დეპანტოლი #10ვაგ.სუპოზ.(ნიჟფ.)

დეპანტოლი #10ვაგ.სუპოზ.(ნიჟფ.)

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსპანთენოლი+ქლორჰექსიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 34595
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დეპანტოლი ვაგინალური 10 სანთელი

შემადგენლობა

დექსპანთენოლი (D-პანტენოლი) 100 მგ
ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი 16 მგ
პოლიეთილენოქსიდი 1500
პოლიეთილენოქსიდი 400.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქმედების სპექტრი: Treponema pallidum, Clamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoeae, gardnerella vaginalis, Bacteroides fragilis, Echerichia coli, Stapylococcus spp., Streptococcus spp.; საფუარები, დერმატოფიტები, უმარტივესები (Trichomonas vaginalis).

დექსპანთენოლი - ახდენს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, განაპირობებს უჯრედული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას, აჩქარებს მიტოზის პროცესს, ზრდის კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცეს. დექსპანტენოლი არ აფერხებს ლაქტობაცილების ფუნქციონირებას.
ინარჩუნებს აქტივობას ჩირქისა და სისხლის გარემოში.

ჩვენებები

• მწვავე და ქრონიკული ვაგინიტი;
• ენდო/ეგზოცერვიციტები;
• საშვილოსნოს ყელის დესტრუქციული მეთოდებით მკურნალობის შემდგომ;
• დიათერმოკუაგულაცია, ლაზერული კოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, რადიოტალღური ქირურგია; 
• საშვილოსნოს ყელისა და საშოს რეკონსტუქციული და კოსმეტიკური ოპერაციის შემდგომ; 
• საშვილოსნოს ყელის ეროზია, ეროზიული კოლპიტი, საშოს ლორწოვანის დაზიანებები;
• კლიმაქტერულ პერიოდში არსებული ლოწოვანის სიმშრალე (ატროფიული კოლპიტი);
• მშობიარობის შემდგომ პერიოდში არსებული მიკრო-ნახეთქები საშვილოსნოს ყელის, საშოსა და შორისის მიდამოში;
• სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი. საშოს წყლულისა და სხივური თერაპიის შედეგად 
განვითარებული კოლპიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები

1 სუპოზიტორია 2-ჯერ დღეში, ვაგინალურად, 7-10 დღე.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი ინიშნება ორსულებსა და მეძუძურებში.