ვიტაპროსტი10მგ#10რ/სუპ(ნიჟფ)

ვიტაპროსტი10მგ#10რ/სუპ(ნიჟფ)

62.83 ლარი 45.24 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: ნიჟფარმი სს
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სამპროსტი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 34598
გააზიარე:

ვიტაპროსტი

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვიტაპროსტი, 10 მგ, რექტალური სუპოზიტორიები.

 

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: პროსტატის ექსტრაქტი.

თითოეული სუპოზიტორია შეიცავს: 50 მგ პროსტატის ექსტრაქტს (წყალში ხსნად პეპტიდებზე გადაანგარიშებით - 10 მგ).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 ნაწილში.

 

3. დოზირების ფორმა

რექტალური სუპოზიტორები.

ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები თეთრიდან თეთრი მოყვითალო ან მონაცრისფრო-მოყავისფრო ელფერით. დასაშვებია სუპოზიტორიის ზედაპირზე თეთრი ნადების განვითარება და დასაშვებია სუპოზიტორიის ზედაპირზე თეთრი ნადების წარმოქმნა და ჭრილზე საჰაერო სვეტის და ძაბრის ფორმის ჩარღმავების არსებობა.

 

4. კლინიკური მონაცემები

4.1. გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი ნაჩვენებია 18 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში გამოსაყენებლად.

ქრონიკული პროსტატიტი.

მდგომარეობები წინამდებარე ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის წინ და შემდეგ.

4.2. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი

დოზირების რეჟიმი

1 სუპოზიტორია ნაწლავების სპონტანური დაცლის ან ოყნის შემდეგ 1-ჯერ დღეში. სუპოზიტორიის შეყვანის შემდეგ, სასურველია, პაციენტი დარჩეს საწოლში 30-40 წუთის განმავლობაში.

ვიტაპროსტით მკურნალობის ხანგრძლივობა - მინიმუმ 10 დღე.

საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება.

გამოყენების გზა

რექტალურად.

4.3. უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მე-2 ნაწილში მითითებული აქტიური ნივთიერების ან/და 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

- ასაკი 18 წლამდე.

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გამოიყენება მხოლოდ ზრდასრული მამაკაცების სამკურნალოდ; არ გამოიყენება ქალებსა და ბავშვებში.

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს პრეპარატ ვიტაპროსტის დანიშვნასთან ერთად სხვა ჯგუფის პრეპარატების და არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდების გამოყენებას.

ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის დაწყებამდე და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დროს, რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტის ანალიზის ჩატარება.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების ან შეუთავსებლობის შემთხვევები არ არის აღწერილი.

4.6. ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი არ გამოიყენება ქალებში.

4.7. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის გამოყენება გავლენას არ ახდენს პოტენციურად სახიფათო მოქმედებების შესრულების უნარზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეტჩერის და ოპერატორის საქმიანობა).

4.8. არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების შეჯამება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100, ≤1/10), არახშირად (>1/1000, ≤1/100), იშვიათად (>1/10000, ≤1/1000), ძალიან იშვიათად (1/10000-ზე ნაკლები), სიხშირე უცნობია (არ შეიძლება განისაზღვროს ხელმისაწვდომი მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ  დარღვევები

სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები.

4.9. დოზის გადაჭარბება

პრეპარატ ვიტაპროსტის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ცნობილი არ არის.

 

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიაში გამოყენებული პრეპარატები; უროლოგიაში გამოყენებული სხვა პრეპარატები.

ათქ კოდი: G04BX.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური თვისებები

ვიტაპროსტს აქვს ორგანოტროპული მოქმედება წინამდებარე ჯირკვალზე. ამცირებს შეშუპების ხარისხს, წინამდებარე ჯირკვლის ლეიკოციტურ ინფილტრაციას, ახდენს ეპითელური უჯრედების სეკრეტორული ფუნქციის ნორმალიზებას, ზრდის ლეციტინის მარცვლების რაოდენობას აცინუსების სეკრეტში, ასტიმულირებს შარდის ბუშტის კუნთების ტონუსს. უმჯობესდება მიკროცირკულაცია წინამდებარე ჯირკვალში თრომბის წარმოქმნის შემცირებით, ანტიაგრეგანტული აქტივობით, ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვალში ვენულების თრომბოზის განვითარებას.

ვიტაპროსტი ახდენს წინამდებარე ჯირკვლისა და ეაკულატის პარამეტრების ნორმალიზებას. ამცირებს ტკივილს და დისკომფორტს, აქრობს დიზურიულ მოვლენებს, აუმჯობესებს კოპულაციურ ფუნქციას.

5.2.ფარმაკოკინეტიკური თვისებები

არ არსებობს ინფორმაცია ფარმაკოკინეტიკის შესახებ.

5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული და ონტოგენეტიკური ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების შედეგებით მიღებული წინაკლინიკური მონაცემებით, ადამიანებისთვის განსაკუთრებული ზიანი არ არის გამოვლენილი.

 

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მყარი ცხიმი.

6.2. შეუთავსებლობა

არ შეესაბამება.

6.3. ვარგისიანობის ვადა (შენახვის ვადა)

2 წელი.

6.4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

6.5. პირველადი შეფუთვის სახეობა და შიგთავსი

5 სუპოზიტორია ბლისტერულ პოლივინილქლორიდის ლამინირებული პოლიეთილენის ფირისგან დამზადებულ შეფუთვაში.

1 ან 2 ბლისტერული შეფუთვა შეფუთვის ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის ან სამკურნალო საშუალების გამოყენების და პრეპარატით სხვა მანიპულაციების შემდეგ მიღებული ნარჩენების განადგურებისას

არ არსებობს უტილიზაციის შესახებ განსაკუთრებული მოთხოვნები.

 

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

სს ნიჟფარმი, რუსეთი

სალგანსკაიას ქ. 7, ნიჟნი ნოვგოროდი, 603105

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.