.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ოპადრაი ყვითელი YS-1-12524-A (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), მაკროგოლი 400, პოლისორბატი 80).

წამლის ფორმა, პირველადი შეფუთვის სახე და შემცველობა მასის, მოცულობი ან დოზის ერთეულის მიხედვით

პრეპარატი ტაივერბი წარმოადგენს აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებს.

როგორია ტაივერბი ვიზუალურად?

ოვალური ფორმის, ორმხრივ ამობურცული, ყვითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. ტაბლეტის ერთი მხარე გლუვია, მეორე მხარეს ამოტვიფრულია „GS XJG“.

შეფუთვის შიგთავსი

70 ტაბლეტი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში ბავშვებისგან დამცავი პირველად გახსნის კონტროლით. ფლაკონი დალუქულია ხრახნიანი თავსახურით და აქვს ქაღალდის და ალუმინის ფოლგის მემბრანა ეთილენისა და ვინილის აცეტატის კოპოლიმერით, რომელიც ლამინირებულია პოლისტიროლსა და პოლიეთილენზე. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. .

სარეგისტრაციო მოწმობის და მწარმოებლის დასახელება და მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია ხარისხის კონტროლზე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ნოვარტის ფარმა აგ/Novartis Pharma AG

ლიხშტრასე 35, 4056 ბაზელი, შვეიცარია.

მწარმოებლი

ს.ც. სანდოზ ს.რ.ლ., ლივეზან სტრ. 7ა, 540472 ტარგუ მურესი, ჯუდ. მურესი, რუმინეთი.

S.C. Sandoz S.R.L., str. Livezeni nr. 7A, 540472 Targu Mures, Jud. Mures, Romania.

გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების არსებობისას მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ბელორუსიის რესპუბლიკა:

AO “Novartis Pharma Services AG”-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელორუსიის რესპუბლიკაში:

220069, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 5, შენ. 3, ოფის 3-1; ტელ: +375 (17) 3964766;

ელ-ფოსტა: [email protected]

აღნიშნული ფურცელი-ჩანართი გადახედილია

ინფორმაციის სხვა წყაროები