ჩერნიკა ლუთეინით #20კაფს

ჩერნიკა ლუთეინით #20კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლუთეინი+მოცვი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 34305
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.


ჩერნიკა ლუთეინით
Chernika with Lutein


სავაჭრო დასახელება: ჩერნიკა ლუთეინით
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს სტანდარტიზებულ, მშრალ ექსტრაქტს (25% ანტოციანიდინები). ანტოციანიდინებზე გაანგარიშებით - 44.25 მგ. ლუთეინი 20% FS, ლუთეინზე გადათვლით-6მგ, ზეაქსანტინზე გადათვლით 0,3 მგ, ზეაქსანტინი 20% FS, ზეაქსანტინზე გადათვლით -1.2მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული ლეციტინი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ფარმაცევტული ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ნიპაგინი, ნიპაზოლი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი წითელი კოშინელი E-129, რკინის ყვითელი ოქსიდი E-172, რკინის წითელი ოქსიდი E-172, რკინის შავი ოქსიდი E-172, კარმუაზინი  E-122, ლურჯი ბრწყინვალე  E-133.
აღწერილობა: ჟელატინის, რბილი, ოვალური ფორმის, ნაწიბურიანი, მკვრივი, ორფეროვანი კაფსულები, ერთი მხარე მუქი იისფერი, მეორე ყავისფერი.
კაფსულის შიგთავსი - მჟავე გემოს მუქი ყავისფერი ზეთოვანი სუსპენზია. კაფსულის შიგთავსი: მუქი იისფერი მჟავე გემოს მქონე ზეთოვანი სუსპენზია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა მეტაბოლიტები

გამოყენების ჩვენება:
სამკურნალო საშუალება ჩერნიკა ლუთეინით ნაჩვენებია, როგორც არასპეციფიური ანტიოქსიდანტური თერაპიის საშუალება, პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისათვის:
- მიოპია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- ჰიპერტონული რეტინოპათია;
- მხედველობის მექანიზმის ადაპტაციის დარღვევა სიბნელეში, როგორც ღამით, ისე შებინდებისას;
- ბადურის დისტროფიული დაავადებებისას;
- კატარაქტა;
- ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზია;
- მხედველობითი ასტენოპია (მათ შორის 7 წლიდან ბავშვებში);
ჩერნიკა ლუთეინით გამოიყენება პროფილაქტიკისათვის, მხედველობის ასაკობრივი გაუარესებისას 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, კაშკაშა სინათლის ზემოქმედების ქვეშ მუშაობისას, (მირჩილვა, სოფიტი), ვინდსიორფინგის დროს, თხილამურებით სრიალისა, ალპინიზმისა, (წყლის და თოვლის ზედაპირების დიდი არეკვლის გამო), მხედველობის გაუარესების საპროფილაქტიკოდ მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი,ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა.),მხედველობითი გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია (ფრკ, ბადურის აშრევების დროს და სხვა).
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები და 7 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 კაფსულა დღეში 2-3 ჯერ, ჭამის შემდეგ, შერმდომი ორი თვის განმავლობაში 1 კაფსულა დღეში 1 ჯერ. Gამოყენების რეკომენდებული კურსი – წელიწადში 2-3 ჯერ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობის და  უსაფრთხოების ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის აღწერილი

უკუჩვენება:
სამკურნალო საშუალების მიღების უკუჩვენებად მიჩნეულია, მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გავლენა ავტომობილის მართვაზე  და ტექნიკასთან მუშაობაზე.
არ მოქმედებს.

გამოშვების ფორმა:
ჟელატინის, რბილი, ოვალური ფორმის, ნაწიბურიანი, მკვრივი, ორფეროვანი კაფსულები, ერთი მხარე მუქი იისფერი, მეორე ყავისფერი.
10 კაფსულა კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაში, 2 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა კოლოფში.

შენახვის წესები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C - 25 °C ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი:
ურეცეპტოდ

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
სამრეწველო უ.ს. ,,მინსკინტერკაპს”-ი,
ბელარუსის რესპუბლიკა,
220075, ქ. მინსკი, საფოსტო ყუთი, 112, ინჟენერსნაიას ქ. , სახლი 26
ტელ/ფაქსი: (+37517) 344-18-66   ელ-ფოსტა: [email protected], www.mic.by