მენოვაზანი 40გ მალამო ტუბ.
გააზიარე:
სამკურნალწამლო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
მენოვაზანი
(Menovasan)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერებები: 1 გ მალამო შეიცავს რაცემიულ მენთოლს 25 მგ, ნოვოკაინს (პროკაინის ჰიდროქლორიდს) 10 მგ, ანესთეზინს (ბენზოკაინს) 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მინერალური ზეთი, თეთრი რბილი პარაფინი, ემულგატორი T-2, გაწმენდილი წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა.მალამო.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:თეთრი ფერის მალამო მენთოლის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები. ათქ კოდი: D04A X.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
მენოვაზანი არის კომბინირებული პრეპარატი და მისი თვისებები განპირობებულია აქტიური კომპონენტების მოქმედებით. კერძოდ, სიცივის რეცეპტორებზე მენთოლის სელექციური მოქმედების წყალობით, მალამო იწვევს სიცივის შეგრძნებას, ხოლო გამაღიზიანებელი მოქმედება შეიძლება შეიცვალოს მცირე ანესთეზიით. რეფლექსურად მენთოლი ცვლის სისხლძარღვების ტონუსს. ეს ეხება როგორც ზედაპირულ, ისე უფრო ღრმად განლაგებულ სისხლძარღვებსაც. ნოვოკაინს აქვს საკმაოდ გამოხატული გამაყუჩებელი აქტივობა. ის არ ცვლის სისხლძარღვების ტონუსს. ანესთეზინი იწვევს ზედაპირულ ანესთეზიას. აღნიშნული კომპონენტების შეთავსება ერთ პრეპარატში უზრუნველყოფს იმის უნარს, რომ მოხდეს ნერვული რეცეპტორებისა და გამტარების აგზნებადობისა და გამტარიანობის შექცევადი დარღვევა მათთან უშუალო კონტაქტის დროს, გამოვლინდეს გამაღიზიანებელი და ყურადღების გადამტანი მოქმედება, დაითრგუნოს ნერვული ბოჭკოს მემბრანების აგზნებადობა, შემცირდეს მოქმედების პოტენციალის ამპლიტუდა, აიწიოს ნერვული ბოჭკოს მემბრანის დეპოლარიზაციის ზღურბლი, შენელდეს მოქმედების პოტენციალის აღმავალი ფაზის განვითარების სიჩქარე, შემცირდეს ნერვულ ელემენტებში აგზნების ხარისხი.
ფარმაკოკინეტიკა.
შესწავლილილი არ არის.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
ნევრალგიები, მიალგიები, ართრალგიები; დერმატოზები, რომლებსაც თან სდევს ქავილი.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
არ წაუსვათ ალერგიული რეაქციების მქონე კანზე, სახის კანზე, დაზიანებულ კანზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
რეკომენდებული არ არის გამოყენება სხვა ადგილობრივად მოქმედ საშუალებებთან ერთად (აძლიერებს ადგილობრივი გამაყუჩებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ეფექტს). პრეპარატის კომპონენტები (ნოვოკაინი, ანესთეზინი) ასუსტებს სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
რომელიმე სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას უნდა შეატყობინოთ ექიმს.
გამოყენების თავისებურებები.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში. არ არის ორსულობისა თუ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება.
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტისა თუ სხვა მექანიზმების მართვისას.
საჭიროა თავის შეკავება ავტოტრანსპორტის მართვისგან თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევა.
გამოყენების წესი და დოზები.
გამოიყენება გარეგანად დღეში 2-3-ჯერ კანის მტკივნეულ ან დაზიანებულ უბნებზე წასასმელად. მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და მიმდინარეობაზე, აგრეთვე თანმდევი თერაპიის ხასიათზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 გ.
ბავშვები.
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ჭარბი დოზირება.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები.
ამგვარი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, მისი ნარჩენები კანის ზედაპირიდან ჩამოიბანოთ წყლით და მიმართოთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.
გვერდითი რეაქციები.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (მ.შ. ჰიპერემია, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი, შეშუპება, ჭინჭრის ციება), კონტაქტური დერმატიტი.
ვარგისიანობის ვადა.
3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის დასრულების შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
40 გ ალუმინის ტუბში, კოლოფში.
გაცემის კატეგორია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი.
შპს „დკპ „ფარმაცევტული ფაბრიკა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.
უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რ-ნი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ. N4.










